რაუნდი 1
თემა : -
მოთამაშეები
+ მოთამაშის დამატება
სალამი.

ეს ჯეპარდის („სვოიაკის“) თამაშის დამხმარე ინსტრუმენტია. ის თამაშის წამყვანის დასახმარებლადაა შექმნილი და ქულების დათვლას ამარტივებს.
დასაწყებად, დაამატეთ მოთამაშეები მარცხენა სვეტში (მაქსიმუმ 6) და დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“ ქვედა ზოლში. ყოველი კითხვის გამოჩენის შემდეგ, მონიშნეთ სწორი ან/და არასწორი პასუხების ავტორები ასევე ქვედა ზოლიდან და კვლავ დააჭირეთ „შემდეგს“ მომდევნო კითხვის გამოსაჩენად.

უფრო დეტალური ინსტრუქციისთვის იხილეთ ვიდეო.

რაუნდი 1

თემები:
მატრიცული: "შარ", ანეკდოტები პროგრამისტებზე (დაასრულეთ!), ყველაზე, ყველაზე, Ну, погоди!, მოდით ვითამაშოთ ბანქო, ტომები და ხალხები.

თემა 1: მატრიცული: "შარ"

ასე სხვაგვარად ჰქვია თაღლითს

პასუხი: შარლატანი

ეს ნაწარმოები იწყება ეკლესიასტეს ციტატით: „–ვაი, შე ქალაქო, რომელსა შინა მეფე შენი ჭაბუკ“

პასუხი: ლაშარელა

ქალაქი ყაზახეთში, ჟარმინის რაიონში. მდებარეობს მდინარე ჩარზე. სხვაგვარად ჰქვია ჩარსკი

პასუხი: შარ

ესაა ფრანგული ლიქიორი, რომელიც პირველად დამზადებული იყო 300 –ზე მეტი წლის წინ კარტეზიანული ორდენის ბერების მიერ საფრანგეთში, გრენობლის მახლობლად მდებარე მონასტერში

პასუხი: შარტრეზი (Chartreuse)

ეს იყო ცნობილი გერმანული კრეისერი მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელმაც სახელი მიიღო პრუსიის არმიის გენერლის და რეფორმატორის და ასევე პირველი მსოფლიო ომისდროინდელი კრეისის სახელების საპატივცემულოდ. ის, ჩვეულებრივ, ბრძოლაში მონაწილეობდა თავისი „დაძმობილი“ კრეისერ გნეზენაუსთან ერთად.

პასუხი: შარნჰორსტი(Scharnhorst)

თემა 2: ანეკდოტები პროგრამისტებზე (დაასრულეთ!)

პროგრამისტი წყალში იხჩობა, და ითხოვს შველას:....(შემდეგი სიტვებით)

პასუხი: F1, F1, F1

რითი განსხვავდება დამწყები პროგრამისტი დასრულებულისაგან?
დამწყებს გონია რომ კილობაიტში 1000 ბაიტია, დასრულებულს გონია რომ კილომეტრში...

პასუხი: 1024 მეტრია

პროგრამისტს ეკითხებიან: სადამ ჰუსეინთან, ბინ ლადენთან და ბილ გეითსთან ერთად რომ იყო ერთ ოთახში და გქონდეს პისტოლეტი ორი ტყვიით, რას გააკეთებდი? პროგრამისტი პასუხობს:

პასუხი: ორჯერ ვესროდი ბილ გეითს!

ბლოკადის და შიმშილობის შემთხვევაში პროგრამისტს შეუძლია ერთი თვე მაინც იკვებებოდეს იმით, რაც...

პასუხი: ამოჩიჩქნა კლავიატურიდან

ორი პროგრამისტი ხვდება ერთმანეთს
- გუშინ სუფრაზე ვიყავი და მაგარი Property-ების ქალი გავიცანი
- მერე რა ქენი ხო არ შემარცხვინე?
- სამწუხაროდ კი მხოლოდ

პასუხი: read only იყო

თემა 3: ყველაზე, ყველაზე

ასე ჰქვია 1966 წლის საბჭოთა მულტფილმს პატარა ლომის შესახებ, რომელმაც თავი წარმოიდგინა ყველაზე ჭკივიანად, ძლიერად, მამაცად და ლამაზად, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ თავის ქებას სიკეთე არ მოაქვს.

პასუხი: „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე, ყველაზე“

ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი მდებარეობს სწორედ ამ დედაქალაქში

პასუხი: მოსკოვი

ეს ფილმი დღეისათვის ყველაზე პოპულარულია ფილმების შესახებ მსოფლიოში ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის და საიტის IMDB (Internet Movie Database)–ის რეიტინგის მიხედვით

პასუხი: გაქცევა შუოშენკიდან

ფორბსის მიხედვით, 2008 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწერალი არის ჯოან როულინგი, მეორე ადგილზეა ამერიკელი ჯეიმს პეტერსონი, ხოლო მესამე ადგილზეა

პასუხი: სტივენ კინგი

დაასახელეთ ყველაზე მარილიანი, ყველაზე თბილი და ყველზე პატარა ზღვები

პასუხი: შესაბამისად, მკვდარი, წითელი და მარმარილოს

თემა 4: Ну, погоди!

1969 წლიდან 1993 წლამდე ეს მულტფილმი იქმებოდა სწორედ ამ ყველასთვის ნაცნობ სტუდიაზე

პასუხი: «Союзмультфильм»

ამ მულტფილმში სწორედ ეს ცნობილი საბჭოთა მსახიობი ახმოვანებდა მგელს

პასუხი: ანატოლი პაპანოვი

ჩანაფიქრში მგელი უნდა გაეხმოვანებინა ამ ცნობილ მომღერალს, პოეტს და მსახიობს, მაგრამ ის „ზემოდან“ დაბლოკეს

პასუხი: ვლადიმერ ვისოცკი

არსებობს რამოდენიმე ანალოგია ამ მულტფილმსა და „Tom & Jerry“-ს შორის. მგელი – ტომი, კურდღელი – ჯერი, ხოლო ეს ცხოველი ანალოგიაშია კეთილ ბულდოგთან

პასუხი: ბეჰემოტი

ერთ-ერთ სერიაში სწორედ ამ ცბობილ სიმღერას მღეროდა წითური პარიკით თავზე კურდღელი

პასუხი: პუგაჩოვას „აისბერგი“

თემა 5: მოდით ვითამაშოთ ბანქო

ამ ახლა ძალიან პოპულარული და მარტივი თამაშის წინამორბედი იყო ფრანგული თამაში ოცდაერთი, რომელსაც რუსულად ხშირად “ოჩკოსაც” ეძახიან

პასუხი: ბლექ ჯეკი

ეს არის ინტელექტუალური, გუნდური ბანქოს თამაში, რომელშიც მოთამაშეები ტრადიციულად აღინიშნებიან ჰორიზონტის მხარეების მიხედვით, ჩრდილოეთი და სამხრეთი აღმოსავლეთისა და დასავლეთის წინააღმდეგ თამაშობენ. მისი მოყვარულები იყვნენ ჩერჩილი, მარგარეტ ტეტჩერი, ომარ შარიფი და ბილ გეითსი.

პასუხი: ბრიჯი

სწორედ ასე ეწოდება პრეფერანსში თამაშს, რომლის მიზანიცაა არ აიღო არც ერთი “ვზიატკა”

პასუხი: მიზერი

თუ თქვენ ხელში გიჭირავთ ორი ტუზი და სამი რვიანი, ესეიგი სწორედ ეს პოკერის კომბინაცია გჭერიათ

პასუხი: ფულ ჰაუსი

სწორედ ამ თამაშს, რომელსაც საბანკო თამაშების კლასს აკუთვნებენ, თამაშობდნენ პუშკინის მოთხრობაში “პიკის ქალი”

პასუხი: შტოსი

თემა 6: ტომები და ხალხები

სწორედ ამ ტომის წარმომადგენელი იყო ჩინგაჩგუგი, ჯეიმს ფენიმორ კუპერის ცნობილი რომანიდან

პასუხი: მოჰიკანები

სწორედ ასე ჟღერს ტომი ლათინურად. ძველ რომში ის სამი იყო: რამნები, ტიციები და ლუცერები

პასუხი: ტრიბა

მათი ძირითადი ნაწილის გარდა, რომელიც ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, დაახლოებით 10 ათასი სახლობს ავსტრალიაში, დასახელება ამავე ხალხის ენიდან ითარგმნება, როგორც “ნორმალური” ან “ბუნებრივი”

პასუხი: მაორი

2006 წლისათვის ისინი 700 ათასიდან 1 მილიონამდე იყვნენ. ისინი საუბრობენ არაინდოევროპულ ენაზე, რომელიც აქვიტანურისგან წარმოიშვა. სწორედ მათი წარმომადგენლები არიან მაგალითად მორის რაველი და მიგელ დე უნამუნო

პასუხი: ბასკები

XVIII საუკუნემდე ეს ტომი არ არსებობდა. ის წარმოადგენს მისისიპის, ჯორჯიისა და კაროლინის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელების, ასევე კაროლინელი ზანგების შერევის შედეგს. დღეს სახლობს ორ შტატში- ოკლაჰომასა და ფლორიდაში

პასუხი: სემინოლები

რაუნდი 2

თემები:
ადამიანი და მედიცინა, მათემატიკა, XXIX ოლიმპიური თამაშები, მატრიცული: "კაპ", მთები, მხატვრობა (სურათები-ავტორი).

თემა 1: ადამიანი და მედიცინა

ასე ჰქვია სხეულის განსაზღვრულ წერტილებში სპეციალური ნემსებით ჩხვლეტით მკურნალობის ხელოვნებას

პასუხი: აკუპუნქტურა

სწორედ ამდენი სარძევე კბილი აქვს ადამიანს

პასუხი: 20

ეს ორგანო არეგულირებს ნახშირწყლების და ცხიმების ცვლას, გამოყოფს პანკრეატიკულ წვენს, ინსულინის და გლუკოგენის ჰორმონებს, რომლებიც უშუალოდ სისხლში მიეწოდება

პასუხი: კუჭქვეშა ჯირკვალი

კუნთმყესოვანი ძგიდე, რომელიც ერთმანეთისაგან ყოფს გულმკერდისა და მუცლის ღრუებს; სხვაგვარად შუასაძგიდი. ემსახურება ფილტვების გაფართოებას

პასუხი: დიაფრაგმა

ნორმალური, ანუ სისტემატიური ანატომია შეიცავს რამდენიმე კერძო მეცნიერებას, მათ შორის ეს, რომელიც სწავლობს სისხლძარღვებისა და ლიმფურ სისტემებს

პასუხი: ანგიოლოგია

თემა 2: მათემატიკა

ასე ჰქვია რიცხვებს, რომლებიც წარმოიგინება წილადით, სადაც m – მთელი რიცხვია, ხოლო n - ნატურალური

პასუხი: რაციონალური რიცხვები

ასე სხვაგვარად ჰქვია ნეპერის რიცხვს ანუ ≈2,718

პასუხი: ეილერის რიცხვი(ეილერის მუდმივა)

ეს არის ერთ–ერთი არაევკლიდური გეომეტრია, რომელიც დაფუძნებულია იგივე აქსიომებზე რაც ევკლიდური, გარდა აქსიომისა პარალელური წრფების შესახებ

პასუხი: ლობაჩევსკის გეომეტრია

თქვენ მიიღებთ 80 ქულას, თუ მეტყვით რამდენი მარტივი რიცხვია 0–დან 15–მდე

პასუხი: 6, (ერთიანი არაა მარტივი რიცხვი!)

მან ალგებრაში შემოიღო ტრადიცია, რომლის მიხედვით ცნობილი რიცხვები აღინიშნება ლათინური ანბანის პირველი ასოებით, ხოლო უცნობი – ანბანის ბოლო ასოებით

პასუხი: რენე დეკარტი

თემა 3: XXIX ოლიმპიური თამაშები

დამისახელეთ რიცხვი, თვე და წელი, რომელშიც გაიმართა პეკინის ოლიმპიადის დახურვის ცერემონია

პასუხი: 24.08.2008

პეკინის ოლიმპიადის ჩატარების დღეებში სწორედ ასეთი განკარგულება მისცა ქალაქის ხელისუფლებამ ადგილობრივ რესტორნებს

პასუხი: გამოერიცხათ მენიუდან ტრადიციული კერძი ძაღლის ხორცით

ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ცერეკიძემ მოიპოვა ოქროს მედალი სწორედ ამ წონით კატეგორიაში

პასუხი: 90 კგ–მდე

პეკინის ოლიმპიადის ემბლემა შედგება სამი ნაწილისაგან: ოლიმპიური რგოლები, ინგლისური წარწერა Beijing 2008 და კალიგრაფიულად დაწერილი იეროგლიფი „ცზინ“ (სახელმწიფოს დედაქალაქი), რომელიც ჰგავს სპორცმენის ფიგურას წითელ ფონზე. ეხლა კი მითხარით რა სახელი მიიღო ამ ემბლემამ

პასუხი: მოცეკვავე პეკინი

XXIX ოლიმპიური თამაშების ტალისმანები იყვნენ წარმატების ბავშვები, ან წარმატებული ბავშვები (Дети удачи). ისინი ხუთნი არიან: ბეი-ბეი, ცზინ-ცზინ, ჰუან-ჰუან, ინ-ინ და ნი-ნი. ისინი შესაბამისად აღნიშნავენ თევზს, დიდ პანდას, ოლიმპიურ ცეცხლს, ტიბეტურ ანტილოპას და მერცხალს. მათი სახელების პირველი მარცვლების გაერთიანებით მიიღება ფრაზა: ბეი–ცზინ ჰუან–ინ ნი, რომელიც ითარგმნება როგორც?

პასუხი: პეკინი მოგესალმებათ

თემა 4: მატრიცული: "კაპ"

ის აგებულია 1473-1481 წლებში და მის კედლებზე შეიძლება ვიხილოთ პინტურიკიოს, პერუჯინოს, გირლანდაიოს ბოტიჩელისა და მიქელანჯელოს ფრესკები

პასუხი: სიქსტის კაპელა

ამ გვარს ატარებს იტალიელი პიანისტი, პარმის კონსერვატორიის პროფესორი და 1946 წელს, პიერისში დაბადებული ფეხბურთელი

პასუხი: კაპელო ( რობერტო და ფაბიო)

ფართო გაგებით, სწორედ ასე უწოდებენ ნებისმიერ ვოკალურ პარტიას რომელიც სრულდება ინსტრუმენტალური თანხლების გარეშე, ანუ რომელსაც მღერიან: “როგორც ეკლესიაში”

პასუხი: აკაპელა (a capella-ით. როგორც ეკლესიაში)

ცხრამეტი წლის ასაკში ამ ამერიკელმა გამოაქვეყნა ჟურნალ “მადმუაზელში” მოთხრობა “მირიამი”, რომლისთვისაც მიიღო კიდეც ო’ჰენრის სახელობის პრემია

პასუხი: თრუმენ კაპოტე

სწორედ მასში აპირებდა ნიკიტა სერგის ძე ხრუშოვი, მისი მრავალრიცხოვანი განცხადებების თანახმად, უკანასკნელი ლურსმნის ჩაჭედებას.

პასუხი: კაპიტალიზმის კუბო! (”. . .мы вгоним последний гвоздь в гроб капитализма”)

თემა 5: მთები

სწორედ ამ მთის თოვლზეა საუბარი ერნესტ ხემინგუეის მოთხრობაში

პასუხი: კილიმანჯარო

სწორედ ეს პოლონელი არის “ყველაზე მაღალი” ავსტრალიაში

პასუხი: კოსციუშკო

მთა კოსციუშკო სწორედ ამ მთათა სისტემის ნაწილია

პასუხი: დიდი წყალგამყოფი ქედი

ჰიმალაების ეს მწვერვალი პირველი 8 ათას მეტრზე მაღალი მთა იყო, რომელიც ადამიანმა დაიპყრო. პარადოქსია, მაგრამ ის არის ასევე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვერვალიც, რომლის დაპყრობის მსურველთაგან ყოველი მეორე იღუპება

პასუხი: ანაპურნა

დამისახელეთ ადრე საბჭოთა კავშირისა და დღეს ტაჟიკეთის უმაღლესი მწვერვალის სახელი როგორც 1962 წლამდე ისე მის შემდეგ

პასუხი: მდე: სტალინის პიკი შემდეგ: კომუნიზმის პიკი

თემა 6: მხატვრობა (სურათები-ავტორი)

“წმინდა პეტრეს ჯვარცმა”, “დაკრძალვა”, “მადონა დონი”, “განკითხვის დღე”

პასუხი: მიქელანჯელო ბუანაროტი

“ბურლაკები ვოლგაზე”, “ბოლშევიკები”, სახელმწიფო საბჭოს სხდომა”, “ივანე მრისხანე და შვილი მისი ივანე”

პასუხი: ილია რეპინი

“თივის ზვინები. ზაფხულის მიწურული”, “პარლამენტი. ლონდონი”, “კაპუცნების ბულვარი პარიზში”, “ქალი ბაღში”

პასუხი: კლოდ მონე

სერია “ოდალისკები”, “წითელი ინტერიერი: ნატურმორტი ლურჯ მაგიდაზე”, “ეგვიპტური ფარად”, “ცეკვა”, “მუსიკა”

პასუხი: ანრი მატისი

“კორნარდის ტყე”, “დილის სეირნობა”, “მეფე გეორგ მესამის პორტრეტი”, “ქალი ცისფერ სამოსში”

პასუხი: თომას გეინსბორო

რაუნდი 3

თემები:
ციტატები ცნობილი წიგნებიდან, შარიკ, შარიკ..., ფილოსოფია, ქიმია, დიდი ებრაელები, პოეზია.

თემა 1: ციტატები ცნობილი წიგნებიდან

„ვინც იტყვის რომ ეს გოგოა – დაე პირველმა მესროლოს ქვა!“

პასუხი: 12 სკამი, ილფი და პეტროვი

„არასდროს და არაფერი არ ითხოვოთ! არასდროს და არაფერი, და განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენზე ძლიერია. თვითონ შემოგთავაზებენ და თვითონ ყველაფერს მოგცემენ!“

პასუხი: ოსტატი და მარგარიტა, მიხეილ ბულგაკოვი

„ბევრი ცოცხალი იმსახურებს სიკვდილს. ზოგი კვდება, თუმცა იმსახურებს სიცოცხლეს. შეგიძლია შენ უბოძო მათ ეს? ასე რომ ნუ ჩქარობ დაარიგო სასიკვდილო განაჩენები. თვით ბრძენთაგან ბრძენებს არ შეუძლიათ ყველაფრის განჭვრეტა."

პასუხი: ბეჭდების მბრძანებელი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

„განსხვავება კაპრიზსა და „სამუდამო სიყვარულს“ შორის მხოლოდ ისაა, რომ პირველი გრძელდება უფრო დიდხანს.“

პასუხი: დორიან გრეის პორტრეტი, ოსკარ უაილდი

„იურისტი პორტფელით ხელში გაცილებით დიდი ძალაა, ვიდრე ასობით შეიარაღებული თავდამსხმელი.“

პასუხი: ნათლიმამა, მარიო პიუზო

თემა 2: შარიკ, შარიკ...

ძალიან ძველი დეკორატიული ჯიშის ძაღლი. ჩინურად – სუნში–ცუან’ , სიტყვა–სიტყვით – „ძაღლი–ხშირბეწვიანი ლომი“. ჩრდილოეთ კორეაში ამ ჯიშის ძაღლებს დელიკატესად მიიჩნევენ და რესტორნებში მიართმევენ უცხოელ ტურისტებს

პასუხი: ჩაუ–ჩაუ

ამ ჯიშის წარმომადგენლები ყველაზე დიდებია ტერიერის ჯიშებს შორის. მისი სამშობლო არის მდინარე ეირის (Aire) ხეობა იორკშირის საგრაფოში. ამ ჯიშის ძაღლმა ითამაშა ელექტრონული ძაღლის, რესის როლი საბჭოთა ფილმში – „ელექტრონიკის თავგადასავალში“

პასუხი: ელდელტერიერი. (Aire — მდინარის სახელი + dale — ხეობა = Airedale-terrier )

აბსოლუტური სიზუსტით დამისახელეთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლები ითვლებიან ყველაზე მსხვილ(დიდ) ძაღლებად მსოფლიოში

პასუხი: ინგლისური მასტიფი (უბრალოდ მასტიფი არ მიიღება!)

დამისახელეთ ჯიში: დაბალი სიმაღლე, გრძელი და მკვრივი ტანი, მოკლე და მრუდი ფეხები, ჰქვია „ძაღლი“ და პატრონია ლეიტენანტ კოლომბო.

პასუხი: ბასეტი, ბასეტ ჰაუნდი

ძაღლების ამ ჯიშის წარმოქმნა საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა ფოლკლორიდან და არქეოლოგიური გათხრებიდან ცნობილია, რომ მისი წინაპრები უძველესი ამერიკული ჯიშის წარმომადგენლები არიან. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ეს ძაღლები წარმოიშვენ ტეჩიჩის ჯიშისა და კონკისტადორების მიერ ჩამოყვანილი ჩინური ჯიშების შეჯვარებით

პასუხი: ჩიხუახუა

თემა 3: ფილოსოფია

გაიხსენეთ დელფოელი პითიას ტაძრის წარწერა, რომელსაც ხშირად არასწორად მიაწერენ ხოლმე სოკრატეს

პასუხი: “შეიცან თავი შენი”

ეს ცნობილი ფრანგი ფილოსოფისი თვლიდა, რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, ხოლო შემდეგ ის ვითარდება როგორც დამოუკიდებელი მექანიზმი. ასევე, მას ეკუთვნის გამონათქვამი E Ex nihilo nihil fit.

პასუხი: რენე დეკარტი

სწორედ ამ ფრანგ ფილოსოფოსსა და მწერალს ეკუთვნის ნაშრომი “ყოფიერება და არარაობა: ფენომენოლოგიური ონტოლოგიის მცდელობა.”

პასუხი: ჟან-პოლ სარტრი

ამბობენ მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ამ ავსტრიელმა, შემდეგ კი ბრიტანელმა ფილოსოფოსმა მოახდინა 2 რევოლუცია ფილოსოფიაში: პირველი თავისი “ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატით”, ხოლო მეორე ნაშრომით “ფილოსოფიური ძიებანი”, რომელმაც მისცა ბიძგი ბრიტანული ლინგვისტური ფილოსოფიის განვითარებას

პასუხი: ლუდვიგ ვიტგენშტაინმა

ის დაიბადა 1945 წელს, თეირანში. სწავლობდა მედიცინას და ბიოქიმიას ლონდონში. ისლამური რწვოლუციის შემდეგ დაბრუნდა ირანში, მაგრამ მისი შეხედულებები სულ უფრო ანტიკლერიკალური ხდებოდა და ამიტომ მას ყველა პოსტი დაატოვებინეს და აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო. ჟურნალ თაიმსის თანახმად მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულშიც კი შედის

პასუხი: აბდულქარიმ სორუში

თემა 4: ქიმია

ამ შვედმა ქიმიკოსმა მიიღო პირველად თავისუფალი სახით ცირკონი, სილიციუმი ტიტანი და ტანტალი, შემოიღო ტერმინები: “ორგანული ქიმია” და “იზომერია”

პასუხი: იენს იაკობ ბერცელიუსი

ამ ლითონმა სახელწოდება მიიგო სულაც არა ქვეყნის საპატივცემულოდ , არამედ უბრალოდ იმიტომ რომ მისი სპექტროსკოპული ხაზის ფერი იყო ინდიგო

პასუხი: ინდიუმი

მენდელეევის ტაბულის ცალკე რიგში, ქვემოთ მოქცეულ ამ ელემენტებს ეკუთვნის, მაგალითად: ერბიუმი, ტულიუმი, ცერიუმი, ევროპიუმუ და კიდევ 11 ელემენტისაგან

პასუხი: ლანტანოიდები

ბეძნულიდან ეს ტერმინი შეიძლება ვთარგმნოთ როგორც თანაბარი ზომისა (ერთი ზომისა). ტერმინი აღნიშნავს ერთი და იმავე ელემენტებისაგან შემდგარი და თანაბარი ატომური მასის, მაგრამ განსხვავებული თვისებების მქონე ნივთიერებების არსებობას

პასუხი: იზომერია

სწორდ ეს თხევადი, ოქროსფერი ლითონი გვაძლევს ყველაზე აქტიურ ტუტეს, მმისი სახელი ქვეყანასთანააა დაკავშირებული

პასუხი: ფრანციუმი

თემა 5: დიდი ებრაელები

მოშე შარეთი იყო ისრაელის მეორე პრემიერ მინისტრი, დამისახელეთ ის ადამიანი, რომელმაც ის შეცვალა ამ პოსტზე 1955 წელს და რომელიც მან შეცვალა 1953 წელს

პასუხი: დავით ბენ-გურიონი

მისი ნამდვილი გვარი მეერსონი იყო, ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1969-1974 წლებში იკავებდა და სწორედ მისი ბრძანება ტერორისტული ორგანიზაცია “შავი სექტემბრის” წევრების მოძებნისა და განადგურების შესახებ შეასრულა მოსადმა

პასუხი: გოლდა მეირი

ცალი თვალი მან მეორე მსოფლიო ომში ვიშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაკარგა, ხოლო 1973 წელს იხუმრა, რომ თუ ომს წააგებდა ახალს წამოიწყებდა, მაგრამ უკვე ცოლის გვარით

პასუხი: მოშე დაიანი

რა სახელითაა ჩვენთვის ცნობილი პერიასლავში დაბადებული სოლომონ რაბინოვიჩი, რომელიც თვლიდა, რომ “ძნელია იყო ებრაელი.”

პასუხი: შოლომ-ალეიხემი

ლიკუდის პარტიის ეს ლიდერი პირველი განათლებით არქიტექტორია, მეორე განათლებით-ეკონომისტი, ხოლო თავის ნაშრომში ის გვასწავლის “როგორ შეიძლება ებრძოლონ დემოკრატები ტერორიზმს”. მოასწრო პრემიერ-მინისტრობაც

პასუხი: ბინიამინ ნათანიაჰუ

თემა 6: პოეზია

1890-იან წლებში მან თავისი პირველი სახელი რენე უფრო ვაძკაცურით შეცვალა. დამისახელეთ ეს ავსტრიელი

პასუხი: რაინერ მარია რილკე

შეეცადეთ მითხრათ ვის ეკუთვნის სტროფი, მგონი არ უნდა გაგიჭირდეთ:
“ღვინის მდინარე, ფერიები და ლხინის ტახტი,
მითხრეს, გელისო სამოთხეში, თუ ღირსი გახდი.
ამივსე თასი წმინდა ღვინით და მომაწოდე,
ათას ნისიას მირჩევნია ეს ერთი ნაღდი.”

პასუხი: ომარ ხაიამი

რაკი სპარსულ პოეზიაზე ჩამოვარდა საუბარი, დამისახელეთ პოეტი-სუფიტი, ერთი თქვენთვის კარგად ცნობილი ხვარაზმელის სეხნია, რომლის “დივანი” საქვეყნოდაა ცნობილი

პასუხი: ჯალალ ედ-დინ რუმი

პოეზიის ნებისმიერმა მცოდნემ იცის, რომ პირველში მარცვლები განაწილებულია ასე 5/7/5, მეორეში კი 5/7/5/7/7. დამისახელეთ პირველიც და მეორეც

პასუხი: პირველი-ჰოკუ(ითვლება ჰაიკუც); მეორე-ტანკა.

მოისმინეთ ჰოკუ და მითხარით რა მოვლენა მოხდა ცოტა ხნის წინ პოეტის ცხოვრებაში:
“აღარავინ აკეთებს ნახვრეტებს კედლებში,
მაგრამ ღმერთმანი,
როგორ ცივა სახლში.”

პასუხი: პოეტი ქალია, რომელსაც დაეღუპა შვილი. (ბავშვის გარდა ვინ გახვრეტს იაპონურ მუყაოს კედლებს?)

ფინალური რაუნდი

თემები:
დაასრულეთ ანეკდოტი:, მოსწრებული ნათქვამი.

ფინალში მოთამაშეთა ფსონები:

თემა 1: დაასრულეთ ანეკდოტი:

ერთხელ შოტლანდიაში, მატარებლის ერთ კუპეში მგზავრობდა 3 მეცნიერი: ასტრონომი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი. ფანჯარაში მათ დაინახეს შავი ცხვარი.
ასტრონომი: „ვაა, შოტლანდიაში ყველა ცხვარი შავია!“
ფიზიკოსი: „არა, ჩვენ მხოლოდ იმის მტკიცება შეგვიძლია, რომ შოტლანდიაში არსებობს ერთი მაინც შავი ცხვარი!“
მათემატიკოსი: (დაასრულეთ!)

პასუხი: „არა, შოტლანდიაში ერთი მაინც ცხვარი არის, რომელსაც მინიმუმ ერთი გვერდი აქვს შავი!“

თემა 2: მოსწრებული ნათქვამი

ერთ საბჭოთა ფილმში არის ასეთი სიტუაცია, კაცი ქალს ეკითხება თუ ვინაა ის პროფესიით, რაზეც ქალი პასუხობს, რომ ფილოლოგია და შეისწავლის ამას. კაცი ეკითხება ანტიკურ, რომაულ ამას სწავლობს, თუ XIX საუკუნის რუსულ ამას. ხოლო ქალი პასუხობს, რომ ის თანამედროვე ამას სწავლობს. მაშინ კაცი იცინის და პასუხობს, რომ ქალს საინტერესო პრფესია აქვს-სწავლობს იმას რაც არ არსებობს. მაშ მითხარით რას სწავლობდა, შეისწავლიდა ქალი, თუ თავისთავად ეს დიალოგიც წამოადგესნ ამას.

პასუხი: სატირას

თამაში დასრულებულია

სწორი პასუხი:
არასწორი პასუხი: