შემთხვევითი შეკითხვა:

ბევრი იაპონელი თევზის ჭერისათვის იყენებს სპეციალურად გაწვრთნილ ფრინველებს — ჩვამებს. ამ ფრინველს თევზაობის დროს აბია რკინის რგოლი. სად და... განვაგრძოთ→

უცნობი ავტორი:

შვიდი ქალის მოხიბლვა უფრო ადვილია, ვიდრე ერთისგან თავის დაღწევა.

შეკითხვის გვერდი

შეკითხვა 791:

ID: 791
შეკითხვა: ა.წ. 22 იანვრის გაზეთი „სარბიელი“ წერდა, რომ „ლივერპულის“ ამერიკელმა მეპატრონემ, ტომ ჰიკსმა გადაიფიქრა კლუბის გაყიდვა, არადა ის მანამდე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ არაევროპულ კორპორაციასთან. სტატიის სათაური შედგებოდა ორი სიტყვისაგან. პირველი იყო დამშვიდობება, მეორე კი — ქალაქის სახელწოდება. აღადგინეთ სტატიის სათაური!
პასუხი: ბაი–ბაი, დუბაი! (გუდბაი, დუბაი!)
კომენტარი: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტომ ჰიკსი აპირებს მიჰყიდოს კლუბი „დუბაი ინტერნეშენალ კაპიტალს“, მაგრამ საბოლოოდ ბიზნესმენმა გადაიფიქრა
წყაროები:
შეკითხვის ავტორი: გიორგი მოსიძე
შეკითხვა მოგვაწოდა:
შეკითხვა დაისვა: საქართველოს მე-14 ჩემპიონატი
A ჯგუფის თამაში (არა-თბილისის გუნდები)
განთავსების თარიღი: 2008 წლის 6 ივლისი
მუდმივი ბმული: http://moazrovne.net/question/791/