68-ე გვერდი



ფრანცისკო გოია თავის დღიურებში აღწერდა ნახატების შეფასების სასაცილო მეთოდს, რომელიც ძირითადად ქუჩის ვაჭრებში მოქმედებდა. ამ წესისი მიხედვით, მაგალითად, ”ჯოკონდა” უფრო იაფი აღმოჩნდებოდა, ვიდრე ”სიქსტის მადონა”, ორივე ერთად კი რემბრანდტის ”ღამის გუშაგზე” ბევრად იაფი ეღირებოდა. რა პრინციპით მოქმედებდა ეს მეთოდი?



განცხადება გაზეთში: ”ჯეინ და მაიკლ ბენქსებს სჭირდებათ ყველაზე კარგი ძიძა ყველაზე პატარა ანაზღაურებით, თანაც, სასწრაფოდ!” დაასახელეთ იმის სახელი და გვარი, ვინც გამოეხმაურა ამ განცხადებას.



დასავლეთ ევროპაში მისი სახელი ჟღერს დაახლოებით როგორც უფლის ცხვარი, მზის ხბო ან მზის ხოჭო. რუსეთშიც დაახლოებით იგივე სახელით მოიხსენიებენ. ჩვენთან, კი ეს სიტყვა ორი სხვა სიტყვის შერწყმას წარმოადგენს, რომლიდანაც ერთ-ერთი საკუთარი სახელია. ხოლო რაც შეეხება მეორე სიტყვას, იგი იმავე კლასის (რატომღაც) სხვა წარმომადგენლის სახელია, რომელშიც ჩვენი მთავარი გმირია მოქცეული. დაასახელეთ ეს სახელი.



ეს ნაწარმი აბრეშუმის უწვრილესი ძაფებით ნაწილ-ნაწილ იქსოვებოდა. მისი მოქსოვის ტექნოლოგია ერთმა პარიზელმა მკერავმა XVI საუკუნის დასაწყისში შექმნა. დაასახელეთ მისი გვარი.



უიმბლდონის პრეს-ცენტრში დგას მონიტორების დიდი რიგი, რომლებიც უჩვენებენ რა ხდება კორტებზე. 1998 წლის ტურნირის დროს დამატებული იქნა კიდევ ერთი მონიტორი. რას უჩვენებდა ეს დამატებითი მონიტორი?



მისი სიგრძე შეადგენს 6500 კმ, მანძილი უკიდურეს წერტილებს შორის — 2450 კმ. ზოგი მას უწოდებს "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სასაფლაოს". რას ვუწოდებთ მას ჩვენ?



XVIII-XIX საუკუნეებში რუსეთში იყო პოპულარული ფაიფურის ჩაის სერვიზი ორ პერსონაზე, რომელიც ატარებდა ფრანგულ სახელწოდებას "ტეტ-ა-ტეტ". რა ლათინურ სახელწოდებას ატარებდა იმავე პერიოდის ფაიფურის სერვიზი ერთ პერსონაზე?



ეს კუნძული სარდინიასთან ერთად რომის ერთ-ერთ პირველ პროვინციად იქცა, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ის ხელიდან ხელში გადადიოდა, ვიდრე საბოლოოდ საფრანგეთის საკუთრება არ გახდა. საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნეში მისი სახელის ხსენება რუსულ პრესაში აკრძალული იყო და მის ნაცვლად ძახილის ნიშანს ხმარობდნენ ხოლმე. რომელ კუნძულზე არის საუბარი?



დაასრულეთ უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: "მხოლოდ ერთი რამ არის ომის მოკავშირეებთან ერთად წარმოებაზე უარესი და ეს არის …"



1997 წელს ჟურნალმა "გიტარისტი" გამოაქვეყნა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარის სოლოების სია. პირველი ადგილი ამ სიაში დაიკავა სოლომ, რომელიც შესრულებული იყო ერთ ცნობილ სიმღერაში. ეს სიმღერა არის ლოს-ანჯელესის მთავარი ციხის სეხნია. რა ქვია ამ ციხეს?







