შემთხვევითი შეკითხვა:

[შეკითხვაში არის ცვლილება] კითხვის ავტორმა ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოისმინა შემდეგი ფრაზა: "სექტემბრის ბოლოს ქალაქის ქუჩებში ყველაზე უსაფრთხოდ... განვაგრძოთ→

აღმოსავლური ანდაზა:

გული სუფრა არ არის და ყველას ვერ გაუშლი.

შეკითხვების არქივი

62-ე გვერდი

შეკითხვა 254:
შეკითხვის გვერდი →

ერთი ბრიტანული ფირმის აზრით, ავტომობილის ეს დეტალი შეიძლება გადაიქცეს არასასიამოვნო სუნის წყაროდ სალონში. ზუსტად ამიტომ ბოლო დროს მას აწარმოებენ არომატების დამატებით. მაგალითად, ”იაგუარის” ამ დეტალს აქვს ძვირფასი ტყავის სურნელი, ხოლო ”რენოსას” — შანელის სუნამოსი. რა დეტალია ეს?

პასუხი >
შეკითხვა 253:
შეკითხვის გვერდი →

ბელინსკი თვლიდა მას ადამიანთა სიბრძნის ქვაკუთხედად; შოპენჰაუერი მას უწოდებდა საგარეო სინდისს; შილერი თვლიდა, რომ ის სიცოცხლეზე ძვირფასია; ფილდინგი ამბობდა, რომ ის ვერ იტანს ტყუილს. რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 252:
შეკითხვის გვერდი →

ჯიმი კარტერმა თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთ ბოლო დღეს წარმოთქვა სიტყვა: ”რამდენიმე დღის შემდეგ მე მოვიხსნი უფლებამოსილებას და მივიღებ იმ ერთადერთ წოდებას, რომელიც ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტობაზე მაღალია”. რა წოდებაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 251:
შეკითხვის გვერდი →

ლეგენდარული იბნ სენა ამბობდა, რომ ექიმს მეორე რიგში სჭირდება ბალახი, ხოლო მესამე რიგში რკინა. მისი აზრით, რა სჭირდება ექიმს პირველ რიგში?

პასუხი >
შეკითხვა 250:
შეკითხვის გვერდი →

პირველი მარცვალი — ასოა ბერძნული,
მეორე მარცვალი — ღმერთი ძველეგვიპტური,
მესამე მარცვალი — ნოტი მუსიკალური,
მეოთხე მარცვალი — კავშირია ქართული.
გამოიცანით ეს სიტყვა…

პასუხი >
შეკითხვა 249:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ანდაზა:
”ერი, რომელიც უარს ამბობს შეინახოს თავისი არმია, …”

პასუხი >
შეკითხვა 248:
შეკითხვის გვერდი →

კანტს შეეკითხნენ:
- რომელი ქალია უფრო ერთგული, შავგვრემანი თუ ქერა?
რა უპასუხა კანტმა?

პასუხი >
შეკითხვა 247:
შეკითხვის გვერდი →

საუდის არაბეთის მეფე იყო ინიციატორი პირველი საერთაშორისო კონფერენციისა ”ამის” გამოყენების შესახებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ”ეს” არასოდეს არ იყო და არ არის თვითონ საუდის არაბეთში. რაზეა საუბარი, თუ ეს საკითხი დღესაც აქტუალურია და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რიგი ქვეყნებისათვის?

პასუხი >
შეკითხვა 246:
შეკითხვის გვერდი →

გელვეცი თვლიდა, რომ დედამიწაზე არ არსებობს უფრო ღირსეული პატივისცემა, ვიდრე ეს. ბელინსკი მას თვლიდა სულიერ იარაღად. ლევი-სტროსი თვლიდა, რომ მასზე ადვილია იმსჯელო კითხვებით, ვიდრე პასუხებით. ხოლო ლაროშფუკო კი თვლიდა, რომ ხალხი მას ხშირად იყენებს სისულელეების ჩასადენად. რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 245:
შეკითხვის გვერდი →

1924 წელს სტალინი ამბობდა, რომ ჯობია ამას დანებდე, ვიდრე, მოექცე საზღვარგარეთული კაპიტალის კაბალაში. 1925 წელს მისი გაყიდვა დაკანონდა ცკ-ს დადგენილებით. დიდი ხნის შემდეგ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გენერალური მდივანი ცდილობდა ებრძოლა ამის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ.
დაასახელეთ ამ ”მტრის” ძირითადი რიცხობრივი მახასიათებელი…

პასუხი >