შემთხვევითი შეკითხვა:

სიტყვას ორი რამ ამშვენებს: სიმართლე და სილამაზე. ერთ ორატორს ჰკითხეს: სამწუთიანი სიტყვისათვის რამდენი დრო გჭირდებაო მოსამზადებლად. ”სამი თვე” — უპასუხა... განვაგრძოთ→

ფილიპ კამერტონი:

შეგინიშნავთ, რომ ბრძნულ აზრებს მაშინ ვაქცევთ ყურადღებას, როცა ვინმე მის ციტირებას ახდენს, და არა მაშინ, როცა ავტორთან ვკითხულობთ.

შეკითხვების არქივი

63-ე გვერდი

შეკითხვა 244:
შეკითხვის გვერდი →

შტატ კონექტიკუტის მონადირეებმა 1978 წელს მოკლეს 973 ირემი. ამავე წელს სულ სხვა პროფესიის ადამიანებმა ამავე შტატში მოკლეს ათასზე მეტი ირემი. ვინ არიან ეს ადამიანები?

პასუხი >
შეკითხვა 243:
შეკითხვის გვერდი →

ჩვენ არ ვაცდით მას დამწიფებას, იმიტომ, რომ რაც უფრო მკვახეა, მით უფრო გემრიელია. საბერძნეთში მას ქვია — დაუმწიფებელი (”აგუროს”). რას ეძახიან მას ჩვენთან?

პასუხი >
შეკითხვა 242:
შეკითხვის გვერდი →

იტალიაში — ოლქი; შვეიცარიაში — კანტონი; აშშ-ში — შტატი; ხოლო გერმანიაში — …?

პასუხი >
შეკითხვა 241:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც ფრენსის დრეიკმა მიაღწია ამერიკის დასავლეთ ნაპირებს, მან იქ არც თუ ისე დიდ ადგილს თავისი სახელი უწოდა.
რა ქვია დღეს იმ ადგილს?

პასუხი >
შეკითხვა 240:
შეკითხვის გვერდი →

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი ბირთვული ბომბი გამოიგონეს ამერიკელებმა და მის პირველ ეგზემპლარებს მოფერებითი სახელები "სქელუა" და "პატარა" უწოდეს. არც ისე დიდი ხნის შემდეგ გამოგონილი იქნა ტყალბადის ბომბიც. კიდევ ცოტა ხანში კი საბჭოთა კავშირის ხელთ აღმოჩნდა კიდევ ერთი გამანადგურებელი იარაღი — ნეიტრონული ბომბი. ამ ბომბის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ ის ანადგურებს მხოლოდ ადამიანებს, სხვა ნებისმიერ საგნებს კი (მაგ. შენობებს) თითქმის უვნებლად ტოვებს. სწორედ ამ "კორექტულობის" გამო მას უწოდეს… რა უწოდეს მას?

პასუხი >
შეკითხვა 239:
შეკითხვის გვერდი →

ეს ნიშანი ძირითადად ორი მნიშვნელობით იხმარება. განსაკუთრებური მნიშვნელობა აქ ენიჭება მისი მთავარი "კუთხის" მიმართულებას. თუ ის ზევით არის მიმართული, მაშინ ის არის ბოროტისა და ავი სულებისაგან დაცვის ნიშანი. ხოლო თუ მისი მთავარი კუთხე ქვევით არის მიმართული, მაშინ ის მოიაზრება, როგორც ბოროტი ძალების ნიშანი და სატანის დამღა. თუ თქვენ მიხვდით, რა ნიშანი არის ეს, მაშინ არ გაგიჭირდებათ ცნობილი შენობისა და არანაკლებ ცნობილი ჟურნალის დასახელება, რომელთა სახელწოდებაც შეიცავს ამ ნიშნის პირველ, მთავარ ნაწილს.

პასუხი >
შეკითხვა 238:
შეკითხვის გვერდი →

მისი სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრს შეადგენს. ის არის მოლურჯო სახის მქონე, სწორთმიანი, მხარბეჭიანი არსება, რომელსაც კისერზე ორი ჭანჭიკი აქვს. ის უზარმაზარი ძალის პატრონია. მას ორივე ფეხი მარცხენა აქვს. პირველად მის შესახებ მსოფლიომ გაიგო XIX ს-ის I ნახევარში. ვიზე ან რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 237:
შეკითხვის გვერდი →

ამ ადამიანის პროფესია თავიდან ხატვა იყო. 21 წლის ასაკში ის შეხვდა პროფესორ ჯექსონს, რომლისგანაც გაიგო, რომ ელექტრობას თვისება აქვს გაიაროს ნებისმიერი სიგრძისა და განაკვეთის გამტარში. ამ შეხვედრის შემდეგ მისი ცხოვრების გზა სრულიად შეიცვალა და კაცობრიობის ისტორიაში შევიდა როგორც დიდი გამომგონებელი. დაასახელეთ მისი გვარი.

პასუხი >
შეკითხვა 236:
შეკითხვის გვერდი →

ანდრე ჟიდი: "მე ვეთანხმები მას მთელი გულით";
ჰერბერტ უელსი: "მე არასოდეს არ შევხვედრილვარ ასეთ კარგ და პატიოსან ადამიანს";
რომენ როლანი: "ის უდიდესი ადამიანია, მე ბედნიერი ვიქნებოდი მისი გაცნობით";
ბერნარდ შოუ: "მე ქედს ვიხრი მის წინაშე";
პაბლო პიკასომ კი თავისი ხელით დაუხატა მას მისალოცი ბარათი 70 წლის იუბილეზე.
ვიზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 235:
შეკითხვის გვერდი →

ხუმარა მარკ ტვენი შურით ამბობდა ადამზე: "ის ბედნიერი ადამიანი იყო — როდესაც მას თავში მოსდიოდა რაიმე სასაცილო, მას შეეძლო დაწმუნებული ყოფილიყო იმაში, რომ …" რაში?

პასუხი >