მე-7 გვერდი



პროსპერ მერიმეს ერთ–ერთი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჟიული დე შავერნი ქორწინების დღიდან სულ რამოდენიმე თვეში ხვდება, რომ მან დაუშვა შეცდომა, როდესაც მუსიე შავერნის დათანხმდა ცოლობაზე და იჩენს საყვარელს. თუმცა ნოველის ბოლოში ირკვევა, რომ მთავარ გმირს ამ საკითხშიც არ გაუმართლა და იგი საბოლოოდ იღუპება. ნოველის სახელწოდება რუსულ თარგმანში, ემთხვევა სპორტულ ტერმინს. დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც გამოიყენება ეს ტერმინი.



ეს პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 32 ათას მოსახლეს ითვლის, ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს მასპინძლობს. საბანაო სეზონის დროს, როდესაც ტურისტების რაოდენობა პიკს აღწევს, ქალაქი აქტიური ღამის ცხოვრების რიტმზე გადადის, რაც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებისათვის მისწრებაა და ამის გამო ქალაქს ხშირად ხუმრობით “საწოლ ოთახს” ეძახიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქს ტურისტები ისტორიული ძეგლების სანახავადაც სტუმრობენ, რაც არ არის გასაკვირი ვინაიდან შვიდიდან ერთ–ერთი ხომ ამ ქალაქშია. დაასახელეთ ამ ქალაქის თანამედროვე სახელწოდება.



ერთ–ერთი წყაროს მიხედვით, ის გახდა ცნობილი წყვილის დისლოკაციის ადგილის შეცვლის მიზეზი. სხვა წყაროს თანახმად, ის ათ წლიანი ომის მიზეზი გახდა. აგრეთვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი დახმარებით განხორციელდა დიდი აღმოჩენა. დაასახელეთ ორი სეხნიის გვარი, რომელთაც მან მილიონობით დოლარი მოუტანა.



1559 წელს მაკაოს დროებითმა კომენდანტმა ეს ადამიანი ამხილა სამსახურეობრივი მოვალეობების გადამეტებაში, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს და გოაში გემით გაამგზავრეს. მდინარე მეკონგის შესართავთან გემი ჩაიძირა, რის შედეგად ფსკერისკენ წავიდა ყველაფერი, გარდა ხელნაწერისა, რომელიც მან ნაპირზე ძლივსძლივობით უვნებელი გამოიტანა. ამის შემდეგ იგი გაემგზავრა მოზამბიკში, სადაც ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. არ გეკითხებით ამ ადამიანის ვინაობას, დაასახელეთ სახელწოდება, რომლითაც დღესდღეობით ცნობილია ზემოთხსენებული ხელნაწერი.



ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული სულ ცნობილი იყო რამოდენიმე ლითონი: ოქრო, ვერცხლი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, რკინა, კალა და ტყვია. XV საუკუნეში, დადგინდა რომ სტიბიუმი, იგივე სურმა, ბუნებაში გვხვდება ასევე ლითონის სახითაც, მიუხედავად ამისა ალქიმიკოსები მაინც ჯიუტად უარს აცხადებდნენ მის ლითონად აღიარებაზე. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ იმ დროისათვის მათ სტიბიუმისათვის ვერ მოძებნეს შესაბამისი “წყარო”, ყველა არსებული “წყარო” კი უკვე დაკავებული ჰქონდათ დანარჩენ ლითონებს. თუ მიხვდით რა იგულისხმება “წყარო”–ში, დაასახელეთ ვერცხლისწყლის შესაბამისი “წყარო”–ს სახელწოდება.



თქვენს წინაშეა დათო მაღრაძის ლექსის უკანსკნელი სტროფი:
„კინოფესტივალს მოაქვს დიდება,
კანის კანონსაც აუფრენ მუზებს,
Comment-ის ნაცვლად დაეკიდება
დაფა — "No Comment" გაღეღილ გულზე“.
მიხვდით რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვა “comment”–ით და დაასახელეთ გამოჩენილი ხელოვანი, რომელსაც მიუძღვნა ავტორმა ეს ლექსი.



2007 წლის 12 სექტემბერს, ნოვოსიბირსკის ჰესზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მეხანძრეთა დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა ლოკალიზებული. მიუხედავად ამისა მაინც მოხდა ეკოლოგიური დაბინძურება. ამასთან დაკავშირებით, ერთ–ერთ რუსულ საიტზე გამოჩნდა სტატია, რომლის სათაური ემთხვეოდა 1972 წელს, რამდენიმე ინგლისელის მიერ შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებას. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.



ბორის აკუნინის ერთ–ერთ ნაწარმოებში მოხსენიებულია ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის წევრებს შორის არის ორი სტუდენტი ქიმიკოსი, რომელთა უშუალო მოვალეობა აფეთქებების მოწყობაა. ახალგაზრდა ქიმიკოსებმა ორი რეალური პიროვნების პატივსაცემოდ აირჩიეს მეტსახელები. დაასახელეთ ეს ორი ისტორიული პიროვნება, თუ ცნობილია, რომ ერთი მათგანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIV საუკუნეში, ხოლო მეორე კი მათი თანამედროვე იყო!



2005 წელს აშშ–ში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვით, ფლორიდის შტატში ნებისმიერ ადამიანს ეძლევა უფლება, თავდაცვის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაფრთხილების გარეშე ცეცხლი გაუხსნას პოტენციურ თავდამსხმელს. კანონპროექტს გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც თვლიან, რომ კანონი ეფექტური არ იქნება და შესაძლებელია მეტი სისხლისღვრაც კი გამოიწვიოს. ახალ კანონს ხალხმა დაანათლა სახელი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შექმნილი ნაწარმოების სათაურს ემთხვევა. დაასახელეთ ამ ნაწარმოების სახელწოდება.



ახლახანს მე წავიკითხე ამერიკელი ფანტასტი მწერლის მოთხრობა „კლაუს დაფის სული“ (დუშა კლაუსა დაფი), რომელშიც აღწერილია ადამიანის განვითარების ახალი საფეხური: ჰომო ნოვუს (ახლა ვართ ჰომო საპიენს). მითხარით რომელ ორ სიტყვას ოყენებენ ეს ჰომო ნოვუსები ნაცვლად ცნებებისა „მოსმენა“ და „გადაადგილება“. გაითვალისწინეთ, რომ ორივე სიტყვაში პირველი 5 ასო ერთი და იგივეა!







