პაკეტი #2
ფინალური ტური. ავტორები: გაგი გაბრიჭიძე და ვახტანგ ლომჯარია. 2008 წელი.თემები: ყურეები, კინოციტატები, რომაული მითოლოგია, ფილმები - რეჟისორი, მატრიცული “აზა”, პლანეტები.
-
თემა 1: ყურეები
-
10
ამ ყურეს ესაზღვრება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი და სხვა
პასუხი: სპარსეთის ყურე
-
20
ეს ყურე მოქცეულია იუკატანის და ფლორიდის ნახევარკუნძულებს შორის
პასუხი: მექსიკის ყურე
-
30
ეს ყურე მდებარეობს ესპანეთსა და საფრანგეთს შორის
პასუხი: ბისკაის ყურე
-
40
ამ ყურეს ესაზღვრებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კოტ-დიუვარი, ბურკინა ფასო, ბენინი, ტოგო, ნიგერია, კამერუნი, გაბონი
პასუხი: გვინეის ყურე
-
50
ეს ყურე მდებარეობს ინდოეთისა და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულებს შორის
პასუხი: ბენგალის ყურე
-
10
-
თემა 2: კინოციტატები
-
10
- ამერიკული ნაწილები, რუსული ნაწილები, ყველა ტაივანშია დამზადებული
პასუხი: არმაგედონი
-
20
– ბოლოსდაბოლოს შენ იცი რა არის სიძულვილი. ახლა შენ მზად ხარ იმისთვის, რომ გახდე მეფე.
– ჩემი სიძულვილი შენთან ერთად მოკვდებაპასუხი: მამაცი გული
-
30
მამა კორნელიუსი: თქვენ მონსტრი ხართ, ზორგ
ზორგი: ვიციპასუხი: მეხუთე ელემენტი
-
40
ჩვენ გარდატეხის ეპოქის შვილები ვართ. ჩვენს თაობას არ უნახავს არც დიდი დეპრესია, არც დიდი ომი. ჩვენი ომი სულიერი ომია. ჩვენი დეპრესია – ჩვენი ცხოვრება.
პასუხი: მებრძოლთა კლუბი
-
50
– იცი როგორ უნდა მოიგო ხმლით ბრძოლა?
– როგორ?
– უნდა შეძლო რომ ხმალი მხოლოდ შენ გქონდეს ხელშიპასუხი: პირველი რაინდი
-
10
-
თემა 3: რომაული მითოლოგია
-
10
ზღვის, ზღვაოსნობის და მეცხენეობის რომაული ღმერთი. მის საპატივსაცემოდ ზაფხულში იმართებოდა დღესასწაულები გვალვის თავიდან ასარიდებლად. რომაელები მას ბერძნულ პოსეიდონთან აიგივებდნენ და მასაც ბერძენი ღმერთივით ხელში სამკაპით გამოსახავდნენ.
პასუხი: ნეპტუნი
-
20
ცისა და შუქის, ელვის და ჭექაქუხილის უზენაესი ღმერთი რომაულ მითოლოგიაში. ის ღმერთების მბრძანებლად, სახელმწიფოს უზენაეს მფარველად წარმოიდგინებოდა. რომაელები მას ბერძენ ზევსთან აიგივებდნენ და წვერებიან და გრძელთმიან მოხუცად გამოსახავდნენ.
პასუხი: იუპიტერი
-
30
მოსავლისა და გლეხობის ღმერთი, იუპიტერის მამა რომაულ მითოლოგიაში. კრონოსის მსგავსად, მისი მბრძანებლობის პერიოდს “ოქროს საუკუნედ” მოიხსენიებენ. მისთვის მიძღვნილ დღესასწაულებზე თავაშვებულობა სუფევდა. მსახურები და ბატონები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მონებს სუფრასთან სვამდნენ და უმასპინძლდებოდნენ. ეს დღესასწაული რომაელებს საყოველთაო თავისუფლებას და თანასწორობას აგონებდა.
პასუხი: სატურნი
-
40
ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში. მისთვის მიძღვნილ დღესასწაულზე მას მსხვერპლს სწირავდნენ და ცირკში თამასობებს მართავდნენ. მას ხელში ჩაქუჩითა და მარწუხებით გრდემლთან მდგომმოკლეტანსაცმლიან წვერებიან ხელოსნად გამოსახავდნენ.
პასუხი: ვულკანი
-
50
ქვესკნელის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში, ბერძნული ჰადესის შესაბამისი, თუმცა ის რომსი არ იყო ისე პოპულარული, როგორც საბერძნეთში ჰადესი, რადგან რომაელების რელიგია ცოცხლებზე იყო ორიენტირებული და მათ ნაკლებად აინტერესებდათ ადამიანის ბედი დიკვდილის შემდეგ.
პასუხი: პლუტონი
-
10
-
თემა 4: ფილმები - რეჟისორი
-
10
სამეფო, ტალღების დამტვრევა, ძვირფასო ვენდი, ოკუპაცია, დოგვილი, ცეკვა სიბნელეში, მანდერლეი.
პასუხი: ლარს ფონ ტრიერი
-
20
დუელი, 1941, მზის იმპერია, მიუნხენი, “დამიჭირე, თუ შეგიძლია”, შინდლერის სია, ყბები.
პასუხი: სტივენ სპილბერგი
-
30
ჯინჯერი და ფრედი, გზა, ინტერვისტა, ამარკორდი, რვანახევარი, კაბირიას ღამეები, ტკბილი ცხოვრება.
პასუხი: ფრედერიკო ფელინი
-
40
ფრენზი, მარნი, რებეკა, ჩიტები, თავბრუსხვევა, ფსიქო.
პასუხი: ალფრედ ჰიჩკოკი
-
50
წყნარი ქაოსი, ტესი, ჩაინათაუნი, დანა წყალში, მეკობრეები, მაკბეტი, როზმარის ბავშვი, პიანისტი.
პასუხი: რომან პოლანსკი
-
10
-
თემა 5: მატრიცული “აზა”
-
10
ის შეიძლება იყოს სასაქონლო, სავალუტო, სურსათის, შავი, საცალო, საბითუმო და ა.შ.
პასუხი: ბაზარი
-
20
იგი ცხოვრობდა ბეთანიაში. ჰყავდა დები: მართა და მარიამი. მისი ხსენების დღე 17 ოქტომბერია. იგი გარდაიცვალა ორჯერ.
პასუხი: ლაზარე
-
30
მისი სიგრძე დაახლოებით 351 კმ-ა. მასთან დაკავშირებულია მინგეჩაურის წყალსაცავი. სათავეს ახმეტის რაიონის სოფელ შენაქოსთან იღებს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადადის.
პასუხი: მდ. ალაზანი
-
40
იგი მდებარეობს თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით ჩრდილოდასავლეთ მიმართულებით და დუშეთიდან 5 კმ სამხრეთით. მაქსიმალური სიღრმე 7 მეტრია, ფართობი 1.22 კმ². მასთან ბრძოლა 1626 წელს თეიმურაზ I-სა და გიორგი სააკაძის ლაშქარს შორის მოხდა.
პასუხი: ბაზალეთის ტბა
-
50
ეს სახელი ქვია აიზეკ აზიმოვის მოკლე მოთხრობას, ასევე ბორის აკუნინის ნოველა, რომლის მიხედვითაც ამავე დასახელების ფილმი გაადიღეს 2002 წელს; ასევე კომპიუტერულ თამაშ “ტეკენ 6”-ის ერთერთი პერსონაჟს, უდაბნოს ყვითელთვალება დემონს.
პასუხი: აზაზელი(ო)
-
10
-
თემა 6: პლანეტები
-
10
ეს პლანეტა მზის სისტემაში უდიდესია და გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება. მისი თანამგზავრებია ევროპე, განიმედე, კალისტო, იო და სხვები. მისი მასა ორჯერ აღემატება მზის სისტემის სხვა პლანეტების ჯამურ მაჩვენებელს.
პასუხი: იუპიტერი
-
20
ეს პლანეტა ზომით მეორეა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. იუპიტერის მსგავსად ისიც გაზის გიგანტების ტიპს მიეკუთვნება. ამ პლანეტაზე შეინიშნება მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი ქარიშხლები. მისი ყველაზე უფრო დიდი თანამგზავრია ტიტანი.
პასუხი: სატურნი
-
30
მზის სისტემის ეს პლანეტა აღმოჩენილ იქნა უილიამ ჰერშელის მიერ 1781 წელის 13 მარტს. მისი კომპოზიტური შემადგენლობა განსხვავდება სატურნის და იუპიტერის შემადგენლობისგან, ამიტომ მას ზოგი მეცნიერი “ყინულის გიგანტთა” ტიპს აკუთვნებს. მას 27 თანამგზავრი ყავს. ყველაზე დიდებია ობერონი და ტიტანია. დაასახელეთ პლანეტა.
პასუხი: ურანი
-
40
უილიამ ლასელმა ნეპტუნის აღმოჩენიდან მე-7 დღეს მისი ყველაზე დიდი თანამგზავრიც აღმოაჩინა. ამ თანამგზავრს სახელი ეწოდა ბერძნულ მითოლოგიაში პოსეიდონის ვაჟის, ზღვის ერთ-ერთი ღმერთის სახელის მიხედვით. დაასახელეთ ეს თანამგზავრი.
პასუხი: ტრიტონი
-
50
დაასახელეთ 1877 წელს ასაპ ჰოლის მიერ აღმოჩენილი “შიშიც” და “ტერორიც”.
პასუხი: ფობოსი და დეიმოსი
-
10
თემები: ამერიკელი პოეტები, მატრიცული “კას”, ქვეყნის ტერიტორიული ერთეულები - ქვეყანა, ინდუიზმი, სამხედრო კონფლიქტები და დაპყრობები, საავტომობილო კომპანიები.
-
თემა 1: ამერიკელი პოეტები
-
20
დაიბადა ბოსტონში 1809 წელს. ადრე დაობლდა. იზრდებოდა რიჩმონდში. ჟურნალ-გაზეთებს რედაქტორობდა რიჩმონდში, ფილადელფიასა და ნიუ-იორკში. გატაცებული იყო მისტიკით. ბოდლერმა სიმბოლისტთა ბელადად აღიარა. გარდაიცვალა სიღატაკეში 1849 წელს. მისი სიკვდილი იდუმალებითაა მოცული
პასუხი: ედგარ ალან პო
-
40
დაიბადა 1819 წელს. ახალგაზრდობაში უამრავი პროფესია და სამუშაო ადგილი გამოიცვალა. 1855 წელს გამოვიდა მისი “ბალახის ფოთლები”, რომელსაც მწყრალად შეხვდა, როგორც იმდროინდელი კრიტიკა, ასევე მკითხველთა საზოგადოებაც. მხოლოდ ემერსონმა დაუჭირა მხარი. რამდენიმეჯერ გამოსცა თავისი ლექსები იმავე სათაურით. ამატებდა ახალ ლექსებს, ძველებს ცვლიდა ან ამუშავებდა. გარდაიცვალა 1892 წელს.
პასუხი: უოლტ უიტმენი
-
60
დაიბადა 1888 წელს მისურის შტატში. სწავლობდა ჰარვარდის, ოქსფორდისა და სორბონის უნივერსიტეტში. 1915 წელს გადმოსახლდა ინგლისში. 1922 წელს დააარსა ლიტერატურული ჟურნალი კრიტერიუმი. 1948 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ცნობილი იყო როგორც ავტორიტეტული კრიტიკოსი და ესეისტი. დიდი გავლენა იქონია თავისი დროის პოეტებზე როგორ პოეტმა, თეორეტიკოსმა და მოაზროვნემ. გარდაიცვალა 1965 წელს.
პასუხი: თომას სტერნზ ელიოტი
-
80
დაიბადა 1885 წელს აიდაჰოს შტატში. სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. იმოგზაურა იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ჯერ ამერიკული იმაჟიზმის ლიდერი იყო, მერე იტალიურ ფაშიზმს მიემხრო. მისი შემოქმედება გამოირჩევა უკიდურესი ინდივიდუალიზმით. ძნელი გასაშიფრია ბევრი მისი ლექსი.
პასუხი: ეზრა პაუნდი
-
100
დაიბადა პორტლენდში 1807 წელს იურისტის ოჯახსი. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. ბევრი პოეტური კრებულის ავტორია. დაწერილი აქვს რამდენიმე პოესაც ლექსად. მის შედევრად ითვლება პოემა “სიმღერა ჰაიავათაზე”, რომელიც ინდიელთა ფოლკლორულ მოტივებზეა დაწერილი. ილაშქრბდა მონობის წინააღმდეგ. გარდაიცვალა 1882 წელს.
პასუხი: ჰენრი უოდზუორთ ლონგფელო
-
20
-
თემა 2: მატრიცული “კას”
-
20
ინგლისის სამეფო დინასტია, პლანტაგენეტების სამეფო სახლის ერთ-ერთი შტო. ეს გვარი იყო ერთ-ერთი მონაწილე მხარე ვარდების ომში, იორკების დინასტიის წინააღმდეგ. მათი სიმბოლო იყო წითელი ვარდი.
პასუხი: ლანკასტერი
-
40
ქალაქი და ნავსადგური მაროკოს დასავლეთ სანაპიროზე, საქალაქო პრეფექტურა. ესპანურიდან ეს სახელწოდება ითარგმნება, როგორც “თეთრი სახლი”.
პასუხი: კასაბლანკა
-
60
ეს სიტყვა ლათინურიდან ითარგმნება, როგორც გაუქმება და აღნიშნავს სასამართლოს განაჩენის ან გადაწყვეტილების გასაჩივრებას და გადასინჯვას ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
პასუხი: კასაცია
-
80
ბერძნულ მითოლოგიაში ტროას მეფის, პრიამოსის ასული. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მისი სილამაზით მოხიბლულმა აპოლონმა ის წინასწარმეტყველების ნიჭით დააჯილდოვა, ხოლო შემდეგ დაწყევლა, რადგან ქალმა გრძნობაზე არ უპასუხა. ამ წყევლის გამო მას ყველა გიჟად თვლიდა და მის წინასწარმეტყველებებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. აღსანიშნავია, რომ ის ტროას ცხენის შესახებაც აფრთხილებდა ტროელებს, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. ფსიქოლოგიაში მისი სახელი ერთ-ერთ სინდრომს ქვია. ეს ტერმინი გამოიყენება მსგავს შემთხვევებში, როდესაც არ ხდება რეალური გაფრთხილების საზოგადოების მიერ სერიოზულად მიღება.
პასუხი: კასანდრა
-
100
აშშ–ის არმიის კავალერიის მეთაური ამერიკის სამოქალაქო ომში და ინდიელთა ომებში. ადრეული ასაკიდან დაწინაურებული ბრიგადირ–გენერლად, მოგვიანებით კი დაქვეითებული უფროს ლეიტენანტად. ის იყო ფიცხი და აგრესული მეთაური სამოქალაქო ომის მრავალ ბრძოლაში, სადაც სახელი გაითქვა როგორც გაბედულმა მოიერიშემ მოწინააღმდეგეთა საცხენოსნო პოზიციებზე. სამოქალაქო ომში ის მიჩიგანის ბრიგადას წინამძღოლობდა. დამარცხებულ და მოკლულ იქნა 1876 წლის 25 ივნისს ადგილობრივი ინდიელების ტომების კოალიციის წინააღმდეგ ლიტლ–ბიგჰორნის ბრძოლაში. ის არის განსახიერებული მრავალ კინოფილმში.
პასუხი: ჯორჯ არმსტრონგ კასტერი
-
20
-
თემა 3: ქვეყნის ტერიტორიული ერთეულები - ქვეყანა
-
20
კონაჰტი, ლენსტერი, მანსტერი, ოლსტერი
პასუხი: ირლანდია
-
40
მუსია, ლეონი, ესტრემადურა, არაგონი, ასტურია, გალისია, ნავარა
პასუხი: ესპანეთი
-
60
ტიურინგია, საქსონია, შლეზვინგჰალშტაინი, ჰესენი, ბადენ-ვიუტენბერგი
პასუხი: გერმანია
-
80
გლოსტერშირი, დარჰემი, დევონშირი, ეივონი, კემბრია, კენტი, ლანკაშირი, ნორფოლკი, სურეი
პასუხი: ინგლისი
-
100
ალგარვი, ალტუ-ალენტეჟუ, ბაიშუ-ალენტეჟუ, ბეირა-ალტა, ბეირა-ბაიშა, ბეირა-ლიტორალი, დორუ-ლიტორალი, ეშტრემადურა, მინიუ
პასუხი: პორტუგალია
-
20
-
თემა 4: ინდუიზმი
-
20
ეს ინდური ეპიკური პოემა დაახლობით ჩვ. წ.-მდე 300 წელს შეიქმნა სანსკრიტზე. შედგება 24 000. სტროფისა და 7 წიგნისაგან. მასში აღწერილია, თუ როგორ დაკარგა ტახტი სამეფო წარმოშობის ადამიანმა და როგორ გაიქცა ტყეში ცოლთან, სიტასთან და ნახევარძმა, ლაკსმანასთან ერთად 14 წლით. როცა მეფე დემონი სიტას შეიპყრობს ის ალიანსში შედის სუგრივასთან, მაიმუნების მეფესთან და ჰანუმანთან, მაიმუნების გენერალთან, რის შემდეგაც იბრუნებს სამეფოს.
პასუხი: რამაიანა
-
40
ინდუისტურ ფილოსოფიაში ეს არის ინდივიდის წარსული ქმედებების გავლენა მის მომავალ ცხოვრბასა და რეინკარნაციაზე. დაგროვილი მორალური ენერგია განსაზღვრევს ადამიანის ხასიათს მომავალ ცხოვრებაში. ასევე: კლასს, სტატუსსა და ადგილს. პროცესი ავტომატურია. ცხოვრებათა ჯაჭვში ადამიანს შეუძლია სრულყოფა და ბრაჰმას პოზიციის მიღწევა. ასევე შესაძლებელია, დეგრადაცია და ცხოველის ცხოვრებით დაბრუნება. ამის კონცეფცია არსებობს ასევე ბუდიზმშიც.
პასუხი: კარმა
-
60
ინდუიზმსა და ბუდიზმში ეს არის სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების დაუსრულებელი მონაცვლეობა. მიჩნეულია, რომ როგორც წესი მას დასასრული არ აქვს, თუმცა მისგან განთავისუფლება მაინც შეიძლება, როგროც ბუდიზმში (ნირვანა), ასევე ინდუიზმში (მოკშა). მისი დიაპაზონი უბრალო მწერიდან, ბოსტნეულიდან და მინერალიდან, უმაღლეს ღვთაებამდე, ბრაჰმამდე ვრცელდება.
პასუხი: სამსარა
-
80
ესაა ინკარნაცია, ტრანსფორმაცია, სულიერი და ხორციელი განსპეტაკების, სათნოებისა და კანონის (დჰარმას) ხსნის პროცესი, როცა ღმერთი ინარჩუნებს ღმერთის ძალასა და თვისებებს, მაგრამ ხდება ადამიანი ან რაიმე ცხოველის სახეს იღებს. ღვთაების ჩამოსვლა დედამიწაზე, ღმერთის გამოცხადება მოკვდავი ადამიანის ან ცხოველის სახით ინდუისტურ მითოლოგიასა და რელიგიაში. ასეთი გარდასახვა მაშინ ხდება, როცა კეთილს ბოროტი ემუქრება, კაცობრიობა გადაგვარების გზაზე დგება, სათნოება საფრთხეშია ან მორწმუნეთა დაცვაა საჭირო. ისინი დახასიათებულია მაჰაბჰარატაში, რამაიანაში და პურანებში.
პასუხი: ავატარი, ავატარა
-
100
ინდუიზმში ის არის სამყაროს მცველი და ბოროტ სულებთან მებრძოლი. იგი ერთ-ერთი უზენაესი ღვთაებაა. ჰყავს ბევრი ავატარი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანებია რამა, კრიშნა და ბუდა. მას როგორც წესი გამოსახავენ მრავალხელება მუქკანიან ღვთაებად. მისი ატრიბუტებია კომბალი, ფიალა, ნიჟარა და მშვილდი. ინდური ტრადიციით, მისი სახელი განიმარტება, როგორც “ყოვლისმომცველი” და “ყველაფერში შემღწევი”.
პასუხი: ვიშნუ
-
20
-
თემა 5: სამხედრო კონფლიქტები და დაპყრობები
-
20
იგი 1336 წ. დაუბადა ტრანიქსონიაში, დღევანდელი შაჰრისბზის, “მწვანე ქალაქის” ტერიტორიაზე. ისი დაპყრობები მიმდინარეობდა 1369-1405 ახლო აღმოსავლეთი, ინდოეთი, აზია, რუსეთი რამაც შეიწირა 7-დან 20 მლნ-მდე კაცი. მის მიერ დაარსებულმა დინასტიამ 1857 წლამდე გაძლო მოგოლების დინასტიის სახით ინდოეთში. იგი საქართველოსაც არაერთხელ შემოსევია.
პასუხი: თემურ ლენგი
-
40
ის ცნობილია ასევე როგორც “განთავისუფლების II ომი”. ეს ომი მიმდინარეობდა 1899-1902წწ აფრიკაში და ესმსხვერპლა დაახლოებით 28000 კაცი. დამარცხებლი მხარის მოსახლეობა საკონცენტრაციო ბანაკებში გაიგზავნა. ითვლება, რომ სწორედ აქ შეიქმნა პირველი საკონცენტრაციო ბანაკები. ომს შედეგად მოჰყვა “ვერენიგინგის ხელშეკრულება”, რომლის მიხედვითაც 2 სახელმწიფო იქნა შთანთქმული ბრიტანეთის იმპერიაში.
პასუხი: ბურების II ომი
-
60
იგი დაიბადა XV საუკუნეში ექსტრამადურაში, ესპანეთში. ცნობილია როგორც ლიმას დამაარსებელი და ინკების იმპერიის დამპყრობელი. მან დაატყვევა ინკების ბელადი ატაუალპა, რომელიც გათავისუფლების სანაცვლოდ შეჰპირდა, რომ მთელ ოთახს ოქროთი აუვსებდა. ბელადმა ეს პირობა შეასრულა, მაგრამ მაინც დასაჯა ის სიკვდილით. მხოლოდ იმ დატმობაზე წავიდა, რომ დაწვის ნაცვლად, რაც მას ელოდა, როგორც წარმართს, გაგუდვით მოკლა, ოღონდ ქრისტიანობის მიღების შემდეგ.
პასუხი: ფრანცისკო პისარო
-
80
იგი 1787 წელს დაიბადა სამხრეთ აფრიკაში. მისი დაპყრობები მიმდინარეობდა 1816-1828 და შეიწირა 2 მლნ-მდე ადამიანი. მისი მმართველობის ბოლოს ის მართავდა 250 000 ადამიანს და შეეძლო 50 000 მეომრის გამოყვანა. მას განსაკუთრებული საბრძოლო ტაქტიკის გამო “შავ ნაპოლეონს” ეძახდნენ. მოკლული იქნა ნახევარძმების, დინგანისა და მჰანგანას შეთქმულებსი შედეგად.
პასუხი: შაკას
-
100
ეს კონფლიქტი 2003 წ. დაიწყო აფრიკაში და ფაქტიურად დღემდე გრძელდება. მას ემსხვერპლა 200 000 – 400 000 კაცი და მოჰყვა 2,5 მლნ ადამიანის იძულებით გადაადგილება. კონფლიქტის მიზეზები უფრო ეთნიკურ და ტომობრივ ხასიათს ატარებს, ვიდრე რელიგიურს. კონფლიქტის ერთ მხარეს სუდანის სამხედრო ძალები და მილიცია, ხოლო მეორე მხარეს “სუდანის განმანთავისუფლებელი მოძრაობა” და “სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობა” დგას.
პასუხი: სუდანი, დარფურის კონფლიქტი
-
20
-
თემა 6: საავტომობილო კომპანიები
-
20
ეს კომპანია დაარსდა 1916 წელს ქალაქ მიუნხენხენში. იგი პირველად თვთმფრინავის ძრავებს აწარმოებდა. 1920 წელს გადაერთო მოტოციკლების ხოლო 1928 წელს ავტომობილების წარმოებაზე, თუმცა II მსოფლიო მოის დროს ისევ მიუბრუნდა ძველ წარმოებას, მაგრამ გერმანიის დამარცხების შემდეგ ისევ საავტომობილო წარმოებას მოჰკიდა ხელი. დაასახელეთ კომპანია.
პასუხი: ბე-ემ-ვე
-
40
ის ცნობილია როგორც საავიაციო ძრავებისა და ძვირადღირებული ავტომობილების ბრიტანული მარკა. მისი ძრავები გამოიყენებაL ბოინგში, ეარბასსა და ტუპოლევის თვითმფრინავებში. 1971 წელს მოხდა კომპანიის ნაციონალიზაცია გაკოტრების შედგეად, ხოლო 1987 წელს ისევ კერძო სექტორში გადავიდა.
პასუხი: როლს როისი
-
60
ეს კომპანია დაარსებულ იქნა 1947 წელს სეულსში. მისი ქარხანა ამერიკაშიც გაიხსნა ჯირჯიის შტატში, თუმცა ბოლო პერიოდში კონცენტრირებას ევროპულ ბაზარზე ახდენს. მისი მოდელებია: პიკანტო, რიო, ოპტიმა და სხვები. დაასახელეთ კომპანია.
პასუხი: კია
-
80
ეს კომპანია დაარსებულ იქნა 1947 წელს. მისი სათაო ოფისი ქალაქ მარანელოშია. კომპანიის პრეზიტენტი ლუკა კორდერო დი მონტეზემელოა. ფაინეშელ ტაიმსის 2007 წლის კვლევის შედეგად კომპანია დასაქმებულთათვის 100 საუკეთესო სამუშაო ადგილს შორის მოხვდა. კომპანიის საჯინიბო ასპარეზობს ფორმულა ერთის გათამაშებაშიც.
პასუხი: ფერარი
-
100
ეს კომპანია დაარსდა 1902 წლის 22 აგვისტოს ჰენრი ფორდის მიერ თავისი პარტნიორებიდან გამოყოფის მცდელობის შედეგად. დღეს კი იგი არის ჯენერალ მოტორსის ძვირადღირებული ავტომობილის ბრენდი. მისი მოდელებია: ალანტე, ბრუგჰემი, ელდორადო, იქს-ელ-ერი, ეს-ერ-იქსი, ესკალადი და სხვები. დაასახელეთ ბრენდი.
პასუხი: კადილაკი
-
20
თემები: გეოგრაფიული აღმოჩენები, რელიგია, მეცნიერული აღმოჩენები, II მსოფლიო ომი, ყველაფერი ყველაფერზე, გერმანული ქალაქები.
-
თემა 1: გეოგრაფიული აღმოჩენები
-
30
სწორედ მათ მიაღწიეს პირველად კანარის კუნძულებს ძვ. წ. აღ. IX ს-ში
პასუხი: ფინიკიელები
-
60
საიდან იყო ჰანონ მეზღვაური, რომელმაც ძვ. წ. აღ. V საუკუნეში იმოგზაურა აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ
პასუხი: კართაგენელი
-
90
მისი ფლოტის სარდალმა ნეარქოსმა იმოგზაურა ინდიდან ევფრატამდე ძვ. წ. აღ. 326-324 წლებში
პასუხი: ალექსანდრე მაკედონელი
-
120
ეს კუნძული 874 წელს აღმოაჩინა ინგოლფრ არნარსონმა
პასუხი: ისლანდია
-
150
მამამ აღმოაჩინა გრენლანდია, შვილმა კი პირველმა მიაღწია ჩრდ. ამერიკას. დაასახელეთ ორივე
პასუხი: ერიკ წითური (რაუდა) და ლეიფ ერიქსონი
-
30
-
თემა 2: რელიგია
-
30
კათოლიკური საეკლესიო ტიტული, რომელიც V საუკუნიდან ანიჭებდნენ მონასტრების წინამძღვრებს. კათოლიკური მამათა მონასტრის წინამძღვარი
პასუხი: აბატი
-
60
კათოლიკური დედათა მონასტრის წინამძღვარი
პასუხი: აბატისა
-
90
ასე ეწოდება ნაკურთხ წყალს ქრისტიანულ რელიგიაში
პასუხი: აიაზმა
-
120
უმაღლესი სასულიერო წოდება შიიტურ სექტაში
პასუხი: აიათოლა
-
150
ასე ეწოდებოდა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარს
პასუხი: ათეშგაჰი
-
30
-
თემა 3: მეცნიერული აღმოჩენები
-
30
ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი. ცხოვრობდა ძვ. წ. აღ. 570-490 წლებში. მან ჩამოაყალიბა პლანიმეტრიის საფუძვლები, მსგავსების თეორია და მართკუთხა სამკუთხედის გვერდების თანაფარდობის თეორემა.
პასუხი: პითაგორა სამოსელი
-
60
ელინიზმის ეპოქის მათემატიკოსი. ხშირად მოიაზრება, როგორც „გეომეტრიის მამა“. მისი ყველაზე მთავარი ნაშრომია „საწყისები“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახელმძღვანელოდ ითვლება მათემატიკის ისტორიაში. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძვ. ბერძნული მათემატიკის განვითარების ადრინდელ პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის შემდგომ განვითარებას. ეს ნაშრომი შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიის და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. მასში გეომეტრიულ ფიგურათა თვისებები განსაზღვრულია ხუთი აქსიომით, რამაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის აქსიომატიზაციას.
პასუხი: ევკლიდე
-
90
ახ. წ. აღ. II ს-ის ცნობილი ბერძენი ასტრონომი, ასტროლოგი, გეოგრაფი და მათემატიკოსი. მას ეკუთვნის სამყაროს გეოცენტრული მოდელი, რომელიც ფაქტიურად შეუცვლელი იყო XVI საუკუნემდე, სანამ კოპერნიკი სამყაროს ჰელიოცენტრულ მოდელს ჩამოაყალიბებდა.
პასუხი: პტოლემაიოსი
-
120
ეს რომაელი ექიმი მოღვაწეობდა ჩვ. წ. აღ. II საუკუნეში. მას ეკუთვნის მოძღვრება ტემპერამენტებზე, ადამიანის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური აღწერა. მასვე მიეწერება ზოგიერთი პრეპარატის შემოღება
პასუხი: გალენოსი
-
150
ამ ალექსანდრიელ ასტრონომზე ისტორიაში ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ცნობილია, რომ ის დაეხმარა იულიუს კეისარს კალენდრის რეფორმის გატარებაში.
პასუხი: სოზიგენე
-
30
-
თემა 4: II მსოფლიო ომი
-
30
1940 წ. 27 ივნისს სსრკ-მ ულტიმატუმის ნოტა გაუგზავნა რუმინეთს. მოითხოვა ბესარაბიის დაბრუნება, რომელიც 1918 წლამდე შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ჩრდილოეთ ბუკოვინა, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა რუსეთს. 28 ივნისს რუმინეთს გამოჰყავს ადმინისტრაცია ორივე ტერიტორიიდან, ხოლო 2 აგვისტოს შეიქმნა სწორედ ეს რესპუბლიკა.
პასუხი: მოლდოვის სსრ (მოლდოვა)
-
60
II მსოფლიო ომის დროს პირველად გერმანიის ტერიტორია, ქალაქ ოლავაში მდებარე ფაბრიკა სწორედ ამ ქვეყნის ბომბდამშენმა PZL. 23 დაბომბა.
პასუხი: პოლონეთი
-
90
სწორედ ამ 2 ტერიტორიის სხვა ტერიტორიებში გაცვლას სთხოვდა საბჭოთა კავშირი ფინეთს, რაზე უარის შემდეგაც 1939 წ-ის 30 აგვისტოს თავს დაესხა მას. დაასახელეთ ერთ-ერთი მაინც. (კარელია და ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო
პასუხი: კარელია და ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო (დღევანდელი პეჩენგა)
-
120
სწორედ ასე ერქვა საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად ფინეთში აგებულ სიმეგრეებისა და თხრილების ხაზს. ეწოდა ფინელი ჯარისკაცის სახელი, რომელიც მსახურობდა რუსეთის იმპერიის ჯარში 1889-1917 წწ. 1931-39წწ ეროვნული თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1939-40 და 1941-44 წწ ფინური სამხედრო ძალების მეთაური გახდა, ხოლო 1944-46 წწ ფინეთის პრეზიდენტი იყო.
პასუხი: მანერჰეიმის ხაზი
-
150
სწორედ ეს ადამიანი იყო ბულგარეთის მეფე 1943 წლის 28 აგვისტომდე. იგი ცნობილია იმით, რომ 1943 წელს გერმანელებს უარი უთხრა 50 000 ებრაელის გადაცემაზე. ასევე საბჭოთა კავშირსთვის ომის გამოცხადებაზე.
პასუხი: ბორის III
-
30
-
თემა 5: ყველაფერი ყველაფერზე
-
30
“ასე” ეწოდება ადამიანის იმ ფსიქიკურ თვისებას, რომელიც მისი ემოციური ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში და ფიზიოლოგიაში მიღებულია მისი ის ოთხი ძირითადი ტიპი, რომლებიც პირველად ჰიპოკრატეს მიერ იყო აღწერილი. ესენია: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური.
პასუხი: ტემპერამენტი
-
60
ასე ეწოდება ბანკიდან, ან სხვა ტიპის ორგანიზაციიდან ფულის გადაადგილებას ბრონირებული ავტომობილით დაცვის თანხლებით.
პასუხი: ინკასაცია
-
90
ქრისტიანული სექტა, პროტესტანტიზმის ერთ-ერთი სახე. ის წარმოიშვა როგორც რადიკალურ-პროტესტანტული მიმდინარეობა 1609 წელს ჰოლანდიაში ინგლისელ ემიგრანტ ინდეპენდენტებს შორის. მათი პირველი თემები 1611-1612 წლებში გაჩნდა ინგლისში, ხოლო 1639 ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისის კოლონიებში. მათი წარმოდგენით ადამიანის სულის ხსნა შეიძლება ქრისტეს პირადი რწმენით და საჭირო არაა ეკლესიის შუამდგომლობა. რწმენის ერთადერთ წყაროდ მათ "საღმრთო წერილი" მიაჩნიათ. ისინი უარყოფენ ხატებს, საეკლესიო საიდუმლოებებს, ზოგიერთ ქრისტიანულ დღესასწაულს, მოითხოვენ, რომ ადამიანი მოწიფულობისას მოინათლოს, უარყოფენ საეკლესიო იერარქიას, თუმცა თანამედროვეთა შორის ეკლესიის და სამღვდელოების როლი იზრდება. XIX საუკუნეში ეს მიმდინარეობა გავრცელდა ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. მათი ძირითადი მასა თავმოყრილია აშშ-ში.
პასუხი: ბაპტისტები
-
120
ეს დასახელება სათავეს 1973 წლის 23-28 აგვისტოს მომხდარის შემდეგ იღებს. სახელი შერქმეული იქნა შვედი კრიმინალისტისა და ფსიქიატრის ნილ ბეჟეროტის მიერ. ამ სინდრომის მაგალითებია: კოლინ სტანი, მილიონერი პეტი ჰერსი, ნატაშა კამპუში, შონ ჰორნბეკი, 14 წლის ელიზაბეტ სმარტი და სხვები. საქმე ეხება სინდრომს, როცა ადამიანს უყვარდება, ან უყალიბდება სიმპათიები ადამიანის მიმართ, რომელმაც იგი მძევლად აიყვანა.
პასუხი: სტოქჰოლმის სინდრომი
-
150
ასევე არსებობს სტოქჰოლმის სინდრომის მსგავსი სინდრომი, როცა გამტაცებელს უყვარდება, ან უყალიბდება სიმპათიები გატაცებულის, დატყვევებულის მიმართ. სახელი სინდრომმა 1996 წელს ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში იაპონიის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ შეიძინა. დაასახელეთ ეს სინდრომი
პასუხი: ლიმას სინდრომი
-
30
-
თემა 6: გერმანული ქალაქები
-
30
ქალაქი ცნობილია თავისი ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ეკონომიკით გერმანიაში. უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია გერმანულ ქლაქებს შორის. აქ არის ისეთი უმსხვილესი კომპანიების სათაო ოფისები, როგორებიცაა: ბე-ემ-ვე, მანი, სიმენსი, ალიანსი და სხვები. სწორედ ამ ქალაქშია მაქს პლანკის საზოგადოება. სწორედ ამ ქალაქში დაიბადნენ: ჰაინრიხ ჰიმლერი, ვასილი ლეონტიევი, ერნსტ, ოტო ფიშერი, ფრანც ბეკენბაუერი, მარკუს ბაბელი, ფილიპ ლამი და სხვები. დაასახელეთ ბავარიის ეს დედაქალაქი.
პასუხი: მიუნხენი
-
60
ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოედანი თბილისის მოედანია. ქალაქში არის საქმაოდ ცნობილი უნივერსიტეტი. იგი ახლოსაა ისეთ ქალაქებთან, როგორებიცაა: ლუქსემბურგი, ნანსი, მეტსი, კაიზერსლაუტერნი, კარლსრუე და მანჰეიმი. დაასახელეთ ზაარლანდის ეს დედაქალაქი.
პასუხი: ზაარბრიუკენი
-
90
აქ II მსოფლიო ომის შემდეგ გამარჯვებული მხარის დიდი კონფერენცია 1945 წ-ის 8 მაისს. ქალაქი მდებარეობს მდინარე ჰაველზე. იგი ცნობილი იყო როგორც პრუსიელიმეფეების რეზიდენცია 1918 წ-მდე. დაასახელეთ ბრანდენბურგის ეს დედაქალაქი.
პასუხი: პოტსდამი
-
120
იგი საქსონიის დედაქალაქია და II მსოფლიო ომის დროს ბრიტანული და ამერიკული საჰაერო ძალების მიერ სასტიკად იქნა დაბომბილი, თუმცა 1959,1961 და 1963 წლებში დაძმობილებულ იქნა ქოვენთრისთან, სანკტ-პეტერბურგთან და ვარშავასთან.
პასუხი: დრეზდენი
-
150
მის ტყუპის ცალ ქალაქებს შორისაა ჰიროსიმა და ლაიპციგი. იგი არის ქვემო საქსონიის დედაქალაქი. მისი დასახელების ქალაქები არსებობს: ონტარიოში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაიტონში, კანზასში, მერილენდში, პენსილვანიაში, ვირჯინიაში, ნიუ ჰემპშირსა და სხვა. სხვადასხვა დროს ამ ქალაქის მაცხოვრებლები იყვნენ: გერჰარდ შრიოდერი, გოტფრიდ ლაიბნიცი, თეოდორ ლესინგი და სხვები.
პასუხი: ჰანოვერი
-
30
-
თემა 1: თანამედროვე ამერიკული კინო
-
ამ ფილმის მთავარი პერსონაჟის გამოსახულება რამოდენიმეჯერ გაიელვებს 25-ე კადრში თვით ამ პერსონაჟის გამოჩენამდე.
დაასახელეთ აბსოლუტურად კონკრეტული რეალურად არსებულად ადამიანი, რომელიც ჩანს ამ კადრებში თუ მისი გამოჩენა შემთხვევითი სულაც არ არის.პასუხი: ბრედ პიტი
(ფილმში მებრძოლთა კლუბი ბრედ პიტის პერსონაჟი იყენებს 25-ე კადრის ტექნოლოგიას. ამიტომ ფილმში სიმბოლურად გააკეთეს ეს).
-
-
თემა 2: ჩინგიზ ყაენი
-
ჩინგიზ ყაენი ამბობდა: ის ძლიერია იმდენად, რამდენადაც ძლიერია ხალხი, რომელიც მას იცავს. დაასახელეთ ის.
პასუხი: ჩინეთის დიდი კედელი
-
- პაკეტის კომენტარები: