შემთხვევითი შეკითხვა:

1873 წელს ვენის გამოფენაზე ერთმა ფაბრიკანტმა თავის პავილიონს მიამაგრა ბუდე. რასაკვირველია, ცარიელი ბუდე. ეტყობა, მეწარმეს უნდადა ყველასთვის მიენიშნებინა... განვაგრძოთ→

კონფუციუსი:

ჩვეულებრივ ქალს იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც ერთ ქათამს, არაჩვეულებრივს კი — რამდენიც ორს.

ტურნირების არქივი

თბილისის 36-ე ჩემპიონატი

სუპერლიგა, V ტური, თსუ-ს კლუბი.
თამაში გაიმართა 2008 წლის 20 აპრილს, სადაც ეს 20 შეკითხვა დაისვა:

შეკითხვა 698:
შეკითხვის გვერდი →

ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა, უკანა ფონზე — მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ, ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 699:
შეკითხვის გვერდი →

„რინგა პაკია / უმა ტირაჰა / ტური ვატია / ჰოპე ვაი აკე / ვაევაე ტაკაჰია კია კინო. / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / ტენეი ტე ტანგატა პუჰურუ ჰურუ / ნანა ი ტიკი მაი ვაკავიტი ტე რა / უპანე, უპანე / უპანე კაუპანე / ვიტი ტე რა!“. არ გთხოვთ ამ ტექსტის თარგმნას, დამისახელეთ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლები მხნეობას და ენერგიას იკრებენ ამ სიტყვების საშუალებით.

პასუხი >
შეკითხვა 700:
შეკითხვის გვერდი →

1925 წლის 2 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლდუელთან ძლიერი ქარიშხლის დროს ავარია განიცადა და განადგურდა დირიჟაბლი სახელწოდებით “შენანდოა”. სპეციალისტთა მტკიცებით, ამ დირიჟაბლთან ერთად განადგურდა ერთი კონკრეტული ნივთიერების დედამიწაზე იმ დროს არსებული თითქმის მთელი მარაგი. დაასახელეთ ეს ნივთიერება.

პასუხი >
შეკითხვა 701:
შეკითხვის გვერდი →

[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ეკატერინბურგში, ტაქსის გამოძახების ადგილობრივმა სერვისმა გადაწყვიტა, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს საშუალება ჩერჩილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების სახით გამოიყენონ ეს, აწ უკვე არამსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჩერჩილს უშუალო კავშირი აქვს ზემოხსენებულ გადახდის საშუალებასთან. თუ მიხვდით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “ჩერჩილით”, დაასახელეთ ორი სიტყვით და ამავდროულად მაქსიმალურად ზუსტად, ამ წარსულში მსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალების სახელწოდება!

პასუხი >
შეკითხვა 702:
შეკითხვის გვერდი →

ყოველთვის, როდესაც ამ შეკითხვის ავტორი უყურებს ერთ წარმოდგენას, მას ახსენდება ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ბრაზილიელი არქიტექტორი, ავსტრიელი ექსპრესიონისტი ფერმწერი და გერმანელი მეწარმე. დამისახელეთ რომელ წარმოადგენაზეა საუბარი?

პასუხი >
შეკითხვა 703:
შეკითხვის გვერდი →

ხულიო კორტასარი თავის ესეში აღწერს რა ერთი ლეგენდარული ადამიანის საქმიან ვიზიტს პარიზში, თავის ყურადღებას აჩერებს მის თანმხლებზე, კოზი კოულზე. მწერალი კოზი კოულს ადარებს მარკიზ დე სადს, რომელიც თითქოსდა დაკიდულია ქალის რვა შიშველი უკანალის თავზე და მათ მათრახის ცემით სულს ხდის. ის, რასთანაც პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კოზი კოულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიგურირებს ერთი ნობელიანტი მწერლის რომანის სათაურში. დაასახელეთ კოზი კოულის პროფესია ერთი ინგლისური სიტყვით!

პასუხი >
შეკითხვა 704:
შეკითხვის გვერდი →

რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობით ერთი კონკრეტული პროცედურისათვის ძველ რომში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილი ესკვილინის კარიბჭესთან. იგივე დანიშნულების ადგილამდე მიმავალი ქუჩის სახელწოდება აზიის ერთ ქალაქში კი დაკავშირებულია “ტკივილთან”. დამისახელეთ თუ რა ჰქვია ამ ადგილს აზიის ზემოხსენებულ ქალაქში?

პასუხი >
შეკითხვა 705:
შეკითხვის გვერდი →

ამერიკელი იუმორისტის, მარკ რასელის აზრით ისინი, თავიდან ბოლომდე დაკარგული საჰაერო ტვირთისგან შედგება. ენციკლოპედია ვიკიპედიის მტკიცებით კი ისინი უმთავრესად შედგება ყინულისაგან და მათი საშუალო სისქე რამდენიმე ათას კილომეტრს აღწევს. დაასახელეთ მათი სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 706:
შეკითხვის გვერდი →

1868 წლის 25 ოქტომბერს პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში მივიდა ორი წერილი. პირველი წერილის ავტორი ინგლისელი ასტრონომი ნორმან ლოკიერი იყო, მეორე კი ეკუთვნოდა ფრანგ ასტრონომს ჟიულ ჟანსენს. ორივე წერილი იტყობინებოდა ახალი აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ასტრონომიასთან არაფერი აქვს საერთო. საბოლოო ჯამში აღმოჩენა ორივეს მიაკუთვნეს და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამოშვებულ იქნა სამსახოვრო მედალი, რომლის ავერსზეც გამოსახული იყო აღმომჩენების პორტრეტები, რევერსზე კი — კვადრიგა, რომელსაც მართავდა აპოლონი. რა აღმოაჩინეს ნორმან ლოკიერმა და ჟიულ ჟანსენმა?

პასუხი >
შეკითხვა 707:
შეკითხვის გვერდი →

ძველ რომში ამ საკვებ პროდუქტს ოქროს და ვერცხლის ფასი ჰქონდა, ამიტომაც ძველ რომაელ ლეგიონერებს ჯამაგირის სახით ამ საკვები პროდუქტის ულუფებს აძლევდნენ. სწორად აქედან იღებს სათავეს სიტყვა, რაც ლათინურად “ჯამაგირს” ნიშნავს. მე, რა თქმა უნდა, არ გეტყვით თუ როგორ ჟღერს “ჯამაგირი” ლათინურ ენაზე, თუმცა გეტყვით იმას, რომ ამაში სხვა ენების ცოდნა დაგეხმარებათ. ყურადღებს შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული საკვები პროდუქტი.

პასუხი >
შეკითხვა 708:
შეკითხვის გვერდი →

1931 წლის 23 ივნისს უაილი პოსტი და ჰაროლდ გატი გაემართნენ იმ დროისათვის ერთობ სახიფათო საჰაერო მოგზაურობაში და ამავე წლის 1 ივლისს შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. შემდგომში მათ გამოსცეს წიგნი, სადაც დეტალურად აღწერეს მათი მოგზაურობა. ავტორებს წიგნის სათაურის შესარჩევად ბევრი არ უფიქრიათ, მათ აიღეს 1873 წელს დაწერილი წიგნის ინგლისური თარგმანი, მის სახელწოდებაში წაშალეს ერთი ასო და შედეგად რაც მიიღეს, ასე უწოდეს წიგნს. არ გეკითხებით თუ რა დაარქვეს მათ საკუთარ წიგნს, დამისახელეთ ინგლისური ანბანის ასო რომელიც წაშალეს მათ ხსენებული წიგნის ინგლისური თარგმანის სათაურში.

პასუხი >
შეკითხვა 709:
შეკითხვის გვერდი →

როგორც მოგეხსენებათ, ომოგრაფები წარმოადგენენ სიტყვებს, რომლებსაც ერთნაირი დაწერილობა აქვთ, შინაარსი კი — განსხვავებული. ასე მაგალითად, იტალიურ ენაში ევროპული ქალაქის სახელწოდება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა საკუთარ ქვეყანაში, წარმოადგენს ლეგენდარული პიროვნების მეუღლის სახელის ომოგრაფს. დამისახელეთ ქალაქიც და კითხვაში ხსენებული ქალბატონის სახელიც.

პასუხი >
შეკითხვა 710:
შეკითხვის გვერდი →

იქსი შეიძლება ითქვას, რომ “ადამიანის მეგობარია” და ის პირველად 1999 წელს გამოჩნდა კომპანია “სონის” ძალისხმევით. იგრეკის შესახებ კი პირველად საბჭოელმა ბავშვებმა შეიტყვეს 1925 წელს გამოქვეყნებულ ზღაპარში. დამისახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ იქსის სახელწოდება იგრეკის სახელის შემადგენელი ნაწილია.

პასუხი >
შეკითხვა 711:
შეკითხვის გვერდი →

[ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] არტურ შოპენჰაუერი თავის ეპოქალურ ნაშრომში „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ წერს: „საერთო ჯამში ისტორია სხვა არაფერია, თუ არა — ბორბალი, რომელიც ყოველ ახალ ბრუნზე ახალ კონფიგურაციას იძლევა, თუმცა არსებითად მასში არაფერი იცვლება და ჩვენს თვალწინ მუდამ ერთი და იგივე რამაა სხვადასხვა ასპექტში“. დამისახელეთ შოტლანდიელის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი მოწყობილობა, რომელიც მე შევცვალე შოპენჰაუერის ფრაზაში სიტყვა “ბორბლით”.

პასუხი >
შეკითხვა 712:
შეკითხვის გვერდი →

2006 წელს ერთ კონკრეტულ ქვეყანაში შიდა ბაზარზე გამოჩნდა ახალი გამაგრილებელი სასმელი “ფუჯი-კოლა”. გარდა იმისა, რომ მას კონკურენცია უნდა გაეწია ადგილობრივი კოლა-რეალისათვის, მის ბაზარზე გამოჩენას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელსაც მე თქვენ არ დაგისახელებთ. თქვენ კი მითხარით ზემოხსენებული ქვეყნის სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 713:
შეკითხვის გვერდი →

[შეკითხვაში არის ცვლილება] კითხვის ავტორმა ერთ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოისმინა შემდეგი ფრაზა: "სექტემბრის ბოლოს ქალაქის ქუჩებში ყველაზე უსაფრთხოდ თავს ჰანუმანები გრძნობდნენ". მე არ გეკითხებით თუ რა სიტყვა შევცვალე სიტყვით "ჰანუმანები", არც იმას გეკითხებით თუ რა მოხდა 1993 წლის სექტემბერში ამ ქალაქში, დამისახელეთ ქალაქი რომელზეც საუბარი იყო ზემოხსენებულ ფრაზაში.

პასუხი >
შეკითხვა 714:
შეკითხვის გვერდი →

თავდაპირველად ეს ლათინური სიტყვა შუა საუკუნეებში ასტროლოგებმა გამოიყენეს. მათ პროფესიულ ლექსიკაში ის აღნიშნავდა ზებუნებრივ აირისებურ უხილავ მასას, რომელსაც ასხივებენ ვარსკვლავები და რომლის საშუალებითაც ციური სხეულები გავლენას ახდენენ ადამიანების ბედ-იღბალზე. შემდგომში ამ სიტყვამ შეაღწია ევროპულ ენებში და დღესდღეობით მისი იტალიური ნაირსახეობით მოიხსენიება ის, რაც შეკითხვის ავტორს არაერთხელ შეხვედრია და დამართნია, თავად ამ სიტყვის ბუკვალური მნიშვნელობა კი — უკვე ხსენებული იქნა კითხვის დასმის დროს. დამისახელეთ ამ სიტყვის ეს იტალიური ნაირსახეობა.

პასუხი >
შეკითხვა 715:
შეკითხვის გვერდი →

ამ ნივთიერების დუღილის ტემპერატურაა დაახლოებით მინუს 269 გრადუსი ცელსიუსით. ის დედამიწაზე თავდაპირველად აღმოაჩინეს შემდეგი მინერალების შემადგენლობაში, როგორებიცაა: სამარსკიტი, ფერგუსონიტი, კოლუმბიტი, მონაციტი, ურანინიტი, თორიანიტი და კლავეიტი. საბოლოოდ დადგინდა, რომ ის გვხვდება უმთავრესად იმ მინერალებში, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ქიმიურ ელემენტებს ურანს და თორიუმს. საქმე იმაშია, რომ ურანის და თორიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკები იერთებენ თავისუფალ ელექტრონებს და ამგვარად წარმოქმნიან ზემოხსენებულ ნივთიერებას. დამისახელეთ ამ ნივთიერების სახელწოდება.

პასუხი >
შეკითხვა 716:
შეკითხვის გვერდი →

1935 წელს თომას სტერნზ ელიოტმა შუა საუკუნეებში მომხდარი რეალური ამბების საფუძველზე დაწერა პოეტური დრამა "მკვლელობა საკათედრო ტაძარში”, სადაც მან ხატოვნად აღწერა პიროვნებისა და ავტორიტეტის დაპირისპირება. ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება ქალაქში, რომელიც თავის მხრივ ფიგურირებს 1972 წელს შექმნილი ფილმის სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის რეჟისორი.

პასუხი >
შეკითხვა 717:
შეკითხვის გვერდი →

ეს კომპანია 1969 წელს დაარსეს ადრიან დელსიმ, ლარი ჰილიბლომმა და რობერტ ლინმა. ყოველთვის, როცა კითხვის ავტორი ამ კომპანიის ლოგოს უყურებს, მას ახსენდება XX საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მწერალი. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ეს ინგლისელი მწერალი.

პასუხი >
← უკან, თამაშების ჩამონათვალში