შემთხვევითი შეკითხვა:

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა სატელევიზიო სტუდიამ დაიწყო სპეციალური გადაცემების გაშვება, რომელთა მეშვეობით სტუდია ეხმარება უძილობით დაავადებულ ხალხს. ამ გადაცემებში მონაწილეობს... განვაგრძოთ→

გ. მილნიკი:

ლამაზმანი მიიღება მაშინ, როცა ფეხები სახეს უხდება.

შეკითხვის გვერდი

შეკითხვა 860:

ID: 860
შეკითხვა: 804 წელს, კარლოს დიდის არმიაში მობილიზაციის შემდეგ, „ეპისკოპოსმა“ აბულ-აბასმა მონაწილეობა მიიღო დანიელებთან ომში. 810 წელს, დაახლოებით 40 წლის ასაკში იგი პნევმონიისგან გარდაიცვალა. „ეპისკოპოსი“ ჰანო 1514 წელს მოხვდა იტალიაში. თავიდან იგი ბელვედერში ცხოვრობდა. პაპის კარის ფავორიტი გახდა და ხშირად იღებდა მონაწილეობას საზეიმო სვლებში. იგი 1516 წელს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემორიალური ფრესკის ავტორი რაფაელი, ხოლო ეპიტაფიის ავტორი პაპი ლეო მეათე არიან. “ეპისკოპოსმა” რუბიმ სახელი გაითქვა როგორც მხატვარმა. ერთხელ შეამჩნიეს, რომ იგი მიწის იატაკზე ჯოხით ფიგურებს ხაზავდა. მას მისცეს ფუნჯი და საღებავი. მისი შემოქმედების შედეგები აბსტრაქტულ ნახატებს წააგავს. რუბი 1998 წელს, 25 წლის ასაკში, მშობიარობით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. რა სიტყვითაა შეცვლილი სიტყვა „ეპისკოპოსი“ შეკითხვაში?
პასუხი: სპილო
კომენტარი: საჭადრაკო ფიგურა კუ რუსულად არის სპილო, ხოლო ინგლისურად ეპისკოპოსი
წყაროები: http://en.wikipedia.org/wiki/Abul-Abbas
http://en.wikipedia.org/wiki/Hanno_(elephant)
http://en.wikipedia.org/wiki/Ruby_(elephant)
შეკითხვის ავტორი: თემურ დანელია
შეკითხვა მოგვაწოდა:
შეკითხვა დაისვა: თბილისის 37-ე ჩემპიონატი
სუპერლიგა, II ტური
განთავსების თარიღი: 2008 წლის 10 ნოემბერი
მუდმივი ბმული: http://moazrovne.net/question/860/