შემთხვევითი შეკითხვა:

ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში... განვაგრძოთ→

ალფონს კარი:

იდეალის ფასეულობა იმაშია, რომ რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გშორდება.

შეკითხვების არქივი

65-ე გვერდი

შეკითხვა 224:
შეკითხვის გვერდი →

აშშ-სა და კანადაში — 1, რუსეთში — 7, იტალიაში — 39, იაპონიაში — 81, საქართველოში — ?

პასუხი >
შეკითხვა 223:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ რომის იმპერატორი კალიგულა და ცნობილი მსახიობი აპელესი იდგნენ იუპიტერის ქანდაკებასთან. კალიგულამ ჰკითხა აპელესს: "ვინ არის უფრო მაღალი? მე თუ ეს ღმერთი?" წამიერი დუმილის შემდეგ აპელესმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, შენ, იმპერატორო!" კალიგულამ დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება აპელესის სიკვდილით დასჯის შესახებ. რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 222:
შეკითხვის გვერდი →

ეს საგანი შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ ავტომობილში. მძღოლების ერთი კატეგორია მას არასოდეს არ ტოვებს მანქანაში. თუმცა, თუ თქვენ გყავთ ავტომობილი, თქვენ აზრადაც არ მოგივათ ამ საგნის გამოტანა. რა საგანზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 221:
შეკითხვის გვერდი →

რთველი, ნისლი, რთვილი, თოვლი, წვიმა, ქარი, აღმოცენება, ყვავილი, ველი, თიბვა, სიცხე, ნაყოფი. დაასახელეთ ქვეყანა, რომელთანაც ეს სიტყვათა რიგი განუყოფლად არის დაკავშირებული.

პასუხი >
შეკითხვა 220:
შეკითხვის გვერდი →

გინესის წიგნის მონაცემებით, შობადობის ყველაზე დიდი კოეფიციენტი იყო დაფიქსირებული კენიაში 1980-1985 წლებში. რომელი ქვეყანა დგას ამ სიის ბოლოში ყველაზე პატარა კოეფიციენტით?

პასუხი >
შეკითხვა 219:
შეკითხვის გვერდი →

ბრონქსი, ბრუკლინი, ქუინსი, სთეითენ-აილენდი, … დაასახელეთ მეხუთე.

პასუხი >
შეკითხვა 218:
შეკითხვის გვერდი →

ანეკდოტი:
ერთ-ერთ რესტორანში კლიენტმა მოითხოვა წიწილა და დაამატა: "თუ შეიძლება, შემიწვით ყველაზე ახალგაზრდა წიწილა". გონებამახვილმა ოფიციანტმა მომენტალურად ჰკითხა: "სერ, … ხომ არ მოგართვათ?" რა შესთავაზა კლიენტს ოფიციანტმა?

პასუხი >
შეკითხვა 217:
შეკითხვის გვერდი →

ჩვენთვის ის ცნობილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ფიზიკოსი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ის თავის დროზე ახალი მოდის ფუძემდებელიც გახდა. ერთხელ, თავის რეზიდენციაში დელეგაციის მიღებისას მას სიჩქარეში დაავიწყდა თავზე პარიკის დახურვა. მაგრამ მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ამას არანაირი დაცინვა არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ეს მოდურად ჩაითვალა და განსაკუთრებით გაბედულებმა თვითონაც დაიწყეს საზოგადოებაში პარიკის გარეშე გამოჩენა. დაასახელეთ ეს "ნოვატორი", რომლის პორტრეტიც, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანს აქვს ნანახი.

პასუხი >
შეკითხვა 216:
შეკითხვის გვერდი →

დიდ ჰიპოკრატეს ერთხელ კითხეს: "მართალია, რომ გენიალურობა — ავადმყოფობაა?"
"დიახ, — უპასუხა ჰიპოკრატემ — ეს იშვიათი ავადმყოფობაა და, სამწუხაროდ, იგი არ არის…" დაასრულეთ ბრძენი ჰიპოკრატეს სიტყვები.

პასუხი >
შეკითხვა 215:
შეკითხვის გვერდი →

2000 წელს დიდი ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმადაც ბრიტანელთა 93% თურმე საშობაოდ თავიანთ საყვარელ ცხოველებს ჩუქნიან საჩუქრებს, ხოლო მათგან 60% საჩუქრის გარდა ჩუქნის თავის ოთხფეხა მეგობარს ისეთ რაღაცას, რასაც დღესასწაულებზე ადამიანები ჩვეულებრივ ჩუქნიან ერთმანეთს, მაგრამ ცხოველთათვის ის აბსოლუტურად გამოუსადეგარია. რა არის ეს?

პასუხი >