78-ე გვერდი


ერთ-ერთ კონკურსანტს სურდა მსოფლიოში ყველაზე დიდი შადრევნის აგება, მეორეს — მსოფლოში ყველაზე დიდი გილიოტინის… რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ კონკურსის გამარჯვებულ პროექტს?


ის იყო ქაიროს უნივერსიტეტის პროფესორი, შემდეგ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (მონაწილეობა მიიღო კემპ-დევიდის შეთანხმების ხელმოწერაში), შემდეგ — პარლამენტის დეპუტატი… დაასახელეთ მისი ყველაზე ცნობილი თანამდებობა.


ევროპარლამენტი — ეს არის ევროსაბჭოს უმაღლესი ორგანო, რომლის მუშაობას საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა აფინანსებს. რაში ხარჯავს ევროპარლამენტი ყველაზე მეტ ფულს — საერთო დანახარჯების თითქმის 50 პროცენტს?


მდედრ მელიას საქორწინო პერიოდში უკან დაჰყავს ორი-სამი საქმრო, რომლებიც მის წინაშე ერთგვარ “ცეკვას” ასრულებენ და ამით ძალის და მოქნილობის დემონსტრირებას ახდენენ. რას უწოდებენ ხანდახან ამ მოძრაობებს?


XIX საუკუნის 40-იან წლებში გერმანიაში ნაპოვნი იქნა ადამიანის ძვლები. ამ ამბავმა დიდი მეცნიერული დავა გამოიწვია. ზოგი გერმანელი მეცნიერი ამბობდა, რომ ეს კაზაკის ძვლები იყო, რომელიც ნაპოლეონის ომების დროს დაიღუპა, ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს ავადმყოფი მოხუცის ძვლები იყო, რომელსაც თავში ჰქონდა ჩარტყმული მძიმე საგანი. ჩვენ არ გეკითხებით, თუ ვინ იყო მართალი, თქვენ უნდა მიხვდეთ, თუ რა ერქვა იმ ხეობას, რომელშიც იპოვეს ეს ძვლები.


ისტამბულში საფრაგეთის საელჩოს მდივანმა ანტუან გალანმა ერთხელ ბაზარში შემთხვევით შეიძინა ძველი არაბული ხელნაწერი. მან იგი გადათარგმნა, წიგნად გამოსცა და მით თავისი სახელი უკვდავყო… რა ერქვა ამ ხელნაწერს?


შავი იუმორი: ორი ზვიგენი მიცურავს სანაპიროს გასწვრივ და ამ დროს დაინახეს ვინდსერფინგისტი. ერთი ეუბნება მეორეს: აი, ეს მემსმის სერვისი — [ამაზე] და თანაც [ამით]! აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.


როგორც თვლიან, ეს დეტალი მიხაელ შუმახერს 10 ცხენის ძალას მატებს. იგი სპეციალურად შეიმუშავეს ახალი “ფერარი F2002”-სთვის. მან 3000 საათი გამოცდა გაიარა აეროდინამიკურ მილში და იგი რამოდენიმე ათასი ღირს. რა დეტალია ეს?


სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადაზე ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ეს მეორედ დაემართათ ძმებ ჰოკეისტებს მარტინ და რობერტ რაიჰელებს. პირველად კი ასეთი ფაქტი 1960 წელს სკვო-ველის ოლიმპიადაზე ჰოკეისტ ძმებს — ფრანტიშეკ და ზადენეკ პიკალოებს შეემთხვათ. რაზეა საუბარი?


1997 წელს იტალიაში მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელები და მსახიობები თავისუფლდებოდნენ… რისგან?







