შემთხვევითი შეკითხვა:

1924 წელს სტალინი ამბობდა, რომ ჯობია ამას დანებდე, ვიდრე, მოექცე საზღვარგარეთული კაპიტალის კაბალაში. 1925 წელს მისი გაყიდვა დაკანონდა... განვაგრძოთ→

ბერნარდ შოუ:

მწერალი რომ ვარ, ნურავინ იფიქრებს, რომ არასოდეს მქონია სურვილი ღირსეული საქმის კეთებისა.

შეკითხვების არქივი

58-ე გვერდი

შეკითხვა 294:
შეკითხვის გვერდი →

მისი მოხმარების რეჟიმის ასახსნელად საკმარისია სამი წერტილი: ერთი წერტილი აღნიშნავს — არაუმეტეს 120-სა, ორი წერტილი აღნიშნავს არაუმეტეს 160-სა, სამი წერტილი აღნიშნავს — 160-ზე მეტი. რა ჰქვია იმ ნივთს, რომელზეც ასეთი შინაარსის წერტილებია გამოსახული?

პასუხი >
შეკითხვა 293:
შეკითხვის გვერდი →

ერთი იტალიური ანდაზის თანახმად, სალათი 4 მზარეულმა უნდა დაამზადოს, კერძოდ: გულუხვმა მზარეულმა უნდა გაუკეთოს ზეთი, ძუნწმა — ძმარი, ხელოვამა — მორთოს და გაალამაზოს ის, ფილოსოფოსმა კი… რისი გაკეთება ევალება ფილოსოფოს მზარეულს?

პასუხი >
შეკითხვა 292:
შეკითხვის გვერდი →

1792 წლის სექტემბერში პარიზს პრუსიელები დაემუქრნენ. ქალაქში მოხალისეთა ჩაწერა დაიწყო. მათი რიცხვი მალე ასიათასობით განისაზღვრებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქალაქში საკმარისი რაოდენობით არ იყო იარაღი. როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობამ დაიწყო ზარების გადადნობა ზარბაზნებად, ხოლო ვერცხლის ნივთებისა — მონეტებად, მიმდინარეობდა თუჯის გალავნებისა და ჯაჭვებისაგან ხელშუბების გამოჭედვა… მაგრამ ყოველივე ეს საკმარისად არ იქნა ჩათვლილი და მოსახლეობამ ტყვიების გამოდნობაც დაიწყო. ამისათვის მასალად გამოყენებული იქნა ტყვიის ნაკეთობები, რომლებსაც სპეციფიკური დანიშნულება გააჩნდათ და რომელთაც დანიშნულებისამებრ გამოყენების შემდეგ მხოლოდ უაღრესად ზნედაცემული ადამიანი ან სასამართლოს დადგენილებით მოქმედი პირი თუ შეახებდა ხელს. რა ნაკეთობაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 291:
შეკითხვის გვერდი →

60-იან წლებში NASA-მ გადაწყვიტა სპეციალური კალმის გამოშვება, რომელიც იმუშავებდა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, იმისათვის რომ ასტრონავტებმა შეძლონ თავიანთი დაკვირვებების ჩაწერა. 2 წლის ინტენსიური გამოკვლევების, ექსპერიმენტების და ცდების შემდეგ გამოშვებულ იქნა სულ 50 უნიკალური "ასტრონავტის კალამი". ეს პროექტი NASA-ს დაუჯდა რამოდენიმე მილიონი დოლარი. ამავე დროს იგივე პრობლემა დადგა საბჭოთა კოსმონავტიკის წინაშეც. როგორ გადაწყვიტეს ეს პრობლემა საბჭოთა კავშირში ზედმეტი დანახარჯების გარეშე?

პასუხი >
შეკითხვა 290:
შეკითხვის გვერდი →

რის კოლექციას აგროვებდა მარკ ტვენის ნაწარმოების გმირი, რომელიც ყიდულობდა დაუსახლებელსა და უდაბურ მთიან და კლდოვან ტერიტორიებს?

პასუხი >
შეკითხვა 289:
შეკითხვის გვერდი →

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა უდიდესმა ტიპოგრაფიულმა კომპანიამ ერთი გრანდიოზული შეკვეთის შესრულების დროს აღმოაჩინა, რომ საწყობში სხვადასხვა ფერის საღებავებიდან საკმარისი რაოდენობის (და უფრო მეტიც) მხოლოდ ერთი ფერის საღებავი იყო. რომელი?

პასუხი >
შეკითხვა 288:
შეკითხვის გვერდი →

წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას მან გამოთქვა უკმაყოფილება: ”თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა მე ორჯერ მესროლეს ტყვია!” ბილჰემს გაუკვირდა: ”ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად …” დაასრულეთ გონებამახვილი ბილჰემის სიტყვები.

პასუხი >
შეკითხვა 287:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, იდეალისტის, პესიმისტისა და პროგრესის უარმყოფელი არტურ შოპენჰაუერის სიტყვები: ”საშუალო კაცი სულ იმის ფიქრშია, დრო როგორ გაატაროს, ნიჭიერი კი…”

პასუხი >
შეკითხვა 286:
შეკითხვის გვერდი →

60-იან წლებში ეს მაჩვენებელი ”თაიმსში” უდრიდა 32%-ს, ”დეილი ექსპრესში” — 34%-ს, ”დეილი ტელეგრაფში” — 48%-ს, ”მონინგ სტარში” — 3%-ს. ზოგიერთ თანამედროვე ქართულ გაზეთში კი ეს მაჩვენებელი უახლოვდება 90%. რას აღნიშნავს ეს რიცხვი?

პასუხი >
შეკითხვა 285:
შეკითხვის გვერდი →

მოისმინეთ დოსტოევსკის სიტყვები: ”თუ გინდათ კარგად გაიცნოთ ადამიანი, მიაქციეთ ყურადღება არა იმას, თუ როგორ ლაპარაკობს იგი, როგორ ტირის, ან როგორ აღელვებს მას კეთილშობილი იდეები. დააკვირდით მას, როდესაც ის … . ადამიანი, რომელიც კარგად … — კარგი ადამიანია.” რომელი სიტყვა არის გამოტოვებული ამ ფრაზაში?

პასუხი >