74-ე გვერდი



ინგლისური ფრაზა "Hitler woman" შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც "ქალი-ჰიტლერი", რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა "Hitler woman" წარმოადგენს ერთი ინგლისური სიტყვის ანაგრამას. გადათარგმნეთ ქართულად ეს ინგლისური სიტყვა.



ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ერთი მნიშვნელოვანი სამსახურის შენახვის ხარჯები. დაასახელეთ ეს სამსახური, რომელიც არის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც.



ცოტა ხნის წინ შვეიცარულ ქალაქ რიოლინგენში ჩატარდა მტყორცნელთა ფესტივალი. გარდა შეჯიბრებებისა ბირთვის, დისკოს, შუბისა და უროს ტყორცნაში, ორგანიზატორებმა ფესტივალის პროგრამაში შეიტანეს კიდევ ერთი მძლეოსნური დისციპლინა, რომლის შეტანაც პროგრამაში მეტყველებს ორგანიზატორების განვითარებულ იუმორის გრძნობაზე. რომელ დისციპლინაზეა საუბარი?



ეს კანონი პირველად 1970 წელს მიიღეს სპილოს ძვლის კუნძულებსა და ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში. ევროპაში კი ეს კანონი პირველად საფრანგეთმა მიიღო. ამ კანონის დარღვევისთვის ისრაელში ჯარიმა 88 აშშ დოლარს, ხოლო დიდი ბრიტანეთში 500 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. საქართველოში ეს კანონი დიდი ხანია, რაც მიღებულია, მაგრამ ბევრმა მისი არსებობის შესახებ არც კი იცის. რას მოითხოვს ეს კანონი?



რამოდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, ერთი წლის მანძილზე მთელი მსოფლიოს მიერ დახარჯული ოქროს 7% მოხმარდება ელექტროსაქონელს; 4% იხარჯება მედლების, თასების და სხვა ჯილდოების დასამზადებლად; 20 პროცენტი მიდის მონეტებში; 66%-ით სამკაულებს ამზადებენ. რაში იხარჯება დარჩენილი 3% ოქრო?



რუზველტის სიტყვები: “როდესაც პატარა ბავშვი ამ ნივთს პირველად ათვალიერებს, იგი პირველ რიგში ამ ნივთის პირველ დეტალს ამჩნევს. გამორიცხული არაა, რომ მან ამ ნივთის მეორე დეტალიც შეამჩნიოს და დააკვირდეს მას, ხოლო რაც შეეხება ამ ნივთის მესამე დეტალს მისთვის ის თითქმის შეუმჩნეველია და ყურადღების ღირსიც არაა. როდესაც ადამიანი იზრდება, მაშინ ყველაფერი იცვლება. ამ ნივთზე დაკვირვებისას მოზრდილი ადამიანი პრიველ რიგში მესამე და შემდეგ მეორე დეტალს აკვირდება, ხოლო პირველ დეტალს კი იგი უმეტეს შემთხვევაში არც უკვირდება.” რა ნივთზე ჰქონდა საუბარი რუზველტს?



რამოდენიმე თვის წინ მოსკოვში გამოვიდა წიგნი, რომელშიც მოყვანილია სიზმრების იუმორისტული ახსნები. რისგან მორიდებას გვირჩევენ ამ წიგნის ავტორები იმ შემთხვევაში, თუ მთელი ღამის მანძილზე მფრინავი და მბრუნავი მრავალკუთხედები გესიზმრებათ?



ჩინეთის პროვინცია ხუანში წყვილებმა ქორწილის წინ სპეციალურ ფონდში უნდა შეიტანონ გადასახადი, რომელიც დაახლოებით 850 აშშ-ს დოლარს უდრის. რა შემთხვევაში დაიბრუნებენ ისინი ამ ფულს თოთხმეტი წლის შემდეგ?



ამა წლის იანვრის დასაწყისში მიხაელ შუმახერმა მიიღო მონაწილეობა აქციაში სახელწოდებით “5 წამი, რომელმაც შეიძლება სიკვდილს გადაგარჩინოთ”. რა დროს და რისთვის უნდა დახარჯოთ ეს 5 წამი?



ამ გამოგონების ავტორმა 1936 წელს იგი სულ ნახევარ საათში ააწყო. მან თავისი შემქმნელი არამარტო სიღარიბისაგან იხსნა, არამედ მას ასობით მილიონი დოლარი მოუტანა. დღეს კი იგი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ოთხბორბლიან მოწყობილობას წარმოადგენს ავტომობილის შემდეგ. დაასახელეთ ეს.







