შემთხვევითი შეკითხვა:

მის გამომგონებლებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანსს გადაწყვეტილი ჰქონდათ გამოეყენებინათ იგი, როგორც ახალი მასალა შპალერისთვის, რომელიც ადვილად გაიწმინდებოდა... განვაგრძოთ→

პლატონი:

პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.

შეკითხვების არქივი

66-ე გვერდი

შეკითხვა 214:
შეკითხვის გვერდი →

1987 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ერთ-ერთი კითხვა იყო შემდეგი: "დაასახელეთ ყველაზე ცნობილი ხომალდი". მეორე ადგილი ჯეიმს კამერონის ფილმამდე 10 წლით ადრე დაიკავა "ტიტანიკმა", მესამე ადგილი — "მფრინავმა ჰოლანდიელმა". რომელმა ინგლისურმა ხომალდმა 1987 წელსაც კი დაიკავა პირველი ადგილი?

პასუხი >
შეკითხვა 213:
შეკითხვის გვერდი →

რომელი ქვეწარმავლის სახელი დაერქვა ამ საუკუნის შუაში შექმნილი კოპენჰაგენელი, ბრიუსელელი და ამსტერდამელი მხატვრების გაერთიანებას?

პასუხი >
შეკითხვა 212:
შეკითხვის გვერდი →

წყნარ ოკეანეში მობინადრე ერთ-ერთ მოლუსკს ქვია ლამაზი სახელი "არისტოკრატი". მას აქვს ისეთი რამ, რითიც იგი გამოირჩევა ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან და რაც ნაწილობრივ გამოიხატება მის სახელში. რა არის ეს?

პასუხი >
შეკითხვა 211:
შეკითხვის გვერდი →

თქვენს წინაშეა ქვეყნების სია:
1 — მაროკო
2 — პანამა
3 — ერაყი
4 — ახალი ზელანდია
5 — ჰონდურასი
6 — ავსტრალია
7 — ვენესუელა
რა პრინციპით არის შედგენილი ეს სია?

პასუხი >
შეკითხვა 210:
შეკითხვის გვერდი →

აშშ-ს ზოგიერთ შტატში ამ ბოროტმოქმედების ჩადენის მცდელობისათვის ჩვეულებრივ სჯიან. მიუხედავად ამისა, ყველა ის, ვისაც წარმატებით ჩაუდენია ეს ბოროტმოქმედება, დარჩა დაუსჯელი. რა ბოროტმოქმედებაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 209:
შეკითხვის გვერდი →

აღადგინეთ ამ დაუსრულებელი რიცხვობრივი თანმიმდევრობის დასაწყისი:
… 159265358979 …

პასუხი >
შეკითხვა 208:
შეკითხვის გვერდი →

ვახტანგოვის სახელობის თეატრში გადიოდა "ანა კარენინა". სპექტაკლი გამოვიდა ძალიან გრძელი, 5 საათიანი. პრემიერის დროს, სადღაც მე-4 საათის ბოლოს მოხუცმა ებრაელმა ჩაჩურჩულა გვერდზე მჯდარ გრიგორი გორინს: "იცით, მე ცხოვრებაში არასოდეს ასე დიდხანს არ ველოდი …" რას?

პასუხი >
შეკითხვა 207:
შეკითხვის გვერდი →

ადამიანთა რომელი ჯგუფის ჩამოსვლას მიეძღვნა 1998 წლის ზაფხულში გაზეთ "იზვესტია"-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "ქვათაცვენის მოლოდინში"?

პასუხი >
შეკითხვა 206:
შეკითხვის გვერდი →

ლეგენდის მიხედვით, ერთხელ სერ ჰიუ ბივერი, რომელიც ლუდისსახარში კომპანიის ხელმძღვანელი იყო, სანადიროდ მეგობრებთან ერთად წავიდა. იგი ცნობილი იყო, როგორც კარგი მსროლელი და ამიტომაც ძალზედ შერცხვა, როდესაც ერთ პატარა ჩიტს ესროლა და ააცილა. მან მეგობრებთან თავი იმით იმართლა, რომ ეს ჩიტი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დაფრინავსო. რა ერქვა მის ლუდისსახარშ კომპანიას?

პასუხი >
შეკითხვა 205:
შეკითხვის გვერდი →

დაასახელეთ წლის სიზუზტით, თუ რამდენი წელი გავიდა შემდეგ ორ თარიღს შორის: ჩვ. წ. აღ-მდე 16 წლის 17 აპრილიდან ჩვ. წ. აღ. 86 წლის 17 აპრილამდე.

პასუხი >