76-ე გვერდი



დაასრულეთ დაოსელი მოაზროვნის ცზი ლაის სიტყვები: “ცხოვრება სიზმარია, ხოლო სიკვდილი — …”



არსებობს ერთი აფრიკული ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ადამიანი ცაში შეიქმნა. ვინ დაეხმარა მას დედამიწაზე ჩამოსვლაში?



სიდნი შელდონის წიგნში “ღმერთთა წისქვილები” მოყვანილია ახლახანს მოსული დიქტატორის — იონესკოს საუბარი მზესთან:
- დილა მშვიდობისა, ამხანაგო მზე!
- დილა მშვოდობისა, — უპასუხა მზემ. — ყველა ისე ბედნიერია, თქვენ რომ გახდით რუმინეთის ახალი პრეზიდენტი!..
საუბარი საღამოს გაგრძელდა:
- საღამო მშვიდობისა, ამხანაგო მზე!
მზე მას არ პასუხობს.
- რა მოხდა, დილით მშვენივრად მესაუბრებოდი და ეხლა რატომ სდუმხარ?
- მოკეტე, რა! — პასუხობს მზე…
დაასრულეთ მზის სიტყვები მიზეზით, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, ასე ელაპარაკა.



ერთ-ერთ თავის ინტერვიუში მან განაცხადა: “ჩემში, ისევე როგორც ყველა ადამიანში ცხოვრობს სატანაც და ქრისტეც, ბოროტება და სიკეთე… ამიტომაც ავირჩიე ეს სახელი — ლამაზმანი და მკვლელი”. რა სახელით იცნობს მას მთელი მსოფლიო ოჰაიოს შტატში დაბადებულ ამ ამერიკელს, თუ მისი ნამდვილი სახელია ბრაიან უორნერი?



ყველა საკვებ პროდუქტზე უნდა იყოს მითითებული თარიღი — გამოშვების თარიღი ან თარიღი, რომლამდისაც შეიძლება პროდუქტის მოხმარება საკვებად. რა თარიღია მითითებული ყველ კამამბერის შეფუთვაზე?



არხანგელსკში — 13 მაისიდან 30 ივლისამდე, პეტროზავოდსკში — 27 მაისიდან 17 ივლისამდე. 11 ივნისიდან 2 ივლისამდე კი რომელ ქალაქში?



1834 წელს ლომდონელმა მექანიკოსმა უ. მარმა ერთი ყუთი ჩადო მეორეში და მათ შორის არსებული სივრცის ამოსავსებად მარმარილო, ფაიფური და გამომწვარი თიხა გამოიყენა. რის გამომგონებლად ითვლება იგი?



2003 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიხსნა ძეგლი იმ ადამიანისა, რომელსაც ამერიკასთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია. მონუმენტზე ამოტვიფრული იყო 271 ამერიკელის სახელი და გვარი, რომელთაგან პირველი იყო თეოდორ რუზველტი. თუ მიხვდებით, თუ რა აერთიანებთ ამ ამერიკელებს, გამოიცნობთ იმასაც, თუ ვის დაუდგეს ეს ძეგლი.



ბევრი იაპონელი თევზის ჭერისათვის იყენებს სპეციალურად გაწვრთნილ ფრინველებს — ჩვამებს. ამ ფრინველს თევზაობის დროს აბია რკინის რგოლი. სად და რა მიზნით უკეთებენ იაპონელები ჩვამებს რკინის რგოლებს?








