| ID: | 858 |
|---|---|
| შეკითხვა: | ებრაელებს მრავალი მესია/თუ ცრუმესია ახსოვთ: სიმონ ბარ-კოხბა, იაკობ ფრანკი, დავით რეუვენი, მენაჰემ შნეერსონი და ა.შ. მათი მესიანური მოღვაწეობა როგორც წესი მათი სიკვდილის შემდეგ მთავრდებოდა. განსხვავებულია კიდევ ერთი ებრაელი მესიის — შაბთაი ცვის — ბიოგრაფია. მის სახელს ასევე საბათეი ცევის, საბათაი ცვის სახითაც მოიხსენიებენ. ასევე იგი ცნობილია ამირას და მეხმეთ ეფენდის სახელებითაც. შაბთაი ცვი 1676 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მესიანური მოღვაწეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით 1666 წელს, სტამბულში ყოფნისას შეწყვიტა. რა გადაწყვეტილება მიიღო შაბთაი ცვიმ 1666 წლის 16 სექტემბერს? |
| პასუხი: | მიიღო ისლამი |
| კომენტარი: | შესაბამისად ვეღარ იქნებოდა იუდეველების მესია |
| წყაროები: | http://en.wikipedia.org/wiki/Sabbatai_Zevi |
| შეკითხვის ავტორი: | თემურ დანელია |
| შეკითხვა მოგვაწოდა: | |
| შეკითხვა დაისვა: | თბილისის 37-ე ჩემპიონატი სუპერლიგა, II ტური |
| განთავსების თარიღი: | 2008 წლის 10 ნოემბერი |
| მუდმივი ბმული: | http://moazrovne.net/question/858/ |










