რაუნდი 1
თემა : -
მოთამაშეები
+ მოთამაშის დამატება
სალამი.

ეს ჯეპარდის („სვოიაკის“) თამაშის დამხმარე ინსტრუმენტია. ის თამაშის წამყვანის დასახმარებლადაა შექმნილი და ქულების დათვლას ამარტივებს.
დასაწყებად, დაამატეთ მოთამაშეები მარცხენა სვეტში (მაქსიმუმ 6) და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“ ქვედა ზოლში. ყოველი კითხვის გამოჩენის შემდეგ, მონიშნეთ სწორი ან/და არასწორი პასუხების ავტორები ასევე ქვედა ზოლიდან და კვლავ დააჭირეთ „შემდეგს“ მომდევნო კითხვის გამოსაჩენად.

უფრო დეტალური ინსტრუქციისთვის იხილეთ ვიდეო.

რაუნდი 1

თემები:
სრუტეები, კინოციტატები, ბერძნული მითოლოგია, აშშ-ს პრეზიდდენტები, მატრიცული "არკ", ფილმები - მსახიობი.

თემა 1: სრუტეები

ეს სრუტეები აკავშირებს ერთმანეთთან ხმელთაშუა და შავ ზღვებს.

პასუხი: ბოსფორი და დარდანელი

ამ სრუტის ერთ მხარეს მდებარეობს ესპანური ქალაქი სეუტა, მეორე მხარეს კი ამ სრუტის სახელის მქონე დასახლება. მისი სახელი არაბულიდან ითარგმნება, როგორც “ტარიქის მთა”.

პასუხი: გიბრალტარი

ეს ორი სრუტე აერთებს ჩრდილოეთის ზღვას ატლანტის ოკეანესთან. ამ სრუტეებს სხვაგვარად ქვიათ ინგლისური არხი და დუვრის სრუტე

პასუხი: ლა-მანში და პა-დე-კალე

ეს სრუტე აკავშირებს აზოვის ზღვას შავ ზღვასთან. ზოგიერთი მონაცემით ამ სრუტეზე გადის საზღვარი ევროპასა და აზიას შორის.

პასუხი: ქერჩის სრუტე

ეს სრუტე გამოყოფს სიცილიას აპენინის ნახევარკუნძულისგან. მისი ნაპირების და კლდეების ფორმები და ასევე მორევები ამ სრუტეში უკავშირდება სკილას და ქსრიბდისის ლეგენდას ბერძნულ მითოლოგიაში.

პასუხი: მესინის სრუტე

თემა 2: კინოციტატები

მერილინ ლოუელი: რატომ 13?
ჯიმ ლოუელი: იმიტომ, რომ 12-ს მოსდევს

პასუხი: აპოლო 13

ჰარი: მხოლოდ მცირე დახმარება, ღმერთო, სულ ესაა რასაც გთხოვ!
მაქსი: ვფიქრობ, რომ მასთან საკმაოდ ახლოს ვართ. მას უნდა ესმოდეს შენი

პასუხი: არმაგედონი

ახალგაზრდა ჯენიფერი: მე მოხუცი ვარ
მოხუცი ჯენიფერი: მე ახალგაზრდა ვარ

პასუხი: უკან მომავალში

შოტლანდიის პრობლემა ის არის, რომ ის შოტლანდიელებითაა სავეს

პასუხი: მამაცი გული

ჩემი ცხვირი ყოველთვის 15 წუთით წინ მისწრებს ხოლმე.

პასუხი: სირანო დე ბერჟერაკი

თემა 3: ბერძნული მითოლოგია

კრონოსისა და რეას ერთ-ერთი ძე, რომელსაც ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა ხვდა წილად. თანდათანობით მან შეავიწროვა წყლის სტიქიის ისეთი უძველესი ღვთაებები, როგორებიც იყვნენ ნერევსი, ოკეანოსი და სხვები. ძველ ბერძნების რწმენით, ის თავისი ეტლით დაქროდა ზღვებზე სამკაპით ხელში, რომლითაც იწვევდა ქარიშხლებს, ამსხვრევდა კლდეებს და ა.შ.

პასუხი: პოსეიდონი

ვაჭრების, მგზავრების, ქურდების მფარველი, ნახირისა და საძოვრების ღმერთი. ის ღმერთების მაცნეა და ასევე მიცვალებულთა სულებს აცილებს ჰადესში. მას მიაწერენ ქნარის, ასევე ანბანის, და რიცხვების გამოგონებას. ყველაზე მარჯვე და მოხერხებული ღმერთებს შორის.

პასუხი: ჰერმესი

ცის განმასახიერებელი უძველესი და უზენაესი ღვთაება, გეას მეუღლე, ღმერთების მამათავარი. მისი სახელის მიხედვით ეწოდა სახელი მზის სისტემის ერთ-ერთ პლანეტას. გეამ განაწყო თავისი უმცროსი შვილი მის წინააღმდეგ, რათა მას მამის ძალაუფლრბა დაემხო. მან ეს მოახერხა მითიური ლითონის, ადამანტისაგან დამზადებული ნამგლით.

პასუხი: ურანოსი

ტიტანებიდან ერთ-ერთი, ურანოსის და გეას უმცროსი ვაჟი, რომელმაც დაამარცხა მამამისი და თავად გახდა უზენაესი ღმერთი. იმის შიშით, რომ მამის ბედი არ გაეზიარებინა, ის ყლაპავდა თავის შვილებს. უმცროსი შვილის მაგივრად, მისმა მეუღლე რეამ მას ნაჭრებში გახვეული ქვა გადააყლაპა. ასე გადარჩა ზევსი, მამისგან ფარულად გაიზარდა და მოგვიანებით დაამხო კიდეც მისი ძალაუფლება. მისი მმართველობის პერიოდს “ოქროს ხანად” მოიხსენიებენ, სადაც არ არსებობდა ავადმყოფობა, გაჭირვება და სხვა უბედურებანი და ყველა ადამიანი ბედნიერი იყო.

პასუხი: კრონოსი

კერიისა და ოჯახის, ანთებული ცეცხლის მფარველი ქალღმერთი, ზევსის ერთ-ერთი და. ყველა ოჯახში ანთებული კერია მის საკურთხევლად ითვლებოდა. ითვლება, რომ რომაულ მითოლოგიაში მისი შესაბამი ქალღმერთია ვესტა, რომლის ქურუმები ვესტალები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ძველი რომის რელიგიურ ცხოვრებაში.

პასუხი: ჰესტია

თემა 4: აშშ-ს პრეზიდდენტები

აშშ-ს 40-ე პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის წლებია 1981-1989. იგი რესპუბლიკელების კანდიდატი იყო. ის პროფესიით მსახიოიბი იყო. მისი სახელი დაკავშირებულია ბერლინის კედლის დანგრევასთან.

პასუხი: რონალდ რეიგანი

მან არჩევნებში რესპუბლიკლების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა და აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი გახდა, რიგით II აშშ-ს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტებს შორის. პრეზიდენტობის წლებია 1961-1963. მასთან არის დაკავშირებული კარიბის კრიზისი.

პასუხი: ჯონ კენედი

აშშ-ს 50-ე პრეზიდენტი, რიგით III აშშ-ს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტებს შორის. ცნობილია როგორც ყველაზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტის მქონე აშშ-ს პრეზიდენტებს შორის განსხვავებით მისი მომდევნოსგან (რომელიც ბოლოა ამ სიაში). პრეზიდენტობის წლებია 1993-2001.

პასუხი: ბილ კლინტონი

ის აშშ-ს 28-ე პრეზიდენტია დემკოკრატიული პარტიის სიით. ის ყველანაირად ცდილობდა ამერიკის ჩაბმას I მსოფლიო ომში. ომის დამთავრების შემდეგ კი ის იყო ვერსალის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ერთა ლიგის სულის ჩამდგმელი. პრეზიდენტობის წლებია 1913-1921.

პასუხი: ვუდრო ვილსონი

ის აშშ-ს 26-ე პრეზიდენტია რესპუბლიკური პარტიის სიით. ერთ-ერთი ნადირობის ისტორიის შემდეგ მისი სახელი დაარქვეს სათამაშო დათუნიას. იგი ვერ იტანდა ვუდრო ვილსონის იდეალიზმს. 1906 წელს მან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო. პრეზიდენტობის წლებია 1901-1909.

პასუხი: თეოდორ რუზველტი

თემა 5: მატრიცული "არკ"

მას ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნასაფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337-1453) დროს 1429-1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ.

პასუხი: ჟანა დ’არკი

სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. იგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებულისაქონლის დამომსახურების ორიენტაციის, სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების,სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ. რაზეა საუბარი?

პასუხი: მარკეტინგი

არსებობს მოსაზრება, რომ ეს ტერმინი რომაელი ექიმის, გალენოსის მიერ არის შექმნილი. იგი იწვევს ორგანიზმის პარალიზებას, ტკივილის გაყუჩებას, ჰალუცინაციებს და ა. შ.

პასუხი: ნარკოტიკი

ბერძნული რეგიონი პელოპონისზე. ბერძნულ მითოლოგიაში გაიგივებულია სამოთხის მსგავს იდილიურ ადგილთან, სადაც ხალხი ბუნებასთან სიახლოვეში ბედნიერად ცხოვრობს.

პასუხი: არკადია

მას სახელი ინდიელთა ერთ-ერთი ტომის მიხედვით ეწოდა. იგი 1541 წელს ფერნანდო დე სკოტომ გამოიკვლია. 1648 იქ შეიქმნა ევროპელთა პირველი კოლონიები.

პასუხი: არკანზასი

თემა 6: ფილმები - მსახიობი

ადაპტაცია, სონი, გველის თვალები, ლას ვეგასის დატოვება, ეროვნული საგანძური, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი.

პასუხი: ნიკოლას კეიჯი

ბრემ სტოკერის დრაკულა, პატარა ბუდა, ეშმაკის ადვოკატი, სიჩქარე, მატრიცა.

პასუხი: კიანუ რივზი

ჰამლეტი, ომი და მშვიდობა, ოტელო, ადამიანი სპილო, ერთი კაცის ომი, ინსტინქტი, შეუსრუებელი მისია II, ბეოვულფი, ბობი, ზოროს ნიღაბი, ალექსანდრე, ჰანიბალი.

პასუხი: ენტონი ჰოპკინსი

ღამის ოსტატი, ჩემი ცხოვრება, რიტა, ბანკოკ ჰილტონი, ფართოდ დახუჭული თვალები, მულენ რუჟი, დოგვილი, ოქროს კომპასი.

პასუხი: ნიკოლ კიდმანი

პატარა ქალი, სილვია სკარლეტი, ბავშვის აღზრდა, წლის ქალი, ადამის ნეკნი, ალისია ადამსი, აფრიკელი დედოფალი, პატი და მაიკი, ლომი ზამთარში.

პასუხი: კეტრინ ჰეფბერნი

რაუნდი 2

თემები:
ინგლისელი პოეტები, ოპერები - კომპოზიტორი, მატრიცული "ლემ", მობილურები ტელეფონის მწარმოებლები, ფინანსები, გეოგრაფია.

თემა 1: ინგლისელი პოეტები

დაიბადა ლონდონში 1788 წელს ძველ არისტოკრატულ ოჯახში. ებრძოდა ტირანიას, ბრძოლის ველზე მხარში ედგა იტალიელ და ბერძენ მეამბოხეებს. მის კალამს ეკუთვნის “ებრაული მელოდიები”. გარდაიცვალა 1824 წელს მისოლუნგში ბერძენთა სამხედრო ბანაკში.

პასუხი: ჯორჯ ბაირონი

დაიბადა 1759 წელს შოტლანდიაში ფერმერის ოჯახში. ვერ დაამთავრა საშუალო სკოლა, რადგან იძულებული იყო მამას მიხმარებოდა. პირველი ლექსების კრებული გამოსცა 1786 წელს, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა. ბევრი მისი ლექსი იმღერება. პოპულარულია მისი ლირიკული გმირი – მხიარული, პატიოსანი და სამართლიანი მიწის მუშა. გარდაიცვალა 1796 წელს სიღარიბეში

პასუხი: რობერტ ბერნსი

დაიბადა 1757 წელს ლონდონში, ვაჭრის ოჯახში. ბავშობიდანვა ქონდა ხილვები, შემდეგ სვედენბორგის მისტიკამ გაიტაცა. იყო ცნობილი გრავიორი. ცნობილია იობის წიგნის მისეული ილუსტრაციებით. ასურათებდა საკუთარ ლექსებსაც. იყო უტოპისტი. მისი ცნობილი ციკლები “უცოდველობის სიმღერები” და “გამოცდილების სიმღერები”. გარდაიცვალა 1827 წელს

პასუხი: უილიამ ბლეიკი

დაიბადა 1572 წელს ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ოქსფორდსა და კემბრიჯში. მიიღო სასულიერო წოდება. წლების განმავლობაში იყო ლონდონის წმინდა პავლეს ტაძრის წინამძღვარი. სახელი გაითქვა თავისი ქადაგებებით. სიცოცხლეში მხოლოდ ორიოდე ლექსი გამოაქვეყნა. ლექსების პირველი კრებული მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა. ითვლება ე.წ. მეტაფიზიკური სკოლის ფუძემდებლად.

პასუხი: ჯონ დონი

დაიბადა ირლანდიაში 1865 წელს. 1899 წელს დააარსა ირლანდიური ეროვნული თეატრი. 1923 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა მითოლოგიისადმი. მისი შემოქმედება ხასიათდება ღრმა სიმბოლიკით და ნოვატორული გამომსახველობითი ხერხებით. წერდა პიესებსა და ესეებს. გარდაიცვალა 1939 წელს

პასუხი: უილიამ ბატლერ იეიტსი

თემა 2: ოპერები - კომპოზიტორი

ტრავიატა, რიგოლეტო, დონ კარლოსი, ოტელო, ფალსტაფი

პასუხი: ჯუზეპე ვერდი

ტოსკა, მადამ ბატერფლაი (ჩიო ჩიო სანი), ბოჰემა, ტურანდოტი

პასუხი: ჯაკომო პუჩინი

ვილჰელმ ტელი, ტანკრედი, სემირამიდა, სევილიელი დალაქი

პასუხი: ჯოაკინო როსინი

სიყვარულის წამალი, ლუჩია დე ლამერმური, ლუკრეცია ბორჯია, დონ პასკუალე, ანა ბოლეინი, ოლიმპიადა

პასუხი: გაეტანო დონიცეტი

სომნამბულა, ნორმა, პურიტანები, კაპულეტები და მონტეგები, მეკობრე

პასუხი: ბელინი

თემა 3: მატრიცული "ლემ"

ამერიკული საინვესტიციო ბანკი, რომელსაც ბოლო დრომდე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა მსოფლიოში. დაარსდა 1950 წელს მონტჰომერში, ალაბამას შტატში. მას გააჩნდა ორი შტაბ-ბინა ლონდონსა და ტოკიოში და ასევე ფილეალები სხვა მრავალ ქვეყანაში. 2008 წლის სექტემბერში ბანკმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, აშშ-ს ფინანსური კრიზისის ფონზე.

პასუხი: “ლემან ბრაზერსი”

რაიონი მანჰეტენზე, ნიუ-იორკ სიტიში, ცნობილი როგორც აფრიკელ-ამერიკელთა ძირითადი კულტურულ-სამეწარმეო ცენტრი; თითქმის მთელი XX საუკუნის განმავლობაში ასოცირდებოდა შავკანიანთა კულტურასთან, ისევე როგორც კრიმინალსა და სიღარიბესთან, თუმცა 21-ე საუკუნის დასაწყისში ერთგვარ სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინებას განიცდის.

პასუხი: ჰარლემი

ბრიტანელი ბაქტერიოლოგი, აღმოაჩინა ფერმენტი ლიზოციმი და კიდევ ერთი რამ, რისთვისაც მისი საქმის გამგრძელებელ ჰოვარდ ფლორის და ერნსტ ჩეინისთან ერთად 1945 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.

პასუხი: ალექსანდრ ფლემინგი

კუნძული ეგეოსის ზღვაში, ეკუთვნის საბრძნეთს. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეს კუნძული ეკუთვნოდა ცეხლის და მჭედლობის ღმერთს ჰეფესტოს. გადმოცემის მიხედვით სწორედ ამ კუნძულზე სტყორცნა ოლიმპოს მთიდან ჰერამ მახინჯი ახალშობილი ჰეფესტო. კუნძულის მოსახლეობამ ის შეიფარა და მანაც მადლობის ნიშნად მათ მეტალურგია და მჭედლობა ასწავლა. იქვე შექმნა მან თავისი სახელოსნო, რომელიც ოლიმპოზე დაბრუნების შემდეგაც არ მიუტოვებია და მის ღუმელში მუდამ ენთო წმინდა ცეცხლი. ეს კუნძული ასევე ცნობილია ბერძნულ მითოლოგიაში არგონევტებტების ისტორიიდან, როდესაც იქაურ ქალებს ძლივს დააღწიეს თავი იასონმა და მისმა თანამგზავრებმა.

პასუხი: ლემნოსი

ებრაული მითოლოგიის პერსონაჟი, თიხისგან შექმნილი ადამიანი, კაბალისტების საიდუმლო სწავლების წყალობით გაცოცხლებული. ლეგენდის მიხედვით მისი შექმნა მიეწერება ცნობილ თალმუდისტს და კაბალისტს, პრაღის მთავარ რაბინს მაჰარალს. თანამედროვე ივრითში ამ სიტყვით მოიხსენიებენ სულელ, მოუქნელ ადამიანს. ამ ლეგენდის გავლენით შეიქმნა ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები, ასევე მან დიდი გავლენა იქონია კონემატოგრაფიაზეც.

პასუხი: გოლემი

თემა 4: მობილურები ტელეფონის მწარმოებლები

კომპანია დაარსებულ იქნა 1976 წელს ქალაქ კუპერტინოში, კალიფორნიის შტატში. მისი დამფუძნებლები არიან სტივ ვოზნიაკი და სტივ ჯობსი. კომპანიაში დაახლობეით 28 000 ადამინია დასაქმებული. დაასახელეთ კომპანია?

პასუხი: ეფლი

როგორც ცნობილია ეს დაარსებულ იქნა 1865 წელს ქაღალდის დამამზადებელ ფაბრიკად ქალაქ ტამპერეში მიგელ ფრანკოს მიერ. მისი სათაო ოფისი არის ქალაქ ეპსოოში. მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი ოლი-პეკა კალასუოა. კომპანია დღესდღეისობით ბაზრის 40%-მდე ფლობს. მისი ერთ-ერთი სლოგანია "ჩონნეცტინგ Pეოპლე" . დაასახელეთ კომპანია.

პასუხი: ნოკია

სათაო ოფისი ქალაქ ლონდონში აქვს. მისი პრეზიდენტია ჰედეკი კომიამა. ეს კომპანია შეიქმნა 2001 წლეს ორი უზარმაზარი კომპანიის გაერთიანებით, იაპონურის და შვედურის. დაასახელეთ კომპანია?

პასუხი: სონი-ერიქსონი

ამ კომპანიის სათაო ოფისი ქალაქ სჩაუმბურგშია, ილინოისის შტატში. პრეზიდენტია გრეგ ბრაუნი. დაარსებლ იქნა 1928 წელს პოლ გალვინის მიერ. ფლობს დაახლოებით ბაზრის 14%-ს. დაასახელეთ კომპანია. კომპანია აწარმოებს მობილურ ტელეფონებს, ქსელურ სისტემებს, მიკროპროცესორებსა და სხვა პროდუქტებს. დაასახელეთ კომპანია.

პასუხი: მოტოროლა

ეს კომპანია დაარსებულ იქნა ქალაქ ბუსანში 1947 წელს. სთაო ოფისი ქალაქ სეულში აქვს. იგი მობილურების ტელეფონების ბაზრის 14%-ს ფლობს. იგი ასევე აწარმოებს ელექტრო ტექნიკასა და ნავთობ ქიმიკატებს. დაასახელეთ კომპანია?

პასუხი: ელ-ჯი

თემა 5: ფინანსები

მისი ძირითადი სახეებია: ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ეს ფასიანი ქაღალდი არის საკუთრებაზე შენი უფლების დამადასტურებელი და ჩეულებრივის შემთხვევაში გაძლვს საერთო კრებაზე ხმის ულებასა და დივიდენდს მოგების არსებისა და მისი განაწილების შესახებ გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, ხოლო პრივილეგირებულის შემთხვევაში, როგორც წესი მხოლოდ გარანტირებულ დივიდენდს, კორპორაციის მოგება-ზარალის მიუხედავად, თუმცა შესაძლებელია ხმის უფლებასაც გულისხმობდეს.

პასუხი: აქცია

ფასიანი ქაღალდი რომლის მიხედვითაც მის მფლობელს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება იყიდოს, ან გაყიდოს აქტივი წინასწარ განსაზღვრული ფასით.

პასუხი: ოფციონი

ეს არის სავალო ფასიანი ქაღალდი რომელიც მის გამცემს ავალდებულებ გასცეს თანხის (აქტივის) ძირითადი ნაწილი და პროენტი განსაზღვრულ ვადაში.

პასუხი: ობლიგაცია

ეს ფასიანი ქაღალდი ორი ნაწილისგან შედგბა: პირველი, როცა ხდება პირველი გაცვლა და მეორე, როცა ხდება უკუ გაცვლა. შეთანხმება წარმოადგენს აქტივის ან ვალდებულების დროებით გაცვლას სხვა აქტივსა, ან ვალდებულებაზე. გამოიყენება აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რისკის შემცირებისა და მოგების მისაღებად.

პასუხი: სვოპი

ამის საშუალებას იძლევა მაგ.: ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა ფასიანი ქაღალდები. ეს არის ზარალის რისკისაგან თავის დაზღვევა, თუმცა საფასო კონიუნქტურის შენთვის სასარგებლოდ შემოტრიალების შემთხვევაში, როგორც ეს ოფციონის შემთხვევაში არის, შენ ვერ იღებ დამაებით ოგებას, თუმცა სხვა თანაბარ პირობებში მისაღები მოგება, შენ გარანტირებული გაქვს.

პასუხი: ჰეჯირება

თემა 6: გეოგრაფია

ეს ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. უმაღლესი მწვერვალი – დამავენდი; უდიდესი მდინარე - ქარუნი; მთავარი ტბები – კასპიის ზღვა, ურმია და ნამაქი; უდიდესი კუნძული - ყეშმი; მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ქუვეითი და ერაყი.

პასუხი: ირანი

ეს ქვეყანა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში. უმაღლესი მწვერვალი - ჰალტი; მდინარე - კემიოკი; ტბები - დიდი საიმაა, ინარი და პაიანე; კუნძულები - სოისალო, ალანდი, კემი, ჰაილუოტო და ვალგრუნდი;. მოსაზღვრე ქვეყნებია: შვეცია, ნორვეგია და რუსეთი. მისი ქალაქებია: ესპოო, ტამპერე, ვანტაა, ტურკუ, ოულუ და სხვა.

პასუხი: ფინეთი

ეს ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. უდიდესი ტბაა ბალატონი. გეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში. მისი ქალაქებია: დებრეცენი, მიშკოლცი, სეგედი, პეჩი და სხვა. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია.

პასუხი: უნგრეთი

ეს ქვეყანა მდებარეობს სპარსეთის ყურეში, ხმელეთით ესაზღვრება საუდის არაბეთსა და ერაყს, ხოლო მისი მეზობელი ყურის მოპირდაპირე მხარეს ირანია. ქალაქები : ას-სალიმია, ჯალიბ-აშ-შუიუ. 1961 წელს მიიღო დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისაგან. 1991 წელს იგი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის „უდაბნოს ქარიშხალი“ პლაცდარმი გახდა, რაც გამოწვეული იყო ერაყის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის ფაქტით.

პასუხი: ქუვეითი

ეს ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. მწვერვალები – ჩოგორი, ნანგა პარბატი, გაშერბრუმი, ბროუდ-პიკი; მდინარეები – ინდი, სათლეჯი, ჩენაბი; ტბა - ტარბელას წყალსაცავი. მოსაზღვრე ქვეყნებია: ირანი, ავღანეთი, ჩინეთი და ინდოეთი.

პასუხი: პაკისტანი

რაუნდი 3

თემები:
ასტრონომია, გამოგონებები, ნობელიანტები, ენები, I მსოფლიო ომი, მხატვრობა.

თემა 1: ასტრონომია

ასე ეწოდება ასტრონომიაში 149.6 მლნ კილომეტრ მანძილს, რომელიც წარმოადგენს მანძილს დედამიწიდან მზემდე. მისი მეტ-ნაკლებად ზუსტი მნიშვნელობა გამოთვალეს იტალიელმა ასტრონომმა ჯოვანი კასინიმ და მისმა თანაშემწემ ჟან რიშერმა 1672 წელს.

პასუხი: ასტრონომიული ერთეული

დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც მზის სისტემა ასრულებს წრეს გალაქტიკის ცენტრის გარშემო. დროის ამ მონაკვეთის ზუსტი სიდიდე უცნობია, მაგრამ დაახლოებით ის შეადგენს 200-250 მილიონ “დედამიწურ წელიწადს”.

პასუხი: გალაქტიკური წელიწადი

ცის სფეროს დიდი წრე, რომელზეც წარმოებს მზის ხილული მოძრაობა წლის განმავლობაში.

პასუხი: ეკლიპტიკა

ვარსკვლავური მანძილების საზომი ერთეული, რომელიც უდრის 3.263 სინათლის წელიწადს. ეს დასახელება პირველად შემოგვთავაზა ბრიტანელმა ასტრონომმა ჰერბერტ ტარნერმა 1913 წელს, რომელმაც ეს დასახელება პარალაქსის და სეკუნდის კომბინირებით მიიღო.

პასუხი: პარსეკი

გავარვარებული აირების მნათი წარმონაქმნი, რომელიც შეინიშნება მზის დისკოს კიდეზე. ისინი კარგად ჩანს მზის სრული დაბნელების დროს, ხოლო სხვა დროს მათ დასანახად სპეციალური სპექტრალური ხელსაწყოებია საჭირო.

პასუხი: პროტუბერანცი

თემა 2: გამოგონებები

ამ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის შემქმნელმა ხალხმა გამოიგონა ბორბალი ძვ. წ. აღ. VI ათასწლეულში და მათვე მიეწერებათ დამწერლობის გამოგონება ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეულებში.

პასუხი: შუმერები

მათ კი შექმნეს პირველი ანბანური დამწერლობა ძვ. წ. აღ. XIII საუკუნეში. ამ დამწერლობასი სიტყვების ჩასაწერად მხოლოდ თანხმოვნები გამოიყენებოდა. შეიძლება ითქვას, მან დაუდო სათავე თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკულად ყველა დამწერლობას.

პასუხი: ფინიკიელები

ეგვიპტური მითიური ცნობის თანახმად ისინი შექმნა ღმერთმა თოთმა. მათი სახელწოდება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “წმინდა ნიშანს”.

პასუხი: იეროგლიფები

ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, გენიალური ინჟინერი და გამომგონებელი. მითის თანახმად მან გამოიგონა ხერხი, ნაჯახი, ბურღი და სასწორი

პასუხი: დედალოსი

ამის გამოგონება კი მიეწერება ბიზანტიელ კალინიკეს 678 წელს. გადმოცემის თანახმად ამან შეუშალა ხელი არაბებს კონსტანტინოპოლის აღებაში

პასუხი: ბერძნული ცეცხლი

თემა 3: ნობელიანტები

ამ მწერალმა მიიღო ნობელის პრემია 1907 წელს. ის განიხილავს თავის შემოქმედებაში თეთრი ადამიანის ხვედრის თემას, რაც მის მიხედვით წარმოადგენს სხვა ნაკლებგანვითარებული ხალხების ცივილიზებულ სამყაროსთან ზიარებას

პასუხი: რადიარდ კიპლინგი

ეს ინდოელი მწერალი, პოეტი, კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა 1871 წელს. 1913 წელს ის გახდა პირველი ინდოელი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია.

პასუხი: რაბინდრანათ თაგორი

პოლონელი მწერალი, დაბადებული 1846 წელს. 1905 წელს ის გახდა პირველი პოლონელი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში. ცნობილია მისი ნაწარმოებები:”ჯვაროსნები”, “ვიდრე ხვალ” და სხვა

პასუხი: სენკევიჩი

ის დაიბადა 1858 წელს შვედეტის პროვინცია ვერმლანდში. მისი ერთ-ერთი მთავარი რომანია “იერუსალიმი”, სადაც პალესტინაში ემიგრირებული შვედი ქრისტიანების შესახებაა მოთხრობილი. 1909 წელს ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში.

პასუხი: სელმა ლაგერლეფი

ეს ბელგიელი მწერალი იმთავითვე განზე გადგა პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სოციალური პრობლემებისგან, რამაც განაპირობა ზღაპრულ–ფანტასტიუტი ირეალური სამყაროს თემატიკის დამკვიდრება მის შემოქმედებაში. მან მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში 1911 წელს. ცნობილია თავისი პიესით “ლურჯი ფრინველი”.

პასუხი: მორის მეტერლინკი

თემა 4: ენები

იგი არის ინდოარიულ ენათა ჯგუფში. იგი ბანგლადეშის და ინდოეთის დასავლეთ ბენგალის და ასამის შტატებისთვის მშობლიურია. ის წარმოიშვა მაგადჰი პრაკრიტის და სანსკრიტის საფუძველზე და ოფიციალური ენაა და მასზე დაახლოებით 185 მლნ ადამიანი ლაპარაკობს.

პასუხი: ბენგალიური

ამ ორ სახელმწიფოში ფართოდ არის გავრცელებული ესპანური, კეჩუა და აიმარა. დაასახელეთ ორივე, თუ გეტყვით, რომ ერთი სახელმწიფოს პრეზიდენტია ალან გარსია და მეორის ევო მორალესი.

პასუხი: პერუ და ბოლივია

იგი შედის ირანულ ენათა ოჯახში. ამ ენაზე 30 მლნ-მდე ადამიანი საუბრობს. მათ შორის ავღანეთის 40% და პაკსტანის მოსახლეობის 15%-მდე (ჩრდოლო-დასავლეთ პაკისტანი).

პასუხი: პუშტუ

ინგლისურთან და ფიჯიურთან ერთად ეს ენა არის ფიჯის ოფციალური ენა. ის ენა 1965 წლიდან სახელმწიფო ენაა სახელმწიფოში, რომელშიც მასზე რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.

პასუხი: ჰინდი

ამ ენაზე საუბრობენ: კენიაში, ტანზანიაში, უგანდაში, რუანდაში, ბურუნდიში, კონგოში, სომალიში, ომანში, კომორის კუნძულებსა და მოზამბიკში. ენას ყვლაზე მცჰიდრო კავშირი აქვს: არაბულ ენასთანს. ასევე დაკავშირებულია: სპარსულთან, გერმანულთან, პორტუგალიურთან, ინდურთან და ინგლისურთან.

პასუხი: სუაჰილი

თემა 5: I მსოფლიო ომი

დაასახელეთ ზუსტი თარიღი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ერც-ჰერცოგის ფრანც-ფერდინანდის სარაევოში მკვლელობისა, რაც იქცა I მსოფლიო ომის დაწყების საბაბად.

პასუხი: 1914 წლის 28 ივნისი

1918 წლის გაზაფხულზე ამერიკელებმა I ჯარები გადმოსხეს ევროპაში, 14 დივიზია. მეთაურის სახელის საპატივსაცემოდ ერთ-ერთ მძიმე კატეგორიის ტანკსა და ბალისტუკურ რაკეტას უწოდეს მისი სახელი. დაასახელეთ ვინ ხელმძღვანელობდა ამერიკულ კორპუსს.

პასუხი: ჯონ პერშინგი

ომის დასაწყისში გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან, ბელგიიდან შეიყვანეს და განიძრახეს ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს. დაასახელეთ იგი.

პასუხი: გრაფი ალფრედ ფონ შლიფენი

ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა და შეცვალა იგი. მის მიხედვით ბელგიით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. დაასახელეთ ეს ახალი მეთაური.

პასუხი: ჰელმუტ ფონ მოლტკე

1916 წლის 4 ივნისს რუსებმა კარპატების ავსტრიელებს შეუტიეს. ავსტრიელები ვერ აჩერებდნენ რუსებს, გერმანელების ძირითადი ძალები კი დასავლეთ ფრონტზე იყო კონცენტრირებული, ამიტომ ძალიან გაუჭირდათ ძალების შეკრება და ავსტრიისთვის დახმარება. დაასახელეთ ვინ ხელმძღვანელობდა რუსულ ძალებს ამ შეტევის დროს.

პასუხი: ალექსეი ბრუსილოვი

თემა 6: მხატვრობა

იგი 1452 წელს იტალიაში დაიბადა. მისი ნამუშევრებია: ნათლისღება, ხარება, ბენუას მადონა, მადონა ყვავილით და სხვა. გარდაიცვალა 1519 წელს საფრანგეთში.

პასუხი: ლეონარდო და ვინჩი

იგი 1862 წელს დაიბადა. მისი ნამუშევრებია: ძიძა ბავშვით, გლეხი ქალი ბავშვებთან ერთად მიდის წყალზე, ჟირაფი, მეთევზე, მეეზოვე და სხვა.

პასუხი: ფიროსმანი

იგი დაიბადა კიევში 1878 წეილს. მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე, გეომეტრიული აბსტრაქტული ხელოვნების პიონერი და რუსული ავანგარდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. მისი ნამუშევრებია: სუპერმიზმი, თეთრი თეთრზე, პეიზაჟი ყვითელი სახლით, შავი წრე, შავი კვადრატი და ა.შ.

პასუხი: კაზიმირ მალევიჩი

ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, მიმდინარეობა ფოვიზმის ლიდერი. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ) სწავლობდა. 1895-98 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში მუშაობდა. მისი ნამუშევრებია: ქალი ქუდით, ყვითელი ფარდა, ზღვის ურჩხული და სხვ.

პასუხი: ანრი მატისი

რუსი მხატვარი, იურისპრუდენციასა და ეკონომიკას სწავლობდამოსკოვის უნივერსიტეტში. ხელოვნებათმცოდნე. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი. დაიბადა 1866 წლეს მოსკოვში, თუმცა მთელი ბავშვობა ოდესაში გაატარა. გარდაიცვალა ნიოი-სურ-სენში 1944 წელს. მისი მანუშევრებია: კომპოზიცია X, თეთრზე II და ა.შ.

პასუხი: ვასილი კანდინსკი

ფინალური რაუნდი

თემები:
პეტრე I, სპარტა.

ფინალში მოთამაშეთა ფსონები:

თემა 1: პეტრე I

პეტრე I-ის დროს გაჩნდა ჩვეულება ამის საფლავში ჩაყოლებისა, რათა ადამიანი ღირსეულად წარმდგარიყო ღმერთის წინაშე.
დაასახელეთ ეს.

პასუხი: წვერი
(რამდენადაც პეტრე I აიძულებდა წვერის გაპარსვას)

თემა 2: სპარტა

ცნობილია სპარტელების გამონათქვამი: ქინძისთავს დიდი ფასი ექნებოდა, ვაჟკაცის მხდალისგან გარჩევა რომ შეეძლოსო.
რა იგულისხმება ქინძისთავში?

პასუხი: ისარი
(მშვილს-ისარი ითვლებოდა სამარცხვინო იარაღად, ვინაიდან ნებისმიერ მხდალს შეეძლო საუკეთესო მეომარიც კი მოეკლა შორიდან).

თამაში დასრულებულია

სწორი პასუხი:
არასწორი პასუხი: