შეკითხვა #1335
-
ნიკოლაე ჩაუშესკუმ ამხანაგ კორბუს მიანიჭა პოლკოვნიკის წოდება და იგი განსაკუთრებით დაიახლოვა, იგი მას ხშირად ატარებდა პერსონალური ავტომობილით. ამის აღმწერ სტატიაში მოხსენიებულია ერთი რომაელი მმართველი. დაასახელეთ ეს მმართველი.
პასუხი: კალიგულა კომენტარი: ამხანაგი კორბუ იყო ძაღლი, სტატიაში მოყვანილია შედარება კალიგულას მიერ ცხენ ინციტატუსის გაკონსულებაზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1335 გაზიარება:პასუხი