შეკითხვა #115
-
1876 წელს ერთ გაზეთში გამოჩნდა ასეთი განცხადება: “პარიზში მცხოვრებ ასაკოვან ჯენტლმენს სურს დაიქირავოს სრულწლოვანი ქალბატონი, რომელიც იქნება მისი მდივანი და მარჯვენა ხელი”. ბერტა კლინსკიმ, რომელიც იმ პერიოდში ვენაში მუშაობდა, გადაწყვიტა მიეღო ეს წინადადება და პარიზში გადავიდა. მაგრამ მუშაობის სამი კვირის შემდეგ სამშობლო მოენატრა და უკან დაბრუნდა. მალე მან დაიწყო მიმოწერა მსოფლიოში მშვიდობის თემაზე პარიზში მცხოვრებ ჯენტლმენთან, რომელთანაც მან პარიზში ყოფნისას ბევრი საერთო გამონახა. ამ ქალბატონს რამოდენიმე საინტერესო პროექტი ჰქონდა მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით და ჯენტლმენმაც მისი ფინანსურად დახმარება გადაწყვიტა. და მისი სიკვდილიდან 9 წლის შემდეგაც კი ბერტამ კვლავ მიიღო მისგან ფულადი დახმარება. რა ფორმით მიიღო მან ფული?
პასუხი: იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს (1905 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ბერტა ფონ ზუტნერი (ქმრის გვარია), ის ჯენტლმენი კი თვით ალფრედ ნობელი გახლდათ). ბმული: http://moazrovne.net/q/115 გაზიარება:პასუხი