| ID: | 855 |
|---|---|
| შეკითხვა: | 2008 წლის ივლისში „ამერიკული კინოს“ თაყვანისმცემლებს და უბრალო ტურისტებსაც სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ამავე სახელწოდების სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონია, ქალაქ ზალცბურგში, ფონ ტრაპების საკარმიდამო სახლში გაიმართება. სასტუმროს ბინადართ შესაძლებლობა ექნებათ ღამე ოჯახის წევრების საძინებლებში გაათიონ. მსურველები ფონ ტრაპების საგვარეულო სამრეკლოში ქორწინებასაც კი შესძლებენ. შენობაში არაფერი გადაკეთდება და არაფერი შეიცვლება, გარდა პირველადი მოთხოვნილების საგნებისა. დაასახელეთ ფილმის სათაური, რომლითაც შეკითხვაში შეცვლილია სიტყვები „ამერიკული კინო“. |
| პასუხი: | „მუსიკის ჰანგები“ |
| კომენტარი: | ფონ ტრაპების კარმიდამოშია გადაღეებული ფილმის დიდი ნაწილი და ამავე ოჯახის ისტორიას აღწერს |
| წყაროები: | http://www.fashiontravel.ru/news/turizm/item/319 |
| შეკითხვის ავტორი: | თემურ დანელია |
| შეკითხვა მოგვაწოდა: | |
| შეკითხვა დაისვა: | თბილისის 37-ე ჩემპიონატი სუპერლიგა, II ტური |
| განთავსების თარიღი: | 2008 წლის 10 ნოემბერი |
| მუდმივი ბმული: | http://moazrovne.net/question/855/ |










