შემთხვევითი შეკითხვა:

ინგლისური ფრაზა ”Hitler woman” შეიძლება ითარგმნოს ქართულად, როგორც ”ქალი-ჰიტლერი”, რაც შეიძლება ნიშნავდეს ძალიან ავ და ბოროტ ქალს. ფრაზა... განვაგრძოთ→

ჟ. დიუბო:

ძუნწის ცხოვრება კომედიაა, სადაც აპლოდისმენტები მხოლოდ უკანასკნელ მოქმედებაში გაისმის.

ტურნირების არქივი

საქართველოს მე-14 ჩემპიონატი

B ჯგუფის თამაში (თბილისის გუნდები).
თამაში გაიმართა 2008 წლის 31 მაისს, სადაც ეს 33 შეკითხვა დაისვა:

შეკითხვა 738:
შეკითხვის გვერდი →

ა.წ. 26 თებერვალს გაზეთ “სარბიელში” დაიბეჭდა სტატია სათაურით: “რა X მიიღო ჩელსიმ?”. გაითვალისწინეთ, რომ X მიუღია საქართველოსაც, ჩვენს კლუბსაც, პირადად მეც და შეიძლება ბევრ თქვენთაგანსაც. დაასახელეთ X!

პასუხი >
შეკითხვა 739:
შეკითხვის გვერდი →

მე–17 საუკუნემდე ინგლისური თეატრისათვის დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი პაუზები მოქმედებებს შორის. ითვლება, რომ შექსპირიც კი თავის პიესებში ტოვებდა ცარიელ ადგილებს ასეთი პაუზებისათვის. კითხვა: ვის უნდა შეევსო ეს პაუზები?

პასუხი >
შეკითხვა 740:
შეკითხვის გვერდი →

1996 წელს შეიქმნა პორტუგალურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობა, რომელშის გაერთიანდნენ პორტუგალია, ბრაზილია, ანგოლა, მოზამბიკი, კაბო-ვერდე, გვინეა-ბისაუ, სან-ტომე და პრინსიპი. კიდევ რომელი სახელმწიფო შეუერთდა ამ თანამეგობრობას 2002 წელს?

პასუხი >
შეკითხვა 741:
შეკითხვის გვერდი →

2008 წლის აშშ–ს დავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში, კარში (რაზდელ) „ერაყი და ავღანეთი“ არის სტატია, რომელზეც გამოყოფილია 20 მილიონი დოლარი. იმავე სტატიის ბოლოს არის მინაწერი, რომ ეს თანხა შეიძლება ხელუხლებლად გადატანილი იქნას 2009 ან თუნდაც 2010 წლის ბიუჯეტებში. დაწერეთ 2 სიტყვა, რომელიც გამოტანილია ამ სტატიის სათაურში!

პასუხი >
შეკითხვა 742:
შეკითხვის გვერდი →

2006 წელს ყაზანში ჩატარდა სასამართლო პროცესი. განსასჯელთა სკამზე იჯდა ბანდა, რომელიც წლების განმავლობაში აკონტროლებდა „კამაზ“–ს. ამ პროცესზე დამყარდა რუსეთის მართლმსაჯულების ისტორიაში 2 რეკორდი: 1. ყველა განსასჯელს ერთობლივად მიესაჯათ 500 წელი; 2. მეორე რეკორდი უდრიდა 25 მეტრს. რაში მდგომარეობდა მეორე რეკორდი?

პასუხი >
შეკითხვა 743:
შეკითხვის გვერდი →

ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არის ასეთი ანდაზური თქმა: სამხრეთ-აღმოსავლეთით უყურე წყლის ზღვას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უყურე ამურის ტყეების ზღვას, ჩრდილო-დასავლეთით უყურე ქვიშის ზღვას, ხოლო სამხრეთ დასავლეთით უყურე… კითხვა: რის ზღვას, თუ სიჩუანელების აზრით ასეთი „ზღვა“ მხოლოდ ჩინეთში შეიძლება იყოს?

პასუხი >
შეკითხვა 744:
შეკითხვის გვერდი →

ამ ჯგუფს ეწოდება “იქსები”. ამავე დროს ფანებმა დაადგინეს, რომ ჯგუფის ამჟამინდელი 5 წევრიდან ნაღდი “იქსი” არის მხოლოდ მატიას იაბსი. მითხარით ამ ხუთეულის სახელწოდება!

პასუხი >
შეკითხვა 745:
შეკითხვის გვერდი →

თავის წიგნში „ოლიმპიური ჩემპიონის თეორემა“, პაატა ნაცვლიშვილი წერს, რომ ეს არის სპორტის ერთად–ერთი სახეობა, სადაც ეტიკეტის თანახმად, მსაჯი სპორტსმენებს აუცილებლად ბატონობით მიმართავს (მუსიე–თი მიმართავს). დაასახელეთ სპორტის ეს ოლიმპიური სახეობა!

პასუხი >
შეკითხვა 746:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც 2005 წელს რუსეთში ტარდებოდა ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივა, კულტურის სამინისტროში ბჭობდნენ რომელ ქალაქში გაეხსნათ ეს რეტროსპექტივა. არჩევანი შეჩერდა ქალაქ კალინინგრადზე. რატომ?

პასუხი >
შეკითხვა 747:
შეკითხვის გვერდი →

1993 წელს აშშ–ში ჩაატარეს სოციოლოგიური გამოკითხვა. გამოკითხულთა 29%–მა დაასახელა CIA, 27%–მა — მაფია, 22% — კუბელები და 13% — საბჭოთა კავშირი. დაასახელეთ პიროვნება, რომელიც დაასახელა გამოკითხულთა 9%–მა!

პასუხი >
შეკითხვა 748:
შეკითხვის გვერდი →

პროექტი „ოქროს ფარი“ — ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის (ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები (Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.

პასუხი >
შეკითხვა 749:
შეკითხვის გვერდი →

ყველა თავის ინტერვიუში ეს პიროვნება ერთნაირად პასუხობს შეკითხვას ეთნიკური კუთვნილების შესახებ: “– მე იუგოსლავიელი ვარ, — ხაზს უსვამს ის — მამაჩემი ხორვატი იყო, დედა — სერბი, ცოლი კი მუსლიმანი მყავს”. დაასახელეთ ეს პარიზში მცხოვრები პიროვნება!

პასუხი >
შეკითხვა 750:
შეკითხვის გვერდი →

ა.წ. 13 იანვარს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ბერნარ ლაპორტმა მწუხარება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ცნობილი რალი “პარიზი — დაკარი” 2008 წელს ჩაიშალა და თანამოქალაქეებს დაპირდა, რომ 2009–დან ის აუცილებლად აღდგება, თუნდაც მარშრუტი სრულიად სხვა იყოს. ამ თემას სტატია მიუძღვნა გაზეთმა “სარბიელმა”, რომლის სათაურადაც (სტატიის) გამოტანილი იყო ნაწყვეტი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერიდან, რომელშიც ერთი სიტყვა შეცვლილი იყო სიტყვით “დაკარი”. რა სიტყვა?

პასუხი >
შეკითხვა 751:
შეკითხვის გვერდი →

გუანტანამოს სამყრობილეში არის ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები. პატიმართა შორის საკმაო პოპულარობით სარგებლობს წიგნების სერია ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ, განსაკუთრებით კი სერიის მე–3 წიგნი. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა დაწერეს სახუმარო ესსე, რომელსაც სათაურად წაუმძღავრეს სერიის მე–3 წიგნის სახელწოდება. ოღონდ ამ სათაურში ერთი სიტყვა შეცვალეს სიტყვით “გუანტანამო”. რა სიტყვა?

პასუხი >
შეკითხვა 752:
შეკითხვის გვერდი →

ასეთი მოწოდება ოფიციალურად გაისმა 2003 წელს, შემდეგ კი 2004–ში. თუმცაღა შეიძლება ითქვას, რომ ეს მოწოდება არაერთხელ შესრულებულა კაცობრიობის ისტორიაში. მაგალითად, 1305 წელს ლონდონში მეფე ედუარდ I–ის ბრძანებით, ანდა მაგალითად 1901 წელს ქ. ბუფალოში პოლონელი ემიგრანტის ლეონ ჩოლგოშის პირადი ინიციატივით. კითხვა: ვის ეკუთვნოდა 2003 წელს გაჟღერებული ეს მოწოდება?

პასუხი >
შეკითხვა 753:
შეკითხვის გვერდი →

ამ დედაქალაქში მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მზე არ ჩადის და მუდმივი დღეა. სამაგიეროდ დეკემბერში აისი დილის 10–ზეა, დაისი კი 14:30–ზე. 1977 წელს აქ დაიბადა ნახევარმცველი იესპერ გრონკიაერი. 1979–ში კი ქალაქს შეეცვალა ოფიციალური სახელწოდება. კითხვა: 1 წუთში დაწერეთ ამ ქალაქის ან ძველი ან ახალი სახელწოდება!

პასუხი >
შეკითხვა 754:
შეკითხვის გვერდი →

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 13 საუკუნის განმავლობაში „მათი“ რაოდენობა მუდმივად მცირდებოდა. თუ მე–10 საუკუნემდე მათი რიცხვი იყო 177, მე–15 საუკუნის ბოლოსკენ, რაოდენობა შემცირდა 145–მდე, ამჟამად კი 100 ნაკლებია დარჩენილი. იმავე მეცნიერების პროგნოზით, კიდევ რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძლება რამდენიმე ათეულიღა დარჩეს. თქვენს ფურცელზე დაწერეთ ნებისმიერი ამჟამად არსებული!

პასუხი >
შეკითხვა 755:
შეკითხვის გვერდი →

ყურადღება, ციტატაში შეცვლილია ორი სიტყვა. ქეთრინ უაითჰორნმა თქვა: “იყო ეფექტური ეკონომისტი, ძნელი არ არის, რადგან ამ მიმართულებით კონკურენცია საერთოდ არ არსებობს”. კითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი სიტყვებით “ეფექტური ეკონომისტი”!

პასუხი >
შეკითხვა 756:
შეკითხვის გვერდი →

4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?

პასუხი >
შეკითხვა 757:
შეკითხვის გვერდი →

1994 წელს გადაღებული ეს ფრანგული ფილმი აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ეკრანებზე გადიოდა სახელწოდებით „პროფესიონალი“. ვინ ასრულებდა მასში მთავარ როლს?

პასუხი >
შეკითხვა 758:
შეკითხვის გვერდი →

2001 წლამდე ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი იყო ვინიპეგი. 2001 წლის 18 მარტიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა პარიზი, მაგრამ სულ რამდენიმე თვით, 16 ივნისს კი ყველაზე დიდი ასეთი ქალაქი გახდა ბერლინი, და რჩება ასეთად დღემდე. დაწერეთ 3 ასოსაგან შემდგარი სიტყვა (გნებავთ ქართულად, გნებავთ სხვა ენაზე), რომელიც არის საკვანძო ამ კითხვის პასუხში!

პასუხი >
შეკითხვა 759:
შეკითხვის გვერდი →

1945 წლის 9 მაისს მრავალთვიანი ალყის შემდეგ გენერალ დე გოლის ჯარმა შტურმით აიღო ქალაქი, რომელიც წარმოადგენდა გერმანელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს ფრანგულ მიწაზე. ამით ფაქტიურად რუკიდან იქნა წაშლილი 1940 წლის სამარცხვინო მარცხის სიმწარე. საინტერესოა, მაგრამ 1570 წელს განცდილი მარცხის სიმწარე აგრეთვე წაშლილი იყო რუკიდან ამავე ქალაქის აღებით. რა ეწოდება ამ ქალაქს?

პასუხი >
შეკითხვა 760:
შეკითხვის გვერდი →

1841 წლის 3 იანვარს ხომალდმა “აქუნშეთ” დატოვა ნიუ–ბედფორდის ნავსადგური და გაემგზავრა მოგზაურობაში შემდეგ მარშრუტზე: აზორის კუნძულები, ჰორნის კონცხი, პერუ, ეკვადორი, გალაპაგოსის კუნძულები, სენდვიცის კუნძულები, მარკიზის კუნძულები. გემმა ბევრი იხეტიალა წყნარი ოკეანის უკიდეგანი სივრცეში, თქვენ კი უნდა დამისახელოთ ამ ხომალდის ყველაზე ცნობილი მატროსის (მეზღვაურის) გვარი!

პასუხი >
შეკითხვა 761:
შეკითხვის გვერდი →

ნიკოლაი რერიხი ყვებოდა, რომ ერთხელ შეესწრო მიწისძვრას, რომელის დროსაც საკუთარი სახლიდან შეშინებული გამოვარდა მფლობელი და დაიძახა: “ესეც შენი გადასატანი ყუთი!”. რა ორი სიტყვა შევცვალე მე სიტყვებით “გადასატანი ყუთი”?

პასუხი >
შეკითხვა 762:
შეკითხვის გვერდი →

ტედ შულცი და შონ ბრედი მიიჩნევენ, რომ „სოფლის მეურნეობას“ ისინი ეწევიან უკვე 50 მილიონ წელზე მეტი ხანია, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება და მიხმარება მათ ისწავლეს ადამიანამდე მილიონი წლის წინ. დაასახელეთ ფრანგი, რომელმაც მიუძღვნა მათ ტრილოგია!

პასუხი >
შეკითხვა 763:
შეკითხვის გვერდი →

ცოცხალ ბუნებაში ამის უნარი არ გააჩნიათ მცენარეებს, სამაგიეროდ გააჩნიათ ბაქტერიებს, სოკოებს და ცხოველებს. თანაც ხმელეთისას ნაკლებად, უფრო მეტად ზღვისას. კითხვა: დაასახელეთ მწერალი, რომელმაც დაწერა ამ სახელწოდების რომანი 1977 წელს!

პასუხი >
შეკითხვა 764:
შეკითხვის გვერდი →

ფილმში „ფელინის კაზანოვა“ მთავარი გმირი მიემგზავრება ერთ იტალიურ ქალაქში და აღნიშნავს, რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ქალაქის მონახულება, უნდა მზად იყოს შეხვდეს 3 ღვთაებას: პირველს ეწოდება სალიამი, მეორეს — ლორი (შაშხი, ვეტჩინა). მიხვდით რომელ ქალაქზეა საუბარი და დაასახელეთ მესამე ღვთაების სახელი!

პასუხი >
შეკითხვა 765:
შეკითხვის გვერდი →

1987 წელს ჩერნობილის რეაქტორიდან 4 კილომეტრში იპოვეს ცოცხალი ხარი და სამი ძროხა. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, თუ როგორ მოქმედებს რადიაცია საქონლის გენომზე და ბევრი საინტერესო დასკვნა გამოიტანეს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა სახელები, რომლებიც მისცეს ამ წყვილჩლიქიანებს: ხარს დაარქვეს ურანი. რა დაარქვეს 3 ძროხას?

პასუხი >
შეკითხვა 766:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ სენატორმა ჯონ გლენმა თქვა: „მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ თავიდან ვიცილებდით ამ დღეს. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ეს დღე არასოდეს დადგება. ჩვენ ვფიქრობდით ამაზე და ჩვენ ვლაპარაკობდით ამაზე… და აი, ეს დღეც დადგა!“. რომელ წელს იქნა წარმოთქმული ეს სიტყვები?

პასუხი >
შეკითხვა 767:
შეკითხვის გვერდი →

მადაგასკარს უკავია მეორე ადგილი მსოფლიოში მის ტერიტორიაზე ბინადარი პრიმატების მრავალფეროვნების მიხედვით. რომელ ქვეყანას უკავია პირველი ადგილი?

პასუხი >
შეკითხვა 768:
შეკითხვის გვერდი →

ამბობებენ, რომ ერთხელ მან უთხრა ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას: „გურუ, მომეცი შენი კურთხევა!“. გურუმ უპასუხა: „შენ ეს არ გჭირდება, შენ ხომ ისედაც კრიშნას ვაჟი ხარ!“. დაასახელეთ ეს პიროვნება!

პასუხი >
შეკითხვა 769:
შეკითხვის გვერდი →

1812 წლის ომის დროს ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა. მაგალითად, ბრიტანეთის არმიამ მარცხი განიცადა ტემზაზე გამართულ ბრძოლაში. მითხარით, ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე?

პასუხი >
შეკითხვა 770:
შეკითხვის გვერდი →

ვალტერ სკოტს ეკუთვნის ასეთი განმარტება: “ეს ჰგავს შაქარს, მოურეველი რომ დარჩა ჭიქის ფსკერზე”. დაწერეთ ეს ორი ინგლისური სიტყვა!

პასუხი >
← უკან, თამაშების ჩამონათვალში