შემთხვევითი შეკითხვა:

საფრანგეთში მყოფმა ტურისტმა ამჟამადაც კი შეიძლება გაიგონოს მისალმება: “ბონჟურ ა ვუა ე ა ვოტრ კომპანი!”, რაც ნიშნავს: “დღე... განვაგრძოთ→

ვიეტნამური ანდაზა:

ცივი ბრინჯიც ბრინჯია და ქვრივი ქალიც — ქალი.

შეკითხვების არქივი

77-ე გვერდი

შეკითხვა 103:
შეკითხვის გვერდი →

ბერნარდ შოუს აზრით, ბევრი მწერლის მთავარი უბედურება ის არის, რომ მათი ნაწარმოებების ეს ორი რამ ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. დაასახელეთ ეს ორი რამ.

პასუხი >
შეკითხვა 102:
შეკითხვის გვერდი →

სუფრის დანები, რომელიც საჭმლის ჭამისას გამოიყენება ხმარებაში შემოიღო კარდინალმა რიშელიემ. მან გამოსცა ბრძანება იმის შესახებ, რომ სუფრის დანებს აუცილებლად მომრგვალებული თავი უნდა ჰქონოდათ და არა წვეტიანი, რადგან… რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 101:
შეკითხვის გვერდი →

XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებას გეგმაში ჰქონდა მარსზე გაფრენის პროექტი. წითელვარსკვლავიანი პილოტირებადი ვარსკვლავთმფრენი უნდა დაშვებულიყო მარსის ზედაპირზე და იქ აღემართა წითელი დროშა… რა ერქვა ამ პროექტს?

პასუხი >
შეკითხვა 100:
შეკითხვის გვერდი →

მისი ხვედრი ძალიან მძიმეა. მის სამყოფელში ბალახიც კი ძნელად ხარობს. მას მეგობრები ხშირად აქცევენ ზურგს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფერი ამისა, თითქმის ყოველთვის იგი მაინც ნომერ პირველია. ვინ არის ის?

პასუხი >
შეკითხვა 99:
შეკითხვის გვერდი →

ერთ რომაელ ელჩს ერქვა პომპეი სენეციუს როსციუმ მურენ სექსტ იულიუს ფრონტინ სილიუს დენციან გაი ევრიტ ჰერკულანიუს ვიბულიუს ვალენტ ნიგერ კლავდიუს საქსა ურუტიან სოსიუს პრისკი. რომაულ კალენდარში მისი სახელი იწერებიდა ასე: პომპეი სენეციუს… რა მოდიოდა შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 98:
შეკითხვის გვერდი →

არისტოტელე თვლიდა, რომ ამ ორ მეცნიერებას ერთმანეთთან საერთო არაფერი არ ჰქონდა, რადგან ერთი მათგანი შეისწავლიდა უცვლელ რამეებს, ხოლო მეორე — ცვალებადს. დაასახელეთ ეს ორი მეცნიერება.

პასუხი >
შეკითხვა 97:
შეკითხვის გვერდი →

გადათარგმნეთ ლათინურად “მჩუქნელი, მიმცემი”.

პასუხი >
შეკითხვა 96:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისელმა სელექციონერმა ფოლკნერმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ცდებში გამოყენებულ გარკვეულ ცხოველთა ჯგუფს გაუზრდიდა იმ ორგანოს, რომელზეც მეცნიერები საკმაოდ ხშირად ატარებენ ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს. რამოდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად მან მიაღწია იმას, რომ ამ ორგანოს სიგრძე 45 სმ-მდე გაეზარდა. რომელ ცხოველსა და ორგანოზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 95:
შეკითხვის გვერდი →

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ყველაზე სახიფათო და მავნე ბგერებია ფ, პ, ტ, დ და ს. მათი ლოგიკის მიხედვით, რითი არიან ეს ბგერები საშიშნი ჩვენთვის?

პასუხი >
შეკითხვა 94:
შეკითხვის გვერდი →

1800 წელს იაპონიის ნაპირებთან ახლოს ჩაიძირა გემი, რომელიც ფასდაუდებელი საიმპერატორო ფაიფურით იყო დატვირთული. ასი წლის შემდეგ ძვირფასი ვაზების უმეტესობა ადგილობრივმა მეთევზეებმა ამოიტანეს. ისინი სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ფულით დააჯილდოვა, მაგრამ მათ ამ ფულიდან თავიანთ დამხმარეებს არაფერი მისცეს. “ვინ” ეხმარებოდა მათ ვაზების ამოღებაში?

პასუხი >