შემთხვევითი შეკითხვა:

წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი იმყოფებოდა გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში. როდესაც ის დაბრუნდა ინგლისში, ცნობილ დირიჟორთან ბილჰემთან საუბრისას... განვაგრძოთ→

ჯერომ კ. ჯერომი:

ქალის ხელი, რომელიც მამაკაცის კისერზეა შემოხვეული, ეს არის მაშველი რგოლი, რომელიც განგებამ კაცობრიობას გადმოუგდო.

შეკითხვის გვერდი

შეკითხვა 736:

ID: 736
შეკითხვა: პროთაგორამ თავის მოსწავლესთან, ევათლოსთან დადო ამგვარი ხელშეკრულება: ასწავლიდა მას სოფიზმს და თუკი ევათლოსი, სწავლის დასრულების შემდეგ, მოიგებდა თვის პირველ სასამართლო პროცესს, იგი გადაუხდიდა პროთაგორას სწავლების საფასურს, 10 ათას დრაჰმას, ხოლო თუკი წააგებდა არც არაფერს. მაგრამ სწავლების დასრულების შემდეგ ევათლოსმა სულ სხვა საქმეს მოკიდა ხელი და საერთოდ უარი თქვა სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე.
რა მოიმოქმედა პროთაგორამ, რომ გასჩენოდა სწავლების საფასურის მიღების საკმაოდ დიდი შანსი?
პასუხი: უჩივლა ევათლოსს
კომენტარი: პროთაგორას იმედი ჰქონდა, რომ მიიღებდა ფულს ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ყოფილი მოსწავლისგან ამ უკანასკნელის მიერ საქმის მოგების გამო.
წყაროები: http://ru.wikipedia.org/wiki/Софизм Эватла
შეკითხვის ავტორი: თემურ დანელია
შეკითხვა მოგვაწოდა:
შეკითხვა დაისვა: თბილისის 36-ე ჩემპიონატი
სუპერლიგა, VI ტური, თსუ-ს კლუბი
განთავსების თარიღი: 2008 წლის 12 მაისი
მუდმივი ბმული: http://moazrovne.net/question/736/