ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2019 © მიხაილ სავჩენკოვი
ჩაიწერეთ უზბეკური გამოცანა: ერთ სახლში ოთხი კარია. თითოეულ კართან სამი ქალწული დგას. თითოეულ ქალწულს სტუმრობს ოცდაათი ვაჟი. თითოეულ ვაჟს ხელში უჭირავს ხუთი თაიგული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას აღნიშნავს თითოეული თაიგული.
პასუხი: ნამაზს (ლოცვას) კომენტარი: სახლი - არის წელიწადი, კარი - წელიწადის დრო, ქალწულები - თვეები, ვაჟები - დღეები. უზბეკეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია, სადაც დღეში ხუთჯერ ლოცულუბენ. წყარო: А. Журинский. Загадки народов Востока. М.: «ОГИ», 2007, стр. 216. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2019პასუხი
-
შეკითხვა #2093 © ედუარდ გოლუბი
გერმანელი ავტომრბოლელის, სებასტიან ფეტელის უკანასკნელ გამარჯვებებზე საუბრისას აღინიშნა, რომ მას მადა გაეხსნა. შეკითხვის ავტორის აზრით ეს შეიძლება აიხსნას „დაავადებით“ (დაავადება ბრჭყალებში), რომელიც ერთი პროდუქტის დიდი რაოდენობით მოხმარებითაა გამოწვეული. ეს „დაავადება“ (ისევ ბრჭყალებში) შეგვიძლია მოვიხსენიოთ ნეოლოგიზმით, რომელიც რეალური დაავადებისთვის თავში სამი ასოს დამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: რედბულიმია კომენტარი: სებასტიან ფეტელი „რედ ბულის“ გუნდის ავტომრბოლელია. ბულიმია - ავადმყოფურად გაზრდილი მადაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2093პასუხი
-
შეკითხვა #2047 © მაქსიმ კარაჩუნი
Эстрада is (………..)
თქვენს წინაშეა თანამედროვე რუსი სატირიკოსის, ლიონ იზმაილოვის ავტობიოგრაფიული წიგნის სათაური, რომელშიც გამოტოვებულია ორი ინგლისური სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.პასუხი: My love კომენტარი: is my love ავტორიგ გვარის, იზმაილოვის გადათამაშებაა. წყარო: www.ozon.ru/context/detail/id/1549480/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2047პასუხი
-
შეკითხვა #2058 © ვლადიმერ საიაპინი
ფიფას გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება აზიის ერთ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით აღშფოთებულმა გერმანულმა გაზეთმა “Bild”-მა ეს ფაქტი მოიხსენია ნეოლოგიზმით, რომელიც ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვაში ერთი ასოს ჩამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: კატარსტროფა კომენტარი: კომენტარი: კატასტროფა + რ = კატარსტროფა. მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ტარდება. წყარო: www.bild.de/sport/fussball/fussball-international/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2058პასუხი
-
შეკითხვა #2048 © ვახო ელერდაშვილი
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრიტანელ მწერალს, არტურ კესტლერს ეს ხელს უშლიდა წერაში. ჟან მარტენ შარკომ გამოთქვა იდეა, რომ იმისთვის, რაც არტურ კესტლერს წერაში უშლიდა ხელს, მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელის საპატივსაცემოდ დაერქმიათ სახელი, ასეც მოიქცნენ. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოხსენებული ინგლისელის გვარი.
პასუხი: პარკინსონი კომენტარი: ეს არის პარკინსონის დაავადება, რომლითაც არტურ კესტლერი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო დაავადებული (დაავადება მას ხელს უშლიდა წერაში!). წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Болезнь_Паркинсона პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2048პასუხი
-
შეკითხვა #2067 © ვლადიმირ საიაპინი
გერმანელმა მუსიკოსმა, ვოლფგანგ ჰაიჰელმა აზიის ერთ ქვეყანაში მუსიკალური ტურნეს დასრულების შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ ჭეშმარიტად მეფური დახვედრა მოუწყვეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აზიის ეს ქვეყანა.
პასუხი: მონღოლეთი კომენტარი: კომენტარი: ვოლფგანგ ჰაიჰელი „Dschinghis Khan“-ის წევრია. წყარო: "Настроение", эфир от 17 февраля 2011 года. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2067პასუხი
-
შეკითხვა #2026 © კონსტანტინ სმოლი
თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ფრიდრიხ ნიცშე წერს, რომ ძველ კერპებს ადვილად ამსხვრევს და სამაგიეროდ არ ქმნის ახლებს, ვინაიდან კერპებს აქვთ იქსები. იქსები წარმოადგენს 1996 წელს გამოცემული რომანის სათაურს, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ებრძვიან გოლემთა მეფეს. დაასახელეთ იქსები ორი სიტყვით.
პასუხი: თიხის ფეხები კომენტარი: „თიხის ფეხები“, ან „თიხის ტერფები“ (Feet of Clay) ტერი პრეტჩეტის ნაწარმოებია. გოლემი თიხისგან შექმნილი არსებაა. წყარო:- Ф. Ницше, «Ecce Homo», Минск, Харвест, 2003, стр. 334
- www.tatsel.ru/diskworld/
პასუხი
-
შეკითხვა #2031 © მაქსიმ კარაჩუნი
ერთი თანამედროვე ხუმრობის თანახმად იქსის საბავშვო ვერსიაში წერია, რომ თოვლის პაპა არ არსებობს და რომ ბავშვები ყარყატებს არ მოყავთ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ხუთი ასოა გამოტოვებული შეკითხვაში?
პასუხი: ვიკილ კომენტარი: ეს არის ვიკილიქსის ბავშვებისათვის, რომელიც ყველა საიდუმლოს გათქვამს. წყარო: www.anekdot.ru/id/484261/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2031პასუხი
-
შეკითხვა #2024 © კონსტანტინ სმოლი
ვუდი ალენის ფილმში ირონიული კინოპერსონაჟი სვამს შეკითხვას ნეტა რამდენს იღებდა იქსი წიგნის თაროების გაკეთებაში? ჯონ სტეინბეკის პერსონაჟი კი ახსენებს იგრეკს, როდესაც ხედავს გაჩერებულ საათს. გაითვალისწინეთ, რომ იქსი და იგრეკი სეხნიები არიან და დაასახელეთ ორივე.
პასუხი: იესო ქრისტე და იესო ნავე კომენტარი: სახარებიდან ცნობილია, რომ იესო ქრისტე დურგალი იყო, იესუ ნავემ კი გააჩერა მზე, რის შემდეგაც დრო გაჩერდა. წყარო:- Фильм В. Аллена «Любовь и смерть»
- lib.ru/STEJNBEK/winter.txt
პასუხი
-
შეკითხვა #2077 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ეკონომიკის მიმართ ლიბერალური მიდგომის კრიტიკისას სიუზენ ჯორჯმა თქვა, რომ ის ყბაში მოხვდება ყველას, ვინც მას ბრმად ენდობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ „ის“ ორი სიტყვით.
პასუხი: უხილავი ხელი კომენტარი: ადამ სმიტს ეკუთვნის ტერმინი „ბაზრის უხილავი ხელი“, რომლის თანახმადაც ერთეული პიროვნება ცდილობს რა საკუთარი გამორჩენის მაქსიმიზაციას, ამით საზოგადოების საკეთილდღეოდ მოქმედებს ბაზრის უხილავი ხელის საშუალებით. წყარო: Д.Г. Байрон. Дон-Жуан. Любое издание პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2077პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

