პაკეტი #6

ფინალური თამაში. 2008 წელი.
რაუნდი 1
თემები: შოუ ბიზნესი, ტოლკიენისტებისთვის, მატრიცული „იკა“, პური ჩვენი არსობისა, კლასიკური მუსიკა, სასმელები.
  • თემა 1: შოუ ბიზნესი
    • 10

      2008 წლის გრემის საიუბილეო დაჯილდოვება ტრიუფალური აღმოჩნდა ამ სკანდალურად ცნობილი ბრიტანელი შემსრულებლისთვის.

      პასუხი: ემი უაინჰაუსი (Amy Winehouse)

    • 20

      ხოლო 2008 წლის ოსკარი ქალის საუკეთესო როლისათვის მიიღო ამ ფრანგმა მსახიობმა.

      პასუხი: მარიონ კოტიარ (Marion Cotillard)

    • 30

      მისი ნამდვილი სახელია გორდონ მეტიუ ტომას სამნერი, ხოლო თავისი ფსევდონიმი მან მიიღო იმის შემდეგ, რაც სცენაზე გამოჩნდა ყვითელ–შავ ზოლიან სვიტერში.

      პასუხი: სტინგი

    • 40

      „დიდი ოსკარების ხუთეული“ (საუკეთესო ფილმი, სცენარი, მამაკაცის როლი, ქალის როლი, რეჟისურა) აქვს მიღებული მხოლოდ 3 ფილმს: „ერთ ბედნიერ ღამეს“(1934), „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (1975) და სწორედ ამ ფილმს.

      პასუხი: „კრავთა დუმილი“

    • 50

      ეს ცნობილი მსახიობი ქალი ნომინირებული იყო ოსკარზე 14–ჯერ, რაც აბსოლუტური რეკორდია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა მიიღო მხოლოდ 2 ოსკარი.

      პასუხი: მერილ სტრიპი

  • თემა 2: ტოლკიენისტებისთვის
    • 10

      ჯონ რონალ რუელ ტოლკიენი დაიბადა ახლა უკვე არარსებულ ასეთი ფერის რესპუბლიკაში.

      პასუხი: ნარინჯისფერი რესპუბლიკა

    • 20

      როგორც ცნობილია, ბეჭდის საძმოში იყო 9 პიროვნება, მათგან 4 ჰობიტი. თუ არ შეწუხდებით, დამისახელეთ ოთხივეს სახელი.

      პასუხი: ფროდო, მერი, სემი, პიპინი

    • 30

      ჯამში სწორედ ამდენი ოსკარი მიიღო პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებლის“ კინოტრილოგიამ.

      პასუხი: 17

    • 40

      ტოლკიენის წიგნებში ასე ჰქვია 7 ქვას, რომელთა საშუალებითაც შასაძლებელია სხვა ადგილის დანახვა აწყმოში თუ წარსულში, ასევე ერთმანეთთან საუბარი დაშორებულ მანძილზე.

      პასუხი: პალანტირი

    • 50

      სწორედ ამ ბრიტანელმა მსახიობმა შეასრულა გენდალფის როლი ბეჭდების მბრძანებლის კინოტრილოგიაში.

      პასუხი: იენ მაკელენი (Ian Murray McKellen)

  • თემა 3: მატრიცული „იკა“
    • 10

      სწორედ ამ სახელმწიფომ აღიარა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად რუსეტის შემდეგ.

      პასუხი: ნიკარაგუა

    • 20

      ამ სახელმწიფოს აქვს ორი სახმელეთო მეზობელი: პანამა და ზემოდხსენებული ნიკარაგუა.

      პასუხი: კოსტა–რიკა

    • 30

      ესაა ყველაზე ცნობილი პოკემონი, რამდენიმე კომპიუტერული თამაშის, ანიმეს და წიგნის პერსონაჟი.

      პასუხი: პიკაჩუ

    • 40

      ერთ–ერთი ყველაზე ფართო ქუჩა ლონდონის ისტორიულ ცენტრ – ვესტმინსტერში. არსებობს ამავე სახელის მოედეანიც და მეტროს ხაზიც.

      პასუხი: პიკადილი

    • 50

      უძველესი ტიტული იაპონიის უზენაესი მმართველის გამოსახატად, ეხლა უკვე არ გამოიყენება.

      პასუხი: მიკადო

  • თემა 4: პური ჩვენი არსობისა
    • 10

      იმისათვის რომ პროდუქტის პურად კლასიფიკაცია შეიძლებოდეს უნდა შესრუდეს ორი პირობა. პირველია თერმული დამუშავება, მეორე კი შემადგენლობაში როგორც მინიმუმ ამ ორი ინგრედიენტის არსებობა. დამისაელეთ ორივე.

      პასუხი: ფქვილი და წყალი

    • 20

      ძვ. წ.ა VIII საუკუნეში ბერძნებმა შეიტანეს იქ პურის გამოცხობის ტექნოლოგია და დღემდე ამ ქვეყანაში პურის უამრავი სახეობა არსებობს. ქვეყნის ყველა რეგიონს საკუთარი პური აქვს. მაგალითად სამხრეთში ძალიან პოპულარულია პანე კაზარეჩო.

      პასუხი: იტალია

    • 30

      სწორედ მან შეუკვეთა ცნობილ ნაწარმოებში “პურის სამი ქერქი”.

      პასუხი: ბურატინო

    • 40

      ზუსტად 200 გრამი: ფქვილი, წყალი და საფუარი. 10 წუთი მოზელვა, 20 წუთიანი პაუზა, მერე ფორმის მიცემა, სამჯერ გადასერვა დანით, კიდევ 40 წუთიანი პაუზა გაფუვებისათვის და 15 წუთი ცხობა. სწორედ ასე ამზადებენ ცნობილ პარიზულ რას?

      პასუხი: ბაგეტს

    • 50

      სწორედ ამ ბრძოლის ადგილას დაარსებულ მონასტერში გამოაცხვეს პირველად ჭვავის პურის სახეობა, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, ჭვავის ალაოსა და კორეანდრს.

      პასუხი: ბოროდინოს ბრძოლა

  • თემა 5: კლასიკური მუსიკა
    • 10

      მისი “დარეჯან ცბიერი” ითვლება პირველ ქართულ ოპერად, მისი შვილი კი ქართული სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი ფუზემდებელია, დამისახელეთ მამა-შვილის გვარი.

      პასუხი: ბალანჩივაძე

    • 20

      ოპერებიდან დაგისახელებთ სამს : “მოტაცება სერალიდან”, “აპოლონი და გიაცინტი” და “ლუციუს სულა”. გამოსაცნობად საკმარისია!

      პასუხი: მოცარტი

    • 30

      ლათინურიდან ის შეიძლება ვთარგმნოტ დაახლოებით ასე- “დაკვრამდე”. ძველად ის წინ უძღვოდა ხოლმე უფრო დიდ და განსაზღვრული ფორმის მქონე ნაწამოებს, მერე დამოუკიდებელ პიესადაც ჩამოყალიბდა. ბახთან ის იმავე ტონალობაშია, რომელშიც ძირითადი ნაწარმოები.

      პასუხი: პრელუდია

    • 40

      XVII საუკუნეშიის პოლონელი გლეხების ცეკვა იყო, XIX-ში კი სამეჯლისო ცეკვა გახდა. ბოლოს კი მუსიკალური პიესის სახეობად გადაიქცა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლონურიმუსიკალური კულტურის ჩამოყალიბებაში.

      პასუხი: მაზურკა

    • 50

      1874 წელს პეტერბურგში ჩატარდა ცნობილი რუსი არქიტექტორისა და დიზინერის ვიქტორ გარტმანეს გამოფენა. დამისახელეთ ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ამ გამოფენას და განსაკუთრებით 10 სურათი მოიწონა.

      პასუხი: მოდესტ მუსორგსკი (დაწერა ცნობილი სუიტა “სურათები გამოფენიდან”)

  • თემა 6: სასმელები
    • 10

      ევროპაში ეს სახელი ვერმუტის სახეობას ჰქვია, ამერიკაში ასე კოქტეილს მოიხსენიებენ, რომელშიც შაქარი, ლიმონის წვენი, ყინული და ეს ვერმუტია. ბონდს კი მისი მომზადების ორიგინალური რეცეპტი ჰქონდა.

      პასუხი: მარტინი

    • 20

      ალბათ პარადოქსია, მაგრამ ამ ქვეყნის მკვიდრები ლუდს ნაკლებს მიირთმევენ ვიდრე ღვინოს, თუმცა მოზელის ღვინოები არცთუ ნაკლებ ცნობილია, ვიდრე ნებისმიერი აქაური ლუდი ასე რომ...

      პასუხი: გერმანია

    • 30

      ამ “არასაბავშვო” სახელს ატარებს კოქტეილი, რომელიც შედგება არაყისგან, ატმის ლიქიორის, შტოშის ნაყენისა და ფორთოხლის წვენისაგან.

      პასუხი: სექსი პლიაჟზე

    • 40

      სწორედ ამ კოქტეილს, რომელიც შედგება თეთრი რომის, შაქრის, ლაიმის წვენისა და ყინულისგან, ეტანებოდა ერნესტ ჰემიუნგუეი და ერთ-ერთ ბარში დგას კიდეც მისი ქანდაკება ამ კოქტეილის ჭიქით ხელში.

      პასუხი: დაიკირი

    • 50

      ეს კოქტეილი შედგება კანადური ან ამერიკული ვისკის, წითელი ვერმუტის, რამდენიმე წვეთი ბალზამისა და რამდენიმე ალუბლისაგან. ატარებს ერთი კუნძულის სახელს.

      პასუხი: მანჰეტენი

რაუნდი 2
თემები: ციტატები ფილმებიდან, ჩოგბურთი, მატრიცული „რაი“, ფორმულა 1, Cherchez la femme, მუსიკალური ინსტრუმენტები.
  • თემა 1: ციტატები ფილმებიდან
    • 20

      „დაე იყოს შენთან ძალა“

      პასუხი: ვარსკვლავური ომები

    • 40

      „– როგორ გგონია, რა უფრო ამღზნებია, მანქანების გატაცება თუ სექსი?
      – სექსი თუ მანქანები... ნუ... შეიძლება, სექსი მანქანების გატაცების დროს?“

      პასუხი: მოიტაცო 60 წამში

    • 60

      „ღმერთია მოწმე, მე აღარასოდეს ვიშიმშილებ!“

      პასუხი: ქარწაღებულები

    • 80

      „– დენიელ, ის რაც შენ ეხლა გააკეთე, უკანონოა რამდენიმე ქვეყანაში.
      – სწორედ ამიტომ მე ბედნიერი ვარ რომ ვცხოვრობ ბრიტანეთში.“

      პასუხი: ბრიჯიტ ჯონსის დღიური

    • 100

      „მე არ ვარ ცუდი, უბრალოდ ესეთი დამხატეს.“

      პასუხი: ვინ დაუგო მახე კურდღელ როჯერს (Who Framed Roger Rabbit)

  • თემა 2: ჩოგბურთი
    • 20

      ეს რუსი ჩოგბურთელი უკვე მეორე ადგილზეა WTA–ს რეიტინგშიც და საჩემპიონო რბოლაშიც.

      პასუხი: დინარა საფინა

    • 40

      სწორედ ამდენი ბურთის (ქულის) აღება შეუძლია ჩოგბურთელს ერთ გეიმში.

      პასუხი: განუსაზღვრელი რაოდენობის

    • 60

      ეს ტერმინი შემოტანილი იქნა ჩოგბურთში ბანქოს თამაშიდან, ბრიჯიდან და სწორედ ის წარმოადგენს ჩოგბურთელისათვის უზენაესს მიზანს.

      პასუხი: დიდი შლემი

    • 80

      ხშირად კარიკატურისტები ბილ კლინტონს გამოსახავდნენ საქსაოფონით ხელში, ხოლო ამ პოლიტიკოსს – ჩოგნით.

      პასუხი: ბორის ელცინი

    • 100

      მე–20 საუკუნის ერთ–ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი შტეფი გრაფი არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც მოპოვებული აქვს ეს საჩუგბურთო ტიტული.

      პასუხი: ოქროს შლემი, ან ოქროს დიდი შლემი

  • თემა 3: მატრიცული „რაი“
    • 20

      სწორედ ამ ცნობილმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი სტივენ კინგის პირველი წიგნის, ქერის მიხედვით. მანვე გადაიღო ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა კარლიტოს გზა, შეუსრულებელი მისია (Mission: Impossible) და სხვა.

      პასუხი: ბრაიან დე პალმა

    • 40

      ასე ჰქვია კომპიუტერულ პროგრამას, რომლის საშუალებითაც სხვა პროგრამა, როგორც წესი ოპერაციული სისტემა, წვდომას ახორციელებს აპარატულ უზრუნველყოფასთან.

      პასუხი: დრაივერი

    • 60

      ესა სახაზავი ხელსაწყო, რომელსაც ხმარობენ ტუშით ხაზვის დროს. ლია ახიჯაკოვას პერსონაჯი სწორედ ამ ხელსაწყოთი ურჩევდა თავის უფროს წარბების ამოღებას.

      პასუხი: რაისფედერი

    • 80

      ბევრისთვის უცნობია, რომ ეს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და კომპოზიტორი თავის ქვეყანაში ასევე ცნობილი პოლიტიკოსია და პრეზიდენტობაზეც იყრიდა კენჭს.

      პასუხი: რაიმონდ პაულსი

    • 100

      ესაა მინიატურული ხე, რომელსაც ხშირად ეძახიან იაპონელი იმპერატორების ხეს.

      პასუხი: მურაია

  • თემა 4: ფორმულა 1
    • 20

      იგი პირველი შავკანიანი პილოტია, რომელმაც პირველი სეზონი ფორმულა ერთში ვიცჩემპიონობით დაასრულა

      პასუხი: ლუის ჰემილტონი, Lewis Hamilton

    • 40

      ამ საჯინიბოში ბოლო 10 წლის მანძილზე (2008–ის ჩათვლით) სამი ფინელი პილოტი ირიცხებოდა სხვადასხვა დროს. დაასახელეთ საჯინიბო

      პასუხი: მაკლარენ–მერსედესი, McLaren-Mercedes

    • 60

      ამ ქალაქში ჩატარდა პირველი ღამის რბოლა ფორმულა ერთში.

      პასუხი: სინგაპურში

    • 80

      ამ ქვეყანაში, ამ ავტოდრომზე სამი გრანპრი ჩატარდა და სამივე მათგანი ფერარის გამარჯვებით დასრულდა, დაასახელეთ ქვეყანა ან ქალაქი, სადაც ეს რბოლა ჩატარდა.

      პასუხი: თურქეთი, სტამბული, „ისტანბულ–პარკი“, Istanbul-Park

    • 100

      ვინ არის ყველაზე ხანდაზმული ავტომრბოლელი ამ სეზონში, ცნობისათვის მან უკვე განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

      პასუხი: დევიდ კულთჰარდი, David Coulthard

  • თემა 5: Cherchez la femme
    • 20

      ძალიან სასაცილო იყო როდესაც ამ ქალბატონმა, დაავიწყდა რა, რომ თავის ოჯახურ საქმეზე საუბრობდა, რკინისებური ტონით განაცხადა: “ჩვენ ბებია გავხდით”.

      პასუხი: მარგარეტ ტეტჩერი

    • 40

      მარგარიტა გოტიეს, რომლის პროტოტიპიც დიუმას საყვარელი მარი დიუპლესი იყო ჩვენ ვიცნობთ როგორც...

      პასუხი: “ქალს კამელიებით”

    • 60

      სწორედ ასე ჰქვია მეორენაირად ჯაკომო პუჩინის ოპერას “მადამ ბატერფლაი”.

      პასუხი: ჩიო-ჩიო-სან

    • 80

      აღიარება მას “ახალი ტალღის” ფილმებმა მოუტანეს, ორსონ უელსი მას მსოფლიოს საუკეთესო მსახიობად თვლიდა, ის ორჯერ იყო კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე. ბუნუელმა ის “მოახლის დღიურებში” გადაიღო, ანტონიონიმ კი “ღამეში”.

      პასუხი: ჟანა მორო

    • 100

      მართალია კორი აკინო პირველია, მაგრამ მის გარდა აზიაში კიდევ ერთი ქალი იჯდა პრეზიდენტის სავარძელში, მართალია მოვალეობების შემსრულებლის სტატუსით. ვინ იყო ის?

      პასუხი: სუ ცინლინი

  • თემა 6: მუსიკალური ინსტრუმენტები
    • 20

      ეს ყველაზე დიდი სასულე-კლავიშებიანი საკრავია, რომლელზე დაკვრაც ხდება მანუალების-ხელის კლავიატურის და პედალური კლავიატურის მეშვეობით.

      პასუხი: ორღანი

    • 40

      კარგ ხასიათზე მყოფი მეგობარი სწორედ ამ ინსტრუმენტზე ვირტუოზული პიესების შესრულებით ახარებდა, ხოლო დეპრესიის პერიოდში კი ამ ინსტრუმენტით გამოცემული საშინელი ხმებით აწვალებდა ავღანეთიდან ახალჩამოსულ დოქტორს.

      პასუხი: ვიოლინო

    • 60

      ამერიკაში ის სავარაუდოდ დასავლეთ აფრიკიდან შემოვიდა. ამ 4-9 სიმიან ინსტრუმენტზე ჯერ კიდევ თომას ჯეფერსონი საუბრობს. XIX საუკუნეში მას მენესტრელები იყენებდნენ და სწორედ აქედან მოხვდა ის ადრეულ ჯაზ-კოლექტივებში. ფაქტიურად ეს არის გიტარა რეზონატორით, ენათესავება ევროპულ მანდოლინას.

      პასუხი: ბანჯო

    • 80

      მისი სახელი ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც “მჟღერი ხე” და ის განეკუთვნება კლავიშიან-დასარტყამ ინსტრუმენტებს.

      პასუხი: ქსილოფონი

    • 100

      ის ერთ-ერთი წინამორბედია როიალისა და კლავისინისაგან განსხვავებით მისი სიმები არა კლავიატურის უკან, არამედ მის გვერდით, ძირითადად მარჯვნივაა ხოლმე განლაგებული.

      პასუხი: კლავიკორდი

რაუნდი 3
თემები: ფეხსაცმელები, ასტრონომია, თეატრი, lingua latina, მხატვრობა, ლიტერატურა.
  • თემა 1: ფეხსაცმელები
    • 30

      პირველად ეს კედები გამოჩნდა 1917 წელს, მაგრამ სულაც არ იყო ასეთი პოპულარული, სანამ ისინი არ შენიშნა კალათბურთელმა ჩაკ ტეილორმა. მანვე მიიღო ამ „კონვერსების“ რეკლამირებაში მონაწილეობა და შემდგომში მისი სახელი ამ კედების სახელწოდებაშიც შევიდა.

      პასუხი: all star

    • 60

      ეს ფეხასმელი თავდაპირველად იყო ოფიცრის ფორმის ნაწილი და ასრულებდა საკმაოდ ფუნქციონალურ როლს, თუმცა მე–20 საუკუნის 60–იანი წლებიდან მას წმინდა ესტეტიკური ხასიათი მიეცა და ქალის გარდერობის ნაწილი გახდა.

      პასუხი: ბოტფორტი

    • 90

      ფინურად ამ ფეხსაცმლის სახელია huopikkaat. მათი წარმოება მე–18 საუკუნის ბოლოს დაიწყო რუსეთში. არის მოსაზრება, რომ მათი პირველსახე იყო მომთაბარე აზიური ტომების ტრადიციული ქეჩის ჩექმები. მე–19 საუკუნის ბოლომდე ეს ფეხსაცმელი საკმაოდ ძვირი იყო და მათ მხოლოდ შეძლებული ადამიანები ხმარობდნენ.

      პასუხი: ვალენკი (Валенки)

    • 120

      ფეხსაცმლის ეს დეტალი წარმოიშვა ეგვიპტეში, თუმცა თავდაპირველად მათ ხმარობდნენ არა ფარაონები და ქურუმები, არამედ უბრალო გლეხები.

      პასუხი: ქუსლი

    • 150

      კორნეი ჩუკოვსკის საბავშვო ლექსში „ტელეფონი“ («У меня зазвонил телефон...») აცრემლებული ნიანგი ითხოვს, რომ მას, მის ცოლს და ტოტოშას გამოუგზავნონ ეს ფეხსაცმელი. შემდგომი დიალოგიდან ირკვევა, რომ წინა კვირას გამოგზავნილი ორი წყვილი ფეხსაცმელი უკვე შეჭმულია ნიანგის ოჯახის მიერ.

      პასუხი: კალოში

  • თემა 2: ასტრონომია
    • 30

      სატურნის უდიდესი თანამგზავრი არის ტიტანი(რადიუსი 2575 კმ), ხოლო ურანის უდიდესი თანამგზავრი სწორედ ესაა.

      პასუხი: ტიტანია

    • 60

      სამხრეთის ზღვებში ჯეიმს კუკის 1769 წლის ექსპედიცია ახორციელებდა სწორედ ამ პლანეტაზე დაკვირვებას.

      პასუხი: ვენერა

    • 90

      ეს არის რეგიონი სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვდრისას.

      პასუხი: შავი ხვრელი

    • 120

      ასტრონომიის ეს განყოფილება სწავლობს მსოფლიო მიზიდულობის ძალის გავლენით ციური სხეულების მოძრაობის კანონებს, საზღვრავს ციური სხეულების მასას და ფორმებს და მათი სისტემების მდგრადობას.

      პასუხი: ციური მექანიკა

    • 150

      ესაა გალაქტიკების ჯგუფი, რომელშიც შედის 40–ზე მეტი გალაქტიკა, მათ შორის: ანდრომედას ნისლეული, ირმის ნახტომი (რძიანი გზა) და ორი მაგელანი ღრუბელი.

      პასუხი: ადგილობრივი ჯგუფი

  • თემა 3: თეატრი
    • 30

      ის ამბობდა, რომ მსოფლიო თეატრია, ყველა ადამიანი კი მსახიობი ამ თეატრში.

      პასუხი: შექსპირი

    • 60

      სწორედ ამ დრამატურგს ეკუთვნის ცნობილი პიესები “სამგროშიანი ოპერა” და “გალილეო”.

      პასუხი: ბერტოლდ ბრეხტი

    • 90

      სწორედ ეს მწერალია ავტორი რომანისა “თეატრი”, რომელშიც მოთხრობილია ცნობილი, ლამაზი და ძალიან ნიჭიერი ინგლისელი მსახიობი ქალის ცხოვრება.

      პასუხი: უილიამ სომერსეტ მოემი

    • 120

      ამ თეატრის თანამედროვე შენობა გაიხსნა 1997 წელს, აღდგენილია ძველი ჩანაწერებისა და გათხრებისას აღმოჩენილი საძირკვლის ნაშთების მიხედვით და მდებარეობს სულ 200 მეტრში მისი ისტორიული ადგილიდან.

      პასუხი: თეატრი გლობუსი

    • 150

      ჟან ვილარის მიერ 1947 წელს დაარსებული ეს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება საფრანგეთის სწორედ ამ ქალაქში.

      პასუხი: ავინიონი

  • თემა 4: lingua latina
    • 30

      სწორედ იქ სახლობდა ტომი, რომელიც საუბრობდა ინდოევროპული ოჯახის იტალიური ქვეჯგუფის ამ ენაზე.

      პასუხი: ლაციუმში

    • 60

      Amici fures temporis . სწორედ მის ქურდებად მოიხსენიებს ლათინური გამონათქვამი მეგობრებს.

      პასუხი: დროის (o, tempora, o, mores!)

    • 90

      Amoris vulnus sanat idem, qui facit. გამონათქვამის თანახმად სიყვარულის ჭრილობას განკურნავს ის ვინც...

      პასუხი: მიაყენებს მას (ვინც აკეთებს მას, პირდაპირ თარგმანში)

    • 120

      მითხარით ლათინურად ორი სიტყვა რომელიც ჩვენთვის ასოცირდება ერთ პუნქტუალურ კენინგსბერგელთან.

      პასუხი: Aurea mediocritas (ოქროს შუალედი)

    • 150

      სვეტონიუსის ცნობით იმპერატორმა ვესპასიაანემ სიკვდილის წინ თქვა: Caesarem decet stantem mori. სცადეთ თარგმნოთ ეს გამონათქვამი.

      პასუხი: კეისარს შეჰფერის ფეხზე დამდგარი მოკვდეს!

  • თემა 5: მხატვრობა
    • 30

      რას უწოდბენ საღებავს, რომელშიც ძირითად შემკვრელ ნივთიერებად მცენარეული ცხიმი გამოიყენება.

      პასუხი: ზეთის საღებავი

    • 60

      ეს საღებავები კი უძველესად ითვლება, მაგალითად ეგვიპტის ფარააონების აკლდამები სწორედ ამ სარებავითაა მოხატული. ძველად და ზოგჟერ ახლაც შემკვრელ ნივთიერებად კვერცხის გაზავებული გული გამოიყენებოდა.

      პასუხი: ტემპერა

    • 90

      1882 წლიდან ის დასახლდა მონმარტრზე და მისი სურათების მიხედვით შეიძლება მონმარტრის კაბარეების და საროსკიპოების მატიანის დაწერა.

      პასუხი: ტულუზ-ლოტრეკი

    • 120

      ანდრეი ვოზნესენსკის ლექსის სათაურში ამბობს, რომ ის სწორედ ეს მხატვარია, თუმცა იუმორის გრძნობის მქონე მკითხველს შეუძლია აღიქვას ეს განცხადება ისე, თითქოს პოეტი ცნობილ პრემიასთან ან სულაც 1945 წელს ჩაძირულ გერმანულ გემთან აიგივებდეს თავს.

      პასუხი: გოია («я Гойя!»)

    • 150

      ცნობილი ფრანგი პოსტიმპრესიონისტისა და პუანტილისტის ჟორჟ სერას ეს შედევრი XIX საუკუნის ერთ-ერთ ყველა შესანიშნავ ტილოდ ითვლება. უნდა ითქვას, რომ შეხედულებები გამოთქმული მის შესახებ ძალიან არაერთგვაროვანია: მაგალითად Eრნსტ ბლოხის აზრით, მასზე მხოლოდ მოწყენილობის მოზაიკაა გამოსახული, ხოლო ფენეონი თვლიდა, რომ სურათზე გამოსახულია ადამიანების ჟგუფი, რომელიც ტკბება ბუნეით შუა ზაფხულში.

      პასუხი: “კვირა დღე, ნაშუადღევი კუნძულ გრად-ჟატზე”

  • თემა 6: ლიტერატურა
    • 30

      ამ გვარის ერთმა მატარებელმა დაწერა რომანი “საღამო ბიზანტიაში”, მეორემ კი 1925 წელს ნობელის პრემია მიიღო და ინგლისურ თეატრში შექსპირის შემდეგ ყველაზე პოპულარულ დრამატურგად ითვლება. (პას: შოუ)
      60. ის არის ერთადერთი საბჭოთა მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო პარტიისა და მთავრობის თანხმობით.

      პასუხი: მიხაილ შოლოხოვი

    • 60

      ის არის ერთადერთი საბჭოთა მწერალი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო პარტიისა და მთავრობის თანხმობით.

      პასუხი: მიხაილ შოლოხოვი

    • 90

      სწორედ ამ მხედართმთავრის და ომპერატორის სახელი ერქვა ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმაში” ტახს, რომელმაც დიქტატურა დაამყარა და თავისი მოწინააღმდეგე გააძევა ფერმიდან.

      პასუხი: ნაპოლეონი

    • 120

      ეს დიდი ფრანგი მწერალი, საზოგადო და რელიგიური მოღვაწე, ავტორი რომანებისა “სიყვარულის უდაბნო”, “ღამის დასასრული”, “ცხოვრების დასაწყისი” და “ასპიდთა ბუდე” ასევე კოლაბორაციონიზმთან ცნობილი მებრძოლიც იყო, თუმცა ომის შემდეგ მოუწოდა საზოგადოებას მიეტევებინა გერმანელებთან თანამშრომლობა თანმემამულეებისათვის.

      პასუხი: ფრანსუა მორიაკი

    • 150

      დამისახელეთ ცნობილი ფრანგი მწერალი, პოეტი და ესეისტი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ასეთი აზრი გამოთქვა: “ალბათ მართალია, რომ 50 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება, სამწუხაროა მხოლოდ, რომ ამის მერე ძალიან მალე მთავრდება”. გეტყვით კიდევ, რომ მისი ნამდვილი გვარია ტომა.

      პასუხი: მიშელ უელბეკი (დოკუმენტების მიხედვით დაიბადა 1956 წელს)

ფინალური რაუნდი
  • თემა 1: კინო
    •  

      დამისახელეთ კინოფილმი, რომელშიც მისი რეჟისორი თამაშობს ეპიზოდურ როლს მწერების განყოფილების წარმომადგენლისა. საინტერესოა, რომ ის თითქმის არ მოძრაობს მთელი ფილმის განმავლობაში და აშკარად ავლებს პარალელს საკუთარ თავსა და ერთ აფრიკულ ცხოველს შორის.

      პასუხი: გარაჟი (იქ ელდერ რიაზანოვს მთელი ფილმის განმავლობაში ბეჰემოტის ფიტულზე მიყრდნობილს ტკბილად სძინავს).

  • თემა 2: გამონათქვმები
    •  

      გამოჩენილი ნიდერლანდელი მეცნიერი ედსგერ დეიქსტრა ამბობდა: „ინფორმატიკა ისევეა მეცნიერება კომპიუტერების შესახებ, როგორც ასტრონომია მეცნიერებაა... შესახებ“.

      პასუხი: ტელესკოპების