79-ე გვერდი


ავტომობილიზმის გარიჟრაჟზე ახალბედა მძღოლებისთვის მთავარ საფრთხეს ცხენები წარმოადგენდნენ. ცხენებს ავტომობილის ძალიან ეშინოდათ და მათ დანახვაზე ისინი ორ ფეხზე დგებოდნენ და წინა ფეხებით მანქანას აზიანებდნენ. რისი ეშინიათ თანამედროვე ცხენებს დღეს ქუჩაში სიარულისას პარიზის საგზაო სამმართველოს მონაცემებით?


ინგლისელ მეფეებს იაკობ I-ს, ვილჰელმ III-ს, ჯორჯ I-ს და მწერალ ჯოზეფ კონარდს ჰქონდათ ერთი ნაკლი, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობის ინგლისელებს თუ ახასიათებთ. რა ნაკლია ეს?


III ადგილი — მოსკოვი — 256 კმ;
II ადგილი — ლონდონი — 430 კმ;
I ადგილი — ვაშინგტონი — 612 კმ.
რაზეა საუბარი?


ერთი ბრიტანული სამეცნიერო ჟურნალის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრებიდან ასეთი ადამიანები მხოლოდ 65 პროცენტია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ისინი ბიოლოგებს (79%) და ფიზიკოსებს (76%) შორის არიან. რა ტიპის ხალხზეა საუბარი?


XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს აშშ-ს ერთ-ერთ საბაჟოზე მოხდა ასეთი შემთხვევა: მებაჟეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს იაპონიიდან მომავალი ტვირთი, რომელიც მომცრო ყუთს წარმოადგენდა. ამერიკელმა მებაჟეებმა ეს ნივთი სექსუალურად გასარყვნ საშუალებად ჩათვალეს, რადგან ყუთზე ეწერა “გასართობი (სასიამოვნო) ჯოხი”. რა იდო ამ ყუთში სინამდვილეში?


2 წლის წინ ჟურნალ “Forbes”-ის გამოკვლევების თანახმად მამაკაცები თავისი ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 5 კგ ასეთ პროდუქტს მიირთმევენ. მართალია თავად პროდუქტს ნაკლებად შეიძლება მიენიჭოს საკვების სტატუსი, მაგრამ იგი ერთ-ერთი მონაწილეა იმ პროცესისა, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. რა “პროდუქტზეა” საუბარი?


მთელი ფილმის მსვლელობისას მისი მთავარი სუპერგმირი წარმოთქვამს არაუმეტეს 40 სიტყვისა, რომელტაგან ერთი მესამედი ცეცხლსასროლი იარაღების ჩამონათვალია, ხოლო მეორე მესამედი — ერთი და იგივე სახელის გამეორება. რომელი მსახიობი ასრულებს ამ გმირის როლს?


ითვლება, რომ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა სურდო. რომელია მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებილი არაგადამდები ინფექციური დაავადება?


მათი რაოდენობა თუ ორია, ისინი ვერტიკალურად არიან განლაგებულნი. სამის ერთად ყოფნა კი აუცილებლად ჰორიზონტალურ განლაგებას გულისხმობს. რა ფუნქცია აკისრია მას როცა ის ერთია?








