შემთხვევითი შეკითხვა:

ამბობებენ, რომ ერთხელ მან უთხრა ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას: „გურუ, მომეცი შენი კურთხევა!“. გურუმ უპასუხა: „შენ ეს არ გჭირდება... განვაგრძოთ→

ამიელი:

იმისათვის, რომ წარმოიდგინო, თუ რა არის საგიჟეთი, საკმარისია საცეკვაო ოთახში ყურებში თითი გაირჭო.

შეკითხვების არქივი

მე-6 გვერდი

შეკითხვა 824:
შეკითხვის გვერდი →

XVIII საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მწერალი ქალი, შარლოტა აისე წარმოშობით იყო ჩერქეზი თავადის ოჯახიდან, რომლის სასახლის ძარცვის დროს, თურქებმა ბავშვი გაიტაცეს და სტამბოლის ბაზარში მიჰყიდეს ფრანგ დიპლომატს. რუსულმა ჟურნალმა «Совершенно секретно» ამ ფაქტს მიუძღვნა სტატია, რომლის სათაურის პირველი ნაწილი ემთხვევა 1966 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაურის პირველ ნაწილს. დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი >
შეკითხვა 823:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც ამ ადამიანს შესთავაზეს, თავისი კომპანიის ლოგოტიპი შეეცვალა შვეიცარიული ჯვარით, მან უპასუხა: “ჯვარი ვერ შეცვლის ჩემს საცხოვრებელ ადგილს, ვინაიდან ის არა მხოლოდ საფირმო ნიშანია, არამედ ჩემი ოჯახის საგვარეულო გერბიაო”. შვეიცარიული კომპანია “Herzog und de Meuron Architekten”-ის დაპროექტებული “საცხოვრებელი ადგილი” კი 2008 წლიდან ერთი დედაქალაქის სიმბოლოდ იქცა. მიხვდით რა იგულისხმება “საცხოვრებელ ადგილში” და დაასახელეთ ეს დედაქალაქი.

პასუხი >
შეკითხვა 822:
შეკითხვის გვერდი →

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე, ამერიკელი მწერლის, მაიკლ სუენვიკის ერთ–ერთი წიგნი შესდგება ასზე მეტი მინიატურისაგან. მეათე მინიატურაში, ავტორი საუბრობს ლას–ვეგასზე და მის განათებაზე. მეთოთხმეტეში საუბარია თანამეროვე ქალებზე, რომელთაც ავტორის აზრით ბუნებრივი სილამაზე აქვთ დაკარგული და ცდილობენ ხელოვნური გზებით მოაწონონ მამაკაცებს თავი. მეჩვიდმეტეში საუბარია იმაზე, თუ როგორ ებრძვიან მეცნიერები საცურაო აუზში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს. დაასახელეთ პიროვნება, რომლის ნაშრომის საფუძველზეც მაიკლ სუენვიკმა შექმნა თავისი წიგნი.

პასუხი >
შეკითხვა 821:
შეკითხვის გვერდი →

ქიმიური ელემენტი ტელური აღმოჩენილ იქნა 1782 წელს და მისი სახელწოდება მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან “tellus” რაც დედამიწას ნიშნავს. 1817 წელს გამოჩენილმა შვედმა ქიმიკოსმა ბერცელიუსმა აღმოაჩინა მსგავსი ქიმიური თვისებების მქონე ახალი ელემენტი, რომელმაც მენდელეევის სისტემაში 34–ე ადგილი დაიკავა. მსგავსების გარდა აღსანიშნავია, რომ ბუნებაში ძალიან ხშირად ეს ელემენტი ტელურთან ერთად მოიპოვება, რამაც განაპირობა კიდეც მისი სახელწოდება. დაასახელეთ სახელწოდება, რომელიც ბერცელიუსმა მის მიერ აღმოჩენილ ელემენტს დაანათლა.

პასუხი >
შეკითხვა 820:
შეკითხვის გვერდი →

პირველის შესახებ უოლტერ უინჩელმა თქვა, რომ “ეს არის ლამაზად გაფორმებული უცნობი ფაქტების კრებული, რომლის შესახებ არავინ არაფერი იცის და არც არავის აინტერესებს”. რაც შეეხება მეორეს, საფირ მორიც–ჰოტლიბის აზრით ეს არის ქალის სინდისი, ვინაიდან ქალი არაფერს აკეთებს მასთან შეუთანხმებლად. თქვენ კი ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელეთ ის, რაც პირველად გამოჩნდა 1947 წლის 4 იანვარს ჰანოვერში.

პასუხი >
შეკითხვა 819:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისელი ისტორიკოსი სტივენ ტერნბული (Turnbull), რომლის სპეციალიზაციას აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნება წარმოადგენს, თავისი წიგნის ერთ–ერთ თავში მოგვითხრობს სამურაების ჩამოყალიბების ისტორიას. ისტორიკოსი თვლის, რომ სამურაების, როგორც ცალკე კლასის ჩამოყალიბებას ორმა, პირველმა — უფრო მისტიურმა, ხოლო მეორემ —  წმინდა ეთიკურმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. დაასახელეთ ორი, ერთ ასოზე დაწყებული სიტყვა, რომლითაც წიგნის ავტორმა დაასათაურა წიგნის ეს თავი.

პასუხი >
შეკითხვა 818:
შეკითხვის გვერდი →

ამ პროდუქციის წარმოების მხრივ დღეისათვის მსოფლიოში მეორე ადგილი, 1931 წელს ვინმე სიოძირო იშიბაშის მიერ დაარსებულ კომპანიას უკავია. ამავე პროდუქციის წარმოებაში კი ლიდერის პოზიცია უჭირავს 1889 წელს, ძმების ედუარის და ანდრეს მიერ საფრანგეთში დაარსებულ კომპანიას. დაასახელეთ ძმების, ედუარის და ანდრეს გვარი, თუ ცნობილია, რომ იაპონურად სიტყვა ბაში ნიშნავს “ხიდს”.

პასუხი >
შეკითხვა 817:
შეკითხვის გვერდი →

ყურადღება, კითხვაში საუბარი იქნება რეალურად არსებულ კუნძულზე! კუნძული ჯერბა, რომელიც განლაგებულია ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის ნაპირებიდან 2 კმ–ში, ძალიან მდიდარია თავისი ფლორით. კუნძულზე გავრცელებულია მცენარე Nymphaea caerulea, რომლის ყვავილებს ფსიქოტროპული ზემოქმედება ახასიათებთ. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ Nymphaea caerulea–ს მეორე, ჩვენთვის უფრო კარგად ნაცნობი სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 816:
შეკითხვის გვერდი →

დამტკიცებულია, რომ, ამ კუნძულზე ჩვენს წელთა აღრიცხვამდე IV ათასწლეულში, ადამიანმა დიდი რაოდენობით აღმოაჩინა ლითონი და დაიწყო მისი გამოყენება. ბევრი თქვენთაგანისათვის კი ცნობილია ამ კუნძულზე დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც კუნძულის მმართველი შეეწირა. არ გეკითხებით რომელ კუნძულზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოთხსენებული ლითონი, რომელმაც ერთ–ერთი ვერსიის თანახმად ამ კუნძულისგან მიიღო სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 815:
შეკითხვის გვერდი →

ერთ–ერთ წიგნში, რომელშიც მოთხრობილია ამ ადამიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ნათქვამია, რომ იგი თავის მეუღლეს მოიხსენიებდა სიტყვით “It”, რაც როგორც მოგეხსენებათ საშუალო სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელია და ქალბატონის მიმართ მისი გამოყენება რბილად, რომ ვთქვათ არ არის ლამაზი. თუმცა წიგნში აგრეთვე ნათქვამია, რომ მის მეზობლად ცხოვრობდა დისიდენტი სსრკ–დან, რომელთანაც ამ ცნობილ ადამიანს საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით წიგნის ავტორი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ ზუსტად ეს იყო ამ ერთი შეხედვით ცინიკური მიმართვის მიზეზი. დაასახელეთ ცნობილი პიროვნება, რომელსაც ეძღვნება ზემოთხსენებული წიგნი.

პასუხი >