59-ე გვერდი



ეს მელოდია შექმნეს კენტაკის შტატის ქალაქ ლენსიგტონის სკოლის პედაგოგებმა — დებმა პატიმ და მილდრედ ჰილებმა. ორი პროვინციელი პედაგოგი მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა თუ რა პოპულარობა ელოდა მათ სიმღერას. პირველად იგი 1935 წელს ნიუ-იორკში აჟღერდა. სიმღერის დღევანდელი მფლობელი, მუსიკალური ფირმა "უორნერ ჩაპლი" მკაცრად აკონტროლებს მის ყოველ შესრულებას. ერთჯერადი შესრულების ღირებულება მერყეობს 5 ათასი დილარიდან (სატელევიზიო პროგრამებისთვის) 50 ათასი დოლარამდე (კინოფილმებისთვის). საშუალო წლიური შემოსავალი სიმღერისა 1 მილიონ დოლარს აღწევს. რომელ სიმღერაზეა საუბარი?



ფეხბურთი იმდენად პოპულარულია მსოფლიოში, რომ ფეხბურთის ოსტატებისთვის განკუთვნილი ჯილდოთა რიცხვი მუდმივად იზრდება. მაგრამ აჯილდოვებენ არა მარტო ჩემპიონებს და ბომბარდირებს, არამედ ანტი-რეკორდების მფლობელებსაც. როგორ ფიქრობთ, რითი დააჯილდოვა ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 4-ჯერ შეაგდო გოლი საკუთარ კარებში?



რომის სასამართლოში ნებისმიერი საქმის გარემოების გარჩევის პროცედურა შედგებოდა 7 კითხვისგან. აი ოთხი მათგანი: ვინ? ვისი დახმარებით? რისთვის? როგორ?..
დაასახელეთ დანარჩენი 3 კითხვა.



ცნობილი ფრანგი იმპრესიონისტი ედუარდ მანე ისვენებდა პარიზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში. იქ მას დაუახლოვდა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც მანეს სთხოვა ეკლესიის მოხატვა. მანე დათანხმდა და საკმაოდ სწრაფადაც გააკეთა ეს. ეკლესიის წინამძღვარმა როგორც კი ნახა ფრესკები, აღშფოთდა და შესჩივლა მანეს: "კი მაგრამ, ბატონო, სად გინახავთ თქვენ ჩექმიანი ანგელოზები?" მანემ წარბიც არ შეიხარა და კითხვას კითხვითვე უპასუხა. რა პასუხი გასცა ეკლესიის წინამძღვარს მანემ?



მოისმინეთ საფეხბურთო კურიოზი: ვენის "ვაკერისა" და კლაუგენფურტის "აუსტრიის" მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მსაჯმა აუჩქარებლად გასწია გასახდელისკენ, ცოტა დაისვენა, შხაპი მიიღო, ჩაიცვა და შინ წასასვლელად გაემზადა. უცებ მას რაღაც გაახსენდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გაიხადა, ფორმა გადაიცვა და მოედანზე გავარდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა. რა გაახსენდა მსაჯს?



ერთხელ ონორე დე ბალზაკთან მივიდა ერთი მოხუცი ქალი, დაუდო მაგიდაზე მოწაფის რვეული და სთხოვა, კალიგრაფიით განესაზღვრა ბავშვის მომავალი. ბალზაკი დააკვირდა ხელნაწერს და რიხით განაცხადა: "მოძრავი, ცოცხალი ბავშვი ჩანს, მაგრამ გონებაჩლუნგია. მასგან არაფერი გამოვა". სინამდვილეში კი ამ ბავშვისგან გამოვიდა დიდი ადამიანი. ვისი რვეული მოუტანა ამ ქალმა ბალზაკს?



6 წლის წინ, 9 მაისის წინა დღეებში რუსეთის ცენტრალური გაზეთის ჟურნალისტმა მოსკოვის ერთ-ერთი სკოლის პირველკლასელებს დაუსვა კითხვა: "რა არის დიდი სამამულო ომი?" სამწუხაროდ, ბავშვების 80%-მა ამ კითხვას გასცეს ერთნაირი პასუხი: "ეს არის ომი … წინააღმდეგ." ვის წინააღმდეგ?



ეს ქალაქი სულ რაღაც ნახევარ საუკუნეზე ოდნავ მეტ ხანს ითვლის. ის დაარსებული იქნა ძალიან ცნობილი ბოროტმოქმედის მიერ. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ მთელი ამ იდეისაგან არაფერი გამოვიდოდა, რის გამოც ეს ბოროტმოქმედი მოკლეს კიდეც. მაგრამ მისი პროგნოზები გამართლდა და დღეს ეს ქალაქი საყოველთაოდ არის ცნობილი. ერთ-ერთ ამერიკულ ფილმში ისიც კი ითქვა, რომ ამ ქალაქში უფრო მეტს ლოცულობენ, ვიდრე მექაში. რა ჰქვია ამ ქალაქს?



ეს ადამიანი ცხოვრობდა ახ.წ. IVს.-ში ბიზანტიაში და იყო კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი. მას სახელად კარლოსი ერქვა. ის ძალიან კეთილი და ხელგაშლილი ადამიანი იყო. მის ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა, სიკვდილის შემდეგ კი ის წმინდანად აღიარეს. ამ ადამიანს ყოველი ჩვენგანი იცნობს, თუმცა შეცვლილი სახელითა და საცხოვრებელი ადგილით. დღეს გავრცელებული აზრით, სად ცხოვრობს იგი ამჟამად?



აფრიკულ სპილოს — 1,5 მეტრი; ინდურ სპილოს — 0,5 მეტრი; მელია-ფენეკს — 15 სანტიმეტრი. ამ ცხოველებს კი ეს ორგანო აქვთ საშუალო ზომის, თუმცა ერთ-ერთ მათ წარმომადგენელს ჩაუტარეს დაკითხვა, რომლის ერთ-ერთ პუნქტს უნდა დაედგინა ამ ორგანოს უჩვეულოდ დიდი ზომის მიზეზი. ვინ ჩაატარა ეს დაკითხვა?







