67-ე გვერდი



არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთში გაზეთმა ”იზვესტია”-მ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო გაერკვიათ, თუ ამ ქვეყნის რომელი წარმომადგენელი იყო ხალხში ყველაზე ცნობილი. შედეგად, ათეულში მოხვდნენ: საერთაშორისო გროსმეისტერი, კინორეჟისორი, მწერალი, კარიკატურისტი, ფილოსოფოსი, მოქანდაკე, ასტრონომი, ფიზიკოსი და მეზღაპრე. რა ”პროფესიის” იყო პირველ ადგილზე გასული პიროვნება?



60-იან წლებში დისიდენდები ხშირად დასცინოდნენ კა-გე-ბე-ს მუშაობის სტილს. მათ უამრავი მაგალითი მოჰყავდათ. აი ერთ-ერთი მათგანი: სატელეფონო საუბარი, რომელსაც აგენტები უსმენენ, მოულოდნელად ითიშება, ხოლო მას შემდეგ, რაც მოსაუბრეები ერთმანეთს გადაურეკავენ, ყველაფერი წესრიგდება და საუბარიც გრძელდება. რატომ თიშავდნენ ხოლმე დროებით კა-გე-ბე-შნიკები სატელეფონო საუბრებს?



”არცერთ ორგანოს არ ჭირდება იმდენი კუნთი, რამდენიც მას. ჩემს მიერ აღმოჩენილებს თუ არ ჩავთვლით, როგორც ცნობილია, ამ კუნთების რაოდენობა 24-ია. ხოლო მოძრაობების რაოდენობით, იგი ყველა ორგანოს უსწრებს წინ.” რომელ ორგანოს აღწერდა ასე ლეონარდო და ვინჩი?



1988 წელს აშშ-ს კონგრესში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდებოდა გენური ინჟინერიის გზით მიღებული მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების დაპატენტება. მაგრამ იყო ერთი გამონაკლისი — ადამიანი ამ ორგანიზმების რიცხვში არ შედიოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონი წინააღმდეგობაში მოვიდოდა აშშ-ს კონსტიტუციის მეცამეტე შესწორებასთან. რას გულისხმობს ეს შესწორება?



”საბჭოთა ენციკლოპედიურ ლექსიკონში” ამ სიტყვას შემდეგი განმარტებები ახლავს: ”არასპეციალისტი. წარმოება, რომელიც არ შედის მონოპოლისტურ გაერთიანებაში. სპორტსმენი ან დოღის მონაწილე ცხენი, რომელსაც არ აქვს გამარჯვების შანსები”. რომელ სიტყვაზეა საუბარი?



ჰოკეის გუნდ ”დეტროიტ რედ ვინგზის” ყველაზე პოპულარული მოთამაშეა მცველი პოლ კოფფი. ამ გუნდის გულშემატკივართა დევიზი იწყება სიტყვებით: ”ჩვენ გვყავს კოფფი, ჩვენ გვჭირდება…” დაასრულეთ დევიზი.



ერთ-ერთი რუსი პოეტის ამ ნაწარმოების ეპიგრაფი აღებულია ”უახლესი სამკითხაო წიგნი”-დან. მასში ნათქვამია, რომ ბანქოს ეს ქაღალდი ”ფარულ უსიამოვნებას აღნიშნავს”. თუ მიხვდებით, რომელ ბანქოზეა საუბარი, პოეტის დასახელებაც არ გაგიჭირდებათ…



ის ერთი უბრალო კანონის დამცველი იყო. იგი ლოს ანჯელესში, როუზ პრიმ ლეინის ქუჩის ნომერ 1033-ში ცხოვრობდა. მისი პირადი ნომერი N548, ხოლო სახელი ალექს მერფი იყო, მაგრამ ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის იგი სულ სხვა სახელით გახდა ცნობილი. დაასახელეთ ეს სახელი.



1901-1909 წლებში მისი ექვსი შვილის წყალობით აქ ცხოვრობდა დათვი, ხვლიკი, სამი ზაზუნა, თუთიყუში არა, გოჭი, ქათამი, მამალი, ბუ, ვირთხა, ჰიენა, პონი, რამოდენიმე გველი და ძაღლების მთელი ხროვა. დაასახელეთ ამ ბავშვების მამაც და მათი საცხოვრებელი ადგილიც.







