შემთხვევითი შეკითხვა:

შუა საუკუნეების იაპონიაში არსებობდა მუსიკოსი-ძატოებისა და მასაჟისტი-ძატოების მთელი გილდიები. გილდიებში ხალხი გაერთიანებული იყო არა მარტო ხელობის, არამედ კიდევ... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

თუ თქვენი ცოლი განძია, მისი 25% თქვენ გეკუთვნით.

შეკითხვების არქივი

70-ე გვერდი

შეკითხვა 174:
შეკითხვის გვერდი →

ის სამჯერ იქნა გასამართლებული. პირველად, ის 1431 წელს დამნაშავედ სცნეს და როგორც ჯადოქარი კოცონზე დაწვეს. მეორედ, 1456 წელს ის მთლიანად გაასამართლეს. მესამე სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მეოცე საუკუნის დასაწყისში ის წმინდანად შერაცხეს. ვინ იყო ის?

პასუხი >
შეკითხვა 173:
შეკითხვის გვერდი →

მარკ ტვენი ამბობდა, რომ პირველები რაიმეს იმიტომ აკეთებენ, რომ ამას ადრე აკეთებდნენ, ხოლო მეორეები რაიმეს იმტომ აკეთებენ, რომ ადრე არ გაუკეთებიათო. დაასახელეთ ის საერთო რამ, რაც ოსკარ უაილდის აზრით ყოფს ერთმანეთისგან პირველებს და მეორეებს, თუ ოსკარ უაილდი პირველებს ეკუთვნის, ხოლო მარკ ტვენი —  მეორეებს.

პასუხი >
შეკითხვა 172:
შეკითხვის გვერდი →

1999 წლს აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, გამომცემლობამ ”John & Sons” გამოსცა ალმანახის “Jobs Rated Almanac” მესამე გამოცემა. წიგნში მოყვანილია 250 პროფესიის (სახის სამუშაოს) რეიტინგები სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით: მუშაობის პირობები, უსაფრთხოება, სტრესის რაოდენობა, შემოსავლის რაოდენობა, პრესტიჟულობა და ა.შ. ერთი სახის სამუშაო პირველ ადგილზეა გასული ორ კატეგორიაში — როგორც ყველაზე სახიფათო და სტრესული სამუშაო, ხოლო ყველაზე შემოსავლიანი პროფესიების რეიტინგში მას მეხუთე ადგილი უჭირავს. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ამერიკაში ამ სახის სამუშაოს შესრულება საკმაოდ ბევრს სურს, თანაც კონკურსიც საკმაოდ დიდია. რა სამუშაოა ეს?

პასუხი >
შეკითხვა 171:
შეკითხვის გვერდი →

1991 წლის 1 თებერვლიდან ეს ბოსტნეული ხილად გადაიქცა. ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, მას შეიძლება ვუწოდოთ ხილი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ვიყენებთ კონფიტურის მოსამზადებლად. ამან საშუალება მისცა პორტუგალიელებს მოემზადებინათ კონფიტური ისე, რომ თან არ დაერღვიათ ევროპული ნორმები. რომელ ბოსტნეულზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 170:
შეკითხვის გვერდი →

აი, როგორ აღწერა თვითმხილველმა ის, რაც მის თვალწინ ხდებოდა (ლექსი: ა. მილნი; თარგმანი მარშაკის):
…Первым в путь пустился Джим.
Джон покуда недвижим.
Джим немножко тяжелее,
Но за Джона я болею.
С места сдвинулся и он.
Поторапливайся, Джон!
Джим вперед летит без страха.
Джон ползет, как черепаха.
Но и Джим застрял в пути -
Должен муху обойти.
Джон догнал в дороге Джима
И спокойно мчится мимо,
Но и Джим неутомим -
Нажимает снова Джим,
Вниз несется что есть духу,
Налетел опять на муху.
Джон его и обогнал.
Молодец! Я так и знал.
Но исчез он, словно не был…
Тут и солнце вышло в небо!

დაასახელეთ ამ იმპროვიზირებული შეჯიბრების მონაწილეები.

პასუხი >
შეკითხვა 169:
შეკითხვის გვერდი →

მისი სახელი ჰავაიურიდან დაახლოებით ასე ითარგმნება: ”ცივი მთის ქარი”. ის მართლა ქარივითაა: სწავლობდა ოთხ სკოლაში, ცხოვრობდა ამერიკაში, ავსტრალიაში და ახლო აღმოსავლეთში; სამსახურის გამო მოუწია მოხვედრილიყო წარსულში, მომავალში, ჯოჯოხეთში, სამოთხეში, ვამპირთა შორის, ლიფტის სახურავზე, ავტობუსის ქვეშ… და კიდევ ერთ ადგილზე, რომელსაც არ დავასახელებთ, შეკითხვა ძალიან მარტივი რომ არ გამოვიდეს. ვიზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 168:
შეკითხვის გვერდი →

ამ ორ ცნობილ სურათს ერთმანეთისგან მხოლოდ ფერთა გამა განასხვავებს. ისინი იმდენად მარტივი შესაქმნელია, რომ მისი ასლის დახატვა ბავშვსაც შეუძლია. დაასახელეთ მწერალი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების სახელი ამ სურათების სახელწოდებებს უკავშირდება.

პასუხი >
შეკითხვა 167:
შეკითხვის გვერდი →

გერმანიაში არსებული ამ კლუბის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მისი წევრების თეატრის პირველი სამი რიგის ბილეთებით უზრუნველყოფაა. ვინ არიან ამ კლუბის წევრები?

პასუხი >
შეკითხვა 166:
შეკითხვის გვერდი →

ძირითადად, რომელი ქვეყნიდან წამოსული ხალხი შეადგენდნენ ფეოდალური გერმანიის მრავალრიცხოვანი გრაფებისა და ბარონების სასახლის დაცვის უმრავლესობას?

პასუხი >
შეკითხვა 165:
შეკითხვის გვერდი →

ამ ცნობილი პოლიტიკოსის სამი გატაცება შეიძლება სამი სიტყვით მოვიხსენიოთ, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. ორ მათგანზე ძალიან უყვართ საუბარი ჟურნალისტებს, ხოლო რაც შეეხება მესამეს, ჟურნალისტები არც მასზე საუბარზე ამბობენ უარს, მაგრამ თავად პოლიტიკოსს ეს სულაც არ სიამოვნებს. დაასახელეთ ეს სამი სიტყვა.

პასუხი >