შემთხვევითი შეკითხვა:

ფრანგმა მხატვარმა ჟან-მარი პიერემ და შვიდმა მისმა მეგობარმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სურათი, ზომებით 250 x 180... განვაგრძოთ→

ფრანკლინი:

ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფულს შეუძლია ყველაფერი, ისეთი პიროვნებაა, რომელიც წავა ყველაფერზე ფულის გულისათვის.

შეკითხვების არქივი

მე-9 გვერდი

შეკითხვა 794:
შეკითხვის გვერდი →

1835 წელს ერთმა ფრანგმა არისტოკრატმა დაწერა წიგნი „ბილიარდის მათემატიკური თეორია“. ამ წიგნში მან განავრცო დიდი თეორია, რომელსაც თვალსაჩინოდ ადასტურებს ერთი ხელსაწყო. ეს ხელსაწყო მოხსენიებულია სხვა წიგნის სათაურში. დაასახელეთ ამ მეორე წიგნის ავტორი!

პასუხი >
შეკითხვა 793:
შეკითხვის გვერდი →

სემიულ კოლრიჯის პოემაში „ბებერ მეზღვაურზე“ მოთხრობილია ისტორია კაპიტანისა, რომელმაც მოკლა ალბატროსი. ამის გამო მასზე საზარლად იძიებენ შურს სულები. დაახლოებით ისევე, როგორ კაპიტან ვან სტრაატენის მიმართ. მითხარით ვან სტრაატენის ორი სიტყვისაგან შემდგარი მეტსახელი!

პასუხი >
შეკითხვა 792:
შეკითხვის გვერდი →

იაპონური თეატრი ტაკარაცუკა შეიქმნა როგორც ალტერნატივა. მიხვდით, თუ რისი ალტერნატივა და მითხარით, რაში მდგომარეობდა ეს ალტერნატიოვობა?

პასუხი >
შეკითხვა 791:
შეკითხვის გვერდი →

ა.წ. 22 იანვრის გაზეთი „სარბიელი“ წერდა, რომ „ლივერპულის“ ამერიკელმა მეპატრონემ, ტომ ჰიკსმა გადაიფიქრა კლუბის გაყიდვა, არადა ის მანამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ არაევროპულ კორპორაციასთან. სტატიის სათაური შედგებოდა ორი სიტყვისაგან. პირველი იყო დამშვიდობება, მეორე კი — ქალაქის სახელწოდება. აღადგინეთ სტატიის სათაური!

პასუხი >
შეკითხვა 790:
შეკითხვის გვერდი →

თავის ერთ–ერთ ნაწარმოებში რექს სტაუტი ამტკიცებს, რომ შერლოკ ჰოლმსის ბიოგრაფი სინამდვილეში იყო მისი ცოლი, რომელიც იბეჭდებოდა ფსევდონიმით “დოქტორი უოტსონი”. სტაუტის ვერსიით, სინამდვილეში რა ერქვა სახელად შერლოკ ჰოლმსის ცოლს?

პასუხი >
შეკითხვა 789:
შეკითხვის გვერდი →

1873 წელს ვენის გამოფენაზე ერთმა ფაბრიკანტმა თავის პავილიონს მიამაგრა ბუდე. რასაკვირველია, ცარიელი ბუდე. ეტყობა, მეწარმეს უნდადა ყველასთვის მიენიშნებინა, რომ ბუნება ამის წარმოება დაიწყო ადამიანამდე მილიონი წლით ადრე. რას აწარმოებდა მისი ფაბრიკა?

პასუხი >
შეკითხვა 788:
შეკითხვის გვერდი →

ვიკიპედიის სტატიაში “ჯუჯა სახელმწიფოები” ჩამოთვლილია კრიტერიუმები, თუ რომელ ქვეყანას შეიძლება ეწოდოს “ჯუჯა სახელმწუფო”. ერთ–ერთი კრიტერიუმის თანახმად სახელმწიფო “ჯუჯაა” თუ მისი ტერიტორია ნაკლებია ევროპის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მაშ, დაასახელეთ ეს სახელმწიფო, ყველაზე დიდი ჯუჯათა შორის და ყველაზე ჯუჯა დიდთა შორის!

პასუხი >
შეკითხვა 787:
შეკითხვის გვერდი →

პირველი წყარო, რომელშიც ისინი არიან მოხსენიებული, თარიღდება 1118 წლით. 2 წლის შემდეგ კი, თავიანთი რეზიდენციის განსათავსებლად მათ გადაეცათ ალ–აქსის მეჩეთი. მიხვდით, რად მიაჩნდათ მაშინ მათ ეს მეცეთი და დამისახელეთ ისინი!

პასუხი >
შეკითხვა 786:
შეკითხვის გვერდი →

Men Very Easily Make Jugs Serve Useful Nocturnal Purposes. ეს არის ცნობილი მნემონიკური ფრაზა. რომელი სიტყვა მოაკლდა ამ ფრაზას 2006 წლის 24 აგვისტოს შემდეგ?

პასუხი >
შეკითხვა 785:
შეკითხვის გვერდი →

ეკონომისტი ოლეგ ვტოროვი ამტკიცებს, რომ ნებისმიერ საწარმოს ძალუძს რთული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შიდა კრედიტების მეშვეობით. თანაც ისე, რომ გარეშე დახმარება საჭირო არ არის. კითხვა: დაასახელეთ პერსონაჟი, ვისი გამოცდილებაც მოჰყავს ავტორს სამაგალითოდ?

პასუხი >