61-ე გვერდი



დაასრულეთ ლიხტენბერგის სიტყვები:
”ვინც თავის თავშია შეყვარებული, მას თავის სიყვარულში აქვს ის უპირატესობა, რომ არ ჰყავს …”



ერთ-ერთ ბანქოს აფორიზმში ნათქვამია:
”კარგი მოთამაშე ის არაა, ვინც იგებს კარგი კარტებით, არამედ ის, ვინც …”
დაასრულეთ ეს აფორიზმი.



ერთმა ექიმმა გამოაქვეყნა გაზეთში შემდეგი სარეკლამო განცხადება: "აშშ-ს მოსახლეობის დაახლოებით 50% ხმარობს სათვალეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება შეუძლებელია … გარეშე". რის გარეშე?



არსებობს მისი მრავალი ნაირსახეობა, ასე მაგალითად: რვა ბრძენი, ჰარამხანა. ბარიკადა, გოტიკური ტაძარი, იდილია, ფრანგული ბაღი, ეგოისტი, ცისარტყელა, საათი და მარაო, მოგზაურები და ბევრი სხვა. რაზეა ლაპარაკი?



ის გამოიგონა ერთ ძალზედ ცნობილ კომპანიაში მომუშავე ქიმიკოსმა ვიქტორ მილსმა და ის პირველად მსოფლიოში 1959 წლის მარტში ილინოისის მაღაზიებში გამოჩნდა. ვიქტორ მილსმა ამ გამოგონებას უწოდა სიტყვა, რომელიც ინგლისურად "განებივრებას" ნიშნავს… თანამედროვეობისათვის საკმაოდ უცნობია ვიქტორ მილსის სახელი, არადა ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო მას ამ გამოგონებისთვის თავისი სახელი რომ ეწოდებინა… მაგრამ ერთი ხუმრობის თანახმად მას ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ იმ პირველ სამ სიტყვაში, რომელსაც ბავშვები სწავლობენ პირველად, აუცილებლად მისი გვარი იქნებოდა. რა გამოიგონა ვიქტორ მილსმა?



ფრანგულად ამ მდგომარეობას ეწოდება ”ხის სიფათი”, გერმანულად — ”კატის ტირილი”, პორტუგალიურად ”უკუსვლა”, ნორვეგიულად ”დურგლები თავში”. ჩვენ კი ამ შემთხვევაში ვხმარობთ არაქართულ სიტყვას. დაასახელეთ ეს სიტყვა…



ძველი ინგლისური ტრადიციის მიხედვით, წმინდა მიხეილის დღეს მიღებული იყო წმინდა ადგილებზე სალოცავად აუცილებლად ცხენზე ამხედრებული წასვლა. რომელი დანაშაული არ ისჯებოდა ამ დღეს?



რა სამსახური გაგვიწია XVIII საუკუნეში მდინარე სენიდან ამოღებულმა, 4 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის ერთმა კუბურმა დეციმეტრმა წყალმა?



ამ მცენარის ფოთლებს სამხრეთ ამერიკელი ინდიელები ღეჭავდნენ დაღლილობის მოსახსნელად. ახლა ამ მცენარის სახელწოდება არის ცნობილი სასმელის და სამედიცინო პრეპარატის სახელწოდებაში. დაასახელეთ ეს უკანასკნელნი.



ჩარლზ რიდი წერდა:
”დათესავ აზრს — მოიმკი ქცევას; დათესავ ქცევას — მოიმკი ჩვევას; დათესავ ჩვევას — მოიმკი ხასიათს”. რას მოიმკი, რიდის აზრით, თუ დათესავ ხასიათს?







