შემთხვევითი შეკითხვა:

ლონოლეუმის მწარმოებელი ერთი რუსული ფირმის სარეკლამო სლოგანი მთავრდება ასე: "это не только женщины". როგორ იწყება ეს სლოგანი... განვაგრძოთ→

ლ.ნ. ტოლსტოი:

ყოველი გაშიშვლებული ქალი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ყოველთვის, როცა შიშველ ქალს ვხედავ, მინდა ვიყვირო ”გოროდოვოი”!

ტურნირების არქივი

საქართველოს მე-6 ჩემპიონატი

ფინალური თამაში, თსუ-ს კლუბი.
თამაში გაიმართა 2000 წლის 21 მაისს, სადაც ეს 29 შეკითხვა დაისვა:

შეკითხვა 418:
შეკითხვის გვერდი →

სიტყვას ZIP ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მოცემული აქვს შემდეგი განმარტებები: ტყვიის ზუზუნი; ნაჭრის დაფხრეწის ტკაცატკუცი; სისწრაფე, სიმკვირცხლე; “ელვა” შესაკრავი. ახლა, კი მითხარით, რას უწოდეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა “ზიპპერგეიტი”?

პასუხი >
შეკითხვა 419:
შეკითხვის გვერდი →

როგორც ცნობილია, წყალბადის ყველაზე გავრცელებული პირველი იზოტოპის ბირთვს ეწოდება პროტონი. რა ეწოდება წყალბადის მესამე იზოტოპის ბირთვს?

პასუხი >
შეკითხვა 420:
შეკითხვის გვერდი →

ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში სულ 30-ია. მათ შორის ევროპაში — 11, აზიაში — 14, აფრიკაში — 3, ხოლო დარჩენილი 2 — ოკეანეთში. დაასახელეთ მათ შორის 3, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს!

პასუხი >
შეკითხვა 421:
შეკითხვის გვერდი →

არც ისე იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ არა ერთ, არამედ რამდენიმე სფეროში. მაგალითად, გოეთე იყო არა მარტო პოეტი, არამედ ბუნებისმეტყველიც, ბოროდინი — კომპოზიტორი და ქიმიკოსი, და ა.შ. ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას “კომპლექსიც” კი უწოდეს. ვის სახელს ატარებს ეს “კომპლექსი”?

პასუხი >
შეკითხვა 422:
შეკითხვის გვერდი →

ტოკიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათმა ქალაქმა მარტო მე-20 საუკუნეში ორჯერ დაკარგა საშუალება ბოლო მოეღო ქაოტურობისათვის და დაეწყო აღმშენებლობა გეგმის მიხედვით. თავისი არსით განსხვავებული რომელი ორი რეალურად მომხდარი მოვლენა აძლევდა ასეთ შანს ქალაქს?

პასუხი >
შეკითხვა 423:
შეკითხვის გვერდი →

ერთ წიგნში კითხვის ავტორმა ამოიკითხა ასეთი სათაურები: “ეკატერინე დიდი”, “ბრილიანტი”, “ლომი და მზე”, “ნაპოლეონი”, “წმინდა ელენე”, “მონტე-კარლო”, “მეფე ალბერტი”, “მეტერნიჰი” და “პაგანინი”. ამ სიაში არ მოხსენიებულ კიდევ რამდენიმე ელემენტის დასახელება შეუძლია იმ ხალხს, რომლებიც სარგებლობენ კომპიუტერებით. რა სიტყვა აერთიანებს ყველა ჩამოთვლილ სათაურებს?

პასუხი >
შეკითხვა 424:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ მოვლენას მიიჩნევს ცხოვრებაში უმთავრესად, მან პირველ ადგილზე დააყენა 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა ნიჩბოსნობაში, მესამეზე — მის ომისსაწინააღმდეგო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. წიგნი კი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, მან მეორე ადგილზე დააყენა. დაასახელეთ ეს წიგნი, თუ ამერიკული პრესის მონაცემებით, მისი საერთო ტირაჟები მხოლოდ ბიბლიის ტირაჟებს ჩამოუვარდება!

პასუხი >
შეკითხვა 425:
შეკითხვის გვერდი →

აზრი იმის შესახებ, რომ ამ ნივთის ისტორია სულ რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ამ ბოლო დროს სერიოზულ ეჭვს იწვევს. სომხეთში აღმოჩენილი იქნა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1166 წლით დათარიღებული სურათი, რომელზეც გამოსახულია ორი ნახევრისაგან შედგენილი ბამბუკის ჩხირი. ჩხირის შუაში მოთავსებულია ღრუ სფერო, რომელიც გავსებულია სპეციალური სითხით. რომელ საგანზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 426:
შეკითხვის გვერდი →

არაჩვეულებრივი სახელი — “21-A” — მისცა თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ინგლისელმა ერიკ ფოტბერიმ. მართალია უკვე ვეღარავის გააკვირვებ ინგლისში სახელებით ბაბუაწვერა, ფერია, ტუზი და ა.შ. მაგრამ ახალი სახელწარმოქმნის პროცესში თავი ისახელა პერუმ, სადაც ტროპიკული წვიმების გამო, რომლებიც ხშირია ამ ქვეყანაში, სწრაფად გავრცელდა ერთი ახალი სახელი. რა სახელი?

პასუხი >
შეკითხვა 427:
შეკითხვის გვერდი →

ერთ-ერთ შუასაუკუნოვან სომხურ მატიანეში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაარსეს სამმა ძმამ ქუარმა, მელთეოსმა და ჰორივანმა შორეულ პალუნის მიწაზე ქალაქი. რა ქალაქი?

პასუხი >
შეკითხვა 428:
შეკითხვის გვერდი →

წმინდა ისიდორე სევილიელმა, რომელიც მე-6-7 საუკუნეებში ცხოვრობდა, შეადგინა 20 ტომიანი ენციკლოპედია. რის მფარველად დანიშნა ახლახან წმინდა ისიდორე კათოლიკურმა ეკლესიამ?

პასუხი >
შეკითხვა 429:
შეკითხვის გვერდი →

1947 წელს საბჭოთა კავშირში სულ 100 ეგზემპლიარის ტირაჟით გამოიცა ვინმე ხოლოდნის წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა ანთროპოკოსმიზმის ფილოსოფიური კონცეფციის დასაბუთებას. ანთროპოკოსმიზმი, რომელიც უარყოფს ანთროპოცენტრიზმს, ადამიანს განიხილავს არა როგორც რაიმე განსაკუთრებულს, არამედ როგორც კოსმიური ერთობლიობის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და განვიტარების ეტაპს. ეს უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს, რადგან “აქცევს მას კოსმიური მასშტაბისა და მნიშვნელობის პროცესების პირდაპირ მონაწილედ”. ამ ფაქტამდე 4 წლით ადრე, სხვა ქვეყანაში შეიქმნა ნაწარმოები, რომელიც გახდა სამყაროს მოქალაქის პოზიციიდან კაცობრიობის განვითარების გზების გააზრების ერთ-ერთი პირველი მცდელობა. დაასახელეთ ავტორი და ნაწარმოები!

პასუხი >
შეკითხვა 430:
შეკითხვის გვერდი →

1943 წელს აშშ-ში გაშენდა სამი მსხვილი ქალაქი. პირველი — ოქრიჯი 79 ათასიანი მოსახლეობით. მეორე — ჰენფორდი მოსახლეობით 300 ათასი ადამიანი. დაასახელეთ მესამე ქალაქი, რომელიც მოსახლეთა რიცხვით ჩამოუვარდებოდა ორ დანარჩენს, მაგრამ აშკარად ჯობნიდა თავისი მნიშვნელობით!

პასუხი >
შეკითხვა 431:
შეკითხვის გვერდი →

დედოფალ ელისაბედ II-ის კარის იუველირი სტიუარტ დევლინი მსოფლიოში ცნობილი კაცია. იგი 36 ქვეყნის მონეტების დიზაინის ავტორია. გარდა ამისა, იგი 1982 წლიდან რეგულარულად კონსულტაციებს უწევს ერთ დიდ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დიდი მადლიერია დევლინისა და მას ელჩის რანგიც კი მიანიჭა. დაასახელეთ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია!

პასუხი >
შეკითხვა 432:
შეკითხვის გვერდი →

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში იყო 7. 1999 წლის 14 სექტემბერს მათ გამოაკლდათ 3 ქვეყანა. დარჩნენ: იუგოსლავია, ტუვალუ. დაასახელეთ კიდევ ორი!

პასუხი >
შეკითხვა 433:
შეკითხვის გვერდი →

2000 წლის დასწყისში ჟურნალმა “Time” ჩაატარა გამოკითხვა თემაზე: “ვინ შეიტანა 20-ე საუკუნეში ყველაზე დიდი წვლილი აშშ-ის სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში?”. პირველ ათეულში მოხვდა სულ სამი ადამიანი, რომლებიც არასოდეს ყოფილან აშშ-ს პრეზიდენტები. ერთ-ერთი მათგანი არის ბილ გეიტსი, მეორე — მარტინ ლუთერ კინგი. დაასახელეთ მესამე, რომელსაც უწოდეს “ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა”!

პასუხი >
შეკითხვა 434:
შეკითხვის გვერდი →

მე-17 საუკუნის დასაწყისში იტალიაში სახელი გაითქვა ნეპოლელმა ვაჭარმა პიეტრო დელა ვალემ. იგი ბევრს მოგზაურობდა და ერთ-ერთ თავის მოგზაურობაში შირაზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში დაინახა გიგანტური ნანგრევები, რომლებიც როდესღაც ეტყობა დიდებულ სასახლეს წარმოადგენდა. რა აღმოაჩინა იტალიელმა ვაჭარმა, თუ მოგვიანებით არქეოლოგებმა ამ სასახლეში დიდი ხანძრის კვალი აღმოაჩინეს?

პასუხი >
შეკითხვა 435:
შეკითხვის გვერდი →

1741 წლის 4 ივნისს პეტროპავლოვსკის ნავსაყუდელიდან გავიდა ვიტუს ბერინგის პაკეტბოტი “წმინდა პეტრე”. ხომალდის გასვლის წინ ავად გახდა გემის ქირურგი კასპარ ფეიგე და ბერინგის თხოვნით, იგი შეცვალა სხვა ექიმმა, რომლის გვარის პოვნაც თქვენ შეგიძლიათ ენციკლოპედიებში, მაგრამ არა ამ ექსპედიციასთან დაკავშირებით. გაიხსენეთ ისინი, რომლებიც გაქრნენ და მითხარით ამ ექიმის გვარი!

პასუხი >
შეკითხვა 436:
შეკითხვის გვერდი →

უძველეს ქალაქ პომპეიში კატასტროფამდე ბევრი ებრაელი ცხოვრობდა. ეტყობა სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დატოვა ერთ-ერთ კედელზე სამი სიტყვისაგან შემდგარი წარწერა, რომლიდანაც ორი საკუთარი სახელებია. მოახდინეთ ამ წარწერის ციტირება, თუ მისი შინაარსის მიხედვით, ის გაკეთებული იქნა კატასტროფის მომენტში!

პასუხი >
შეკითხვა 437:
შეკითხვის გვერდი →

სახელწოდება “მხიარული როჯერი”, რომელიც მეკობრეობის გაფურჩქვნის ხანაში იყო პოპულარული, ჩვენს დროშიც გამოიყენება. ამჟამად ასე ეწოდება პატარა თეთრ კასრებს, რომლებსაც განივად გასდევთ შავი ხაზი. ეს პატარა კასრები ზოგიერთი ნორვეგიელი მეზღვაურების ამოსაცნობ ნიშანს წარმოადგენს. ამ მეზღვაურების საქმიანობას ხშირად მეკობრეობასაც ადარებენ. მითხარით, რითი არიან ისინი დაკავებული?

პასუხი >
შეკითხვა 438:
შეკითხვის გვერდი →

ინგლისურმა ჟურნალმა “Match of the Day” გამოაქვეყნა სია, რომელშიც 23-ე ადგილზე გავიდა ბობი მური, მე-20-ზე — ჟიულ რიმე, მესამეზე — მოსამართლე, ლორდი პიტერ ტეილორი, მეორეზე — მილიარდერი რუპერტ მერდოკი. ვინ არის ამ სიაში პირველ ადგილზე?

პასუხი >
შეკითხვა 439:
შეკითხვის გვერდი →

მცირე ხნის წინ უნგრეთის თანამგზავრულმა ტელევიზიამ გადმოსცა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობდნენ ქვეყნის გარკვეული რაიონების მაცხოვრებლები დაკრძალვაში. სამგლოვიარო პროცესიაში სანთლებით ხელში მდგომი ასობით ადამიანის სანახაობა, რომლებიც ყვავილებს ისროდნენ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა. დაასახელეთ მიცვალებულის სახელი!

პასუხი >
შეკითხვა 440:
შეკითხვის გვერდი →

სხვადასხვა ქვეყნებში დაკრძალვის წეს-ჩვეულებები ძალზე განსხვავებულია, მუმიფიკაციით დაწყებული და კოცონზე დაწვით დამთავრებული. სადღაც მიღებულია მიცვალებულისათვის პირში მონეტის ჩადება, სადღაც — ყელზე ნამგლის დადება. ერთ ქვეყანაში ზოგჯერ გვამს ხელმეორედ კლავენ, თავს უხვრეტენ ან შხამი შეჰყავთ, ასაფლავებენ დანით ხელში, მიწით უვსებენ პირს ან ტუჩებს ამოუკერავენ. თუ თქვენ მიხვდებით, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი, აგრეთვე რატომ მორიგეობენ განსვენებულის ნათესავები რამდენიმე დღის განმავლობაში საფლავთან, მაშინ დამისახელეთ სახელმწიფო სადაც მიღებულია ასეთი შემზარავი წეს-ჩვეულებანი!

პასუხი >
შეკითხვა 463:
შეკითხვის გვერდი →

ჰანს სალიე ასე განსაზღვრავს ამ მცნებას: “სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას — სიცივე, დაღლილობა, სწრაფი სირბილი, შიში, სისხლის დაკარგვა, დამცირება, ტკივილი — ორგანიზამი პასუხობს არა მარტო დამცავი რეაქციით მოცემულ ზემოქმედებაზე, არამედ კიდევ გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესითაც, იმის მიუხედავად კონკრეტულად რომელი გამღიზიანებელი მოქმედებს მასზე მოცემულ მომენტში. ამ პროცესის დახმარებით ორგანიზამი თითქოს ახდენს მობილიზებას თავის დასაცავად, ადაპტაციის მისაღწევად”. დაასახელეთ ეს ცნება ერთი სიტყვით!

პასუხი >
შეკითხვა 492:
შეკითხვის გვერდი →

რომში — 42, პრაღაში — 38, კიევში — 34, თბილისში და ტაშკენტში — 22-22, მინსკში — 15, ნოვოსიბირსკში — 10, ერევანში — 9. რის შესახებაა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 539:
შეკითხვის გვერდი →

შუა საუკუნეების იაპონიაში არსებობდა მუსიკოსი-ძატოებისა და მასაჟისტი-ძატოების მთელი გილდიები. გილდიებში ხალხი გაერთიანებული იყო არა მარტო ხელობის, არამედ კიდევ ერთი საერთო ნიშნის მიხედვით, რომლის სიმულირებაც იშვიათობას არ წარმოადგენდა. გადამითარგმნეთ იაპონურ ენაზე სიტყვა ძატო!

პასუხი >
შეკითხვა 597:
შეკითხვის გვერდი →

რესპირატორს ჩვენ ვუწოდებთ მოწყობილობას, რომელიც იცავს სუნთქვის ორგანოებს იმ მტვრისა და მავნე ნივთიერებისაგან, რომელსაც შეიცავს ჰაერი. მისი სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან “respirare” — ამოსუნთქვა. კითხვა: რომელ ხელსაწყოს უწოდებენ ფრანგები “aspirateur” — შემსუნთქავი?

პასუხი >
შეკითხვა 776:
შეკითხვის გვერდი →

თენგიზ კვირკველიას წიგნის „ძველთბილისური დასახელებანი“ თანახმად, მდინარე მტკვრის ახლოს განლაგებული, თავის დროზე გაუვალი ჭაობებით დაფარული ეს ტერიტორია შიშს გვრიდა ადამიანებს. ხალხში გავრცელებული იყო რწმენა, რომ ამ მიდამოებში ბოროტი სულები ბინადრობდნენ. ეს ტერიტორია თბილისს ოფიციალურად 1962 წელს შეუერთდა. დაასახელეთ ეს უბანი!

პასუხი >
შეკითხვა 836:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკულმა (აშშ) მედია კონგლომერატმა Clear Channel Communications 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი ეთერებიდან ამოიღო ლუი არმსტრონგის ერთი სიმღერა. რომელი?

პასუხი >
← უკან, თამაშების ჩამონათვალში