მოაზროვნე.net - ახალი შეკითხვები

შეკითხვა #2008
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მეცამეტე საუკუნეში მცხოვრებმა მოხუცმა მეშუშემ, ფლორენციელმ ასალვინო დელიარმატიმ ერთი შემთხვევის შემდეგ სრულიად ახლებურად შეხედა სამყაროს. მის საფლავზე წერია, რომ სალვინო პირველია, ვინც ეს დაამზადა. დაასახელეთეს.

პასუხი →

შეკითხვა #2007
სარეკლამო პოსტერი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ, ეკუთვნის ერთ ესპანურ ბრენდს. მას სულ ცოტა ხნის წინ 50 წელი შეუსრულდა. რა ბრენდზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #2006
როგორც ალექსანდრ გენისი წერს, ამ ადამიანს, რომელიც განათლებით მხატვარი იყო, ცნობა ცოლის გარდაცვალების შესახებ ორი კვირის დაგვიანებით მიუვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რის გამო მიიღო მან დიდი ფულადი პრემია ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მეცხრამეტე საუკუნის შუაში?

პასუხი →

შეკითხვა #2005
იქსს შებრტყელებული სხეული და მომრგვალებული თავი აქვს. აგრეთვე - წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი და ძლიერი უკანა ფეხები. იგრეკს კი სამი წყვილი კიდური აქვს და საშუალოდ 45-60 დღეს ცოცხლობს. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი →

შეკითხვა #2004
კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური.

პასუხი →

შეკითხვა #2003
ამ სიაში შეხვდებით ოცზე მეტ იურისტს, რამდენიმე ფერმერს, რამდენიმე დიპლომატს და თითო-თითო შერიფსა და მსახიობს. რა სიაზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #2002
გასული საუკუნის დასაწყისში შეყვარებულმა წყვილებმა თავისებური საიდუმლო „ენა“ გამოიგონეს, რომელიც მათ ეხმარებოდა მიმოწერის დროს სხვებისგან დაფარულად გადაეცათ ერთმანეთისთვის რაიმე სახის ცნობები. მაგალითად, თუ „ფრანკი“ გადახრილი იყო ჰორიზონტალურად მარცხნივ, ეს ნიშნავდა კი-ს. თუკი მარჯვნივ - ეს ნიშნავდა არას. თუკი ის ოდნავ იყო გადახრილი მარჯვნივ, ეს ნიშნავდა „მე შენ მიყვარხარ“ და ა.შ. რა შევცვალეთ ჩვენ ფრანკით?

პასუხი →

შეკითხვა #2001
კითხვის ავტორმა შენიშნა, რომ პითაგორას ხსენებისას როგორც წესი სამკუთხედზე ვფიქრობთ, თუმცა ზოგიერთს შეიძლება ჰამილტონიც გაახსენდეს. რა შევცალეთ სიტყვით პითაგორა?

პასუხი →

შეკითხვა #2000
სტატიაში, რომელიც რობოტების ფსიქოლოგიას ეხებოდა, გამოტანილი იყო ეს ილუსტრაცია და წარწერა, რომელიც 1966 წელს გამოსული ფილმის სათაურს ემთხვევა. დაწერეთ ამ ფილმის სათაური.

პასუხი →

შეკითხვა #1999
მოისმინეთ ჩინური გამოცანა: „გრძელფეხება სტვირზე უკრავს და ოთახში შეიპარა, მას წითელი ღვინის გასინჯვა სურს“. ვისზე ან რაზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #1998
„ოჰო, რა მძიმე ყოფილა!“. „გამარჯობა, სიმპათიური ყოფილხარ“. „ნუ ტირი, ჯულიეტა“. „ალბათ მისგან საყურეებს დავამზადებ“. მიხვდით, თუ სად წარმოითქვა ზემოთ მოყვანილი რეპლიკები და გვითხარით, თუ ვისგან ან რისგან აპირებდნენ საყურეების დამზადებას.

პასუხი →

შეკითხვა #1997
კომპანია Sanyo-ს სახელწოდება ითარგმნება როგორც სამი იქსი, რაც კომპანიის დიდ ამბიციებზე და მსოფლიო ბაზრის დაპყრობის სურვილზე მიანიშნებს. თუ სიტყვა იქსს ინგლისურად ვთარგმნით, მივიღებთ ერთი პერსონაჟის გვარს, რომელსაც საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს. დაწერეთ იქსი ქართულად ან ინგლისურად.

პასუხი →

შეკითხვა #1996
სტივენ ჰოკინგმა, ყვებოდა რა პტოლემეუსისეული სამყაროს მოდელის შესახებ, რომელიც 8 სხვადასხვა მოცულობის მქონე სფეროსგან შედგება, ახსენა იქსები. დასავლეთმა იქსები გაიცნო 1900 წელს, პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე. დაასახელეთ იქსები.

პასუხი →

შეკითხვა #1995
ზოგიერთი მედიკოსის აზრით იქსი თავისტკივილს აყუჩებს, ხსნის სტრესს და ხელს უშლის კარიესის ჩამოყალიბებას. ოციოდე წლის წინ გაერომ მისი საერთაშორისო დღეც კი შემოიღო. მონრო ამბობდა, რომ კარგი იქსი აუცილებლად იმსახურებს მეორე იქსს. დაასახელეთ იქსი.

პასუხი →

შეკითხვა #1994
ღამის პეპლების უმეტესობა თავისებური ქურქი „აცვია“. რა არსებისგან თავდასაცავადაა განკუთვნილი ეს ქურქი?

პასუხი →

შეკითხვა #1993
აშშ-ს ჯარში მათი შეყვანა სანიტარულმა კომისიამ მოითხოვა ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროს, რადგან „ერთი გამოცდილი ის ათ ექიმს უდრის“. ერთ ცნობილ ფილმში ფლოტში მომსახურე ერთ-ერთი მათგანი მთელ ქალაქს გადაარჩენს ატომური აფეთქებისგან. ვისზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #1992
რომელი „განმათავისუფლებლის“ სახელს ატარებს ჰოლანდიაში მდებარე ეს ხიდი?

პასუხი →

შეკითხვა #1991
ტოლკინის „ჰობიტში“ აღწერილია ერთი ჰობიტისა და გობლინთა მეთაურის ბრძოლა. ჰობიტმა კომბლის ერთი დარტყმით წააცალა თავი მოწინააღმდეგეს. თავმა რამდენიმე ასეული იარდი გაირბინა და ბოლოს კურდღლის სოროში ჩავარდა. რა შეიქმნა ასე ტოლკინის თანახმად?

პასუხი →

შეკითხვა #1990
აღმოჩნდა, რომ რუსეთში ხუთი იქსია, ჩინეთში - ოთხი. პოლონეთში - 3, ინდოეთში - 2,  დაასახელეთ ყველაზე ცნობილი იქსი, თუკი გეტყვით, რომ მისი მშენებლობა მეთორმეტე საუკუნეში დაიწყო.

პასუხი →

შეკითხვა #1989
ჟურნალი „Наука и жизнь“ გვთავაზობს მარტივად, ორი მობილური ტელეფონის გამოყენებით დავადგინოთ, უსაფრთხოა თუ არა იქსი. „მოათავსეთ ერთი მობილური იქსის შიგნით და დარეკეთ მასზე მეორე ტელეფონით. თუკი ზარი გავიდა, ესეიგი თქვენი იქსი უსაფრთხო არაა და გამოსხივებას ატარებს.“ დაგვისახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, ორი სიტყვით, თუ რა არის იქსი.

პასუხი →

შეკითხვა #1988
არსებობს სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება დროისა და სივრცის აღქმის დარღვევა, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის უნარის დაკარგვა, არასწორად აღიქვამს საგნების ზომებს, აქვს ჰალუცინაციები. ამ სინდრომის დასახელებაში ფიგურირებს 1865 წელს შექმნილი პერსონაჟის სახელი. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

პასუხი →

შეკითხვა #1987
მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს მონუმენტი, რომელზეც გამოსახულია ბელარუსიის რუკა და წარწერა „0 კილომეტრი“. ამ მონუმენტს ხშირად უწოდებენ ბელარუსიის იქსს. გვითხარით, რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ იქსით, თუკი გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი  ლათინური წარმომავლობისაა?

პასუხი →

შეკითხვა #1986
ტანკი „Mark I“ - პირველი ტანკი იყო, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენეს. მიუხედავად მრავალი ნაკლისა, მან სწრაფად დაამტკიცა ახალი ტექნოლოგიების უპირატესობა. მას ტყვიების წვიმა არ აშინებდა და საიმედოდ იცავდა ეკიპაჟს. ამ ტანკის თავისებურებას წარმოადგენდა მცირე ზომის ნახვრეტი ჯავშანში, რომლის მეშვეობითაც მყარდებოდა კავშირი შტაბთან. რა სახის კავშირზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #1985
თქვენს წინაშეა 1992 წელს გამოსული ფილმის პოსტერი. დაწერეთ ფილმის სახელწოდება.

პასუხი →

შეკითხვა #1984
წიგნში „პორი ჰატერი“, რომელიც ჰარი პოტერის პაროდიას წარმოადგენს, გხვდება ორგანიზაცია ინგლიშ-დიუმი. რომელ რეალურ ორგანიზაციას შეესაბამება ის?

პასუხი →

შეკითხვა #1983
ვიკიპედიის თანახმად, რეფორმაციის პერიოდში ამ ცერემონიამ დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა. „ნათლიების“ როლის შესრულება დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ნაკურთხი წყლის ნაცვლად კი დაიწყეს სიდრის გამოყენება. ცერემონიის დასასრული წააგავს მოსანათლის ჩაშვებას ემბაზში. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, რა ცერემონიაზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #1982
ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენდ სპენსერი მოდიფიცირებული იქსების გამოყენებაში დააანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე იქსები დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ იქსი.

პასუხი →

შეკითხვა #1981
ესპანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლური სასმელები დადებითად მოქმედებს იქსზე. ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ჟურნალში შეიძლება წაწყდომოდით რამდენიმე რჩევას იქსის გასალღობად. ორი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი →

შეკითხვა #1980
1759  წელს ბრიტანელმა კორსარებმა ხელში ჩაიგდეს ესპანური ხომალდი, რომელიც ამერიკიდან მოემართებოდა. ბრიტანელებმა გემზე ნაპოვნი მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს, რადგან თხის ექსკრემენტად ჩათვალეს. რა იყო სინამდვილეში ხომალდის ტვირთი?

პასუხი →

შეკითხვა #1979
ქალაქ ფილადელფიაში შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აიკრძალა გარკვეული ქმედება და მრავალ მცირე ბიზნესის მფლობელს საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. ერთ-ერთგაზეთში ირონიულად აღნიშნავდნენ, რომ
„ბიზნესმენები“  წინასწარ ვერც კი წარმოიდგენდნენ  გადაწყვეტილებას. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რასახის საქმიანობა აიკრძალა ფილადელფიაში.

პასუხი →

შეკითხვა #1978
რამდენიმე ათწლეულის წინ ერთ-ერთ ევროპულ დედაქალაქში ერთი კონკრეტული მიზნისთვის ადამიანები იყენებდნენ დელტაპლანს, გვირაბებს, საჰაერო ბურთებს, ბულდოზერს და სარეცხის გასაფენ თოკსაც კი. რომელ ქალაქში ხდებოდა ეს?

პასუხი →

შეკითხვა #1977
დაწერეთ ორსიტყვიანი ფრაზეოლოგიზმი, რომლითაც დასათაურებულია ეს ნახატი.

პასუხი →

შეკითხვა #1976
ერთ-ერთი საინფორმაციო საიტი იუწყებოდა, რომ დედამიწას კიდევ ერთხელ შეესივნენ მარსელები. დედამიწის მმართველები მშვიდად არიან და წინა შემთხვევისგან განსხვავებით ამჯერად არა მუსიკოსს, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს მიმართავენ. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვებით „დედამიწა“ და „მარსელები“.

პასუხი →

შეკითხვა #1975
მოსამართლე კასპარ ჰელერის განაჩენი სასტიკი იყო: „ქალაქიდან განდევნა ან სიკვდილი.“ მაგრამ მათ სულაც არ შეშინებიათ და სულ მალე მოსამართლის მანტია და ქუდი შეჭამეს. გვითხარით, ვისზე ან რაზეა საუბარი, თუკი გეტყვით, რომ მოქმედება ჰამელნში ხდებოდა.

პასუხი →

შეკითხვა #1974
მეჩვიდმეტე საუკუნეში სემიუელ პაიპისმა ჩაატარა ცდა: კატას დაალევინა გარკვეული სახის ზეთი, რის შედეგადაც კატა გარდაიცვალა. პაიპისმა სცადა სამეფო ოჯახის გაფრთხილება, მაგრამ მას ყური არ ათხოვეს. შეიძლება ითქვას, რომ კატა იყო სხვა ცხოველის წინამორბედი. დაასახელეთ ეს ცხოველი.

პასუხი →

შეკითხვა #1973
კრიტიკოს უორენ მონტაგის აზრით მეორე ნაწარმოები, რომელიც ლონდონში მცხოვრებმა ექიმმა დაწერა, იყო პასუხი პირველ ნაწარმოებზე, რომელიც კრეიცნერების გვარიდან გამოსულმა არშემდგარმა ადვოკატმა დაწერა. დაასახელეთ ორივე ნაწარმოების ორივე მთავარი პერსონაჟი, თუკი გეტყვით, რომ ორივე მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში დაიბეჭდა.

პასუხი →

შეკითხვა #1972
პორტუგალიამ გააკეთა ეს 1982 წელს, ჩინეთმა კი - 1946 წელს. პორტუგალიის ყოფილ კოლონიას, მაკაოს, ეს არ გაუკეთებია, რითიც აიხსნება მაკაოსა და ჩინეთის დამაკავშირებელი ლოტოსის ხიდის უცნაური ფორმა. მაშ რა გააკეთეს პორტუგალიამ და ჩინეთმა?

პასუხი →

შეკითხვა #1971
სტივენ ფრაი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ვეღარ აწარმოებდნენ იქსს, გადავიდნენ იქსის წარმოების სხვა ხერხზე და ალტერნატიული ნედლეულის გამოყენება დაიწყეს. თავიდან ისინი შიშობდნენ, რომ მიღებული პროდუქტი შედარებით უხარისხო და წითელი შეფერილობის  იქნებოდა, თუმცა მათი შიში უსაფუძვლო გამოდგა. რის დამზადებაზეა საუბარი?

პასუხი →

შეკითხვა #1970
წიგნის „ადგილის გენიოსები“ მეათე თავი ეძღვნება მარიო პიუზოს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ 1863 წელს დაბადებული ნორვეგიელი, რომელსაც ეძღვნება იმავე წიგნის მეთოთხმეტე თავი.

პასუხი →

შეკითხვა #1969
მსახიობი უილ სმიტი ბარაკ ობამას პოპულარობის შესახებ ამბობდა: „ჯერ კიდევ მიკი მაუსიდან მოყოლებული უყვართ ამერიკელებს იქსები. შემდეგ გაჩნდნენ გუფი და დამბოც. ამერიკელებს უყვართ იქსები.“ გვითხარით, რა არის იქსი, თუკი გეტყვით, რომ შესაძლებელია იქსებამდე შეყვარება.

პასუხი →

შეკითხვა #1968
ძველ საბერძნეთში ბედისწერის ქალღმერთებს უწოდებდნენ მოირებს, რომში - პარკებს. სკანდინავიურ მითოლოგიაში მათ შეესაბამებოდნენ ნორნები. მათ ერქვათ ურდი, ვერდანდი და სკულდი. ურდი მოხუცები დედაბერი იყო, ვერდანდი - შუახნის ქალბატონი, სკულდი კი - ახალგაზრდა გოგონა. 1 წუთის შემდეგ გვითარგმნეთ მათი სახელები ქართულად.

პასუხი →

შეკითხვა #1967
ერთი პოპულარული იაპონური მანგას (კომიქსის) მთავარ პერსონაჟებს მოზარდი გოგონები წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფერის უნიფორმა აქვს. ერთ მათგანს, წითლებში გამოწყობილ გოგონას, ჰყავს ორი ფრინველი. გვითხარით მათი სახელები.

პასუხი →

შეკითხვა #1966
ცოტა ხნის წინ ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გაიხსნა მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის შეხვდებით რეაქტიულ სკუტერს, მოტოციკლს ვერტმფრენის ტურბინებით, ვერტმფრენისა და თოვლმავალის ჰიბრიდს, შავ ვოლგასა და ტანკ T-55-ს. ერთი წუთის შემდეგ გვითხარით ვის ეძღვნება ეს მუზეუმი.

პასუხი →

შეკითხვა #1965
ერთი საინფორმაციო პორტალის დასახელება, რომელიც ინტერნეტის უახლეს ამბებს ეხება, შედგება ერთი სიმბოლოსა და ერთი ციფრისგან. აღადგინეთ ეს სახელწოდება.

პასუხი →

შეკითხვა #1964
თავის ტკივილი პორტუგალიაში 1867 წელს გააუქმეს, გფრ-ში - 1949 წელს, ინგლისში - 1969 წელს, საფრანგეთში კი - მისი გაუქმების პროცესი 2007 წლის 20 თებერვალს დასრულდა. რა ორი სიტყვა შევცვალეთ ჩვენ თავის ტკივილით?

პასუხი →

შეკითხვა #1963
ლუკრეციუსი წერდა, რომ შეუძლებელია არსებობდნენ „სფინქსები“, რადგან „ქვედა“ უფრო სწრაფად დაბერდებოდა, ვიდრე „ზედა“. არ გეკითხებით რა შევცვალეთ სიტყვებით „ქვედა“ და „ზედა“. რა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით სფინქსი?

პასუხი →

შეკითხვა #1962
ბევრ ქვეყანაში არსებობს ტრადიცია გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ ბიჭის კაცად შერაცხვისა, რაც დაახლოებით 13-14 წლის ასაკში ხდება. თუმცა 1912 წელს ბრიტანეთის კუთვნილ მცირე ტერიტორიაზე კაცად შერაცხეს ყველა ბიჭი, რომელიც 8 წელზე უფროსი იყო. ამას ბიჭებისთვის ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ აბსოლიტურად ზუსტად, თუ სად მოხდა ეს ფაქტი.

პასუხი →

შეკითხვა #1961
სპეციალურ მიკროლინზებს წინასწარ დამზადებულ გამოსახულებაზე ამაგრებენ. ლინზების მიზანია მათ ზედაპირზე მოხვედრილი სინათლის სხივი იმავე მიმართულებით აისხლიტონ უკან. ჩვეულებრივ კი ნივთები სხვადასხვა მიმართულებით ფანტავენ სხივებს. ამ ტექნოლოგიის მასობრივი გამოყენება გასული საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ონტარიოში 5 ათასი იქსი დაამონტაჟეს. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი →

შეკითხვა #1960
ამ ქვეყანას ზოგიერთი ტურისტი მოიხსენიებს, როგორც Never Ending Peace and Love. ჩვენ არ გეკითხებით, რა ქვეყანაზეა საუბარი. დაასახელეთ ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობა.

პასუხი →

შეკითხვა #1959
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი არ მდებარეობს ზღვის პირას, მისი ძველი სახელწოდება, რომელიც ძვ.წ-ით მესამე საუკუნეში დაარქვეს კელტებმა, ნიშნავს ღუზას. ამჟამად ამ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას არც კელტები და არც ინდო-ევროპელები არ შეადგენენ, მისი სახელი კი ოდნავ შეიცვალა.  რომელ ქალაქზეა საუბარი?

პასუხი →