73-ე გვერდი



1972 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოუშვეს ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი მონეტა წარწერით: “1972 წლის ოლიმპიური თამაშები გერმანიაში”. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პროტესტი გამოთქვა. რა იყო ამ პროტესტის მიზეზი?



1980 წელს პირველად ევროპაში ეს მოიმოქმედა ვიგდის ფინბოგადოტირმა ისლანდიაში. მას შემდეგ იგივე ირლანდიაში, ფინეთში და ლატვიაშიც განმეორდა. რაზეა საუბარი?



ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში ჰკიდია დიდი სარეკლამო აბრა, რომელზეც American Express-ის საკრედიტო ბარათის გამოსახულების ქვეშ მოთავსებულია ფრაზა, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიცავს სრულიად ნეიტრალურ და ბანალურ ინფორმაციას. მაგრამ, სიტყვათა თამაშის წყალობით, ეს ტექსტი აღიქმევა, როგორც პირდაპირი და დაუმალავი მტკიცება American Express-ის პრიორიტეტისა გადახდის მეორე საერთაშორისო სისტემის წინაშე. ტექსტი კი ასეთია: "If you have […..], you do not need […..]". შეავსეთ გამოტოვებული ადგილები აღნიშნულ სარეკლამო ტექსტში.



დღეისათვის ასეთი სახელმწიფო სულ 42-ია. მათ შორის: 15 — ევროპაში, 15 — აფრიკაში, 10 — აზიაში და 2 — ამერიკაში. მათ შორის ყველაზე პატარა არის ვატიკანი. დაასახელეთ ამ 42 სახელმწიფოდან ყველაზე დიდი.



მისი პირველი მოდელი იწონიდა 50 კილოგრამს. დღეს ის შეიძლება იწონიდეს 115 გრამს და ჰქონდეს გაბარიტები 3 x 4 სმ. მას ამზადებენ სხვადასხვა მასალებისგან, მათ შორის იშვიათი მეტალებისგან, კარტონისგან და ქაღალდისგანაც კი. ზოგიერთ მათგანში ჩაყენებულია კომპასი, საათი და თერმომეტრი. ხოლო 2001 წლის ზამთარში შექმნეს მოდელი, რომელიც ანეკდოტებსაც კი ყვება. დაასახელეთ ის.



რუსებს ასეთი რიცხვი აქვთ ორი: 3 და 11; ქართველებსა და ინგლისელებს კი — ერთი. დაასახელეთ ეს რიცხვი.



თავისი კარიერის მწვერვალად ყველა ფეხბურთელი თვლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის მიღებას. ამ პროფესიის წარმომადგენლები კი პირიქით, თავისი კარიერის მწვერვალს აღწევენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის შემთხვევაში. დაასახელეთ ეს ხალხი.



ერთხელ კინომსახიობ ჟან გაბენს ექიმმა ამოუღო კბილი. რამოდენიმე დღეში მსახიობმა ამ ექიმისგან მიიღო წერილი, რომელშიც ოპერაციისთვის ანგარიშის ნაცვლად იდო … ფული და განმარტებითი წარწერა. ექიმის სიტყვებით, რას წარმოადგენდა ეს ფული?



როგორც ცნობილია, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგალითად ფეხბურთში ან ჰოკეიში მკაცრად ისჯება მოწინააღმდეგისთვის ფეხის დადება. აი, სპორტის ერთ-ერთ არაოლიმპიურ სახეობაში კი ეს დაშვებულია, უფრო მეტიც, არსებობს უამრავი ნაშრომი, რომლებშიც სიტყვების გარეშე აღწერილია ფეხის დადების სხვადასხვა ხერხი. დაასახელეთ სპორტის ეს სახეობა.



დედის სახელისგან წარმოიშვა ორი სხვადასხვა მეცნიერების სახელწოდება, რომლების შეისწავლიან ერთსა და იმავე ობიექტს, მაგრამ ერთი გარედან, ხოლო მეორე — შიგნიდან. მისი შვილის სახელისგან კი ამავე პრინციპით წარმოიშვა ერთი მეცნიერების ორი განსხვავებული სახელწოდება. დაასახელეთ დედაც და შვილიც.







