შემთხვევითი შეკითხვა:

მისი დაბადების დღე 29 აპრილსაა. იგი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, თავისი სილამაზის, ტალანტისა და ”სახიფათო ფიქრების” გამო. ოსკარების ერთერთ... განვაგრძოთ→

ჩჟან ჩაო:

სჯობს საკუთარი სიმდიდრისა გრცხვენოდეს, ვიდრე საკუთარი სიღარიბით იამაყო.

შეკითხვის გვერდი

შეკითხვა 381:

ID: 381
შეკითხვა: ბევრს წაუკითხავს, ან უნახავს ფილმებში ისტორია უჩინარი ადამიანის შესახებ. ალბათ ბავშვობაში გვიოცნებია კიდეც ამ თემაზე. მაგრამ, აბსოლუტურად უჩინარი ადამიანი რომც შექმნას ვინმემ, მაინც არსებობს აზრი, რომ ეს ქმნილება არც თუ ისე უნაკლო და ყოვლისშემძლე იქნება, როგორც ეს ამ ნაწარმოებებშია აღწერილი. გარდა იმისა, რომ ის უნდა იყოს მუდამ შიშველი, მას ექნება ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური ნაკლი, რაც თითქმის აბათილებს მის უპირატესობას. დაასახელეთ ეს ნაკლი.
პასუხი: ის იქნებოდა ბრმა. (რადგანაც სინათლის სხივი აღარ აირეკლებოდა მის თვალში და შესაბამისად, იგი ვერაფერს დაინახავდა :-)
კომენტარი:
წყაროები:
შეკითხვის ავტორი:
შეკითხვა მოგვაწოდა:
შეკითხვა დაისვა:
განთავსების თარიღი: 2005 წლის 26 აპრილი
მუდმივი ბმული: http://moazrovne.net/question/381/