80-ე გვერდი


იტალიის ქალაქ ლივორნოს მცხოვრებნი, რომელნიც ტურისტების ნაკლებობას განიცდიან, ოცნებობენ იმ დღეზე, როცა მათს მეზობელ ქალაქში დატრიალდება ის უბედურება, რომელსაც საუკუნეებია ელიან. მაინც რა ტრაგედია იგულისხმება?


ერთ დროს იყო სურვილი, რომ მათ შემდეგი სახელები დარქმეოდათ: ლენინის, მარქსის, რევოლუციის, სვერდლოვის, საბჭოთა კონსტიტუციის, ჭირნახულის აღების, დიდი რევოლუციის, მშვიდობის, ენგელსის, სტალინის და კომუნიზმის. სახელი არ უნდა შეცვლოდა მხოლოდ მეხუთეს. დაასახელეთ მეხუთის ის სახელწოდება, რომლოთაც მას ჩვენ მოვიხსენიებთ.


1993 წელს დირაკს მიანიჭეს ნობელის პრემია, მაგრამ იგი მის მიღებაზე უარის თქმას აპირებდა, რადგან რეკლამა თვალის დასანახავად ეჯავრებოდა, თუმცა რეზერფორდმა ძალზე მარტივად და ოსტატურად გადაათქმევინა გადაწყვეტილება. რა უთხრა მან დირაკს?


1925 წელს გი დე მოპასანმა გამოუშვა წიგნი სახელწოდებით “ფუნთუშა”. ეს წიგნი გამომცემელთათვის ძალზედ საზარალო აღმოჩნდა, რადგან ის უმცირესი ტირაჟით გაიყიდა. ბიზნესმენებმა ამ წიგნს შეუცვალეს ერთი დეტალი, რის შემდეგაც იგი ბესტსელერი გახდა. რა დეტალი იყო ეს?


2500 წლის წინანდელი ბერძნული წარწერა: “მე ვარ რინო კუნძულ კოსიდან და ღმერთების ნებით სიზმრებს ვხსნი…” შესაძლოა ეს იყო ისტორიაში პირველი… რა?


დისნეის სტუდიის ეს მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღეს 1994 წელს. ეკრანებზე გამოსვლიდან 3 დღეში მან 766 მლნ. დოლარი შემოსავალი მოაგროვა. მას ახმოვანებდნენ ვუპი გოლდბერგი, ჯერემი აირონსი, როუენ ატკინსონი და სხვა ვარსკვლავები. ამ ფილმის საუნდტრეკმა კი 1995 წელს ოსკარი აიღო ნომინაციაში “საუკეთესო მუსიკა ფილმისათვის”. დაასახელეთ ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი.


ეს მოვლენა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა 1955 წელს — 7 წთ და 8 წმ. მეცნიერების პროგნოზის მიხედვით ეს 7 წთ და 29 წმ გაგრძელდება 2186 წელს. ჯორჯ ელიოტმა ამ მოვლენას შემდეგი ეპითეტი მოუძებნა: ორი მეგობარი, რომელთა შორის ჩამდგარია მტერი. დაასახელეთ, თუ რას ვუწოდებთ ჩვენ ამ მტერს.


ყველაზე გრძელი ეს, რომელიც შესულია გინესის 2002 წლის რეკორდების წიგნში შეიმუშავა ჯეი ორბერგმა (კალიფორნია, აშშ). მისი სიგრძეა 30,5 მეტრი. სხვა აუცილებელი მოწყობილობების გარდა მას აგრეთვე გააჩნია საცურაო აუზი, უზარმაზარი საწოლი, 6 ტელეფონი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანიც კი. დაასახელეთ ეს.


ცოტა ხნის წინ გამოუშვეს ერთი ტკივილგამაყუჩებელი წამლის სარეკლამო პლაკატი, რომელიც 3 ფოტოსაგან შესდგებოდა. პირველზე ტკივილისაგან სახედამანჭული ქალი იყო გამოსახული, მეორეზე — იგივე ქალი წამლის სმის პროცესში, მესამეზე კი, ისევ იგივე ქალი გაბადრული და ბედნიერი სახით. ასეთმა სარეკლამო კამპანიამ საუდის არაბეთში სრული ფიასკო განიცადა. დაასახელეთ ამის მიზეზი.


რამდენიმე წლის წინ აღინიშნა ამ ინტელექტუალური გასართობოს გამოგონების 15 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით საიუველირო ფირმა “Diamond Catters Internation”-მა ამ გასართობის უნიკალური მოდელი დაამზადა, რომელიც მას 1,5 მლნ. დოლარი დაუჯდა. დაასახელეთ ამ გასართობის გამომგონებელი უნგრელი პროფესორის გვარი.







