შემთხვევითი შეკითხვა:

კუნძულ ჰაიტიზე სარწმუნოებები იმდენად შეერია ერთმანეთს, რომ ადგილობრივი ღვთაებების სახელებმა დაიკავეს ქრისტიანი წმინდანების ადგილი. ასე, მაგალითად პაპა ლეგბამ... განვაგრძოთ→

აღმოსავლური ანდაზა:

გული სუფრა არ არის და ყველას ვერ გაუშლი.

შეკითხვების არქივი

69-ე გვერდი

შეკითხვა 184:
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთი არერიკული სკოლის მოსწავლის აზრით, შექსპირის დროს ცხოვრობდა ერთი მწერალი, რომელმაც შექმნა ნაწარმოები სახელწოდებით "ვირი სახელად Hote". ვინ იყო ეს მწერალი?

პასუხი >
შეკითხვა 183:
შეკითხვის გვერდი →

ამ პატარა ბელგიურ ქალაქში განიცადა უკანასკნელი მარცხი ერთმა ევროპელმა. 159 წლის შემდეგ ამავე ქალაქმა მოუტანა პირველი დიდი გამარჯვება სხვა ევროპელებს. დაასახელეთ ისინი მხოლოდ ორი განსხვავებული ასოს გამოყენებით.

პასუხი >
შეკითხვა 182:
შეკითხვის გვერდი →

არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის შტატ მადია-ფრადეშში ჩატარდა გრანდიოზული დემონსტრაცია ხურდა ფულის პაისის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ამ ფულით რაიმეს ყიდვა. ვინ ჩაატარა ეს დემონსტრაცია?

პასუხი >
შეკითხვა 181:
შეკითხვის გვერდი →

ჰოვარდ კარტერმა ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ იგი მოკვდა და იყო დასაფლავებული. ვის შესახებ იყო ეს ნათქვამი?

პასუხი >
შეკითხვა 180:
შეკითხვის გვერდი →

ეს ქვეყანა ოდესღაც საკმაოდ აგრესიული იყო, რაც თავის თავზე გამოსცადეს რუსეთმა და ავსტრიის იმპერიამ, და არა მარტო მათ. მაგრამ, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ამ ქვეყანას უკვე კარგა ხანია არანაირი ომი არ უწარმოებია. ხოლო არც ისე დიდი ხნის წინ ამ ქვეყანაში დაიშალა ერთი საქვეყნოდ ცნობილი "საჯარისო" შენაერთი. რა ერქვა ამ შენაერთს?

პასუხი >
შეკითხვა 179:
შეკითხვის გვერდი →

ეს პროცედურა აშშ-ში პირველად გამოყენებული იქნა 1868 წელს, თუმცა მისი სისრულეში მოყვანას დააკლდა ერთადერთი ხმა სენატში. ჩვენში გაბატონებული თვალსაზრისით აღნიშნულ პროცედურას 1974 წელსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ვის წინააღმდეგ იქნა აღძრული ეს პროცედურა უკანასკნელად?

პასუხი >
შეკითხვა 178:
შეკითხვის გვერდი →

XX საუკუნის 50-იან წლებში ამ ქვეყნის მესვეურებმა გადაწყვიტეს ახალი დედაქალაქის აშენება. გადაწყდა, რომ დედაქალაქი აეშენებინათ ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში. ამისათვის ქაღალდზე გააკეთეს ქვეყნის ტერიტორიის ზუსტი ნახაზი, ამოჭრეს ის, დაამაგრეს ფარგლის წვერზე და დაატრიალეს. რამოდენიმე ცდის შემდეგ ცენტრი მოიძებნა და ცოტა ხანში ჯუნგლების ადგილას აშენდა ქალაქი, რომლის სახელწოდებაც ქართულში ქვეყნის სახელწოდების იდენტურია. დაასახელეთ ეს ქვეყანა.

პასუხი >
შეკითხვა 177:
შეკითხვის გვერდი →

ძველად არაბეთში ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ წარჩინებული გვარის წარმომადგენლებს, ტომის ბელადებს, ისლამის გავრცელების შემდეგ კი ასე უწოდებდნენ მუჰამედის შთამომავლებს. მაგრამ დღეს ჩვენში ეს სიტყვა გაიგივებულია სამართალდამცავ პირთან, რომელიც დიდ ბრიტანეთში სამეფო ხელისუფლების მიერ ინიშნება, ხოლო აშშ-ში მოსახლეობის მიერ ირჩევა. დაასახელეთ ეს ტიტული.

პასუხი >
შეკითხვა 176:
შეკითხვის გვერდი →

"ნისანს", "მერსედესსა" თუ "ფოლკსვაგენს" აქვს თითო-თითო. "შევროლეს", "ფორდს" და "ჰონდას" არ აქვს არც ერთი. ავტომობილის რომელ მარკას აქვს 4 ცალი?

პასუხი >
შეკითხვა 175:
შეკითხვის გვერდი →

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამედიცინო ტერმინოლოგიაში შევიდა ახალი აბრევიატურა — PIU. ასო P წარმოადგენს შემოკლებას სიტყვისა "Pathological" (პათოლოგიური), U — სიტყვის "Usage" (გამოყენება). რომელი თქვენთვის კარგად ცნობილი სიტყვის შემოკლებას წარმოაგენს ასო I?

პასუხი >