შემთხვევითი შეკითხვა:

# რუსულ ინტერნეტ-სივრცეში მრავალი სტატია მიეძღვნა ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც ალბათ ყველაზე დიდად რუსულ ბაზარზე იმოქმედა. ჩემდა გასაკვირად სხვადასხვა... განვაგრძოთ→

სტანისლავ-ეჟი ლეცი:

დგება დრო, როცა სატირა იძულებულია აღადგინოს ის, რაც პათოსმა დაანგრია.

შეკითხვების არქივი

75-ე გვერდი

შეკითხვა 123:
შეკითხვის გვერდი →

კანადაში, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენდა დაახლოებით 10 სმ სიგრძის პრიზმას და რომლის ერთ-ერთი შიგნითა წახნაგი წებოვანი იყო. ამ მოწყობილობის ინსტრუქციაში სხვა რჩევებთან ერთად მითითებული იყო შემდეგი: “წარმატებულად გამოყენების შემდეგ, რეკომენდირებულია გაიტანოთ მოწყობილობა გარეთ და …” დაასრულეთ რჩევა.

პასუხი >
შეკითხვა 122:
შეკითხვის გვერდი →

ევროპელებმა მის შესახებ მარკო პოლოს წყალობით შეიტყვეს. ცნობილია, რომ მისგან ავეჯსაც ამზადებდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში მისგან დამზადებული საქონელი საკმაოდ ძვირად ფასობდა. მას ძვირფასი ქვების ფასი ედო და ამოტომაც ხშირად ოქროშიდაც კი სვამდნენ. რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 121:
შეკითხვის გვერდი →

ნათელ ღამეში, ვარსკვლავებს შორის შეიძლება გაარჩიოთ რძისფერი ფართე ზოლი. ჩვენ მას ირმის ნახტომს ვუწოდებთ, ხოლო ინგლისურად, რუსულად და კიდევ მრავალ ენაზე მისი სახელწოდება ჟღერს, როგორც “რძიანი გზა”. ეხლა კი, გადათარგმნეთ “რძიანი გზა” ძველბერძნულად.

პასუხი >
შეკითხვა 120:
შეკითხვის გვერდი →

როგორც წესი, მამაკაცთა ეს დაახლოებით 25 გრამს იწონის, ხოლო ქალების — 15-ს. ეტიკეტის თანახმად მისი ხალხში გამოჩენა არ არის რეკომენდირებული, მაგრამ თუ მაინც დადგება მისი ხმარების აუცილებლობის საკითხი, იგი მაქსიმალურად შეუმჩნევლად და უხმაუროდ უნდა გამოიყენოთ. რაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 119:
შეკითხვის გვერდი →

ანეკდოტი: სამშობიარო. დაიბადა ბავშვი, მაგრამ ტირილის მაგივრად სიცილით კვდება. ყველა გაკვირვებულია, მას ვერავინ აწყნარებს. ბოლოს ექიმმა შენიშნა, რომ ბავშვს ხელი მომუშტული ჰქონდა და რაღაც ეჭირა. დიდი წვალების შემდეგ ხელი გაუხსნეს და იქ… რა ეჭირა ბავშვს ხელში?

პასუხი >
შეკითხვა 118:
შეკითხვის გვერდი →

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე დიდი კაბა შეკერილ იქნა 1986 წელს. მასზე დაიხარჯა რამოდენიმე კილომეტრი სიგრძის ქსოვილი და მისმა წონამ საბოლოოდ 453,6 კილოგრამი შეადგინა. “ვისთვის” იყო განკუთვნილი ეს კაბა?

პასუხი >
შეკითხვა 117:
შეკითხვის გვერდი →

ამოცანა: ერთი წყვილი ფეხსაცმლისთვის მაღაზიაში გადაიხადეს 70 ლარი და პლუს მთლიანი ღირებულების ნახევარი. რა ღირდა ფეხსაცმელი?

პასუხი >
შეკითხვა 116:
შეკითხვის გვერდი →

დაასრულეთ ალბერტ აინშტაინის ცოლის სიტყვები: “ჩემს ქმარს ყველაფრის კეთება შეუძლია, გარდა…” გარდა რისა?

პასუხი >
შეკითხვა 115:
შეკითხვის გვერდი →

1876 წელს ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: “პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”. ბერტა კლინსკიმ, რომელიც იმ პერიოდში ვენაში მუშაობდა, გადაწყვიტა მიეღო ეს წინადადება და პარიზში გადავიდა. მაგრამ მუშაობის სამი კვირის შემდეგ სამშობლო მოენატრა და უკან დაბრუნდა. მალე მან დაიწყო მიმოწერა მსოფლიოში მშვიდობის თემაზე პარიზში მცხოვრებ ჯენტლმენთან, რომელთანაც მან პარიზში ყოფნისას ბევრი საერთო გამონახა. ამ ქალბატონს რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ჯენტლმენმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. და მისი სიკვდილიდან 9 წლის შემდეგაც კი ბერტამ კვლავ მიიღო მისგან ფულადი დახმარება. რა ფორმით მიიღო მან ფული?

პასუხი >
შეკითხვა 114:
შეკითხვის გვერდი →

ონონელი ტუნგუსები თვლიან, რომ მთელს დედამიწაზე ხეების რაოდენობის დათვლა პირდაპირ თქვენი სახლთანაც შეგიძლიათ, მთავარია მოთმინება გეყოთ. რა უნდა დათვალოთ თქვენ, რათა გაიგოთ, თუ რამდენი ხეა დედამიწაზე?

პასუხი >