60-ე გვერდი



ამასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ისეთი პოპულარული ტერმინები, როგორიცაა: შეგროვება, უპირატესობა, საფრთხობელა, ხიდი და ბევრი სხვა. ის შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად: ფრინველებად, რელიგიურ სიმბოლოებად, სამშენებლო მასალად და შინაგან ორგანოებად. რა არის ეს?



დაასრულეთ ცნობილი ფეხბურთელის და მწვრთნელის ფრანც ბეკენბაუერის აზრით იდეალური გუნდის რეცეპტი: "იმისათვის, რომ შევქმნა იდეალური გუნდი, მე მჭირდება 4 კაცი, რომლებიც უკრავენ როიალზე და 7 კაცი, რომლებიც …"



ეს სიტყვა არაბული წარმოშობისაა და ის უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია, როგორც სადილის შემდგომ დასვენება, სასიამოვნო უსაქმურობა. ამ სიტყვას ვხმარობთ ჩვენც, შეიძლება ითქვას, დაახლოებით იმავე მნიშვნელობით, ოღონდ ჟარგონული საუბრისას. დაასახელეთ ეს სიტყვა.



უინსტონ ჩერჩილი ამბობდა ამის შესახებ: "თუ თქვენ ღამე მოგინდებათ ბოლოკის ჭამა, ამაზე უკეთეს სამარილეს ვერ იპოვნით". რუსები კი თვლიან, რომ ეს დედამიწასაც აქვს. რაზეა საუბარი?



არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შევიდა ახალი აბრევიატურა — PIU. ასო P წარმოადგენს შემოკლებას სიტყვისა ”Pathological” (პათოლოგიური), U — სიტყვის ”Usage” (გამოყენება). რომელი თქვენთვის კარგად ცნობილი სიტყვის შემოკლებას წარმოაგენს ასო I?



”კოკა-კოლა”-ს პრეზიდენტმა 1996 წლის შემაჯამებელ მოხსენებაში თქვა: "მილიარდი წლის წინ დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი. მილიარდი წუთის წინ წარმოიშვა ქრისტიანობა. მილიარდი წამის წინ ”ბითლზ”-მა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მუსიკაზე. ”კოკა-კოლას” მილიარდი ჭიქის წინ კი იყო …” რა იყო?



ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურ-ირმის თრთოლვა, ჯეირნის ალერსიანი გამოხედვა, გველის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო, ბულბულის სინაზე, მაგნიტის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე და ჰაერის სიმჩატე, აურია მან ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, მას სხვა თვისებებიც დაამატა: მელიის ეშმაკობა, გველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა და კურდღლის შიში.
რა მივიღეთ ამ ნარევისაგან?



”როდესაც საქმე მიდის კარგად, მაშინ ახლო მომავალში რაღაც უნდა გაფუჭდეს”.
”როდესაც საქმეები მიდის ისე, რომ უარესი არ შეიძლება, მაშინ ძალიან ახლო მომავალში ისინი წავა კიდევ უფრო უარესად”.
ამ პესიმიზმით თუ გავაგრძელებთ, დაასრულეთ შემდეგი ფრაზა:
”თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ რომ საქმე მიდის კარგად, ესე იგი …”



ისინი პირველად გაჩნდნენ ძველ ეგვიპტეში და ჰქონდათ მრგვალი და სამკუთხედის ფორმები. შემდეგ ისინი დაავიწყდათ და გაახსენდათ ლუდოვიკო XVI-ის ეპოქაში, მისცეს რა მათ კვადრატული ფორმა. რა ნივთია ეს?



ანეკდოტი:
ორი განგსტერი ათვალიერებს საიუველირო მაღაზიის ვიტრინას.
ერთი ეკითხება მეორეს:
- ხედავ იმ დიდ ბრილიანტს მარცხნივ? შენი აზრით რამდენი შეიძლება მიიღო მისგან?
მეგობარმა უპასუხა:
- ყველაფერი დამოკიდებულია …
დაამთავრეთ ეს ფრაზა ერთი სიტყვით.







