შემთხვევითი შეკითხვა:

1967 წლის 21 ივნისს აშშ-ს საპატენტო ბიუროს მიერ გაცემულ იქნა პატენტი ახალი მოწყობილობის შექმნისათვის. რაც არ უნდა გასაკვირი... განვაგრძოთ→

ჟ. რუ:

პოეზია — ეს არის სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი ჭეშმარიტება.

შეკითხვის გვერდი

შეკითხვა 856:

ID: 856
შეკითხვა: მან დაიბარა, რომ მეხიკოში, იესო ნაზარეველის ჰოსპიტალში დაესაფლავებინათ. მაგრამ თავიდან მისი ნეშტი სევილიაში, სან-ისიდოროს მონასტერში იყო დაკრძალული, შემდეგ ტესკოკოში გადაასვენეს და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, შემდგომ მეხიკოს მთავარ მოედანზე, სან-ფრანცისკოს მონასტერში ესვენა, შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო მისი ნეშტი გადაასვენეს და მისი დანაბარებიც მხოლოდ 1794 წელს აღსრულდა. ინდიელთა ნაციონალისტური დაჯგუფების მუქარის შემდეგ, 1981 წელს, მისი ნეშტი კიდევ ერთხელ გადაასვენეს და პრეზიდენტის ლოპეს პორტილიოს ბრძანების საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ვისზეა საუბარი შეკითხვაში?
პასუხი: ფერნანდო (ერნანდო, ფერნან, ერნან) კორტესი
კომენტარი:
წყაროები: http://ru.wikipedia.org/wiki/Кортес,_Эрнан
შეკითხვის ავტორი: თემურ დანელია
შეკითხვა მოგვაწოდა:
შეკითხვა დაისვა: თბილისის 37-ე ჩემპიონატი
სუპერლიგა, II ტური
განთავსების თარიღი: 2008 წლის 10 ნოემბერი
მუდმივი ბმული: http://moazrovne.net/question/856/