შემთხვევითი შეკითხვა:

ბევრს წაუკითხავს, ან უნახავს ფილმებში ისტორია უჩინარი ადამიანის შესახებ. ალბათ ბავშვობაში გვიოცნებია კიდეც ამ თემაზე. მაგრამ, აბსოლუტურად უჩინარი... განვაგრძოთ→

გერტრუდა სტეინი:

ამერიკაში უფრო მეტია ისეთი ადგილი, სადაც არავინაა, ვიდრე ისეთი, სადაც ვინმეა; სწორედ ეს ქმნის იმ ამერიკის სახეს, რასაც ის სინამდვილეში წარმოადგენს.

შეკითხვების არქივი

71-ე გვერდი

შეკითხვა 164:
შეკითხვის გვერდი →

ამ მაჩვენებლით ბოცვერი კურდღელს 2,5-ჯერ ჩამორჩება. ადამიანს ეს ვირზე მესამედით მცირე აქვს, ხოლო ყველაზე დიდი მაჩვენებელი სპილოს ეკუთვნის. რას აღნიშნავს ეს მაჩვენებელი?

პასუხი >
შეკითხვა 163:
შეკითხვის გვერდი →

სიყვითლე, ნდობა, პლასტიკა. ამ სამი სიტყვიდან ერთ-ერთი გადათარგმნეთ ლათინურად, აწარმოეთ მიღებული არსებითი სახელებისგან ზედსართავი სახელები და დაასახელეთ, თუ რა სატყვა აერთიანებთ მიღებულ ეპითეტებს.

პასუხი >
შეკითხვა 162:
შეკითხვის გვერდი →

მისი დაბადება ძალიან სწარაფდ მოხდა — სულ რამოდენიმე კვირაში. დაახლოებით 3 წლის ასაკში იგი თავში ჩაუდგა 9 შვილიან ოჯახს. ამ ცხრიდან ზოგიერთი თავის მხრივ წარმოადგენს ოჯახის თავს, თანაც ზოგი საკმაოდ მრავალრიცხოვანის. დღეს კი მისი ასაკი 60-65 წელი იქნება. დაასახელეთ იგი.

პასუხი >
შეკითხვა 161:
შეკითხვის გვერდი →

ერთი ანეკდოტის თანახმად, საპატენტო ბიუროში მიიტანეს გამოგონება, რომელიც კედელში გასვლის საშუალებას იძლეოდა. რა ერქვა ამ გამოგონებას?

პასუხი >
შეკითხვა 159:
შეკითხვის გვერდი →

ბრიტანეთში 1878-1896 წლებში მოქმედი კანონის შესაბამისად, ქუჩაში შეიძლებოდა დაგენახათ წითელი დროშებით ხელში მიმავალი ადამიანები. რისი დანახვა შეიძლებოდა მათგან რამოდენიმე მეტრში?

პასუხი >
შეკითხვა 158:
შეკითხვის გვერდი →

კენ კიზის რომანში “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ფსიქიატრიული საავადმყოფოს ორი პაციენტი მაკმერფი და ჰარდინგი კამათობენ, თუ რომელი მათგანი უფრო მეტად გიჟია:
მაკმერფი: — მე ისეთი შეშლილი ვარ, რომ ხმა ეიზენჰაუერს მივეცი.
ჰარდინგი: — მე კი ისეთი შეშლილი ვარ, რომ ეიზენჰაუერს ორჯერ მივეცი ხმა.
მაკმერფი: — მე კიდევ ისეთი შეშლილი ვარ, რომ…
დაასრულეთ მისი რეპლიკა.

პასუხი >
შეკითხვა 157:
შეკითხვის გვერდი →

ჩვენ ამას, ჩვეულებრივ, დღეში მინიმუმ ერთხელ მაინც ვაკეთებთ. მიკი მაუსი კი ერთ-ერთ ფილმში ამბობს, რომ არითმეტიკის ცოდნა ნიშნავს შეგეძლოს ოცამდე ისე დათვლა, რომ ეს არ გააკეთო. რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 156:
შეკითხვის გვერდი →

მეხიკოში XX საუკუნის 30-იან წლებში შეიმუშავეს ახალი პროექტი, რომლის მიზანი იყო ლოთების რიცხვის შემცირება. ყოველ ქუჩაში მიმავალ მთვრალს და მის გამოსაფხიზლებელში მიყვანის პროცესს სპეციალურად დაქირავებული კინოოპერატორები იღებდნენ. გამოფხიზლების შემდეგ მას ჩანაწერს აჩვენებდნენ. რას აკეთებდნენ მაშინ, როდესაც ეს ზომა საკმარისი არ ხდებოდა და ის ადამიანი კიდევ დათვრებოდა?

პასუხი >
შეკითხვა 155:
შეკითხვის გვერდი →

“ტეტჩერი თავის მშობლებთან წავიდა კონსტანტინოპოლში, და ჩემს ცხოვრებაში კარგი და გასახარი აღარაფერი დარჩა…” ვისი ნაწარმოებიდანაა ეს ციტატა?

პასუხი >
შეკითხვა 154:
შეკითხვის გვერდი →

მიუხედავად იმისა, რომ ეინშტეინის სიკვდილის მომენტში მასთან რამოდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ჩვენთვის მაინც უცნობია მისი უკანასკნელი სიტყვები. მან ეს სიტყვები საკმაოდ ხმამაღლა და გარკვევით წარმოსთქვა. მაშინ, რატომ არ ვიცით ჩვენ მათი შინაარსი?

პასუხი >