პაკეტი #3

შესარჩევი ტური. ავტორები: სოსო ბერიკაშვილი და მიშა სესიაშვილი. 2008 წელი.
რაუნდი 1
თემები: ტენისი, 20 სექტემბერი, მატრიცული „სირ“, რუსეთ საქართველოს ომი, მანქანა - ქალაქი, სადაც იგი იწყობა, ქართული ბიზნესი.
  • თემა 1: ტენისი
    • 10

      ეს ადამიანი არის ATP-ს რეიტინგის პირველი ნომერი

      პასუხი: რაფაელ ნადალი

    • 20

      იგი არის დღეისათვის საუკეთესო ქართველი ქალი ჩოგბურთელი ყველა რეიტინგის მიხედვით.

      პასუხი: ანა ტატიშვილი

    • 30

      რამდენი არგენტინელი ჩოგბურთელია ATP-ს რეიტინგის პირველ ათეულში?

      პასუხი: 2

    • 40

      ამ ქვეყნის წარმომადგენელია პატრიკ რაფტერი, რომელსაც საინტერესო რეკორდი ეკუთვნის, იგი მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

      პასუხი: ავსტრალია

    • 50

      კონგოური წარმოშობის ამ ფრანგმა ჩოგბურთელმა სულ ცოტა ხნის წინ ტაილანდის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარიერაში პირველი ATP Tour-ის ტიტული მოიპოვა.

      პასუხი: ჟილ ვილფრედ ცონგა

  • თემა 2: 20 სექტემბერი
    • 10

      ამ დღეს აღნიშნავს დამოუკიდებლობას ერთერთი არაღიარებული რესპუბლიკა

      პასუხი: სამხრეთ ოსეთი

    • 20

      ეს იმპერია დაეცა 1979 წლის 20 სექტემბერს, იმპერატორი ჯერ კოტ დ’ივუარში გაიქცა, სადაც ოთხი წელი ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთში. რამდენიმე წლის შემდეგ სამშობლოშიც დაბრუნდა, სადაც დააპატიმრეს.

      პასუხი: ცენტრალური აფრიკის იმპერია

    • 30

      1881 წელს მოხდა აშშ-ის 21-ე პრეზიდენტის ჩესტერ ალან არტურის ინაუგურაცია, ამის მიზეზი კი მისი წინამორბედი პრეზიდენტის მკვლელობა გახდა დაასახელეთ ეს პრეზიდენტი.

      პასუხი: გარფილდი

    • 40

      ის დაიბადა 1934 წლის ოც სექტემბერს რომში, რეჯინა მარგერიტას კლინიკაში, მისმა მშობლებმა ოჯახის შექმნა ვერ მოახერხეს და დედამისი იძულებული გახდა, ის და მისი და მარია მამასთან, პოზუოლიში ნეაპოლის მახლობლად გადაეყვანა. ცნობილია, რომ ეს ადამიანი „ნაპოლის“ მხურვალე გულშემატკივარია და როცა ნაპოლი „Serie B“-ში გავარდა, თქვა, რომ თუ ნაპოლი „Serie A“-ში დაბრუნდებოდა, ის სტრიპტიზს შეასრულებდა. ნაპოლი „Serie A“-ში დაბრუნდა მაგრამ მას პირობა არ შეუსრულებია

      პასუხი: სოფი ლორენი

    • 50

      ეს კოლუმბიელი ავტოპილოტი დაიბადა 1975 წლის 20 სექტემბერს, მისი დებიუტი ფორმულა ერთში „ბმვ-უილიამსის“ შემადგენლობაში შედგა 2001 წლის სეზონში ავსტრალიის გრან-პრიზე.

      პასუხი: ხუან-პაბლო მონტოია

  • თემა 3: მატრიცული „სირ“
    • 10

      ასე მიმართავდნენ მეფეებს საფრანგეთში.

      პასუხი: სირ

    • 20

      უზბეკეთის ეს ოლქი განლაგებულია ამავე სახელწოდების მდინარის მარცხენა მხარეს. ადმინისტრაციული ცენტრია გულისტანი.

      პასუხი: სირ დარია

    • 30

      ეს ცნობილი ფრანგი დრამატურგი და დუელიანტი ცნობილია თავისი დიდი ცხვირით.

      პასუხი: სირანო დე ბერჟერაკი

    • 40

      ეს სოფელი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ხობის რაიონში.

      პასუხი: ნოსირი

    • 50

      „ვიწრო და წურილი ჩაფარიში ოქრომკერდისა“ ასე აქვს ეს სიტყვა ნიკო ჩუბინაშვილს განმარტებული თავის ლექსიკონში.

      პასუხი: სირიფი

  • თემა 4: რუსეთ საქართველოს ომი
    • 10

      ეს ქართველი ჟურნალისტი და “ტიბიროკის” მოთამაშე ხელში დაიჭრა ცხინვალში მომხდარი ინციდენტისას და რუსული საჯარისო სამედიცინო ჯგუფის მიერ გადაყვანილი იქნა ვლადიკავკაზში.

      პასუხი: თემურ კიღურაძე

    • 20

      ოსი სეპარატისტების მიერ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის” შემდეგ სწორედ ასე ეწოდა ახალგორს (რა თქმა უნდა ოსების მიერ)

      პასუხი: ლენინგორი

    • 30

      ომის დასრულების შემდეგ სწორედ ეს ევროპელი დიპლომატი გამოვიდა ანტირუსული კოალიციის შექმნის ინიციატივით, ხოლო ბატონ ლავროვისგან მეტად “დელიკატური” შენიშვნა მიიღო.

      პასუხი: დევიდ მილიბენდი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    • 40

      სწორედ ეს გენერალი მეთაურობს ამჟამად 58-ე არმიას, ქართულ არმიასთან შეტაკების შედეგად იგი უმძიმესად დაიჭრა.

      პასუხი: ხრულოვი

    • 50

      წარსულში სწორედ ეს ოდიოზური გენერალი არაფორმალურად აკონტროლებდა იმავე 58-ე არმიას. იგი 2002 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.

      პასუხი: ლებედი

  • თემა 5: მანქანა - ქალაქი, სადაც იგი იწყობა
    • 10

      ლადა

      პასუხი: ტოლიატი

    • 20

      პორშე

      პასუხი: შტუტგარტი

    • 30

      კადილაკი

      პასუხი: დეტროიტი

    • 40

      ალფა რომეო

      პასუხი: მილანი (თავიდან ნეაპოლი იყო, მაგრამ არ ითვლება)

    • 50

      როლს როისი

      პასუხი: ქრიუ (თავიდან აქ მანჩესტერი იყო, მაგრამ არ ითვლება)

  • თემა 6: ქართული ბიზნესი
    • 10

      ამ კომპანიის აბრევიატურა ინგლისურიდან იშიფრება როგორც თბილისის ბიზნეს ცენტრი

      პასუხი: თიბისი

    • 20

      ეს ამერიკულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფი ფლობს მერიოტების სასტუმროების ქსელს თბილიში

      პასუხი: ჯი-ემ-თი ჯგუფი

    • 30

      ამ სიტყვათშეთანხმებით მონათლა გია მაისაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის ეკონომიკური კურსი.

      პასუხი: უაუ ეკონომიკა

    • 40

      ეს კომპანიაა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გენერალური სპონსორი

      პასუხი: მადნეული

    • 50

      ხოლო ეს კომპანია ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის გენერალური სპონსორია

      პასუხი: ვისოლი

რაუნდი 2
თემები: მათემატიკა, ცნობილი იტალიელები, პოლიტიკა, ქართული ტელევიზიები, 11, მატრიცული “კარ”.
  • თემა 1: მათემატიკა
    • 20

      თუ რიცხვს ჯერ გავზრდით 20 პროცენტით და შემდეგ შევამცირებთ 20 პრეცენტით, რამდენი პროცენტით შეიცვლება მისი მნიშვნელობა და რა მიმართულებით?

      პასუხი: ოთხი პროცენტით შემცირდება

    • 40

      ეს ტერმინი წარმოიშვა არაბული სიტყვისგან, რომელიც გვხვდება სპარსელი მათემატიკოსის მოჰამედ იბნ მუსა ალ ხვარეზმის 820 წელს დაწერილი ნაშრომის სათაურში.

      პასუხი: ალგებრა

    • 60

      ამბობენ, რომ გაუსი 8 წლის იყო, როცა გამოთვალა 1-დან 100-მდე ყველა ნატურალური რიცხვის ჯამი, თუ თქვენც იანგარიშებთ, მიიღებთ 60 ქულას.

      პასუხი: 5050

    • 80

      ათვლის ეს სისტემა წარმოიშვა ძველ შუმერში დაახლოებით 4000 წლის წინ, შემდეგ ის განავითარეს ბაბილონში. თანამედროვე სახით ის დღესაც გამოიყენება დროისა და კუთხეების სიდიდეების გასაზომად.

      პასუხი: 60-ობითი სისტემა

    • 100

      ამის პირველი ნიმუში ჩინურ ლიტერატურაში გვხვდება, რომელიც ძვ. წ. აღ. 650 წლით თარიღდება და ლო შუს ლეგენდაზე მოგვითხრობს. ევროპულ ხელოვნებაში ის გვხვდება დიურერის გრავიაურაში “მელანქოლია” და სწორედ მასში არის მითითებული გრავიურის შექმის თარიღი.

      პასუხი: ჯადოსნური კვადრატი

  • თემა 2: ცნობილი იტალიელები
    • 20

      ამ ადამიანს ნათამაშები აქვს მსოფლიოს ორი ჩემპიონატის ფინალში. იგი არის მეორე ადგილზე იტალიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით. დღეისათვის მის სახელს ატარებს იტალიის ერთერთი სტადიონი.

      პასუხი: ჯუზეპე მიაცა

    • 40

      ამ ცნობილმა იტალიელმა მწერალმა 1934 წელს ნობელის პრემია მიიღო. მისის ერთერთი მოთხრობის მიხედვით გადაღებულია ქართული ფილმი.

      პასუხი: ლუიჯი პირანდელო

    • 60

      ამ ძალიან ცნობილმა ლომბარდიელმა ფიზიკოსმა 1800 წელს გალვანის ექსპერიმენტის მონაცემებზე დაყრდნობით შექმნა ბატარეა, რომელსაც ჩვენ გალვანურ ელემენტსაც ვუწოდებთ და ძალიან აქტიურად ვიყენებთ.

      პასუხი: ალესანდრო ვოლტა

    • 80

      ეს ადამიანი 1950 წელს დაიბადა ვერზუოლოში. დღეს ის ერთერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ფორმულა ერთში. იგი არის მმართველი დირექტორი საჯინიბოსი, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში გაცხარებული ბრძოლა ჰქონდა „ფერარისთან“ პირველობისათვის. გარდა ამისა ის არის სკ “ქვინზ პარკ რეინჯერსის” აქციონერი.

      პასუხი: ფლავიო ბრიატორე

    • 100

      ეს ადამიანი, რომელიც 1900 წელს დაიბადა ნეაპოლში, იყო მსახიობი, დრამატურგი, კინოსცენარისტი, მწერალი და პოეტი. იგი ცნობილია თავისი ნეაპოლიტანური სტილის ნაწარმოებებით. მისი ერთერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “ფილუმენა მარტურანო”. ის 1981 წელს დანიშნული იქნა იტალიის რესპუბლიკის სენატორად . “სიცოცხლის ბოლომდე” თუმცა მისი სიცოცხლე მხოლოდ სამ წელს გაგრძელდა.

      პასუხი: ედუარდო დე ფილიპო

  • თემა 3: პოლიტიკა
    • 20

      დაასახელეთ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი.

      პასუხი: ბაიდენი და პალინი

    • 40

      ეს ადამიანი არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

      პასუხი: სტუბი

    • 60

      ცნობილი მოვლენების გამო, ალბათ, ყველამ იცით, რომ ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე არის საფრანგეთი, რომელი ქვეყანა გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის შემდეგ?

      პასუხი: საბერძნეთი

    • 80

      ეს უკრაინული პოლიტიკური პარტია (იმ სახელით, რა სახელითაც დღეს არსებობს) დარეგისტრირდა 2001 წლის მარტში. 2002 წელს მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ბლოკის “ერთიანი უკრაინისთვის” შემადგენლობაში.

      პასუხი: რეგიონების პარტია

    • 100

      ეს არის აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის მეტსახელი, რომელიც სამასოიანი აბრევიატურით გამოისახება, მითხარით ეს აბრევიატურა.

      პასუხი: GOP

  • თემა 4: ქართული ტელევიზიები
    • 20

      ამ ტელევიზიის საშუალებით გამოჩნდა ცისფერ ეკრანებზე პირველად გიორგი თარგამაძე

      პასუხი: იბერვიზია

    • 40

      სწორედ ასე ერქვა იბერვიზიის იუმორისტულ გადაცემას

      პასუხი: პარანოია

    • 60

      ამ ტელევიზიის სახელში ფიგურირებდა საქართველოს მეფის სახელი. თავიდან საკაბელო ქსელის მეშვეობით მაუწყებლობდა, შემდეგ ცოტა ხანი დეციმეტრულ ტალღებზე აგრძელებდა მოღვაწეობას.

      პასუხი: თამარიონი

    • 80

      ამ ტელევიზიამ პირველმა დანერგა ქართულ ტელესივრცეში ერთდროულად გასართობი და საინფორმაციო დილის ეთერი, რომელიც ამჟამად პარლამენტარ მაგდა ანიკაშვილს მიყავდა. ტელეევიზია ამჟამად აღარ არსებობს

      პასუხი: მე-9 არხი

    • 100

      ეს მედია ჰოლდინგი ფლობს ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტრანსლაციის უფლებას ოცი წლის ვადით

      პასუხი: კოლხეთი მედია

  • თემა 5: 11
    • 20

      11 ქულით ბლექჯეკში ფასდება სწორედ ეს კარტი

      პასუხი: ტუზი

    • 40

      11, სწორედ ასე ჰქვია ამ შემსრულებლის ახალ ალბომს, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისსაც სტუმრობდა.

      პასუხი: ბრაიან ადამსი

    • 60

      ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტში გემზე განსაკუთრებით მაღალი რანგის სტუმრებს ქვემეხების ზალპით ეგებებიან. მაგალითად პრეზიდენტს 21 გასროლით, 5 ვარსკვლავიან გენერალს 19 გასროლით, ვის ეგებებიან 11 გასროლით თუ ამაზე ნაკლები გასროლა ზალპში არ უნდა იყოს.

      პასუხი: ერთვარსკვლავიანი გენერალი ან უბრალოდ გენერალი

    • 80

      დაასახელეთ სამივე რეჟისორი, რომელთა ფილმებს პატივი ხვდათ 11 ოსკარი მიეღოთ

      პასუხი: პიტერ ჯეკსონი, ჯეიმს კამერონი და უილიამ უილერი

    • 100

      11 სექტემბრის ტერაქტის ერთერთი ორგანიზატორი, წარმოშობით ეგვიპტელი. ოფიციალური ვერსიით იგი თვითმფრინავის ცათამბჯენთან შეტაკების დროს დაიღუპა, თუმცა დღემდე ვრცელდება ვერსია, რომ ტერაქტის მეორე დღეს მან მამამისთან ეგვიპტეში დარეკა

      პასუხი: მოჰამედ ატა

  • თემა 6: მატრიცული “კარ”
    • 20

      სოფელი გორის რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ ომის შემდეგ იქ განლაგებული იქნა ერთერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი, ხოლო სოფელი თითქმის მთლიანად გადაწვეს ჩვენმა მოძმე ოსებმა.

      პასუხი: კარალეთი

    • 40

      თარგმნეთ იაპონურად “ცარიელი ორკესტრი”

      პასუხი: კარაოკე

    • 60

      ეს ადამიანი არის ცნობილი რუსი კომპოზიტორი, “მაშინა ვრემენი”-ს ლიდერი

      პასუხი: ანდრეი მაკარევიჩი

    • 80

      გულის ცემის შენელება

      პასუხი: ბრადიკარდია

    • 100

      მოქანდაკის იარაღი ქვის სუფთად დამუშავებისთვის. რკინის ღეროს, მისი ერთი ბოლო ნიჩბისებურია, საპირისპირო მხარიდან ურტყამენ ჩაქუჩს

      პასუხი: სკარპელი

რაუნდი 3
თემები: პირველი თემა, სპორტი, ქიმია, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, მატრიცული “გურ”.
  • თემა 1: პირველი თემა
    • 30

      ეს ადამიანი გახდა პირველი მოაზროვნე (ბრინჯაოს მოაზროვნის მფლობელი) ქართული ინტელექტკლუბის ისტორიაში.

      პასუხი: ზურაბ მაღრაძე

    • 60

      ეს ქართული ბანკი არის ბანკი “თეთრის” სამართალემემკვიდრე.

      პასუხი: პირველი ბრიტანული ბანკი საქართველოში

    • 90

      ეს გუნდი გახდა საქართველოს პირველი ჩემპიონი “რა? სად? როდის?”-ში (სპორტული ვერსია)

      პასუხი: ინტერფერონი

    • 120

      თუ თქვენ მეტყვით ზუსტ თარიღს (წელი, თვე და რიცხვი), როცა ჩვენ პირველად ვითამაშეთ Jeopardy! ქართულ ენაზე, თქვენ მიიღებთ 120 ქულას.

      პასუხი: 2008 წლის 24 მაისი

    • 150

      ამ აბრევიატურით აღინიშნება დასახელება ორგანიზაციისა, რომელიც 1989 წელს დაარსა დინ კამენმა. მისი დასახელება ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს - “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის აღიარებისა და შთაგონებისთვის”

      პასუხი: FIRST (For Inspiration and Recognition of Science and Technology)

  • თემა 2: სპორტი
    • 30

      ამ კლუბში თამაშობს დღეისათვის დევიდ ბექჰემი.

      პასუხი: ლოს ანჯელეს გელექსი

    • 60

      სპორტის ამ სახეობის თანამედროვე ვარიანტის წესები შექმნა დანიელმა ჰოლგერ ნი(ე)ლსენმა 1898 წელს.

      პასუხი: ხელბურთი

    • 90

      სპორტის ამ სახეობის სახელწოდება იაპონურიდან ითარგმნება როგორც “ხმლის გზა”

      პასუხი: კენდო

    • 120

      რაც არ უნდა უცნაური იყოს რუმინეთს აქვს მოპოვებული ოლიმპიური ბრინჯაო სპორტის ამ სახეობაში. რუმინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.

      პასუხი: რაგბი

    • 150

      ეს ადამიანი არის პირველი ევროპელი სუმოისტი, რომელმაც ოძეკის ტიტული მოიპოვა.

      პასუხი: კოტოოშუ

  • თემა 3: ქიმია
    • 30

      ასე ეწოდება ქიმიური ელემენტის უნარს მიიერთოს წყალბადის ატომთა გარკვეული ოდენობა.

      პასუხი: ვალენტობა

    • 60

      ამ ძალიან პოპულარული იაპონური დუეტის წევრები არიან იოშიკუნი დოჩინი და კანამე კავაბატა. მისი სახელი ქართულად სწორედ ასე ითარგმნება.

      პასუხი: ქიმია (Chemistry)

    • 90

      ცნობილია წყალბადის ატომის სამი იზოტოპი, დაასახელეთ სამივე.

      პასუხი: პროთიუმი, დეიტერიუმი და ტრითიუმი

    • 120

      ეს ელემენტი 1875 წელს აღმოაჩინა ფრანგმა ქიმიკოსმა ლეკოკ დე ბუადობრანმა. ეს არის მეტალი, რომელიც თხევადი ხდება დაახლოებით 30 გრადუსზე. მისის ნომერია 31.

      პასუხი: გალიუმი

    • 150

      ეს ცნობილი ინგლისელი ბიოქიმიკოსი დაიბადა 1918 წელს და დღესაც ცოცხალია. ის ერთადერთია, ვინც შეძლო და ორჯერ მოიპოვა ნობელის პრემია ქიმიაში.

      პასუხი: ფრედერიკ სენგერი

  • თემა 4: ფოტოგრაფია
    • 30

      ეს პრემია ჟურნალისტებსა და ლიტერატორებთან ერთად გადაეცემათ ფოტორეპორტიორებსაც და ამ უკანასკნელთათვის ყველაზე საპატიო პრემიად ითვლება.

      პასუხი: პულიცერის პრემია

    • 60

      ფოტოგრაფიაში კომპოზიციის აწყობის ფართოდ გავრცელებულია ე.წ. მესამედის წესი, რომელიც სურათს ამდენ ტოლ კვადრატად ყოფს.

      პასუხი: ცხრა

    • 90

      ფოტოგრამა, ასე ეწოდება ფოტოაპარატის გარეშე გადაღებულ სურათს. მიახლოებით აღწერეთ როგორ ხდება ამგვარი სურათის გადაღება

      პასუხი: გადასაღები ობიექტი თავსდება პირდაპირ ფოტოსენსიტიურ მსალაზე

    • 120

      ტექნიკა რომელიც ვიზუალური ინფორმაციას სამგანზომილებიანი ფორმით გადმოსცემს ან ქმნის სიღრმის ილუზიას

      პასუხი: სტერეოსკოპია

    • 150

      ფოტოაპარატში, მოწყობილობა რომელიც აკონტროლებს ობიექტივში დროის განსაზღვულ მონაკვეთში გატარებული სინათლის ოდენობას

      პასუხი: შატერი (დიაფრაგმა არ ითვლება)

  • თემა 5: ლიტერატურა
    • 30

      ფილმს “მკვლელებად დაბადებულნი” საფუძვლად დაედო ამ პიროვნების იგივე სახელწოდების მოთხრობა.

      პასუხი: კვენტინ ტარანტინო

    • 60

      დაასახელეთ აინ რენდის რომანის “ატლანტი” ორივე მთავრი გმირის გვარი, თუკი ეს გვარები ქართული საინვესტიციო ბანკის სახელწოდებაშიცაა გამოყენებული

      პასუხი: გალტი და ტაგარტი

    • 90

      გალაქტიკაში ავტოსტოპით მოგზაურის გიდის თანახმად, ეს რესტორანი ითვლება სამყაროში ყველაზე ფეშენებელრად, მოდურად და საერთოდაც უკანასკნელად

      პასუხი: რესტორანი სამყაროს დასალიერში

    • 120

      ეს XIX საუკუნის ფრანგი კლასიკოსი ხშირად იმეორებდა: “მწერლები რომ მხოლოდ თავისი ეპოქისთვის წერდნენ, მე დავამტვრევდი ჩემს კალამს და შორს მოვისვრიდი მას”.

      პასუხი: ვიქტორ ჰიუგო

    • 150

      ობიექტივიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აინ რენდის ნამდვილი სახელი და გავრი.

      პასუხი: ალისა როზენბაუმი

  • თემა 6: მატრიცული “გურ”
    • 30

      ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის ეკრანული ფსევდონიმი

      პასუხი: გურიჩა

    • 60

      იტალიის ამ რეგიონს დედაქალაქია გენუა

      პასუხი: ლიგურია

    • 90

      ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს პროცესი ბოლოს 2005 წლის 20 იანვარს გაიმართა, საქართველოში კი ზუსტად სამი წლის შემდეგ.

      პასუხი: პრეზიდენტის იანუგურაცია

    • 120

      სოფელი ქართულ ოსური კონფლიქტის რეგიონში. ამ სოფლზე ქართული საჯარისო შენაერთების მიერ კონტროლის მოპოვებას პრეზიდენტი სააკაშვილი განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავდა.

      პასუხი: ხეთაგუროვო

    • 150

      ეს ადამიანი არის ძალიან ცნობილი ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი

      პასუხი: გურანდა ღვალაძე

ფინალური რაუნდი
  • თემა 1: საერთაშორისო ორგანიზაციები
    •  

      ამ ნახევრადფორმალური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთერთ კრიკატურაზე გამოსახული იყო განცხადება წარწერით ”ვაკანსიები ამჟამად არ გვაქვს, ჩინელები და ინდოელები არ დაიშვებიან”. აგვისტოს შემდეგ შესაძლოა ამ ორგანიზაციის წევრთა რიგები შემცირდეს კიდეც.

      პასუხი: G8 - დიდი რვიანი

  • თემა 2: ფეხბურთი
    •  

      მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ფეხბურთელის სახელები განსხვავდება ერთმანეთისგან, მათ ხშირად მოიხსენიებენ ერთი და იგივე სახელით, რომელიც ორივეს სახელის კნინობით ფორმას წარმოადგენს. ორივე მათგანი ერთი ქვეყნის წარმომადგენელია. პირველს თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მეორე კი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო თანამედროვე მეკარეა. პირველი მათგანი 63 წლისაა, მეორე კი ჯერ მხოლოდ 30 წლის გახლავთ. დაასახელეთ ორივე ფეხბურთელი.

      პასუხი: ლუიჯი (ჯიჯი) რივა და ჯანლუიჯი (ჯიჯი) ბუფონი.