შემთხვევითი შეკითხვა:

ერთხელ ერთმა საშუალო ნიჭის დრამატურგმა ვოლტერს უთხრა: ”თქვენი ტრაგედიების კითხვისას მივხვდი, რომ უკეთესად ვერასოდეს დავწერ, ამიტომაც გადავწყვიტე, მხოლოდ... განვაგრძოთ→

უნამუნო:

ცოლის შერთვა სულ არ არის ძნელი, ძნელი ცოლიანობაა.

შეკითხვის გვერდი

შეკითხვა 872:

ID: 872
შეკითხვა: ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?
პასუხი: Pringles
კომენტარი: საუბარია ჩიპსების ცილინდრულ შეფუთვაზე.
წყაროები: http://www.weirdfacts.org/211-izobretatelya-upakovki-pringles-poxoronili-v-banke-iz-pod-chipsov/#more-211
შეკითხვის ავტორი: თემურ დანელია
შეკითხვა მოგვაწოდა:
შეკითხვა დაისვა: თბილისის 37-ე ჩემპიონატი
სუპერლიგა, II ტური
განთავსების თარიღი: 2008 წლის 10 ნოემბერი
მუდმივი ბმული: http://moazrovne.net/question/872/