პაკეტი #4
ფინალური ტური. 2008 წელი.თემები: კაპიტალი, საქართველოს უახლესი ისტორია, ქართული პოეზია (სტროფი - ავტორი), ცათამბჯენები და არა მხოლოდ, მატრიცული “ვენ”, აკირა კუროსავა.
-
თემა 1: კაპიტალი
-
10
ასე ჰქვია მარქსის კაპიტალს გერმანულად.
პასუხი: დას კაპიტალ
-
20
ამ ტელეკომპანიის ეთერში გადის გადაცემა “კაპიტალი”
პასუხი: მზე
-
30
ეს ყოველდღიური გაზეთი გამოიცემა ანაპოლისში და მისი რედაქტორია ტომ მარკვარდტი.
პასუხი: The Capital
-
40
ჰოკეის ეს გუნდი არის NHLის აღმოსავლეთ კონფერენციის სამხრეთაღმოსავლეთ დივიზიონში. მათი საშინაო მოედანი არის ვერიზონ ცენტრში, )ჩაინათაუნის სამეზობლოში
პასუხი: The Washington Capitals
-
50
ამ ტელეწამყვანს მიყავს გადაცემა „კაპიტალი“
პასუხი: ეკა მიშველაძე
-
10
-
თემა 2: საქართველოს უახლესი ისტორია
-
10
1991 წელს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. დაასახელეთ თვე და რიცხვი
პასუხი: 31 მარტი
-
20
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში მოხვდა სამი პოლიტიკური საუბიექტი. დაასახელეთ სამივე
პასუხი: სმკ, ბლოკი “საქართველოს აღორძინება”, ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”
-
30
დაასახელეთ წელი თვე და რიცხვი, როცა საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია, რომელიც დღესაც მოქმედებს
პასუხი: 1995 წლის 24 აგვისტო
-
40
ასე ერქვა ჟურნალს, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გამოსცა 1976 წელს
პასუხი: საქართველოს მოამბე
-
50
1977 წელს საქართველოს მეთორმეტე საეკლესიო კრებამ პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). დაასახელეთ მისი წინამორბედი
პასუხი: დავით V
-
10
-
თემა 3: ქართული პოეზია (სტროფი - ავტორი)
-
10
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento Mori”-აპასუხი: ტერენტი გრანელი
-
20
მე მინახია ბევრი ქვეყნები
და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული.პასუხი: გიორგი ლეონიძე
-
30
დედაც მიყვარს,
მამაც მიყვარს,
საჩუქრებიც მომწონს მათი,
მაგრამ ყველას მირჩევნია
ერთი ჭიქა ლიმონათი.პასუხი: ნოდარ დუმბაძე
-
40
და ეს შეხვედრა კიდევ ხშირად რომ გამეორდეს,
რომ მის მადლობით ამაყობდეს პოეტის მკერდი,
შემოგთავაზებს ოფელია საკუთარ ორდენს,
რომ იყო მისი კავალერი შენ ერთად-ერთი.პასუხი: პაოლო იაშვილი
-
50
არიან ქალები - უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები - ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები - ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!პასუხი: შოთა იათაშვილი
-
10
-
თემა 4: ცათამბჯენები და არა მხოლოდ
-
10
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშნებელობა ამ ქალაქში 2009 წელს დასრულდება
პასუხი: დუბაი
-
20
ეს ცნობილი ამერიკული ცათამბჯენი იმ შტატის მეტსახელს ატარებს, სადაც თავად მდებარეობს. 1947 წელს ამ შენობას ბომბდამშენი შეეჯახა, თუმცა კონსტრუქციას მხოლოდ უმნიშვნელო ზიანიი მიადგა
პასუხი: Empire State Building
-
30
ეს არაბული ცათამბჯენი გაერთიანებულ ემირატებში მდებარეობს და თავისი დიზაინით გაშლილ იალქანს გავს
პასუხი: ბურჯ ალ არაბი
-
40
1974 წლიდან 1998 წლამდე ჩიკაგოს ეს ცათამბჯენი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა (ძირითადი კონსტრუქციით)
პასუხი: სიარს თაუერი, ჩიკაგო
-
50
ყველაზე დიდი (მოცულობით) შენობა მსოფლიოში პენტაგონია, იმავე მაჩვენებლით რომელი შენობაა მეორე ადგილზე
პასუხი: რუმინეთის პარლამენტი ბუქარესტში, იგივე ჩაუშესკუს სასახლე
-
10
-
თემა 5: მატრიცული “ვენ”
-
10
წინასწარი ზომების მიღება რისამე თავიდან ასაცილებლადნ
პასუხი: პრევენცია
-
20
ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევა რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში, ტერიტორიის დასაპრყობად ან სხვა მიზნით
პასუხი: ინტერვენცია
-
30
სამახსოვრო ნივთი
პასუხი: სუვენირი
-
40
სახელმწიფოთა შორის რაიმე საკითხზე სპეციალურად დადებული ხელშეკრულება
პასუხი: კონვენცია
-
50
მეცნიერება ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ
პასუხი: იუვენოლოგია
-
10
-
თემა 6: აკირა კუროსავა
-
10
ამ ადამიანის მიერ ნანახმა სიზმრებმა შთააგონა დიდ იაპონელ რეჟისორს “სიზმრების” გადაღება
პასუხი: თავად აკირა კუროსავა
-
20
ფილმში სიზმრები, ერთერთ ნოველაში სახელწოდებით “ჭილყვავები”, აკირა კუროსავას გმირი ამ მხატვრის ტილოებში მოგზაურობს
პასუხი: ვან გოგი
-
30
აგვისტოს რაფსოდია იშვიათი გამონაკლისია, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი თამაშობს, დაასახელეთ ეს ვარსკვლავი
პასუხი: რიჩარდ გირი
-
40
ამ იაპონურ-საბჭოურმა ერთობლივმა ფილმმა 1975 წელს ოსკარი მიიღო როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა
პასუხი: დერსუ უზალა
-
50
აკირა კუროსვას ერთერთი ფავორიტი მსახიობი მამაკაცი, თამაშობს რაშამონში, სამოთხე და ჯოჯხეთში
პასუხი: ტოშირო მიფუნე
-
10
თემები: გეოგრაფია, მატრიცული “ბერ”, მსოფლიოს საოცრებები, ფილმები, უნივერსიტეტები, ყველაფერი ყველაფერზე.
-
თემა 1: გეოგრაფია
-
20
ეს კუნძული მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში და სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში. იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებული იყო, ამ კუნძულზე განვითარდა ფლორისა და ფაუნის ბევრი ენდემური სახეობა
პასუხი: მადაგასკარი
-
40
ეს მცირე ზომის არამფრინავი ფრინველი დაახლოებით შინაური ქათმის ზომისაა და წარმოადგენს ახალი ზელანდიის ეროვნულ სიმბოლოს. მისი დასახელება ემთხვევა ერთერთი ხილის დასახელებას
პასუხი: კივი
-
60
ეს არის დედამიწაზე ყველაზე სამხრეთით მდებარე აქტიური ვულკანი. აღმოჩენილი იქნა 1841 წლის 27 იანვარს პოლარული მკვლევარის სერ ჯეიმს კლარკ როსის მიერ. აღმომჩენმა მთას თავისი ერთერთი გემის სახელი დაარქვა
პასუხი: ერებუსი
-
80
დარწმუნებული ვარ, ყველას გსმენიათ ამ ესპანური ქალაქის არსებობის შესახებ. საინტერესოა, რომ გარდა ესპანეთისა ამ სახელწოდების ქალაქები არის კოლუმბიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორში, აშშ-ში, ფილიპინებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, პაკისტანშიც
პასუხი: ვალენსია
-
100
ეს არის ვენესუელას სახელმწიფოს ოფიციალური სახელი
პასუხი: ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკა
-
20
-
თემა 2: მატრიცული “ბერ”
-
20
ამ დანიური წარმოშობის კაპიტან კომანდორს რუსეთში ივან ივანოვიჩსაც ეძახდნენ
პასუხი: ვიტუს ბერინგი
-
40
ალიმენტარული პოლინევრიტი, რომელსაც იწვევს თიამინის ნაკლებობა ორგანიზმში. ძირითადად აღინიშნება იმ ადამიანებში, რომლებიც იკვებებიან კანგაცლილი ბრინჯით
პასუხი: ბერი ბერი
-
60
ეს არის მაროკოს სახლხო ძალების სოციალისტური კავშირის ფრანგულენოვანი ყოველდღიური გაზეთი
პასუხი: ლიბერასიონ
-
80
ეს ამერიკელი ბიზნესმენი არის დამაარსებელი საინფორმაციო სააგენტოსი, რომელიც ფინანსური ინფორმაციის მხრივ ერთერთი ლიდერია მსოფლიოში. ეს საინფრომაციო სააგენტო დამაარსებლის სახელს ატარებს. დღეისათვის ეს ადამიანი ნიუ იორკის მერია
პასუხი: მაიკლ ბლუმბერგი
-
100
ეს არის ინდუსტრიალ-როკ დუეტის “ჰენზელი და გრეტელი”-ს მესამე ალბომი. ალბომში მოთავსებული რამდენიმე სიმღერის სათაური ნაცისტურია, რამაც კრიტიკოსთა უკმაყოფილება გამოიწვია. ალბომის სახელწოდება შედგება ორი გერმანული სიტყვისგან
პასუხი: “უბერ ალეს”
-
20
-
თემა 3: მსოფლიოს საოცრებები
-
20
ამ “საოცრებასთან” ერთერთი ინგლისელი ელჩი სპეციალურად მიიყვანეს. ის სანაოსნო გზით მივიდა ამ ადგილას. ელჩი ამბობდა: თუ ეს მთელ 1500 კილომეტრზე ისეთივეა, როგორც ეს ნაწილი, რომელიც მე ვნახე, მაშინ ეს ყველაზე გასაოცარი ქმნილებაა რომელიც ადამიანებმა შექმნეს
პასუხი: ჩინეთის დიდი კედელი
-
40
წიგნში “მსოფლიოს 100 საოცრება” ავტორი ამბობს: “აქ ქვებს ზღვის სუნი აქვთ, აქ ყველა შენობა ცოცხალი ისტორიაა, აქ იმდენი ნახატი და ფრესკა, სკულპტურა და მოზაიკაა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს ქალაქი ერთი უზარმაზარი მუზეუმია. “ სად?
პასუხი: ვენეცია
-
60
1841 წელს ამ შენობის გადასარჩენად მიღებული იქნა სამთავრობო გადაწყვეტილება. 1845 წელს დაიწყო მისი რესტავრაცია რომელსაც ხელმძღვანელოდა ვიოლე ლე დიუკა და რომლის შედეგადაც შენობამ პირვანდელი სახე შეინარჩუნა მხოლოდ დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე.
პასუხი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
-
80
ამ შენობის ასაშენებლად გამოცხადებულ კონკურსში 32 ქვეყნის 233 სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. როდესაც 29 წლის არქიტექტორმა იორნ უტცონმა თავისი საკმაოდ რისკიანი პროექტი გააგზავნა, საერთაშორისო კომპეტენტურ ჟიურში გაჩაღდა ცხარე კამათი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამტკიცდა. რომელ შენობაზეა საუბარი?
პასუხი: სიდნეის ოპერა
-
100
ამ შენობას აქვს 4 კარი, რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია დედამიწის 4 მხარედან თითოზე. ჩრდილოეთის კარს ჰქვია სამოთხის კარიბჭე, აღმოსავლეთისას - დავითის კარიბჭე. სამხრეთის შესასვლელი ითვლება ცენტრალურად და მის პირდაპირ მოჩანს მეჩეთი ალ-აქსა. დაასახელეთ შენობა.
პასუხი: ქუბათ-ას საჰრა (“კლდის/ქვის გუმბათი”)
-
20
-
თემა 4: ფილმები
-
20
ამ რეჟისორის ნამუშევრებია: მაღალი და დაბალი, რაშამონდი, სიზმრები, აგვისტოს რაფსოდია
პასუხი: აკირა კუროსავა
-
40
ბერნანდო ბერტოლუჩის ფილმში “მოპარული სილამაზე” ქალის მთავარ როლს სწორედ ეს ქალბატონი ასრულებს
პასუხი: ლივ ტაილერი
-
60
ჰერბერტ უელსის პაროდიით შექმნილ ამ გენიალურ კომედიაში ნამდვილი თანავარსკვლავედია თავმოყრილი, ჯეკ ნიკოლსონი, პირს ბროსნანი, ნატალი პორტმანი, სარა ჯესიკა პარკერი, ანეტ ბენინგი და ტომ ჯონსი. მაშ დაასახელეთ ეს ფილმი ხოლო მათ ვისაც არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ
პასუხი: “მარსი უტევს”
-
80
სწორედ ამ ბრენდის ფეხსაცმელებს აღმერთებს სარა ჯესიკა პარკერის გმირი სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში”
პასუხი: მანოლო ბლაჰნიკი
-
100
ამ ფილმის რიმეიკი 2004 წელს გამოვიდა, ორიგინალი კი ეკრანებზე 1978 წელს გამოჩნდა. ჯორჯ რომეროს ეს ფილმი საშინელებათა და “თრეშ” ჟანრის კლასიკაა
პასუხი: “მიცვალებულთა განთიადი”
-
20
-
თემა 5: უნივერსიტეტები
-
20
ეს უნივერსიტეტი ევროპაში უძველესია და 1088 წელს დაარსდა
პასუხი: ბოლონიის უნივერსიტეტი
-
40
ფაინენშალ თაიმსის შეფასებით დღესდღეობით ეს ბიზნეს სკოლა ნომერი პირველია
პასუხი: უორტონი
-
60
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ემბიეის ხარისხის სწორედ ამ უნივერსიტეტში აიღო
პასუხი: ემორის უნივერსიტეტი, გოიზეტა
-
80
მსოფლიოში უძველესი ალ-კარაუნის რელიგიური უნივერსიტეტი 859 წელს დაარსდა და დღემდე მოქმედებს. რომელ ქვეყანაში მდებარეობს ეს უნივერსიტეტი
პასუხი: მაროკო
-
100
სწორედ ეს უნივერსიტეტი დაამთავრეს პარლამენტარმა არჩილ გეგენიძემ და წარსულში პარლამენტარმა კობა ბექაურმა. უნივერსიტეტი 1991 წელს დაარსდა და ამჟამად მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს
პასუხი: გაენათი
-
20
-
თემა 6: ყველაფერი ყველაფერზე
-
20
ეს საფეხბურთო კულუბი იყო უკანასკნელი, რომლემაც მოიგო თასების მფლობელთა თასი
პასუხი: ლაციო
-
40
ამ მოთხრობის პირველ ეკრანოზაციას ერქვა “უკანასკნელი ადამიანი”, მეორე ეკრანიზაციას “ადამიანი ომეგა”, ხოლო მესამე ეკრანიზაციას თავად ნოველის სახელი
პასუხი: მე ვარ ლეგენდა
-
60
“ქამინგ სუნ”, ამ სიტყვათშეთანხმებისთვის ხშირად მოგიკრავთ თვალი ამერიკულ ტრეილერებში. მაგრამ ერთერთ ფილმში ამ სიტყვათშეთანხმების წინ ეწერა სახელი და ჩანდა გეომეტრიული ფიგურა, რაც მაყურებელში აპოკალიპტურ შიშს იწვევდა. დაასახელეთ ან ეს სახელი, ან ეს გეომეტრიული ფიგურა
პასუხი: იესო ან ჯვარი
-
80
აინ რენდის ნაწარმოებებს თავიდანვე საკმაოდ მწვავე კრიტიკა შეხვდა, თუმცა რენდის ფანებმა წლების შემდეგ დაამტკიცეს რომ ბევრ კრიტიკოსს არ ჰქონდა გაკეთებული ეს და შეაბამისად მათი კრიტიკა ვერ იქნებოდა ობიექტური. მაშ რა არ ქონდათ გაკეთებული
პასუხი: არ ქონდათ წაკითხული ნაწარმოებები
-
100
მეორე მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკში ბრიტანელმა ეკონომისტებმა შემქნეს ეკონომიკური მოდელი სადაც ფულის მაგივრობას ეს სამოხმარებლო პროდუქტი ასრულებდა, მათვისაც კი ვისაც ის არაფერში სჭირდებოდა.
პასუხი: სიგარეტი
-
20
თემები: შავი მესა ანუ ჯადოქრების შაბათი, ამერიკული ფეხბურთი, ნატო (ჩახო), ასტრონომია, მატრიცული “სებ”, ბოლო თემა.
-
თემა 1: შავი მესა ანუ ჯადოქრების შაბათი
-
30
სწორედ ამ მხატვარს ეკუთვნის ტილო “შავი შაბათი”
პასუხი: გოია
-
60
ბლექ საბათის ამ გიტარისტს ორი თითი აკლია და რეზინის თითებით უკრავს, რის გამოც თავის დროზე გიტარის სიმების მოშვება მოუწია და შედეგად განუმეორებელი ჟღერადობა მიიღო
პასუხი: ტონი აიომი
-
90
ბლექ საბათამდე ტონი აიომი სწორედ ამ ლეგენდარულ ბრიტანულ ფოლკ-როკ ჯგუფში უკრავდა
პასუხი: ჯეთრო ტალი
-
120
სხვადასხვა დროს ბლექ საბათის სოლისტები იყვნენ: ოზი, გლენ ჰიუზი, რონი ჯეიმს დიო, დაასახელეთ კიდევ ერთი
პასუხი: იან გილანი
-
150
სწორედ ამ ქალაქიდანაა წარმოშობით “ბლექ საბათი”
პასუხი: ბირმინგჰემი
-
30
-
თემა 2: ამერიკული ფეხბურთი
-
30
სწორედ ასე ქვია ამერიკული ფეხბურთის პროფესიულ ლიგის ფინალს, სადაც ორი კონფერენციის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს
პასუხი: სუპერ ბოული
-
60
სწორედ ასე ქვია გოლს, ლელოს ამერიკულ ფეხბურთში
პასუხი: თაჩ დაუნი
-
90
რამდენი ქულით ფასდება თაჩდაუნი
პასუხი: 6 ქულა
-
120
გუნდის ლიდერი, მისი პოზიცია შეტევის დროს არის წინა ხაზის უკან და სწორედ მას ევალება ბურთის დამუშავება და წინ გადაწოდება
პასუხი: კუოტერბექი
-
150
ამერიკული ფეხბურთის წარმოშობას ხშირად არასწორედ უკავშირებენ რაგბის, არადა იგი სპორტის ერთი ეგზოტიკური სახეობის პირდაპირი მემკვიდრეა. დაასახელეთ ეს ეგზოტიკური სპორტი
პასუხი: კანადური ფეხბურთი
-
30
-
თემა 3: ნატო (ჩახო)
-
30
ჩამოთვალეთ (ნატოს წევრი) ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვრები აქვს
პასუხი: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და ნორვეგია
-
60
ეს ქვეყანა 1992 წელს ჩრდილო ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა, 1994 წელს შეუერთდა პროგმარამას პარტნიორობა მშვიდობისათვის, 1999 წელს გაგზავნა სამშვიდობო ძალები კოსოვოში, 2004 წელს გახდა პირველი ქვეყანა რომელმაც ე.წ. “აიპაპი” (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა) მიიღო.
პასუხი: საქართველო
-
90
ნატოს სამხედრო საბჭოზე, რომელიც წელიწადში მინიმუმ ორჯერ იკრიბება, ესწრებიან წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების მეთაურები და ერთი სამოქალაქო პირი, რომელ ქვეყანას წარმოადგენს ეს პირი.
პასუხი: ისლანდიას
-
120
2001 წელს ნატოს ოპერაცია სახელწოდებით “ძირითადი მოსავალი” სწორედ ამ ქვეყანაში განხორციელდა
პასუხი: მაკედონია
-
150
ნატოს ერთგავრი წინაპირობა გახდა ბელგიას, ნიდერლანდებს, ლუქსემბურგს, საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დადებული ეს ხელშუკრულება
პასუხი: ბრიუსელის ხელშეკრულება, 1948
-
30
-
თემა 4: ასტრონომია
-
30
რა დროს ანდომებს მზის სხივი მზიდან დედამიწამდე მოსვლას?
პასუხი: რვა წუთი
-
60
მზის სისტემის ეს პლანეტა არის ყველაზე მეტად დაშორებული მზიდან
პასუხი: ნეპტუნი
-
90
ეს ჯუჯა პლანეტა არის უდიდესი (ჯუჯა პლანეტა) მზის სისტემაში მასის მიხედვით
პასუხი: ერისი
-
120
გაეროს 62-ე გენერალური ასამბლეის მიერ ეს წელი გამოცხადებულია ასტრონომიის საერთაშორისო წლად, რაც უკავშირდება გალილეის მიერ ტელესკოპით დაკვირვებების დაწყებასა და იოჰან კეპლერის ნაშრომის პუბლიკაციის 400 წლისთავს
პასუხი: 2009 წელი
-
150
ეს ასტეროიდი აღმოჩენილია 1927 წელს ბენიამენ ჯეხოვსკის მიერ. მას იგივე სახელი აქვს, რაც დედამიწის ჰიპოთეტურ თანამგზავრს, რომლის არსებობა მეცნიერულად არ დასტურდება. გარდა სახელისა, ამ ორ ობიექტს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს
პასუხი: ლილიტ
-
30
-
თემა 5: მატრიცული “სებ”
-
30
ეს ძალიან ცნობილი ფრანგი ავტომრბოლელი არის მსოფლიოს რალის ჩემპიონატის გამარჯვებული 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში
პასუხი: სებასტიან ლოები
-
60
ესპანეთის ამ ქალაქში იმართება ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალი
პასუხი: სან სებასტიანი
-
90
ეს არის ძალიან მსხვილი ჩრდილო ევროპული ფინანსური ორგანიზაცია, ერთერთი უმსხვილესი ბანკი შვედეთში. გარდა საბანკო საქმიანობისა, მუშაობს სიცოცხლის დაზღვევაზეც
პასუხი: SEB (Skandinavsa Enskilda Banken)
-
120
საპორტო ქალაქი ერიტრიაში წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში. 1989 წელს მისი მოსახლეობა დაახლოებით 40 000 კაცს შეადგენდა. ქალაქი ფლობს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც 1997 წელს დაიხურა
პასუხი: ასები
-
150
ის 1878 წელს დაიბადა გორში. ის იყო პოლიტიკოსი და შემდგომში მწერალიც. იგი იყო სტალინის თანამედროვე, ბავშვობის მეგობარი და შემდგომში პოლიტიკური მოწინააღმდეგე. 1932 წელს ბერლინში გამოსცა მემუარული წიგნი “სტალინი და ქართველების ტრაგედია”
პასუხი: იოსებ ირემაშვილი
-
30
-
თემა 6: ბოლო თემა
-
30
ეს ფილმი გადაიღო ედუარდ ზვიკმა 2003 წელს, სცენარიც თვითონ დაწერა ჯონ ლოგანის ნაწარმოების მიხედვით
პასუხი: უკანასკნელი სამურაი
-
60
მერი შელის ეს აპოკალიფტიკური მხატვრული ნაწარმოები გამოქვეყნდა 1826 წელს. წიგნი მოგვითხრობს მსოფლიოს მომავალზე რომელიც წყდება შავი ჭირისგან. კრიტიკის უარყოფითი დამოკიდებულების გამო ეს წიგნი ფაქტობრივად “თაროზე იყო შემოდებული” XX საუკუნის 60-იან წლებამდე. ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმიც იქნა გადაღებული
პასუხი: უკანასკნელი ადამიანი (The Last Man)
-
90
დაასახელეთ გვარი რეჟისორისა, რომლის ორი ფილმიც ხვდება ამ თემაში. პირველი გადაღებულია 1973 წელს, მეორე 1987
პასუხი: ბერნარდო ბერტოლუჩი
-
120
ეს ადამიანი ითვლება დასავლეთ რომის იმპერიის უკანასკნელ დე იურე იმპერატორად. იგი იმპერატორი გახდა 474 წელს. 475 წელს იგი შეცვალა რომულუს ავგუსტუსმა, თუმცა ისტორიკოსთა უმრავლესობს აზრით რომულუს ავგუსტუსი არაკანონიერი იმპერატორი იყო და ამიტომაც მიიჩნევენ ამ ადამიანს დასავლეთ რომის იმპერიის უკანასკნელ კანონიერ იმპერატორად. იგი გარდაიცვალა 480 წელს
პასუხი: იულიუს ნეპოს
-
150
დაასახელეთ უკანასკნელი ელემენტი მენდელეევის პერიოდულობის სისტემაში (დღეისათვის)
პასუხი: უნუნოქტიუმი (118-ე ელემენტი)
-
30
-
თემა 1: პოეზია
-
მე წაგიკითხავთ ერთერთი ლექსის სტროფს სადაც გამოტოვებულია პირველი სიტყვა. ეს სიტყვა ემთხვევა ლექსის სათაურს.
…
რწყავენ პალმებს და კაქტუსებს,
მშვიდად ცხოვრობენ ასე:
ზოგი _
მეშვიდე სართულზე,
ზოგი _
მეშვიდე ცაზე [...]პასუხი: მეზობლები
-
-
თემა 2: პოლიტიკა
-
ე.წ. კითინგის სკანადლმა 90-იან წლებში 5 ამერიკელი სენატორის კორუფციული გარიგება გამოააშკარავა. 5 სენატორიდან 2 ამერიკის სამხედრო-საჰაერო ფლოტის დამსახურებული ოფიცერი იყო. დაასახელეთ ორივე მათგანაი, თუკი პირველს სწორედ მისი პირველობის გამო უნდა იცნობდეთ, ხოლო მეორეს მისი სიტყვების გამო: “იმ დღეებში ჩვენ ყველა ქართველები ვიყავით”
პასუხი: ჯონ გლენი და ჯონ მაკკეინი
-
- პაკეტის კომენტარები: