72-ე გვერდი



ფრანგმა მხატვარმა ჟან-მარი პიერემ და შვიდმა მისმა მეგობარმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სურათი, ზომებით 250 x 180 მეტრზე. რომელი ნაგებობის ზედაპირზე დახატეს მათ ეს სურათი?



ძველი იაპონელბის წარმოდგენით, ის კვადრატული ფორმის იყო, ამიტომაც მისი აღმნიშვნელი იეროგლიფიც კვადრატულია. მისი ჭეშმარიტი ფორმა ნებისმიერი თანამედროვე იაპონელისთვის ცნობილია. რა არის ეს?



ეს მეცნიერება, “ხომალდის მართვის მეცნიერება”, სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, XX საუკუნეში და მას არაფერი საერთო არ აქვს ხომალდის მართვასთან. ამ სიტყვის მეტაფორული გამოყენებით პლატონი სახელმწიფოს მართვის ხელოვნებასაც კი აღნიშნავდა. რა სიტყვაა ეს?



ეს ობიექტები შეიძლება დაალაგო ფერის, წონის, ზომის ან გამოყენების რაოდენობის მიხედვით. რა ეწოდება მათ ყველაზე ცნობილ განლაგებას მასისა და მსგავსების მიხედვით?



როდესაც ანდრე მორუას შეეკითხნენ, ვინ უფრო შეცვალა ისტორია — ცეზარმა თუ ნაპოლეონმაო, მან კონკრეტული პიროვნების ნაცვლად დაასახელა გარკვეული პროფესიის წარმომადგენლები. რა პროფესიის?



ეს თითქმის ყველა კანზინოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მასთან საბრძოლველად მონტე-კარლოს ერთ-ერთი კაზინოს მფლობელმა ფრანსუა ბლანკმა სპეციალური სისტემაც კი შეიმუშავა. ნებისმიერ მომენტში კრუპიეს შეუძლია დააჭიროს ხელი ღილაკს და სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი მივარდება მოთამაშეს, რათა… რა უნდა მოიმოქმედოს ამ ჯგუფმა?



“… მე ვფიცავ, რომ ამიერიდან არც წერილობით და არც ზეპირად არაფერი ისეთის მტკიცებას არ დავიწყებ, რის გამოც შეიძლება კვლავ დამადანაშაულონ ასეთ ქმედებაში… მე ჩემს თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ამის დასამტკიცებლად სიტყვა სიტყვით ვიმეორებ და ხელს ვაწერ ჩემს წინაშე მდებარე აქტს, რომში, მინერვას მონასტერში 1633 წლის 22 ივნისს”. გადმოცემის თანახმად, როგორ ჟღერდა შემდეგი ფრაზა?



სარეკლამო პლაკატი: კედელთან დგას ტანსაცმლის კარადა, რომელსაც კუბოს ფორმა აქვს. რის რეკლამირებას ახდენს ეს პლაკატი?



ჯენიფერ ლინჩის წიგნში “ლორა პალმერის დღიური” მთავარი გმირი წერს: “მედის ის ძალიან დიდი და სქელი აქვს. დინისი მისას არ ჰგავს, მაგრამ ჩემსაზე სქელი მაინცაა. არაუშავს, გპირდები, რომ მალე მედის რომ აქვს, იმნაირი და მასზე სქელიც კი გამიხდები!” რაზეა საუბარი?



1400 წლის წინ მცხოვრებმა წმინდა ისიდორემ შეადგინა 20 ტომიანი ენციკლოპედია. სწორედ ამის გამო დანიშნა კათოლიკურმა ეკლესიამ იგი ამის მფარველად. რისი მფარველია წმინდა ისიდორე?







