შემთხვევითი შეკითხვა:

როდესაც ავსტრალიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ დაქირავებული პოლინეზიელი მუშები, მათ თან ჩამოიტანეს რამდენიმე ლურსმანი. შემდგომ, მათ ამ ლურსმნებს უქნეს იგივე... განვაგრძოთ→

რომენ როლანი:

წიგნი — ეს არის მარტოობაში გადაგდებული მაშველი რგოლი.

შეკითხვების არქივი

მე-8 გვერდი

შეკითხვა 804:
შეკითხვის გვერდი →

ა.წ. 20 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მიეძღვნა ესპანელ მწვრთნელს, ხავიერ კლემენტეს და მის შესაძლო სამუშაოზე ერთ არაევროპულ ქვეყანაში. საბოლოოდ კლემენტემ უარი თქვა ამ ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაზე. სტატიის სათაურში გამოტანილი იქნა 3 სიტყვა, რომელიც აღებული იყო ცნობილი პოემის პროლოგიდან. დაწერეთ ეს სამი სიტყვა!

პასუხი >
შეკითხვა 803:
შეკითხვის გვერდი →

რამდენიმე წლის წინ რომის კასილინოს საავადმყოფოში გაიხსნა სუპერტანამედროვე ავტომატური მიმღები ფანჯარა. ფანჯარის წინ (გარედან) დამაგრებულია დიდი კალათა, რომელსაც ავტონომირი გასათბობი სისტემა და მოძრაობის სენსორები აქვს დამონტაჟებული. საავადმყოფოს მიმღები განყოფილების შინაგანაწესში კი წერია, რომ ამ კალათაში სულ რამდენიმე წუთი შეიძლება იდოს, მერე კი უკვე მორიგეს დააჯარიმებენ. ვინ ან რა შეიძლება იდოს ამ კალათში სულ რამდენიმე წუთი?

პასუხი >
შეკითხვა 802:
შეკითხვის გვერდი →

წარმოუდგენელია, მაგრამ ეს სიმართლეა: ადამიანი გაასამართლეს ყალბი ფულის მოჭრისათვის, მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, შემდგომში შეიცვალეს ის კატორღით, შემდეგში კი ეს ადამიანი გამოსახული იყო ქვეყნის ბანკნოტებზე (ფულზე). რომელი ქვეყნის?

პასუხი >
შეკითხვა 801:
შეკითხვის გვერდი →

1818 წელს ნიუ–იორკის სასამართლოში განიხილეს ძალზე საინტერესო საქმე. თევზის ქონის ხარისხის მაკონტროლებელი ინსპექტორი ჯეიმს მორისი უჩიოდა ვინმე სემ ჯადს და ითხოვდა, რომ მის კონტროლში შესულიყო აგრეთვე ჯადის მიერ წარმოებადი პროდუქცია. მსაჯულებმა, რომლებიც პროცესის განმავლობაში გაერკვივნენ ზოოლოგიაში, უარი უთხრეს მორისს და მართლებიც იყვნენ. კითხვა: 2 სიტყვით მითხარით ტითი ვაჭრობდა სემ ჯადი?

პასუხი >
შეკითხვა 800:
შეკითხვის გვერდი →

ვიკიპედიის თანახმად, ყველაზე ტანდაბალი ბრიტანელი მონარქი იყო ჩარლზ I. თანაც ეს მანამდე, სანამ ის დარჩა X–ის გარეშე. 1866 წელს ერთმა გამოვიდა წიგნი, რომლის სათარშიც აგრეთვე ფიგურირებდა ადამიანი X–ის გარეშე. მიხვდით რა არის X და დაასახელეთ მწერალი!

პასუხი >
შეკითხვა 799:
შეკითხვის გვერდი →

თანამედროვე მკვლევარებმა შეისწავლეს ცრუ–ს არქივები და აღმოაჩინეს, რომ გფრ–ს სპეცსამსახურებში მრავალად იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც 50–იან წლებში საბჭოთა დაზვერვამ გადაიბირა (დაავერბოვკა). მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის, რომ ხსენებულ საბჭოთა აგენტებში ყველაზე დიდ პროცენტს შეადგენდნენ ერთი აღმოსავლეთგერმანული ქალაქის მკვიდრნი. ეტყობა, მათი მთავარი მოტივი იყო შურისძიება. დაასახელეთ ეს ქალაქი!

პასუხი >
შეკითხვა 798:
შეკითხვის გვერდი →

70–80–იანი წლების მიჯნაზე CIA–მ წამოიწყო კამპანია საბჭოთა სამრეწველო შპიონაჟის წინააღმდეგ: გამიზნულად მასობრივად შექჰონდათ დესტრუქციული ცვლილებები ნახაზებში და პროგრამულ უზრუნველყოფაში. ერთ–ერთი ასეთი პროგრამის გამო, რომლიც შენიღბული იყო, როგორც სისტემური ტესტი, 1982 წელს მოხდა აფეთქება გაზსადენზე ურენგოი–პომარი–უჟგოროდი. რა უწოდეს ამ კომპიუტერულ პროგრამას ავტორებმა?

პასუხი >
შეკითხვა 797:
შეკითხვის გვერდი →

1999 წელს ერთმა კომპანიამ შექმნა რობოტი–გამომცდელი (ისპიტატელ), რომლის მტავარი განსხვავებაც ადამიანისგან, არის 3 ფეხი (და არა 2). მითხარით ძირითადი პროდუქცია, რომლის გამოშვებითაც ცნობილია ეს კომპანია!

პასუხი >
შეკითხვა 796:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ ჯონ ფრედერიკმა იხუმრა, რომ “ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი მელანი, ამერიკელებმა კი უკვე თავის ნაციონალურ ლიტერატურაზე დაიწყეს ლაპარაკიო”. კიტხვა: სახელდობრ სად (ან რაზე) არ იყო გამშრალი მელანი?

პასუხი >
შეკითხვა 795:
შეკითხვის გვერდი →

ეს ქვეყანა შეიქმნა 1861 წელს სამოქალაქო ომის შემდეგ. კონსტიტუციის საფუძვლად აღებული იქნა აშშ–ს კონსტიტუცია. ამჟამად ეს ქვეყანა მე–2 ადგილზეა თავის რეგიონში ხორცისა და ხორბლის წარმოებით, აგრეთვე ბუნებრივ გაზის მარაგითა და ტურიზმისგან მიღებული შემოსავლებით. მაგრამ, ყველაზე პარადოქსული არის ის, რომ ეს წაიაღისეული მოიპოვება ძალზე ცოტა — 100 ტონამდე წელიწადში, რაც ძალზე ცოტაა მსოფლიოს მომპოვებელტა პირველ სამეულტან შედარებით. მიხვდით, რა წიაღისეულზეა საუბარი და დაასახელეთ ეს სახელმწიფო!

პასუხი >