შემთხვევითი შეკითხვა:

1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღეს საბჭოთა კავშირისა და უმეტესობა სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენებმა. გუნდურ ჩათვლაში კონკურენციის გარეშე... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

ღმერთს კარგად ბუნება გამოუვიდა, ადამიანი კი აშკარად მიაფუჩეჩა.

ტურნირების არქივი

თბილისის 36-ე ჩემპიონატი

სუპერლიგა, I ტური, თსუ-ს კლუბი.
თამაში გაიმართა 2008 წლის 9 მარტს, სადაც ეს 20 შეკითხვა დაისვა:

შეკითხვა 615:
შეკითხვის გვერდი →

ერთხელ სალვადორ დალის, ერთ–ერთმა პარფიუმერულმა ფირმამ დაუკვეთა ფლაკონი ახალი სუნამოსათვის. მხატვარმა ჩვეული ორიგინალობა გამოიჩინა. აიღო საგანი, რომელიც სახლში მოიძია, მას ლითონის ნაწილი მოხსნა, ოქროსფრად შეღება და განაცხადა, რომ ეს ფლაკონის თავსახურის როლს შეასრულებდა. მწარმოებლებს კი შესთავაზა სუნამოსთვის მიეცათ ერთობ უჩვეულო სახელწოდება “გაელვება”. მაშ რისგან გადაწყვიტა სალვადორ დალიმ ამ ფლაკონის დამზადება?

პასუხი >
შეკითხვა 616:
შეკითხვის გვერდი →

ვინმე მორის მიჩტონს, გასული საუკუნის დასაწყისში, ნიუ–იორკის ერთ–ერთ უბანში გახსნილი ჰქონდა პატარა, საბავშვო მაღაზია, სადაც იგი ტკბილეულობით და სათამაშოებით ვაჭრობდა. თუმცა სახელი მან გაითქვა არა ტკბილეულობის წარმოებით, არამედ კლიფორდ ბერიმენის მიერ დახატულ, პოლიტიკურ კარიკატურაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქციით.
მაშ რისი წარმოებით გაითქვა სახელი მორის მიჩტონმა იმდროინდელ ამერიკაში?

პასუხი >
შეკითხვა 617:
შეკითხვის გვერდი →

გერმანულ ენაში არის სიტყვა “zwist”, რომელიც მომდინარეობს სიტყვიდან “zwei”, რაც ნიშნავს ორს. ენათმეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩვენში გავრცელებული ამ სიტყვის ანალოგი, წარმოსდგება ლათინური სიტვისგან “Duo”, რაც ასევე ორს ნიშნავს. თუ მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ მათემატიკოსი, რომლის სიცოცხლეც 1832 წელს ამან შეიწირა.

პასუხი >
შეკითხვა 618:
შეკითხვის გვერდი →

ასეთი ადამიანები გერმანიაში ჯერ–ჯერობით სულ სამია. ისტორიის პროფესორი — ეკარდ ფრაიზე, დიასახლისი — მარლენე გრაბჰერი და ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი — გერჰარდ კრემერი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა, რომელიც ამ სიას 2002 წლის ოქტომბერში დაემატა, დაახლოებით ორჯერ მეტს მიაღწია, ვიდრე მისმა წინამორბედებმა.
ერთი წუთის შემდეგ, თქვენ უნდა მითხრათ, რომელ შეკითხვას უკავშირდება ამ ხალხის მიღწევები.

პასუხი >
შეკითხვა 619:
შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, როდესაც ჰაინრიხ ჰაინემ ერთ–ერთ გერმანულ გაზეთში წაიკითხა ეს სტატია, იგი განრისხდა. განრისხდა არა იმდენად სტატიის არსებობის ფაქტის გამო, არამედ იმით, რომ სტატია არ იყო პირველ გვერდზე დაბეჭდილი.
მაშ რას ეხებოდა სტატია, რომელმაც პოეტის ასეთი გულის წყრომა გამოიწვია?

პასუხი >
შეკითხვა 620:
შეკითხვის გვერდი →

დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი, ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გამართულ კრიკეტის მატჩს არ დასწრებია. მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული , რომ მიუხედავად ამისა, ბევრ თქვენგანს მოსმენილი აქვს ჟივილ–ხივილი და ხმაური, რომელიც გულშემატკივართა მქუხარე მხარდაჭერას თან სდევდა, თუმცა მაგ დროს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანების მიერ გამოწვეული ხმაურია.
დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც ზემოთხსენებულ მატჩს დაესწრო და შემდგომში მთელს მსოფლიოს მოასმენინა ეს ხმები.

პასუხი >
შეკითხვა 621:
შეკითხვის გვერდი →

ეს სიტყვა ინგლისურში შეიძლება იყოს ზმნაც და არსებითი სახელიც. ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად: ათლეტიზმის ერთ–ერთი სახეობა, ცერემონიალური მსვლელობა, ბილიკი ფეხით მოსიარულეთათვის, რაიმეს მოპარვა და სხვა. თუ მიხვდით რომელ სიტყვაზეა საუბარი, დაასახელეთ ორი სავაჭრო ნიშანი, რომელთა სახელწოდებაში ფიგურირებს ეს ინგლისური სიტყვა და რომელთა სამშობლო კუნძულოვანი სახელმწიფოებია.

პასუხი >
შეკითხვა 622:
შეკითხვის გვერდი →

ჟიულ ბარტი თავისი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია სპორტის ამ სახეობაში. ერთ–ერთი ინტერვიუს დროს, იგი ჟურნალისტებმა მის ლეგენდარულ თანამემამულეს შეადარეს, რაზეც ენამახვილმა ჩემპიონმა მიუგო: “ის, რასაც ასწავლიან სკოლებში ამ ადამიანზე, სრული მითია. სინამდვილეში მას 11 ვაჟი ჰყავდა და არა ერთი”.
არ გეკითხებით ვის შეადარეს ჩვენი კითხვის გმირი, უბრალოდ დაასახელეთ სპორტის სახეობა, რომელშიც ჟიულ ბარტმა მიაღწია ასეთ მაღალ შედეგებს.

პასუხი >
შეკითხვა 623:
შეკითხვის გვერდი →

კითხვის ავტორი ინტერნეტში წააწყდა რუსულენოვან სტატიას, სადაც მოთხრობილია ამ უძველესი მოწყობილობის შექმნის და განვითარების ისტორია. აქვეა სია, რომელშიც მოყვანილია ამ მოწყობილობის სხვადასხვა სახეობა. სიაში მოხსენიებულია სიტყვები: ჯიბე, მაგიდა, წყალი, კედელი, კოშკი, ქვიშა, ხელი და სხვა. მიხვდით რა მოწყობილობაზეა საუბარი და დაასახელეთ ორი სიტყვა, რომლებიც სტატიის სათაურში ფიგურირებენ და რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. მინიშნებისათვის გეტყვით, რომ პირველი სიტყვა — ერთ–ერთი უძველესი ღვთაების სახელია და ამ მოწყობილობის უძველეს სახეობასთან გადატანითი მნიშვნელობით არის დაკავშირებული, ხოლო მეორე — ამ მოწყობილობის ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე ვარიანტთან არის უშუალო კავშირში.

პასუხი >
შეკითხვა 624:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც პტოლემეოს III აპირებდა სირიაში ანტიოქე II–ს წინააღმდეგ გალაშქრებას, მისმა მეუღლე ბერენიკემ, გადაწყვიტა აფროდიტესთვის მსხვერპლი შეეწირა. ამისათვის მან მისი ყველაზე ძვირფასი “სამკაულიც” კი გაიმეტა. თუმცა დილას, ტაძარში შესულმა აღმოაჩინა, რომ მისი ძღვენი გაუჩინარდა, რამაც რაღა თქმა უნდა დედოფლის რისხვა გამოიწვია. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან გონებამახვილმა კონონმა იპოვა. არ გეკითხებით ვინ იყო კონონი, დაასახელეთ ადგილი, სადაც მან მოპარული ძღვენი აღმოაჩინა.

პასუხი >
შეკითხვა 625:
შეკითხვის გვერდი →

ასე აღწერს “იაკობის კიბეს” XII საუკუნეში მცხოვრები და მოღვაწე აბატისა — ჰერდა ლანდსბერგელი: “ანგელოზები და დემონები უსასრულო ჯაჭვივით მოძრაობენ მასზე და ხელს უშლიან ადამიანებს ზემოთ ასვლაში. ადამიანები ძირს ეცემიან, მაგრამ კვლავ ცდილობენ ზემოთ აბობღვას, თუმცა უშედეგოდ”. ამის შესახებ ისტორიკოსი ლე გოფი თავის წიგნში წერს, რომ ეს არის “ქრისტიანულ რეალობაში გადმოტანილი…” არ გეკითხებით რა, უბრალოდ დაასახელეთ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, რომლის ერთ–ერთი ნაწარმოების სათაურსაც წარმოადგენს გამოტოვებული სიტყვები.

პასუხი >
შეკითხვა 626:
შეკითხვის გვერდი →

არისტოტელემ ამ არსებას “აკაფელესი” უწოდა, რაც ჭინჭარს ნიშნავს. პლინიუსმა კი სხვა სახელი შემოგვთავაზა “ზღვის ფილტვი”. კარლ ლინეიმ კი მას, ერთ–ერთი დის სახელი მისცა, რომელიც ამ არსებას დღემდე შემორჩა. თქვენ კი, ერთი წუთის შემდეგ, უნდა გაიხსენეთ უკანსკნელი ათწლეულების ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა და დაასახელეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელთანაც დღევანდელ სამყაროში ამ დის გამოსახულება ასოცირდება.

პასუხი >
შეკითხვა 627:
შეკითხვის გვერდი →

როდესაც ამ ჯგუფმა პირველად შეასრულა ეს ნაწარმოები, გაზეთებში გამოჩნდა კრიტიკოსთა გამოხმაურება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძნელია იმის დადგენა, ნამდვილად პატრიოტული გრძნობებით აღსავსენი არიან მუსიკოსები, თუ ისინი საკუთარი ჯგუფის კეთილდღეობისათვის ლოცულობენ. არ გეკითხებით ამ მუსიკალური ჯგუფის სახელწოდებას, დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი >
შეკითხვა 628:
შეკითხვის გვერდი →

ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, რომ შუა საუკუნეებში აღმართულ ქრისტიანულ ტაძრებში ხშირად შეიძლება წარმართთა გამოსახულებებიც ვიხილოთ. მაგალითად, შარტრის ეკლესიის შესასვლელში, დონატუსის, ციცერონის, არისტოტელეს, პითაგორას, პტოლემეოსის, ევკლიდეს და ბეოციუსის გამოსახულებებია აღბეჭდილი. დაასახელეთ ის, რის პერსონიფიკაციასაც, ფრანგი ისტორიკოსის აზრით, ზემოთხსენებული ადამიანები წარმოადგენენ.

პასუხი >
შეკითხვა 629:
შეკითხვის გვერდი →

ეს სიტყვა ფიგურირებს ისააკ ნიუტონის მიერ შექმნილი მექანიკური მოწყობილობის სახელწოდებაში, რომელიც ენერგიის გარდაქმნის დემონსტრირებას ახდენს და რომელიც ალბათ ბევრ თქვენთაგანს უნახავს. ეს სიტყვა აგრეთვე ფიგურირებს შტატ ვირჯინიას ოფიციალურ მეტსახელში, რომელიც მან დაიმსახურა, როგორც ამერიკის რამოდენიმე პრეზიდენტის მშობლიურმა შტატმა. ცნობილი ქართული წყაროს მიხედვით კი, ერთ–ერთი მათგანი დამზადებულია ძვირფასი ლითონისგან და მუდმივ ჰიდროიზოლაციაში იმყოფება. არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ არსება, რომლისთვისაც ეს შეიქმნა 1963 წელს განთქმული ამერიკელის მიერ.

პასუხი >
შეკითხვა 630:
შეკითხვის გვერდი →

ეს მსოფლიოში ცნობილი სავაჭრო ნიშანი შეიქმნა 1929 წელს ლონდონში და მისი სახელწოდება წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა: “გამძლეობა”, “საიმედოობა”, “აღმატებულობა” (უპირატესობა). 2004 წლის 1 დეკემბერს ევროპაში გამოჩნდა სარეკლამო რგოლი, რომელიც მიეძღვნა ამ სავაჭრო ნიშნის 75 წლის იუბილეს. დაასახელეთ რომელ სავაჭრო ნიშანზეა საუბარი.

პასუხი >
შეკითხვა 631:
შეკითხვის გვერდი →

კარლ საგანის რომანის “კონტაქტის” მთავარმა გმირმა ენიმ, პირველად ამის არსებობის შესახებ მე–7 კლასში შეიტყო. პატარა გოგონას წარმოდგენაში, ეს რაღაც, სტოუნჰენჯის “თაღებს” წააგავდა და მათთან ასოცირდებოდა. ამ რაღაცით ძალზედ დაინტერესებულმა ბავშვმა, სხვადასხვა ზომის კონსერვის ქილების შეგროვებაც კი დაიწყო. არ გეკითხებით რა ექსპერიმენტებს ატარებდა ცნობისმოყვარე გოგონა ამ ქილებზე, უბრალოდ მითხარით რისი არსებობის შესახებ შეიტყო საგანის გმირმა მე–7 კლასში.

პასუხი >
შეკითხვა 632:
შეკითხვის გვერდი →

ბრიტანელი ბერის, სახელად კედმონის, შუასაუკუნოვან მანუსკრიპტის ერთ–ერთ თავში მოყვანილია დიალოგი, რომლის მოქმედი პირი სვავს შეკითხვას, რაზეც პასუხად ღებულობს: “რა თქმა უნდა 72”. ასეთი სიზუსტით გაოგნებული შეკითხვის ავტორი ითხოვს პასუხის დასაბუთებას, რასთან დაკავშირებითაც ღებულობს არგუმენტაციას: “ნოეს ჰყავდა სამი ვაჟი — სემი, ქამი და იაფეტი. სემს ჰყავდა 27 ვაჟი, ქამს — 30, ხოლო იაფეტს — 15”. დღევანდელი მონაცემებით ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, ვინაიდან პასუხი მერყეობს 2500–დან 5000–მდე. არ გეკითხებით რომელ შეკითხვას მოჰყვა ზემოთხსენებული დიალოგი, უბრალოდ დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები ამ მანუსკრიპტში.

პასუხი >
შეკითხვა 633:
შეკითხვის გვერდი →

ცნობილი მწერლის სიტყვებს, თუ დავუჯერებთ, მას ისე დეტალურად აქვს აღწერილი თავის ნაწარმოებებში ეს ქალაქი, რომ სრული განადგურების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნება მისი ნაწარმოებების მიხედვით ქალაქის რეკონსტრუქცია. ენციკლოპედია Wikipedia-ს თანახმად კი, ეს არის ლიტერატურის დარგში ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატის მშობლიური ქალაქი. არ გეკითხებით ამ მწერლის გვარს, უბრალოდ დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი >
შეკითხვა 634:
შეკითხვის გვერდი →

ამბობენ, რომ განთქმულმა კინოპროდუსერმა დინო დე ლაურენტისმა, თავის ახალ პროექტში მონაწილეობისათვის რიდლი სკოტი მიიწვია, მაგრამ რეჟისორმა მას უარი განუცხადა. უარის მიზეზი კი ახალი ფილმის სცენარი იყო, ვინაიდან როდესაც სკოტმა დახედა სცენარის გარეკანს, განაცხადა, რომ ევროპას იგი უდიდესი სიამოვნებით ეწვევა, მაგრამ სპილოების გადაღების არანაირი სურვილი არ აქვს. საბოლოოდ პროდუსერმა მაინც დაითანხმა რეჟისორი და ახალი პროექტიც შედგა.
დაასახელეთ ჰოლივუდელი მსახიობი მამაკაცი, რომელმაც რიდლის სკოტის ამ ფილმში მთავარი პერსონაჟის როლი განასახიერა.

პასუხი >
← უკან, თამაშების ჩამონათვალში