შეკითხვა #128
-
რუზველტის სიტყვები: “როდესაც პატარა ბავშვი ამ ნივთს პირველად ათვალიერებს, იგი პირველ რიგში ამ ნივთის პირველ დეტალს ამჩნევს. გამორიცხული არაა, რომ მან ამ ნივთის მეორე დეტალიც შეამჩნიოს და დააკვირდეს მას, ხოლო რაც შეეხება ამ ნივთის მესამე დეტალს მისთვის ის თითქმის შეუმჩნეველია და ყურადღების ღირსიც არაა. როდესაც ადამიანი იზრდება, მაშინ ყველაფერი იცვლება. ამ ნივთზე დაკვირვებისას მოზრდილი ადამიანი პრიველ რიგში მესამე და შემდეგ მეორე დეტალს აკვირდება, ხოლო პირველ დეტალს კი იგი უმეტეს შემთხვევაში არც უკვირდება.” რა ნივთზე ჰქონდა საუბარი რუზველტს?
პასუხი: ეს ნივთია საათი (ამ ნივთის დეტალები კი საათის, წუთის და წამების ისრები, შესაბამისად). ბმული: http://moazrovne.net/q/128 გაზიარება:პასუხი