საქართველოს მე-6 ჩემპიონატი
B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში, თსუ-ს კლუბი.
თამაში გაიმართა 2000 წლის 19 მაისს, სადაც ეს 35 შეკითხვა დაისვა:



თურქმენულად ამ თანავარსკვლავედს ეწოდება “იედიგენი” ანუ “შვიდი ვარსკვლავი”. რას ვუწოდებთ ამ თანავარსკვლავედს ჩვენ — ქართველები?



დაასრულეთ ბლეზ პასკალის აზრი: “ადამიანებს უჭირთ სიმართლეს მიანიჭონ ძალაუფლება, ამიტომ…”



მამაკაცები ხუმრობენ, რომ ქალთა ფეხბურთში მათ იზიდავთ არა თავად თამაში, არამედ ის, რაც ხდება თამაშის შემდეგ. რა?



1954 წელს ქ. სან-ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დაარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?



ამ ფილმში, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 1976 წელს, დაკავებული იყო 87 კასკადიორი და მხოლოდ 37 მსახიობი. რა ეწოდება ამ ფილმს?



“ყურადღება გამრავლებული ურთიერთობის კულტურაზე გამოკლებული კვადრატული ფესვი უსასრულობიდან გაყოფილი დასაშვები გულწრფელობის ლოგარითმზე” — ადამიანის რომელი თვისება აღწერა ასე მათემატიკოსმა ლობაჩევსკიმ?



ინტერნეტში გამოქვეყნდა ახალი ლექსიკონი, რომელშიაც შევიდა 418 ინგლისური ლექსიკური ერთეული, 310 — ესპანური, დაახლოებით ამდენივე ჰოლანდიური. მე-6 ადგილზე გავიდა რუსული ენა 146 ერთეულით, ლიტვურ ენას წარმოადგენდა სულ 3 ერთეული, აი, ზულუსა და ურდუს ენები კი ლექსიკონში წარმოდგენილი არ აღმოჩნდა. რას შეიცავდა ეს ლექსიკონი?



“იცოდე, რომ მე შემეძინა ვაჟი. მაგრამ ის კი არ მახარებს, რომ ის დაიბადა, არამედ ის, რომ ის დაიბადა შენს დროში. შენს მიერ აღზრდილი და გაწვრთნილი იგი იქნება ღირსეული ღირსეულთა შორის, ის მიაღწეევს ისეთ სიმაღლეს, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა მის მემკვიდრეობად”. დაასახელეთ ამ წერილის ავტორი და ადრესატი!



საფრანგეთში მყოფმა ტურისტმა ამჟამადაც კი შეიძლება გაიგონოს მისალმება: “ბონჟურ ა ვუა ე ა ვოტრ კომპანი!”, რაც ნიშნავს: “დღე მშვიდობისა თქვენ და თქვენს კომპანიას”. კითხვა: კიდევ ვის თქვენს გარდა ესალმებიან ფრანგები ამ გამოთქმით?



მისი ნარჩენები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტურ აკლდამებში, მისი ზეთი შედის “ჰერბალაიფის” შემადგენლობაში, მისგან ამზადებენ ბიკფორდის შნურებს, სახანძრო სახელოებს, ტექნიკურ ქსოვილებს, ბრეზენტს, აგრეთვე თხელ ბატისტსა და ველურს. დაასახელეთ ის!



ეს ნივთი თითოეულ თქვენგანს გააჩნია სახლში და თქვენ, ეჭვგარეშეა, ყოველდღიურად სარგებლობთ ამ ნივთით. მაგრამ, აი, ახალზელანდიელმა რობ უატმა მოუძებნა მას ძალზე ორიგინალური გამოყენება. მან გაუკეთა ამ ნივთს ელექტროძრავა, ბორბლები და საჭე და სეირნობს პარკში სიჩქარით 15კმ/სთ, რითაც ძალზე ართობს მოსეირნეებს. დაასახელეთ ეს ნივთი!



ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია გაყალბებულია: მისი სახელი, დაბადების ადგილი, ბავშვობა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი. პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მან შექმნა ვ.შენდეროვიჩმა მოსწრებულად უწოდა “იდიოტიზმი მონარქიის ელემენტებით” და მაინც თანამემამულეების ადიდებენ მას, როგორც “მიწიური სამოთხის” შემქმნელს. დაასახელეთ ეს პიროვნება!



სარვეპალი კრიშნანმა მას ყოველგვარი ცივილიზაციის საფუძველი უწოდა, რეი ბრედბერიმ — ცხოვრების საწვავი, ვლადიმირ ანტიპინმა — სამოთხის ქარი, ანრი რენიემ — სიბრძნის მეგობარი, ჰაირიხ ჰაინემ კი — უდიდესი “მიწისძვრა” ადამიანის ცხოვრებაში. რა შეაფასეს ასე ნაირგვარად დასახელებულმა პიროვნებებმა?



ერთხელ ახალგაზრდა ფრანგი პოეტების წრეში საუბრობდნენ ერთი ლიტერატორის მორალურ თვისებებზე. “ის — მშვენიერი ადამიანია, — ამტკიცებდნენ ბევრნი, — საკმარისია გაიგო თუ ვინ არიან მისი მეგობრები”. “ნურასოდეს იმსჯელებთ ადამიანის შესახებ მისი მეგობრების მიხედვით, — თქვა პოლ ვალერიმ — გაიხსენეთ თუნდაც…” ვინ დაასახელა პოლ ვალერიმ?



1972 წელს კომპანია “ეს-ეი-პი”-ს დირექტორი ჰასეო პრატნერი იმყოფებოდა კერძო მიღებაზე “ჯეი-ვი-სი”-ს მენეჯერებთან. მან მოინდმა გადაერთო ტელევიზორის არხი, მაგრამ გაიხლართა მავთულებში, დაეცა, დააქცია კოქტეილი, დასვარა კოსტუმი და შექმნა ძალზე უხერხული სიტუაცია. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?



ანტონ ჩეხოვი ასე აღწერდა მენიჩბეების საუბარს, რომელსაც ის შეესწრო სახალინზე მოგზაურობის დროს: “ისეთი აზრი შემექმნა, რომ ყველაფერს — ნიჩბებს, ნავებს, ტალღებს, ქარს გააჩნიათ…” ვინ? რა?



მე-20 საუკუნის დასაწყისში სასოწარკვეთილმა ლონდონელმა მანდილოსნებმა დააარსეს ქალთა ასოციაცია, რომლემაც მიზნად დაისახა “აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა”. ასოციაციას მხარი დაუჭირა ბერნარდ შოუმ, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებრიობას “მიექციათ ყურადღება იმ აუწერელი ტანჯვისათვის, რომელსაც განიცდიდნენ ქალბატონები”. რა დაწესებულებებს ხსნიდა ასოციაცია?



1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს პირველი პერსონალური კომპიუტერი “Apple-1”. პირველივე აპარატების გაყიდვას გაკიცხვით შეხვდნენ ქრისტიანი ფუნდამენტალისტები, რომლებმაც თავად ამ კომპიუტერებით ვაჭრობაში შეიცნეს ეშმაკის ხრიკები. რატომ?



ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: “ბოტიჩელი არ ცნობდა ფერწერის ამ ჟანრს. ის თვლიდა, რომ საკმარისია ესროლო სხვადასხვა საღებავებით გაჟღენთილი ღრუბელი კედელს, გაჩნდება ლაქა, სადაც გამოჩნდება…” რა?



1921 წელს პარიზში შედგა “დადაისტების” შემაჯამებელი ექსპოზიციის დემონსტრირება. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერა და გრაფიკა, ასევე კოლაჟები და მრავალი სხვა. მაგრამ ორგანიზატორების აზრით ყველა ეს “ხელოვნების ნიმუში” არ იყო მთავარი. თავად მხატვრები თამაშობდნენ დაჭერობანას და კნაოდნენ. შირმის უკან სპეციალურად დასმული კაცი მუდმივად ლანძღავდა დამსწრეებს, რაც ხელს უშლიდა დათვალიერების პროცესს. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი პირობა, რომელიც საერთოდ შეუძლებელს ქმნიდა გამოფენის დათვალიერებას. რა?



თავის “ერთი გენიოსის დღიურში” სალვადორ დალი წერდა, რომ მასთან ეს “დეტალი” არ იქნება ისეთივე სევდის მომგვრელი, როგორც ნიცშესთან. ეს “დეტალი” ჰქონდათ მე-20 საუკუნის ყველაზე ოდიოზურ ლიდერებს და ამიტომ ფედერიკო გარსია ლორკამ მას “ადამიანის სახის ტრაგიკული კონსტანტა უწოდა”. რის შესახებაა საუბარი?



თავიანთ ნაშრომში “ორგანიზებული დანაშაულის ისტორია ამერიკაში” ჰენკ მესიკი და ბერდ გოლდბლატი გვთავაზობენ მაფიოზური კლანების სხვადასხვანაირ სქემებს. მიუხედავად ამისა — მაფიის სტრუქტურა მაინც სრულ აბდა-უბდას წარმოადგენს: თითქოსდა მისი ცალკეული ნაწილები უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ სქემაში გარკვევა ყოვლად შეუძლებელია. კითხვა: რას შეადარეს ავტორებმა მაფიის სტრუქტურა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ მაფიოზთა უმეტესობა აპენინელი ემიგრანტები არიან?



საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1994 წელს ბრუნვიდან ამოღებულ ერთ და ორცენტიან მონეტებს გადაადნობენ და ჩამოასხამენ 220 გრამიან ბრინჯაოს მედლებს. მედლებზე გამოსახული იქნება ორი ღირსშესანიშნაობა. ერთი — ხიდი “ჰარბორ ბრიჯი”. დაასახელეთ მეორე!



კივაის ტომის პაპუასების ზღაპრებში გვხვდება პერსონაჟი ორიოგორუხო, რომელიც ჰგავს ადამიანს, მაგრამ გააჩნია უშველებელი, მიწამდე სიგრძის ყურები. ეს ყურები მას იმ ორი ნივთის მაგივრობას უწევენ, რომლებსაც ჩვენ, როგორც წესი, ყოველდღე ვიყენებთ. ახლა კი მითხარით, რის მაგივრად იყენებს ორიოგორუხო ერთ ყურს და მეორეს?



ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქის ანალოგიურად გერმანულ ქალაქ ჰემნიცშიც დაიწყეს შოკოლადის პროდუქციის გამოშვება. მაგრამ თუ ავსტრიაში პროდუქცია ატარებს ცნობილი კიმპოზიტორის სახელს, გერმანულ ვარიანტზე გამოსახულია ჰემნიცის ცენტრალურ მოედანზე აღმართული ძეგლი. თუ თქვენ მიხვდებით ვისი ძეგლია, მაშინ მიპასუხებთ რა ეწოდება ამ კანფეტებს!



რომელი სიტყვა გამოიყენა პირველად იტალიელმა დომენიკინო და პიაჩენცომ, რომელიც მე-15 საუკუნის დასაწყისში მსახურობდა ერთ-ერთი იტალიელი მმართველის კარზე ცეკვის მასწავლებლად?



“ნუ გააწვალებთ თქვენს ახლობლებს”, “ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ჯანმრთელობას და ოჯახურ კეთილდღეობას”. ასეთი არგუმენტებითაა სავსე აშშ-ში სულ ახლახან გამოსული ახალი პრეპარატის “Snore M.D.”-ს სარეკლამო ბუკლეტები. რეკლამის თანახმად, პრეპარატს არ გააჩნია არავითარი გვერდითი ეფექტები და წარმოადგენს ერთადერთ ჭეშმარიტ წამალს ამის წინააღმდეგ. რის წინააღმდეგ?



ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის წიგნში ეს აღწერილია შემდეგი ფრაზით: “…მსხვილი და წარმატებული ბიზნესმენებისათვის ეს წარმოადგენს ომისა და სპორტის კომბინაციას”. ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს არის რისკი, რომელიც იშვიათად მთავრდება შამპანიურით, ხშირად კი — სიღატაკით. რის შესახებაა საუბარი?



უზბეკურ ქალაქ თერმეზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 18 კილომეტრში, იქ, სადაც ამუდარია მიედინება კლდეებს შორის, განლაგებული იყო უძველესი დროის არქეოლოგიური ძეგლი “აირთამი”. მაგრამ 1979 წელს იგი სასწრაფოდ გაასწორეს მიწასთან ბულდოზერების მეშვეობით. რატომ?



ომანელები ამბობენ, რომ როდესაც ის მოდის — ის მბრძანებელია; როდესაც ჯდება — იქცევა ტყვედ; ხოლო როდესაც მიდის — იქცევა პოეტად. ვიზე ამბობენ ასე ომანელები?



სიცილიაში ერთ-ერთი დაწესებულების შესასვლელზე გაკეთებულია ირონიული წარწერა: “ჩვენ ვიყავით შენსავით, შენც იქნები ჩვენსავით”. რომელ დაწესებულებაზეა საუბარი?



ერთხელ ამბროზ ბირსს მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ერთი უმეცარისათვის ერთ სიტყვასთან დაკავშირებით. გონებაჩლუნგი მოსაუბრე ვერაფრით იგებდა განმარტებებს. ბოლოს მწერალმა თქვა, რომ “ეს — არის სახელმწიფოს დიდსულოვნება იმ დამნაშავეთა მიმართ, რომელთა დასჯაც მას ძალზე ძვირი უჯდება”. რა სიტყვა ახსნა ასე ამბროზ ბირსმა?



“კარგი ვალსი”, “მტანჯველი ვალსი”, “ანტისაცეკვაო ვალსი”, “ჩინური პოლკა”, “თათრული ბოლერო”, “ტკივილგამაყუჩებელი მუსიკა”, “ასთმათიკური ეტიუდები” და სხვა ნაწარმოებები ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, რომელსაც შეარქვეს “პეზაროელი გედი”. მაგრამ მის მიერ დაწერილი უამრავი ოპერები მუდმივად იგნორირებულია თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ, გარდა ერთი ოპერისა, რომელიც არაერთხელ დაიდგა თბილისში. რა ჰქვია ამ ოპერას?







